თუ მყიდველი არ ითხოვს ნივთის ნაკლის გამოსწორებას ან ახლით მის შეცვლას გამყიდველისათვის საამისოდ მიცემული ვადის გასვლის შემდეგ და არც ხელშეკრულების მოშლას, მას შეუძლია მოითხოვოს ფასის შემცირება იმ ოდენობით, რაც საჭიროა ნაკლის გამოსასწორებლად. მხედველობაში მიიღება ხელშეკრულების დადების მომენტისათვის არსებული ფას
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი · რედაქცია 11.11.2025
მუხლი 492. ფასის შემცირების მოთხოვნა
სამოქალაქო კოდექსის 492-ე მუხლი · სკ 492
რედაქციის ისტორია
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
- საქმე №ას-1138-2024
რაც შეეხება ხელშეკრულების მოშლას, სამოქალაქო კოდექსის იმ ნორმათა ანალიზი, რომლებიც ხსენებულ საკითხს არეგულირებენ, იძლევა დასკვნის საფუძველს, რომ მას ხელშეკრულებიდან გასვლის სამართლებრივი დატვირთვა გააჩნია (მოშლის ინსტიტუტის რეალიზაცია თავისთავად უკავშირდება სკ-ის 352-ე მუხლით გათვალისწინებულ შედეგებს _ პირთა რესტიტუციას, იხ მაგ: სკ-ის 491-ე, 492-ე მუხლები და სხვა). 14. საქმის მასალებითა და ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილი გარემოებებით ირკვევა, რომ სს „თ.ს.ი.ფ–ას“ და შპს „მ.ვ–ს“ შორის 2017 წლის 20 თებერვალს გაფორმებული ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა შემდეგი ჩარხ-დანადგარების შესყიდვა: სარანდ-სანარიმანდო ჩარხი უნიმატ - 500 – 1 ცალი;
- საქმე №ას-700-2023
ამგვარ გარემოებათა არსებობა მოვალეს კრედიტორის მიმართ ნივთის ნაკლის გამოსწორების ( სსკ-ის 490 მუხლი), ნაკლიანი გვაროვნული ნივთის შეცვლის ( სსკ-ის 490 მუხლი), ფასის შემცირების ( სსკ-ის 492 მუხლი) ან ზიანის ანაზღაურების ( სსკ-ის 494 მუხლი) მოთხოვნებს წარმოუშობს. მას შეუძლია მოითხოვოს ხელშეკრულების მოშლაც სსკ-ის 352-ე მუხლის მიხედვით ( სსკ-ის 491-ე მუხლი) (შდრ.
- საქმე №ას-1332-2022
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ნივთობრივი ნაკლის მქონე პროდუქტის მიწოდებისა და მყიდველის მიერ მისი მიღების შემთხვევაში, მყიდველს წარმოეშობა სსკ-ის 490-ე, 491-ე, 492-ე და 494-ე მუხლების შესაბამისი მეორადი მოთხოვნების განხორციელების უფლება, სათანადო თანმიმდევრობისა და წინაპირობების დაცვით.
- საქმე №ას-162-2023
ნივთის ნაკლი მყიდველს ისეთ დამატებით მოთხოვნებს წარმოუშობს, როგორიცაა ნაკლის გამოსწორება, ნაკლის გამოსწორებისათვის გაწეული ხარჯების ანაზღაურება, ხელშეკრულებიდან გასვლა ან ფასის შემცირება (სსკ-ის 490-ე, 491-ე და 492-ე მუხლები). 2.22. მხარეთა მიერ წარმოდგენილი იქნა სხვადასვა სახის დასკვნები, სადაც შეფასებულ იქნა, როგორც მიმდინარე ბაზარი, ასევე კომპანიის უძრავი ქონება.
- საქმე №ას-885-2023
გამყიდველის მიერ მყიდველისათვის ნაკლიანი ნივთის გადაცემისას, ნაკლის გამოსწორების ან ნაკლიანი ნივთის შეცვლის მოთხოვნის უპირატესი გამოყენება, უდავოდ გამომდინარეობს სსკ-ის 490-ე, 491-ე, 492-ე, 494-ე მუხლების დანაწესებიდან. მხოლოდ მას შემდეგ, რაც ნაკლის გამოსწორების ან ნაკლიანი ნივთის შეცვლისათვის განსაზღვრული ვადა უშედეგოდ გაივლის, მყიდველს ეძლევა შესაძლებლობა განახორციელოს სხვა მეორადი მოთხოვნები, როგორიცაა ხელშეკრულებიდან გასვლა, ფასის შემცირება თუ ზიანის ანაზღაურება.
- საქმე №ას-493-2023
- საქმე №ას-628-2023
- საქმე №ას-1408-2022
- საქმე №ბს-713(კ-21)
- საქმე №ას-437-2022
- საქმე №ას-1539-2022
- საქმე №ას-1460-2022
- საქმე №ას-278-2020
- საქმე №ას-472-2020
- საქმე №ას-306-2022
- საქმე №ას-593-2022
- საქმე №ას-365-2022
- საქმე №ას-257-2022
- საქმე №ას-322-2022
- საქმე №ას-622-2020
- საქმე №ას-1499-2020
- საქმე №ას-978-2020
- საქმე №ას-1380-2021
- საქმე №ას-1055-2021
- საქმე №ას-766-2020
- საქმე №ას-1371-2021
- საქმე №ას-1057-2020
- საქმე №ას-390-2020
- საქმე №ას-239-2021
- საქმე №ას-883-2021
- საქმე №ას-699-2020
- საქმე №ას-615-2021
- საქმე №ას-775-2019
- საქმე №ას-775-2019
- საქმე №ას-1108-2019
- საქმე №ას-1108-2019
- საქმე №ას-1113-2019
- საქმე №ას-362-2021
- საქმე №ას-349-2021
- საქმე №ას-222-2021
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
- მუხლი 62. გამყიდველს შეუძლია მყიდველს მოსთხოვოს ფასის გადახდა, მიწოდებული საქონლის მიღება ან სხვა ვალდებულების შესრულება, თუ გამყიდველმა არ მიმართა სამართლებრივი დაცვის საშუალებას, რომელიც შეუთავსებელია ასეთ მო
- მუხლი 70. საბაჟო ღირებულების განსაზღვრის მეთოდი გარიგების ფასის საფუძველზე
- მუხლი 17. მომხმარებლის უფლებები1. თუ საქონელი ნაკლის მქონე აღმოჩნდა, მომხმარებელს უფლება აქვს, მოვაჭრეს მოსთხოვოს ნაკლის აღმოფხვრა (საქონლის უსასყიდლოდ შეკეთება ან შეცვლა, ფასის შემცირება) ან გავიდეს ხელშეკრულე
მეზობელი მუხლები
- მუხლი 486. გაყიდული საქონლის მიწოდება ნაწილ-ნაწილ
- მუხლი 487. უნაკლო ნივთის გადაცემის მოვალეობა
- მუხლი 488. ნივთობრივად უნაკლო ნივთი
- მუხლი 489. უფლებრივად უნაკლო ნივთი
- მუხლი 490. გამყიდველის მოვალეობანი ნაკლის მქონე ნივთის გაყიდვისას
- მუხლი 491. მყიდველის მიერ ხელშეკრულების მოშლის უფლება
- მუხლი 493. უარის უფლება საქონლის მიღებაზე
- მუხლი 494. ნასყიდობიდან გამომდინარე ზიანის ანაზღაურების წესი
- მუხლი 495. ნაკლის მქონე ნივთის მიღება მყიდველის მიერ
- მუხლი 496. ნივთის ვარგისიანობის ვადა
- მუხლი 497. გამყიდველის პასუხისმგებლობის გამორიცხვა
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025. გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 31, 24/07/1997.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „საქართველოს სამოქალაქო კოდექსი“, მუხლი 492, №786, 26.06.1997, სარეგისტრაციო კოდი 040.000.000.05.001.000.223 (კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/31702/muxli-492/