1. ტურისტული გიდის ოფიციალურ მაიდენტიფიცირებელ ნიშანს გასცემს ავტორიზებული პერსონალის სერტიფიცირების ორგანო.
2. ამ მუხლის მოთხოვნების გათვალისწინებით, ტურისტული გიდის ოფიციალური მაიდენტიფიცირებელი ნიშნის გაცემისა და გაუქმების წესსა და პირობებს, აგრეთვე ამ ნიშნის ფორმას ადგენს საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია.
3. ტურისტული გიდის ოფიციალური მაიდენტიფიცირებელი ნიშნის მფლობელი პირი თავისუფლდება სახელმწიფო მუზეუმებში და დაცულ ტერიტორიებზე შესვლისთვის დაწესებული გადასახდელის გადახდისგან.
4. საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია ტურისტული გიდის ოფიციალური მაიდენტიფიცირებელი ნიშნის მფლობელი პირებისთვის დააწესოს სხვა სახის წამახალისებელი შეღავათები.
საქართველოს 2025 წლის 14 მაისის კანონი №580 – ვებგვერდი, 15.05.2025წ.
თავი VIIIდროის განაწილების, გრძელვადიანი დასვენების, გადაყიდვისა და გაცვლის ხელშეკრულებე
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 14.05.2025-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 14.05.2025 კანონი №580
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (14.05.2025 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 37. ტურისტული გიდის ოფიციალური მაიდენტიფიცირებელი ნიშანი 1. ტურისტული გიდის ოფიციალურ მაიდენტიფიცირებელ ნიშანს გასცემს ავტორიზებული პერსონალის სერტიფიცირების ორგანო. 2. ამ მუხლის მოთხოვნების გათვალისწინებით, ტურისტული გიდის ოფიციალური მაიდენტიფიცირებელი ნიშნის გაცემისა და გაუქმების წესსა და პირობებს, აგრეთვე ამ ნიშნის ფორმას ადგენს საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია. 3. ტურისტული გიდის ოფიციალური მაიდენტიფიცირებელი ნიშნის მფლობელი პირი თავისუფლდება სახელმწიფო მუზეუმებში და დაცულ ტერიტორიებზე შესვლისთვის დაწესებული გადასახდელის გადახდისგან. 4. საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია ტურისტული გიდის ოფიციალური მაიდენტიფიცირებელი ნიშნის მფლობელი პირებისთვის დააწესოს სხვა სახის წამახალისებელი შეღავათები. თავი VIIIVIIIდროის დროის განაწილების, გრძელვადიანი დასვენების, გადაყიდვისა და გაცვლის ხელშეკრულებებიხელშეკრულებე
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — ON TOURISM, კონსოლიდირებული რედაქცია 09.12.2025.
გამოქვეყნება: Website, 28/12/2023.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება