2. რისკის შემცველი ტურისტული მომსახურების განხორციელების წესი დგინდება ამ კანონითა და საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტით.
3. რისკის შემცველი ტურისტული მომსახურების მიმწოდებელს საქმიანობის განხორციელების ყველა ეტაპზე უნდა ჰქონდეს პროფესიული პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევა, რომლის პირობები (მათ შორის, ლიმიტები) და განხორციელების წესი დგინდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
4. საქართველოს მთავრობის დადგენილებით ცალკე განისაზღვრება ის რისკის შემცველი ტურისტული მომსახურებები, რომელთა მიმწოდებლები ვალდებული არიან საქმიანობის განხორციელების ყველა ეტაპზე ჰქონდეთ სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევა. იმავე დადგენილებით განისაზღვრება ამ დაზღვევის პირობები და განხორციელების წესი.
საქართველოს 2025 წლის 14 მაისის კანონი №580 – ვებგვერდი, 15.05.2025წ
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 14.05.2025-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 14.05.2025 კანონი №580
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (14.05.2025 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 33. რისკის შემცველი ტურისტული მომსახურებამომსახურება1. 1. რისკის შემცველი ტურისტული მომსახურებების ნუსხა განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. 2. რისკის შემცველი ტურისტული მომსახურების განხორციელების წესი დგინდება ამ კანონითა და საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტით. 3. რისკის შემცველი ტურისტული მომსახურების მიმწოდებელს საქმიანობის განხორციელების ყველა ეტაპზე უნდა ჰქონდეს პროფესიული პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევა, რომლის პირობები (მათ შორის, ლიმიტები) და განხორციელების წესი დგინდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. 4. საქართველოს მთავრობის დადგენილებით ცალკე განისაზღვრება ის რისკის შემცველი ტურისტული მომსახურებები, რომელთა მიმწოდებლები ვალდებული არიან საქმიანობის განხორციელების ყველა ეტაპზე ჰქონდეთ სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევა. იმავე დადგენილებით განისაზღვრება ამ დაზღვევის პირობები და განხორციელების წესი.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — ON TOURISM, კონსოლიდირებული რედაქცია 09.12.2025.
გამოქვეყნება: Website, 28/12/2023.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება