1. მხარეს, რომელიც მე-500–502-ე მუხლებში აღნიშნული წესების მიხედვით ინახავს ნივთს, შეუძლია გაყიდოს ეს ნივთი სათანადო წესების დაცვით, თუ მეორე მხარე აყოვნებს ნივთის მიღებას ან შენახვის ხარჯების ანაზღაურებას, ამის შესახებ მან უნდა აცნობოს მეორე მხარეს.
2. მხარე, რომელიც ნივთს ყიდის, უფლებამოსილია ნავაჭრიდან დაიტოვოს თანხა, რომელიც შეესაბამება ნივთის შენახვისა და გაყიდვის ხარჯებს; დარჩენილი თანხა კი უნდა გადასცეს მეორე მხარე
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 26.06.1997).
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(2)
- საქმე №ას-527-1201-03 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 25.11.2003
სამოქალაქო სამართლის კოდექსის მე-500, 512-ე, 506- 507-ე, 503-ე და 212-ე მუხლების საფუძველზე, ასევე, “საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის 59-ე მუხლის “გ” ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლომ მიიჩნია, რომ დ.მ-ის მოთხოვნა მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანის ანაზღაურების შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს.
- საქმე №3კ/536-03 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 08.07.2003
…არა მარტო მთარგმნელი და გამხმოვანებელია...ისა, არამედ რეჟისორის მაფიოზურ-დანაშაულებრივი გზის მონაწილე”. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ანალიზით სააპელაციო სასამართლოს კოლეგიამ მართებულად მიიჩნია, რომ ა. ჟ-ს სკ-ს (1964წ.) 503-ე და 512-ე მუხლებით გარანტირებული საავტორო უფლებები “იუბილარის საქორწინო მოგზაურობაზე” მოპასუხე ნ.ჯ-ის მიერ არ დარღვეულა.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025.
გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 31, 24/07/1997.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება