1. თუ ჩუქების შემდეგ მჩუქებელი მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა და არ შეუძლია საკუთარი თავის ან მის კმაყოფაზე მყოფი პირების რჩენა, მას უფლება აქვს დასაჩუქრებულს მოსთხოვოს გაჩუქებული ნივთი, თუ ეს უკანასკნელი რეალურად არსებობს და დაბრუნება დასაჩუქრებულს არ ჩააყენებს მძიმე მდგომარეობაში.
2. გაჩუქებული ნივთის გამოთხოვა არ შეიძლება, თუ გამჩუქებელმა განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით ჩაიგდო თავი მძიმე მდგომარეობაში.
თავი მესამე
ქირავნო
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 26.06.1997).
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(108)
საქმე №ას-597-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 15.10.2025
კასატორის ზემომითითებულ პრეტენზიასთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სსკ-ის 530-ე მუხლი ითვალისწინებს ისეთ შემთხვევას, როცა ჩუქების გაუქმება გამოწვეულია მჩუქებლის მძიმე მატერიალური მდგომარეობით.
საქმე №ას-1212-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 16.05.2025
…სხვა ქონება, არ აქვს პენსიის გარდა სხვა შემოსავალი, გააჩნდა მხოლოდ და მხოლოდ ერთადერთი საცხოვრისი, რომელზეც გაფორმებული გარიგება გახდა სადავო, სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო კოდექსის 526-ე და 530-ე მუხლებთან დაკავშირებით, ერთ-ერთ სამოქალაქო საქმეზე განმარტა შემდეგი:,,მითითებული მუხლის მიზნებისათვის, ქონების გაჩუქების შეზღუდვა დაიშვება მხოლოდ იმ შემთხვევაში,…
საქმე №ას-1416-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 31.01.2025
აღნიშნულიდან გამომდინარე, ნათელია, რომ ნივთის უკან დაბრუნება უნდა მოხდეს არა ჩუქების ხელშეკრულებით გამოხატული მხარეთა ნების ნაკლის, ან გარიგების ბათილობის სხვა კანონისმიერი საფუძვლის, არამედ, ჩუქების ნამდვილი ხელშეკრულების დადების შემდეგ განვითარებული მოვლენების გამო, რაც მოცემულ შემთხვევაში სსკ-ის 530-ე მუხლით “1. თუ ჩუქების შემდეგ მჩუქებელი მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა და არ შეუძლია საკუთარი თავის ან მის კმაყოფაზე მყოფი პირების რჩენა, მას უფლება აქვს დასაჩუქრებულს მოსთხოვოს გაჩუქებული ნივთი, თუ ეს უკანასკნელი რეალურად არსებობს და დაბრუნება დასაჩუქრებულს არ ჩააყენებს მძიმე მდგომარეობაში.
საქმე №ას-1029-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 19.12.2024
რაც შეეხებოდა სსკ-ის 530-ე მუხლით (თუ ჩუქების შემდეგ მჩუქებელი მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა და არ შეუძლია საკუთარი თავის ან მის კმაყოფაზე მყოფი პირების რჩენა, მას უფლება აქვს დასაჩუქრებულს მოსთხოვოს გაჩუქებული ნივთი, თუ ეს უკანასკნელი რეალურად არსებობს და დაბრუნება დასაჩუქრებულს არ ჩააყენებს მძიმე მდგომარეობაში.
საქმე №ას-655-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.07.2024
გადაწყვეტილების დასაბუთებაში სასამართლომ განმარტა შემდეგი: „მოსარჩელემ ასევე მიუთითა, რომ სასამართლომ უნდა იმსჯელოს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 530-ე მუხლზეც. მითითებული ნორმის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ჩუქების შემდეგ მჩუქებელი მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა და არ შეუძლია…
საქმე №ას-638-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 23.02.2024
საქმე №ას-963-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 22.11.2023
საქმე №ას-542-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 27.04.2023
საქმე №ას-1595-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 31.03.2023
საქმე №ას-246-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 31.10.2022
საქმე №ას-934-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.09.2022
საქმე №ას-399-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 13.04.2022
საქმე №ას-984-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 24.02.2022
საქმე №ას-1122-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 24.02.2022
საქმე №ას-1155-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 13.10.2021
საქმე №ას-582-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 14.07.2021
საქმე №ას-1174-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 17.06.2021
საქმე №ას-1150-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 10.06.2021
საქმე №ას-359-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 03.02.2021
საქმე №ას-149-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 23.09.2020
საქმე №ას-1333-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 27.11.2019
საქმე №ას-1050-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 09.09.2019
საქმე №ას-744-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 05.07.2019
მეორეს მხრივ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 530-ე მუხლის შესაბამისად (გაჩუქებული ნივთის გამოთხოვა), უმძიმეს მდგომარეობაში მყოფ ------- უფლება აქვს გამოითხოვოს საკუთარი ნივთი.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „საქართველოს სამოქალაქო კოდექსი“, მუხლი 530, №786, 26.06.1997, სარეგისტრაციო კოდი 040.000.000.05.001.000.223 (კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/31702/muxli-530/