1. მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთი ან ინდექსირებული საპროცენტო განაკვეთი.
2. ამ მუხლის მიზნებისათვის ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთი არის საპროცენტო განაკვეთი, რომელიც ფიქსირდება ხელშეკრულებაში და უცვლელია ხელშეკრულების მოქმედების სრული პერიოდის განმავლობაში ან რომლის ცვლილება შესაძლებელია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ცალკეული გარემოებების (გარდა საჯარო ინდექსის ცვლილებისა) დადგომის შემთხვევაში. საპროცენტო განაკვეთის ცვლილებად არ მიიჩნევა ხელშეკრულებით წინასწარ განსაზღვრული პირობების შესაბამისად მომხმარებლის ქმედებასთან დაკავშირებული გარემოების დადგომიდან გამომდინარე საპროცენტო განაკვეთის ავტომატური ცვლილება.
3. ამ მუხლის მიზნებისათვის ინდექსირებული საპროცენტო განაკვეთი არის საპროცენტო განაკვეთი, რომელიც გარკვეული წესით დაკავშირებულია საჯარო ინდექსთან და რომლის ცვლილებაც აღნიშნული ინდექსის ცვლილებითაა გამოწვეული.
4. საკრედიტო ხელშეკრულების დადებისას უნდა განისაზღვროს ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთის ზრდისა და შემცირების ზღვრები და ცვლილებათა მინიმალური შუალედი.
5. კრედიტის გამცემი მოვალეა მისაღები ფორმით შეატყობინოს მსესხებელს კრედიტისათვის საპროცენტო განაკვეთის შესახებ.
6. თუ წლიური საპროცენტო განაკვეთი არ არის მითითებული, მაშინ გამოიყენება მხოლოდ კანონით გათვალისწინებული წლიური პროცენტი. თუკი ხარჯების დაკისრება არ იყო გათვალისწინებული წლიური პროცენტის გამოთვლისას, მაშინ ეს ხარჯები არ ანაზღაურდება.
7. საბანკო კრედიტის გაცემისას დაცული უნდა იქნეს ამ კოდექსის 625-ე მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნები საპროცენტო განაკვეთთან, პირგასამტეხლოსთან, ფინანსურ ხარჯთან და ნებისმიერი ფორმის ფინანსური სანქციის დაკისრებასთან დაკავშირებით.
8. თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი, 200 000 (ორასი ათას) ლარამდე საბანკო კრედიტი უნდა გაიცეს მხოლოდ ლარით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საბანკო კრედიტის გაცემის შედეგად მსესხებლის ჯამური ვალდებულებები ამავე საბანკო კრედიტის გამცემის მიმართ 200 000 (ორასი ათას) ლარს აღემატება. ამ ნაწილის მიზნებისათვის ლარით გაცემულ საბანკო კრედიტად არ მიიჩნევა ნებისმიერი ფორმით უცხოურ ვალუტაზე მიბმული ან ინდექსირებული საბანკო კრედიტი.
საქართველოს 2016 წლის 29 დეკემბრის კანონი №239 - ვებგვერდი, 13.01.2017წ.
საქართველოს 2017 წლის 23
დეკემბრის
კანონი №1901
–
ვებგვერდი, 11.01.2018წ.
საქართველოს 2018 წლის 21
ივლისის
კანონი №3315
–
ვებგვერდი, 07.08.2018წ.
საქართველოს 2018 წლის 22 დეკემბრის კანონი №4104 – ვებგვერდი, 10.01.2019
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 22.12.2018-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 4-ჯერ.
- 22.12.2018 კანონი №4104
- 21.07.2018 კანონი №3315
- 23.12.2017 კანონი №1901
- 29.12.2016 კანონი №239
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(1154)
- საქმე №ას-275-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 13.02.2026
…1-ლი საკრედიტო ხელშეკრულება), რომლის თანახმად, მსესხებლის სახელზე გაიცა კედიტი - 15 000 ლარი, 36 თვით, 2019 წლის 4 თებერვლამდე, წლიური 18.22% - იანი სარგებლის დარიცხვით (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ-ის, 867-ე, 868-ე და 623-ე მუხლები). 4.3.1. კრედიტის ხელშეკრულების ფარგლებში - 544 ლარი, ყოველი თვის 10 რიცხვში უნდა დაფარულიყო, შეთანხმებაზე დართული გრაფიკის შესაბამისად.
- საქმე №ას-884-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 12.02.2026
…მათ შორის, სესხის ვადის გაგრძელების შემთხვევაში. სსკ-ის 625.2 მუხლის (დღეს მოქმედი რედაქციით), მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის პროცენტის განსაზღვრისას სესხის წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთი 50 პროცენტს არ უნდა აღემატებოდეს. სსკ-ის 868.7 მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის გაცემისას დაცული უნდა იქნეს ამ კოდექსის 625-ე მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნები საპროცენტო განაკვეთთან, პირგასამტეხლოსთან, ფინანსურ ხარჯთან და ნებისმიერი ფორმის ფინანსური სანქციის დაკისრებასთან დაკავშირებით.
- საქმე №ას-112-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 04.12.2025
…ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. 46. 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით. ამავე კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.
- საქმე №ას-719-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 28.11.2025
…პრეტენზია (შედავება) არ განუხორციელებია. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანია მოპასუხისათვის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე პროცენტისა და მიუღებელი შემოსავლის დაკისრების მართლზომიერება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთი ან ინდექსირებული საპროცენტო განაკვეთი.
- საქმე №ას-1115-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 27.11.2025
…ხელშეკრულება 2 000 ლარიანი, ხოლო, მეორე ხელშეკრულება 3 000 ლარიანი ლიმიტით. 14. სსკ-ის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით. იმავე კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთი ან ინდექსირებული საპროცენტო განაკვეთი;
- საქმე №ას-528-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 23.10.2025
- საქმე №ას-130-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 23.07.2025
- საქმე №ას-1123-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 05.02.2025
- საქმე №ას-1224-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 13.12.2024
- საქმე №ას-999-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 29.11.2024
- საქმე №ას-1537-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 29.11.2024
- საქმე №ას-192-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 24.04.2024
- საქმე №ას-1571-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 28.03.2024
- საქმე №ას-753-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 02.02.2024
- საქმე №ას-1238-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 17.11.2023
- საქმე №ას-749-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 10.07.2023
- საქმე №ას-278-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 27.06.2023
- საქმე №ას-1054-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 27.06.2023
- საქმე №ას-673-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 28.04.2023
- საქმე №ას-1471-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 28.04.2023
- საქმე №ას-721-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 31.03.2023
- საქმე №ას-1520-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 22.03.2023
- საქმე №ას-41-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 07.03.2023
- საქმე №ას-47-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 28.02.2023
- საქმე №ას-1467-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 28.02.2023
- საქმე №ას-263-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 28.02.2023
- საქმე №ას-64-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 24.02.2023
- საქმე №ას-1459-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 14.02.2023
- საქმე №ას-1396-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 07.02.2023
- საქმე №ას-401-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 17.01.2023
- საქმე №ას-104-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 20.12.2022
- საქმე №ას-711-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 20.12.2022
- საქმე №ას-1309-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 15.11.2022
- საქმე №ას-1267-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 15.11.2022
- საქმე №ას-106-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 15.11.2022
- საქმე №ას-602-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 03.11.2022
- საქმე №ას-242-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 13.10.2022
- საქმე №ას-40-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 28.09.2022
- საქმე №ას-232-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 07.07.2022
- საქმე №ას-27-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 06.06.2022
ნაჩვენებია 40 გადაწყვეტილება 1154-დან.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025.
გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 31, 24/07/1997.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება