1. თუ მოგზაურობის ხარვეზები წარმოიშვა იმ გარემოებათა შედეგად, რომლებზედაც პასუხს აგებს მოგზაურობის მომწყობი, ტურისტს შეუძლია ხარვეზების გამო ანაზღაურების შემცირების ან ხელშეკრულების შეწყვეტის უფლების შეუზღუდავად მოითხოვოს შეუსრულებლობით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება.
2. თუ მოგზაურობა ჩაიშალა ან იგი არაჯეროვნად იყო ორგანიზებული, მაშინ ტურისტს შეუძლია მოითხოვოს ასევე შვებულების უსარგებლოდ დაკარგვით გამოწვეული შესაბამისი ფულადი ანაზღაურება.
3. თუ ხელშეკრულება, ტურისტის ბრალის გარეშე, მოგზაურობის დაწყებამდე შეწყდება, ტურისტს უფლება აქვს მოითხოვოს შეუსრულებლობით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა:
ა) ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველია მოგზაურობის მოსაწყობად აუცილებელ პირთა რაოდენობის სიმცირე, რის შესახებაც ტურისტს წერილობითი ფორმით ეცნობა იმ ვადის განმავლობაში, რომელიც მითითებულია მოგზაურობის (პაკეტის) აღწერილობაში;
ბ) ხელშეკრულების შეწყვეტის მიზეზია დაუძლეველი ძალა.
საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2946 - სსმ I, №15, 16.05.2006წ., მუხ.99
[მუხლი 662. (ამოღებულია)
(ამოქმედდეს 2027 წლის 1 ივნისიდან)]
საქართველოს 2023 წლის 15 დეკემბრის კანონი №3970 - ვებგვერდი, 28.12.2023
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 15.12.2023-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 15.12.2023 კანონი №3970
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (16.11.2023 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 662. მოგზაურობის ხარვეზით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება 1. თუ მოგზაურობის ხარვეზები წარმოიშვა იმ გარემოებათა შედეგად, რომლებზედაც პასუხს აგებს მოგზაურობის მომწყობი, ტურისტს შეუძლია ხარვეზების გამო ანაზღაურების შემცირების ან ხელშეკრულების შეწყვეტის უფლების შეუზღუდავად მოითხოვოს შეუსრულებლობით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. 2. თუ მოგზაურობა ჩაიშალა ან იგი არაჯეროვნად იყო ორგანიზებული, მაშინ ტურისტს შეუძლია მოითხოვოს ასევე შვებულების უსარგებლოდ დაკარგვით გამოწვეული შესაბამისი ფულადი ანაზღაურება. 3. თუ ხელშეკრულება, ტურისტის ბრალის გარეშე, მოგზაურობის დაწყებამდე შეწყდება, ტურისტს უფლება აქვს მოითხოვოს შეუსრულებლობით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა: ა) ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველია მოგზაურობის მოსაწყობად აუცილებელ პირთა რაოდენობის სიმცირე, რის შესახებაც ტურისტს წერილობითი ფორმით ეცნობა იმ ვადის განმავლობაში, რომელიც მითითებულია მოგზაურობის (პაკეტის) აღწერილობაში; ბ) ხელშეკრულების შეწყვეტის მიზეზია დაუძლეველი ძალა. საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2946 - სსმ I, №15, 16.05.2006წ., მუხ.99 [მუხლი 662. (ამოღებულია) (ამოქმედდეს 2027 წლის 1 ივნისიდან)]
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(5)
- საქმე №ას-510-484-2013 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 04.12.2013
ტურისტს რჩება ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება სამოქალაქო კოდექსის 662-ე მუხლის საფუძველზე, რაშიც იგულისხმება ის ქონებრივი დანაკლისი, რაც მან მომსახურების ხარვეზის გამო მიიღო (ვიზის თანხა, მოცდენილი შვებულების ანაზღაურება, კრედიტით სარგებლობის პროცენტი და ა.შ), რასაც მოსარჩელეები არ მიუთითებენ.
- საქმე №3კ-391-2000 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 25.08.2000
აღნიშნულის გამო მოსარჩელემ სამოქალაქო კოდექსის 652-ე მუხლის მესამე ნაწილის, 662-ე მუხლის პირველი ნაწილის მე-16 მუხლისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ კანონის მე-10 მუხლის, მე-13 მუხლის I პუნქტის და 24-ე მუხლის I პუნქტის საფუძველზე…
- საქმე №330210016001411901 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 17.04.2018
…2009 წლის 09 მარტს; ( მხარეთა ახსნა-განმარტება იხ. საპელაციო სასამართლოს სხდომის ოქმი) 14.4. ი------–ში ჩაფრენისთანავე მ---- ქ--–----ე აეროპორტში დააკავეს და იმყოფებოდა სპეციალურ საკანში. საქართველოში დაბრუნდა 2009 წლის 5 მარტს; საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 662-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ მოგზაურობის ხარვეზები წარმოიშვა იმ გარემოებათა შედეგად, რომლებზედაც პასუხს აგებს მოგზაურობის…
- საქმე №180210018002700092 · მცხეთის რაიონული სასამართლო · 17.02.2020
კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა: საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე, 104-ე, 316- 317-ე, 319-ე, 327-ე, 361-ე, 394-ე, 657-ე, 659-ე, 660-ე და 662-ე მუხლები 6. სამართლებრივი შეფასება: 6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის თანახმად, გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი შედეგის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ.
- საქმე №330210119003195681 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 30.12.2019
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე-317-ე, 361-ე, 394- 412-ე, 657-ე, 662-ე მუხლები. 6. სამართლებრივი შეფასება 6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316.1 მუხლის დანაწესით, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025.
გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 31, 24/07/1997.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება