1. მხარეებს შეუძლიათ დაადგინონ, რომ ჩუქების ხელშეკრულების ნამდვილობა დამოკიდებულია ამა თუ იმ პირობის შესრულებაზე ან განსაზღვრული მიზნის მიღწევაზე. ეს მიზანი შეიძლება იყოს საერთო-სასარგებლოც (შეწირულობა).
2. პირობის შესრულება, გარდა მჩუქებლისა, შეუძლია მოითხოვოს იმ პირმაც, ვის ინტერესებშიც იგი იქნა დათქმული.
3. თუ დასაჩუქრებული პირობას არ შეასრულებს, მაშინ მჩუქებელს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზ
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 26.06.1997).
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(12)
- საქმე №ას-1775-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 21.07.2020
მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ მოპასუხემ დაარღვია შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში გაფორმებული სამმხრივი შეთანხმებით გათვალისწინებული მიზნობრიობა, შესაბამისად, სსკ-ის 528.3 მუხლით გათვალისწინებული სამართლებრივი საფუძვლით ხელშეკრულებაზე უარის თქმის შემადგენლობაც განხორციელებულია.
- საქმე №ბს-1391(კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 18.03.2020
1-ე და 528-ე მუხლებზე და 2017 წლის 8 დეკემბერს შპს „...“-ს საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაეცა 2017 წლის 20 ნოემბრისა და 4 დეკემბრის ხელშეკრულებებით განსაზღვრული ქონება: პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების/პტი ხაზი აღჭურვილობით (ღირებულებით 27000 ევრო), გაზოანალიზატორი და მისი მაკომპლექტებელი გამზომი ხელსაწყოები (ღირებულებით 18 176 ევრო).
- საქმე №ას-151-143-2017 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 02.08.2017
მართალია, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 528-ე მუხლის თანახმად, ჩუქება გარკვეული პირობითაც შეიძლება განხორციელდეს, თუმცა ეს პირობა უშუალოდ ნაჩუქარი ქონებიდან უნდა გამომდინარეობდეს და გამჩუქებელი სანაცვლო სარგებელს არ უნდა იღებდეს.
- საქმე №ას-501-475-2015 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 31.03.2016
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ როდესაც აპელანტი მიუთითებს ნაჩუქარი ქონების საზოგადოების საკეთილდღეოდ გამოყენების აუცილებლობაზე, ფაქტობრივად სადავო ქონებას ანიჭებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 528-ე მუხლით გათვალისწინებული შეწირულობის სტატუსს, რაც არ იკვეთება მხარეთა შორის წერილობით გაფორმებული 2008 წლის 10 სექტემბრის ჩუქების ხელშეკრულებიდან.
- საქმე №ას-325-310-2015 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 20.05.2015
…ნიშნავს იმას, რომ მჩუქებელს არა აქვს უფლება, მოითხოვოს დასაჩუქრებულისაგან შემხვედრი დაკმაყოფილება. ჩუქების მოტივს, რომელიც ზოგჯერ შეიძლება ანგარებითაც იყოს განპირობებული, იურიდიული თვალსაზრისით, გადამწყვეტი მნიშვნელობა არა აქვს. სამოქალაქო კოდექსის 528-ე მუხლზე მითითებით სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ, მართალია, აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ჩუქების ხელშეკრულების უსასყიდლობა…
- საქმე №ას-146-476-09 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 23.06.2009
- საქმე №130210019002829989 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 15.11.2019
- საქმე №330310018002520788 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 24.05.2019
- საქმე №330210014581473 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 29.01.2019
- საქმე №130210019002829989 · ხაშურის რაიონული სასამართლო · 02.04.2019
- საქმე №330310018002520788 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 20.09.2018
- საქმე №130210118002440012 · ხაშურის რაიონული სასამართლო · 20.07.2018
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025.
გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 31, 24/07/1997.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება