1. თუ კრედიტის გაცემისას შეთანხმებულია სანივთო ან პიროვნული უზრუნველყოფა, მაშინ კრედიტის გამცემს სესხის არასრულად დაფარვისას შეუძლია მოითხოვოს დამატებითი უზრუნველყოფის გამოყენება.
2. კრედიტის გამცემი მოვალეა კრედიტის ამღების მოთხოვნით დააბრუნოს უზრუნველყოფა, რომელიც აღემატება დაფარვის შეთანხმებულ ფარგლებ
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 26.06.1997).
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(19)
საქმე №ას-1585-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 12.06.2023
…ოფციონალურ უფლებას გამოიყენებდეს (მოვალეზე კრედიტს გასცემდეს), მას სჭირდება გსხ-ის შესახებ ხელშეკრულების უზრუნველყოფა, რომელიც შესაძლოა მოხდეს როგორც სანივთო, ისე პიროვნული (პირადი) უზრუნველყოფის საშუალებების გამოყენებით (იხ. სსკ-ის 870-ე მუხლი). სწორედ ამიტომ არის სავალდებულო საბანკო რესურსების ხელშეკრულებაში მოვალისათვის გასაცემი კრედიტის მაქსიმალური ოდენობის წინასწარ განსაზღვრა, რადგან…
საქმე №ას-388-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 14.02.2020
საკასაციო პალატა უარყოფს კასატორის პრეტენზიებს და განმარტავს, რომ განსახილველი მოთხოვნა გამომდინარეობს სესხის, საბანკო კრედიტის, თავდებობის, სანივთო უზრუნველყოფისა და სამემკვიდრეო სამართლიდან, შესაბამისად, მოთხოვნის დამფუძნებელ ნორმებს სამოქალაქო კოდექსის 623-ე, 625-ე, 867-ე, 870-ე, 891-ე, 286-ე, 1328-ე, 1336-ე, 1421-ე, 1484-ე მუხლები წარმოადგენს, თუმცა, მოპასუხის შესაგებლიდან გამომდინარე, მოთხოვნა განუხორციელებადია.
…ოფციონალურ უფლებას გამოიყენებდეს (მოვალეზე კრედიტს გასცემდეს), მას სჭირდება გსხ-ის შესახებ ხელშეკრულების უზრუნველყოფა, რომელიც შესაძლოა მოხდეს როგორც სანივთო, ისე პიროვნული (პირადი) უზრუნველყოფის საშუალებების გამოყენებით (იხ. სსკ-ის 870-ე მუხლი). სწორედ ამიტომ არის სავალდებულო საბანკო რესურსების ხელშეკრულებაში მოვალისათვის გასაცემი კრედიტის მაქსიმალური ოდენობის წინასწარ განსაზღვრა, რადგან…
საქმე №ას-1856-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 25.06.2019
მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო მსჯელობის საგანი პირგასამტეხლოს დაკისრების კანონიერებაა, ამ მხრივ პალატა განმარტავს, რომ მხარეთა სახელშეკრულებო ურთიერთობას სამოქალაქო კოდექსის 867-ე, 870.1, 891.1, 895-ე მუხლები არეგულირებს. უდავოა, რომ მსესხებელმა დაარღვია გადახდის გრაფიკით გათვალისწინებული პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულება და, სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის შესაბამისად, საკრედიტო ხელშეკრულებიდან გავიდა გამსესხებელი, რომელსაც აქვს თანხის დაბრუნების მოთხოვნის უფლება.
კასატორის (ბენეფიციარის) მოთხოვნის დამფუძნებელ სამართლებრივ ნორმას გარანტის (მეორე მოპასუხის) მიმართ წარმოადგენს სსკ-ის 870-ე მუხლი: „საბანკო გარანტიის ძალით ბანკი, სხვა საკრედიტო დაწესებულება ან სადაზღვევო ორგანიზაცია (გარანტი) სხვა პირის (პრინციპალის) თხოვნით კისრულობს წერილობით…
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „საქართველოს სამოქალაქო კოდექსი“, მუხლი 870, №786, 26.06.1997, სარეგისტრაციო კოდი 040.000.000.05.001.000.223 (კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/31702/muxli-870/