თავი IV — ტურისტული საქმიანობის სუბიექტების რეგისტრაცია, ტურისტული პაკეტისა და დაკავშირებული ტურისტული მომსახურების ხელშეკრულებები
ა) მიაწოდოს ტურისტს ინფორმაცია ადგილობრივი ჯანმრთელობის დაცვის მომსახურების, ადგილობრივი ხელისუფლების შესაბამისი ორგანოებისა და საკონსულო დახმარების შესახებ;
ბ) დაეხმაროს ტურისტს კომუნიკაციის დამყარებაში და ალტერნატიული ტურისტული მომსახურების მოძებნაში;
გ) ტურისტს, თუ იგი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია ან გადაადგილების შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია, მიაწოდოს ინფორმაცია ინკლუზიური ტურისტული მომსახურებების და მათი ხელმისაწვდომობის შესახებ, აგრეთვე სურვილის შემთხვევაში მიაწოდოს გადამოწმებული ინფორმაცია მისი საჭიროებების მიხედვით გონივრული მისადაგებისა და ალტერნატიული ტურისტული მომსახურებების თაობაზე.
2. თუ საფრთხე ან/და მნიშვნელოვანი დაბრკოლება გამოწვეულია ტურისტის დაუდევრობით ან მისი განზრახი ქმედებით, ტუროპერატორს უფლება აქვს, დახმარების გაწევისთვის ტურისტს მოსთხოვოს შესაბამისი საფასურის გადახდა. აღნიშნული საფასური არ უნდა აღემატებოდეს ტუროპერატორის მიერ ფაქტობრივად გაწეულ ხარჯებ
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 15.12.2023).
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (14.05.2025 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 25. დახმარების ვალდებულებავალდებულება1. 1. ტუროპერატორი ვალდებულია ყოველგვარი დაყოვნების გარეშე დაეხმაროს ტურისტს მოგზაურობის დროს წარმოშობილი სირთულეებისას, მათ შორის, ამ კანონის 22-ე მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებული გარემოებების არსებობისას, კერძოდ: ა) მიაწოდოს ტურისტს ინფორმაცია ადგილობრივი ჯანმრთელობის დაცვის მომსახურების, ადგილობრივი ხელისუფლების შესაბამისი ორგანოებისა და საკონსულო დახმარების შესახებ; ბ) დაეხმაროს ტურისტს კომუნიკაციის დამყარებაში და ალტერნატიული ტურისტული მომსახურების მოძებნაში; გ) ტურისტს, თუ იგი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია ან გადაადგილების შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია, მიაწოდოს ინფორმაცია ინკლუზიური ტურისტული მომსახურებების და მათი ხელმისაწვდომობის შესახებ, აგრეთვე სურვილის შემთხვევაში მიაწოდოს გადამოწმებული ინფორმაცია მისი საჭიროებების მიხედვით გონივრული მისადაგებისა და ალტერნატიული ტურისტული მომსახურებების თაობაზე. 2. თუ საფრთხე ან/და მნიშვნელოვანი დაბრკოლება გამოწვეულია ტურისტის დაუდევრობით ან მისი განზრახი ქმედებით, ტუროპერატორს უფლება აქვს, დახმარების გაწევისთვის ტურისტს მოსთხოვოს შესაბამისი საფასურის გადახდა. აღნიშნული საფასური არ უნდა აღემატებოდეს ტუროპერატორის მიერ ფაქტობრივად გაწეულ ხარჯებს.ხარჯებ
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — ON TOURISM, კონსოლიდირებული რედაქცია 09.12.2025.
გამოქვეყნება: Website, 28/12/2023.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება