1. თუ მოგზაურობა ხარვეზიანია, მაშინ მისი ღირებულება მცირდება იმ დროის გათვალისწინებით, რომლის განმავლობაშიც არსებობდა ხარვეზები.
2. ღირებულება არ შემცირდება, თუ ტურისტი თავისი ბრალით არ შეატყობინებს მოგზაურობის მომწყობს ხარვეზის შესახებ.
[მუხლი 660. (ამოღებულია)
(ამოქმედდეს 2027 წლის 1 ივნისიდან)]
საქართველოს 2023 წლის 15 დეკემბრის კანონი №3970 - ვებგვერდი, 28.12.2023
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 15.12.2023-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 15.12.2023 კანონი №3970
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (16.11.2023 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 660. ღირებულების შემცირება მოგზაურობის ხარვეზის გამო 1. თუ მოგზაურობა ხარვეზიანია, მაშინ მისი ღირებულება მცირდება იმ დროის გათვალისწინებით, რომლის განმავლობაშიც არსებობდა ხარვეზები. 2. ღირებულება არ შემცირდება, თუ ტურისტი თავისი ბრალით არ შეატყობინებს მოგზაურობის მომწყობს ხარვეზის შესახებ. [მუხლი 660. (ამოღებულია) (ამოქმედდეს 2027 წლის 1 ივნისიდან)]
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(4)
- საქმე №ას-510-484-2013 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 04.12.2013
აღნიშნული გარემოება კი, საქართველოს სკ-ის 660-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე წარმოშობს დროის ამ მონაკვეთში გაწეული მომსახურების ღირებულების დაბრუნების საფუძველს.
- საქმე №ბს-1423-1381(კს-08) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 23.02.2009
2001 წლის 1 აგვისტოს გურჯაანის რაიონის გამგეობამ ¹75 დადგენილებით, ყოველგვარი შეტყობინების გარეშე, ხსენებული ხელშეკრულებისა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 660-ე მუხლის მოთხოვნების უგულებელყოფით, მოსარჩელესთან შეუთანხმებლად, საიჯარო ქირის გადაუხდელობის გამო, ნაწილობრივ გაუუქმა მას საიჯარო ხელშეკრულება, კერძოდ _ 3 ჰა ტბორზე და მოსარჩელეს დაუტოვა 6 ჰა საძოვარი.
- საქმე №ბს-323-305(კს-07) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 30.05.2007
2001 წლის 1 აგვისტოს ყოველგვარი შეტყობინების გარეშე გურჯაანის რაიონის გამგეობამ ¹75 დადგენილებით ხელშეკრულების მოთხოვნების და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 660-ე მუხლის დარღვევით, მასთან შეუთანხმებლად გააუქმა საიჯარო ხელშეკრულება ნაწილობრივ 3 ჰექტარ ტბორზე და დაუტოვა 6 ჰექტარი საძოვარი,.
- საქმე №180210018002700092 · მცხეთის რაიონული სასამართლო · 17.02.2020
კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა: საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე, 104-ე, 316- 317-ე, 319-ე, 327-ე, 361-ე, 394-ე, 657-ე, 659-ე, 660-ე და 662-ე მუხლები 6. სამართლებრივი შეფასება: 6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის თანახმად, გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი შედეგის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025.
გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 31, 24/07/1997.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება