მუხლი 529. ჩუქების გაუქმება დასაჩუქრებულის უმადურობის გამო
სამოქალაქო კოდექსის 529-ე მუხლი · სკ 529
1. ჩუქება შეიძლება გაუქმდეს, თუ დასაჩუქრებული მძიმე შეურაცხყოფას მიაყენებს ან დიდ უმადურობას გამოიჩენს მჩუქებლის ან მისი ახლო ნათესავის მიმართ.
2. თუ ჩუქება გაუქმდება, მაშინ გაჩუქებული ქონება შეიძლება გამოთხოვილ იქნეს მჩუქებლის მიერ.
3. ჩუქება შეიძლება გაუქმდეს ერთი წლის განმავლობაში მას შემდეგ, რაც მჩუქებელი შეიტყობს იმ გარემოების შესახებ, რომელიც მას ჩუქების გაუქმების უფლებას აძლევ
მთავარი მონაცემები
ვადაერთი წლის განმავლობაში
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 26.06.1997).
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(158)
საქმე №ას-597-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 15.10.2025
შესაბამისად, აღნიშნული ქმედება, სსკ-ის 529.1 მუხლით განსაზღვრულ დიდ უმადურობად ვერ შეფასდება. გარდა ამისა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 27.12.2022წ.
საქმე №ბს-289(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 15.07.2025
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით შედარებისათვის საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განმარტებაზე საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 529-ე მუხლთან მიმართებით. კერძოდ, ნაჩუქარი ქონების გამოთხოვის უფლება, როგორც არადამოუკიდებელი აღმჭურველი უფლება, მისი პერსონალური…
საქმე №ას-305-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 07.07.2025
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე ჩუქების ხელშეკრულების გაუქმების მოთხოვნის საფუძვლად უთითებს ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ დასაჩუქრებულების მხრიდან შეურაცხყოფაზე, შესაბამისად დავის საგანია ჩუქების ხელშეკრულების გაუქმება, რომელიც გამომდინარეობს სსკ-ის 524-ე (ჩუქების ხელშეკრულებით მჩუქებელი უსასყიდლოდ გადასცემს დასაჩუქრებულს ქონებას საკუთრებად მისი თანხობით) და 529-ე მუხლის პირველი ნაწილიდან (ჩუქება შეიძლება გაუქმდეს, თუ დასაჩუქრებული მძიმე შეურაცხყოფას მიაყენებს ან დიდ უმადურობას გამოიჩენს მჩუქებლის ან მისი ახლო ნათესავის მიმართ).
საქმე №ას-1416-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 31.01.2025
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნულ ნაწილში, სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა და განმარტა, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებთ არ დასტურდებოდა ჩუქების გაუქმების განმაპირობებელი გარემოებები (“მძიმე შეურაცხყოფა” და “დიდი უმადურობა”), შესაბამისად არ არსებობდა სსკ-ის 529-ე მუხლის “1. ჩუქება შეიძლება გაუქმდეს, თუ დასაჩუქრებული მძიმე შეურაცხყოფას მიაყენებს ან დიდ უმადურობას გამოიჩენს მჩუქებლის ან მისი ახლო ნათესავის მიმართ.
საქმე №ას-655-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.07.2024
რაც შეეხება აპელანტის მიერ ჩუქების ხელშეკრულების გაუქმების საფუძვლად მითითებულ გარემოებას, რომ დარჩა უსახლკაროდ, ყოველგვარი შემოსავლის გარეშე, რის გამოც მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა და ითხოვს გაჩუქებული ნივთის უკან დაბრუნებას, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ-ი) 529-ე, 526-ე, 530-ე მუხლებზე და განმარტა, რომ საქმეზე დაკითხული მოწმეების: ლ.კ–ძის, ე.კ–ძის და რ.მ–ძის ჩვენებებით დგინდება, რომ მოსარჩელე ამჟამად ცხოვრობს ლაგოდეხის…
საქმე №ბს-1395(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 23.07.2024
საქმე №ას-1500-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 27.06.2024
საქმე №ას-963-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 22.11.2023
საქმე №ას-1390-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 23.06.2023
საქმე №ას-1603-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 20.04.2023
საქმე №ას-1342-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 23.01.2023
საქმე №ას-246-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 31.10.2022
საქმე №ას-399-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 13.04.2022
საქმე №ას-823-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 13.04.2022
საქმე №ას-350-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 31.03.2022
საქმე №ას-1122-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 24.02.2022
საქმე №ას-1039-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 10.02.2022
საქმე №ას-1155-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 13.10.2021
საქმე №ას-750-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.07.2021
საქმე №ას-582-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 14.07.2021
საქმე №ას-1174-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 17.06.2021
საქმე №ას-1150-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 10.06.2021
საქმე №ას-359-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 03.02.2021
საქმე №ას-149-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 23.09.2020
საქმე №ას-289-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 31.07.2020
საქმე №ას-1133-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 28.07.2020
საქმე №ას-1333-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 27.11.2019
საქმე №ას-805-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 04.10.2019
საქმე №ას-1050-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 09.09.2019
საქმე №ას-744-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 05.07.2019
საქმე №ას-116-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 23.05.2019
საქმე №ას-1183-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 05.04.2019
სწორედ ამიტომ, ორგანიზაციას შეუძლია გამოითხოვოს ქონება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 529-ე მუხლის ძალითაც (ჩუქების გაუქმება დასაჩუქრებულის უმადურობის გამო). „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობის და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, უკანონოდ იქნეს ცნობილი აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 5 ოქტომბრის N24619 ბრძანება.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „საქართველოს სამოქალაქო კოდექსი“, მუხლი 529, №786, 26.06.1997, სარეგისტრაციო კოდი 040.000.000.05.001.000.223 (კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/31702/muxli-529/