2. ტურისტული გიდი ვალდებულია რეგისტრაცია გაიაროს ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში.
3. ტურისტული გიდის სერტიფიცირება ნებაყოფლობითია და მას ახორციელებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ ავტორიზებული პერსონალის სერტიფიცირების ორგანო, რომელსაც ავტორიზაცია გავლილი აქვს ტურისტული გიდის სერტიფიცირების მიმართულებით.
4. ავტორიზებული პერსონალის სერტიფიცირების ორგანო ვალდებულია უზრუნველყოს სერტიფიცირებული ტურისტული გიდების რეესტრის საჯაროობა და მუდმივი განახლება, აგრეთვე მისი საჯარო სამართლის იურიდიული პირისთვის − საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისთვის გაზიარება.
5. იმ ტურისტული გიდის რეგისტრაციის წესი, პირობები და საფასური, რომელიც უცხო ქვეყნის მოქალაქეა, განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. ტურისტული გიდი, რომელიც უცხო ქვეყნის მოქალაქეა, ვალდებულია რეგისტრაცია გაიაროს საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული წესის შესაბამისად.
6. ავტორიზებული პერსონალის სერტიფიცირების ორგანოს ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმაა არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი.
საქართველოს 2025 წლის 14 მაისის კანონი №580 – ვებგვერდი, 15.05.2025წ
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 14.05.2025-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 14.05.2025 კანონი №580
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (14.05.2025 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 36. ტურისტული გიდიგიდი1. 1. საქართველოს ტერიტორიაზე ტურისტული გიდის მომსახურება ხორციელდება ამ თავის მოთხოვნების შესაბამისად. 2. ტურისტული გიდი ვალდებულია რეგისტრაცია გაიაროს ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში. 3. ტურისტული გიდის სერტიფიცირება ნებაყოფლობითია და მას ახორციელებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ ავტორიზებული პერსონალის სერტიფიცირების ორგანო, რომელსაც ავტორიზაცია გავლილი აქვს ტურისტული გიდის სერტიფიცირების მიმართულებით. 4. ავტორიზებული პერსონალის სერტიფიცირების ორგანო ვალდებულია უზრუნველყოს სერტიფიცირებული ტურისტული გიდების რეესტრის საჯაროობა და მუდმივი განახლება, აგრეთვე მისი საჯარო სამართლის იურიდიული პირისთვის − საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისთვის გაზიარება. 5. იმ ტურისტული გიდის რეგისტრაციის წესი, პირობები და საფასური, რომელიც უცხო ქვეყნის მოქალაქეა, განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. ტურისტული გიდი, რომელიც უცხო ქვეყნის მოქალაქეა, ვალდებულია რეგისტრაცია გაიაროს საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული წესის შესაბამისად. 6. ავტორიზებული პერსონალის სერტიფიცირების ორგანოს ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმაა არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — ON TOURISM, კონსოლიდირებული რედაქცია 09.12.2025.
გამოქვეყნება: Website, 28/12/2023.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება