2. თუ დაკავშირებული ტურისტული მომსახურებების მიმწოდებლები ტურისტების გადაყვანისთვის პასუხისმგებელი პირები არიან, ფინანსური გარანტია (უზრუნველყოფა) აგრეთვე უნდა ფარავდეს ტურისტის რეპატრიაციას.
3. ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებზე ვრცელდება ამ კანონის 27-ე მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების მოქმედება.
4. მოვაჭრე, რომელიც ხელს უწყობს დაკავშირებული ტურისტული მომსახურებების შეძენას, და მოვაჭრე, რომელიც ევროპის ეკონომიკური გაერთიანების ფარგლების გარეთ არის რეგისტრირებული, ვალდებული არიან ხელშეკრულების ძალაში შესვლამდე ტურისტს ნათლად და გასაგებად განუმარტონ, რომ:
ა) იგი ვერ ისარგებლებს ტურისტული პაკეტის ხელშეკრულებით განსაზღვრული იმ უფლებებით, რომლებიც გათვალისწინებულია ამ კანონით, და ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების სათანადო შესრულებისთვის პასუხისმგებელი იქნება მხოლოდ მომსახურების თითოეული მიმწოდებელი;
ბ) გადახდისუუნარობის შემთხვევაში იგი ისარგებლებს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გადახდისუნარიანობის უზრუნველყოფით.
5. ტურისტს სტანდარტული ინფორმაცია მიეწოდება საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული ფორმით.
6. თუ ამ მუხლის პირველი−მე-5 პუნქტების მოთხოვნებს დაკავშირებული ტურისტული მომსახურების მიმწოდებელი არ შეასრულებს, დაკავშირებულ ტურისტულ მომსახურებაზე გავრცელდება ამ კანონის მე-18 და 21-ე−25-ე მუხლებით გათვალისწინებული უფლებები და მოვალეობები.
7. თუ ტურისტი დამატებით ხელშეკრულებას დებს მოვაჭრესთან, რომელიც დაკავშირებული ტურისტული მომსახურების მიმწოდებელი არ არის, მაგრამ ამ ხელშეკრულების დადებით იქმნება დაკავშირებული ტურისტული მომსახურების ხელშეკრულება, მოვაჭრე ვალდებულია დაკავშირებული ტურისტული მომსახურების მიმწოდებელს შეატყობინოს ასეთი ხელშეკრულების დადების შესახე
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 15.12.2023).
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (14.05.2025 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 28. გადახდისუუნარობისგან დაცვა და დაკავშირებულ ტურისტულ მომსახურებებთან დაკავშირებული ინფორმაციის მოთხოვნამოთხოვნა1. 1. დაკავშირებული ტურისტული მომსახურებების მიმწოდებლები ვალდებული არიან ჰქონდეთ ფინანსური გარანტია (უზრუნველყოფა) ყველა გადასახადთან დაკავშირებით, რომლებსაც ისინი იღებენ ტურისტისგან, თუ ტურისტული მომსახურება, რომელიც დაკავშირებული ტურისტული მომსახურების ნაწილია, მათი გადახდისუუნარობის გამო ვერ ხორციელდება. 2. თუ დაკავშირებული ტურისტული მომსახურებების მიმწოდებლები ტურისტების გადაყვანისთვის პასუხისმგებელი პირები არიან, ფინანსური გარანტია (უზრუნველყოფა) აგრეთვე უნდა ფარავდეს ტურისტის რეპატრიაციას. 3. ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებზე ვრცელდება ამ კანონის 27-ე მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების მოქმედება. 4. მოვაჭრე, რომელიც ხელს უწყობს დაკავშირებული ტურისტული მომსახურებების შეძენას, და მოვაჭრე, რომელიც ევროპის ეკონომიკური გაერთიანების ფარგლების გარეთ არის რეგისტრირებული, ვალდებული არიან ხელშეკრულების ძალაში შესვლამდე ტურისტს ნათლად და გასაგებად განუმარტონ, რომ: ა) იგი ვერ ისარგებლებს ტურისტული პაკეტის ხელშეკრულებით განსაზღვრული იმ უფლებებით, რომლებიც გათვალისწინებულია ამ კანონით, და ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების სათანადო შესრულებისთვის პასუხისმგებელი იქნება მხოლოდ მომსახურების თითოეული მიმწოდებელი; ბ) გადახდისუუნარობის შემთხვევაში იგი ისარგებლებს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გადახდისუნარიანობის უზრუნველყოფით. 5. ტურისტს სტანდარტული ინფორმაცია მიეწოდება საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული ფორმით. 6. თუ ამ მუხლის პირველი−მე-5 პუნქტების მოთხოვნებს დაკავშირებული ტურისტული მომსახურების მიმწოდებელი არ შეასრულებს, დაკავშირებულ ტურისტულ მომსახურებაზე გავრცელდება ამ კანონის მე-18 და 21-ე−25-ე მუხლებით გათვალისწინებული უფლებები და მოვალეობები. 7. თუ ტურისტი დამატებით ხელშეკრულებას დებს მოვაჭრესთან, რომელიც დაკავშირებული ტურისტული მომსახურების მიმწოდებელი არ არის, მაგრამ ამ ხელშეკრულების დადებით იქმნება დაკავშირებული ტურისტული მომსახურების ხელშეკრულება, მოვაჭრე ვალდებულია დაკავშირებული ტურისტული მომსახურების მიმწოდებელს შეატყობინოს ასეთი ხელშეკრულების დადების შესახებ.შესახე
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — ON TOURISM, კონსოლიდირებული რედაქცია 09.12.2025.
გამოქვეყნება: Website, 28/12/2023.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება