თავი IV — ტურისტული საქმიანობის სუბიექტების რეგისტრაცია, ტურისტული პაკეტისა და დაკავშირებული ტურისტული მომსახურების ხელშეკრულებები
2. ტურისტს უფლება აქვს, ტუროპერატორისგან მიიღოს სათანადო კომპენსაცია იმ ნებისმიერი ზიანისთვის, რომელიც მას მიადგა გასაწევი მომსახურების შეუსაბამობის გამო. კომპენსაცია გადახდილი უნდა იქნეს გონივრულ ვადაში.
3. ტურისტს უფლება არ აქვს, მიიღოს კომპენსაცია ზიანისთვის, თუ ტუროპერატორი დაადასტურებს, რომ შეუსაბამობა გამოწვეულია ერთ-ერთი შემდეგი მიზეზით:
ა) ტურისტის ბრალით;
ბ) იმ მესამე მხარის ბრალით, რომელიც დაკავშირებული არ არის პაკეტით გათვალისწინებული ტურისტული მომსახურების გაწევასთან, და ამ ტუროპერატორს არ შეეძლო მისი გათვალისწინება ან/და თავიდან აცილება;
გ) გარდაუვალი და განსაკუთრებული გარემოებებით.
4. ტურისტული პაკეტის ხელშეკრულებით ტურისტისთვის მიყენებული ზიანის გამო ტუროპერატორს შეუძლია შეიზღუდოს პასუხისმგებლობა პაკეტის ღირებულების სამმაგი ოდენობით. დაუშვებელია პასუხისმგებლობის შეზღუდვის დაწესება, თუ ზიანმა გამოიწვია ფიზიკური დაზიანება, რომელიც გამოწვეულია ტუროპერატორის განზრახი ან უხეში გაუფრთხილებელი მოქმედებით.
5. ამ კანონით გათვალისწინებული ტურისტის უფლება, მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება ან პაკეტის ღირებულების შემცირება, არ მოქმედებს ტურისტის იმ უფლებებზე, რომლებიც გათვალისწინებულია სპეციალური ნორმატიული აქტებით ან საერთაშორისო კონვენციებით. შესაბამისად, ტურისტს შეუძლია წარადგინოს ამ თავითა და სპეციალური ნორმატიული აქტებით ან საერთაშორისო კონვენციებით გათვალისწინებული მოთხოვნები. თუ ტურისტმა მიიღო კომპენსაცია ან მას შეუმცირდა პაკეტის ღირებულება ამ თავითა და სპეციალური ნორმატიული აქტებით ან საერთაშორისო კონვენციებით გათვალისწინებული მოთხოვნების წარდგენის საფუძველზე, გადაჭარბებული კომპენსაციის თავიდან ასაცილებლად უნდა მოხდეს ანაზღაურებების ურთიერთგაქვითვა.
6. ამ მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადაა 2 წელ
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 15.12.2023).
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (14.05.2025 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 23. ღირებულების შემცირება და ზიანის ანაზღაურებაანაზღაურება1. 1. ტურისტს უფლება აქვს, მოითხოვოს ღირებულების შემცირება იმ პერიოდის პროპორციულად, რომლის განმავლობაშიც არსებობდა შეუსაბამობა, თუ იგი გამოწვეული არ არის ტურისტის ბრალით. 2. ტურისტს უფლება აქვს, ტუროპერატორისგან მიიღოს სათანადო კომპენსაცია იმ ნებისმიერი ზიანისთვის, რომელიც მას მიადგა გასაწევი მომსახურების შეუსაბამობის გამო. კომპენსაცია გადახდილი უნდა იქნეს გონივრულ ვადაში. 3. ტურისტს უფლება არ აქვს, მიიღოს კომპენსაცია ზიანისთვის, თუ ტუროპერატორი დაადასტურებს, რომ შეუსაბამობა გამოწვეულია ერთ-ერთი შემდეგი მიზეზით: ა) ტურისტის ბრალით; ბ) იმ მესამე მხარის ბრალით, რომელიც დაკავშირებული არ არის პაკეტით გათვალისწინებული ტურისტული მომსახურების გაწევასთან, და ამ ტუროპერატორს არ შეეძლო მისი გათვალისწინება ან/და თავიდან აცილება; გ) გარდაუვალი და განსაკუთრებული გარემოებებით. 4. ტურისტული პაკეტის ხელშეკრულებით ტურისტისთვის მიყენებული ზიანის გამო ტუროპერატორს შეუძლია შეიზღუდოს პასუხისმგებლობა პაკეტის ღირებულების სამმაგი ოდენობით. დაუშვებელია პასუხისმგებლობის შეზღუდვის დაწესება, თუ ზიანმა გამოიწვია ფიზიკური დაზიანება, რომელიც გამოწვეულია ტუროპერატორის განზრახი ან უხეში გაუფრთხილებელი მოქმედებით. 5. ამ კანონით გათვალისწინებული ტურისტის უფლება, მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება ან პაკეტის ღირებულების შემცირება, არ მოქმედებს ტურისტის იმ უფლებებზე, რომლებიც გათვალისწინებულია სპეციალური ნორმატიული აქტებით ან საერთაშორისო კონვენციებით. შესაბამისად, ტურისტს შეუძლია წარადგინოს ამ თავითა და სპეციალური ნორმატიული აქტებით ან საერთაშორისო კონვენციებით გათვალისწინებული მოთხოვნები. თუ ტურისტმა მიიღო კომპენსაცია ან მას შეუმცირდა პაკეტის ღირებულება ამ თავითა და სპეციალური ნორმატიული აქტებით ან საერთაშორისო კონვენციებით გათვალისწინებული მოთხოვნების წარდგენის საფუძველზე, გადაჭარბებული კომპენსაციის თავიდან ასაცილებლად უნდა მოხდეს ანაზღაურებების ურთიერთგაქვითვა. 6. ამ მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადაა 2 წელი.წელ
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — ON TOURISM, კონსოლიდირებული რედაქცია 09.12.2025.
გამოქვეყნება: Website, 28/12/2023.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება