1. ფულადი თანხის შეტანით (ანაბარი) საკრედიტო დაწესებულება მოიპოვებს მასზე საკუთრების უფლებას და ვალდებულია ვადის დადგომისას იმავე ვალუტაში დააბრუნოს მიღებული თანხა.
2. თუ ვადა არ არის განსაზღვრული, მაშინ ფულადი თანხა შეიძლება ნებისმიერ დროს იქნეს უკან გამოთხოვილი.
3. ანაბრებს შესაბამისად უნდა დაერიცხოს პროცენტები.
4. ანაბრის მიმღები და საკრედიტო დაწესებულების დირექტორები (მენეჯერები) ვალდებულნი არიან მეანაბრეს მიაწოდონ ინფორმაცია ბანკის ლიკვიდურობისა და ბონიტეტის შესახებ.
5. ის პირი, რომელიც ბრალეულად გასცემს არასწორ ინფორმაციას ან უარს ამბობს საჭირო მონაცემების მიწოდებაზე, ვალდებულია მეანაბრეს აუნაზღაუროს არასწორი ინფორმაციის მიწოდებით ან ინფორმაციის გაუცემლობით წარმოშობილი ზიანი.
6. ასევე აგებენ პასუხს სოლიდარულად ბანკის დირექტორები (მენეჯერები), რომლებიც სარეკლამო ბროშურების მეშვეობით ან სხვაგვარად საჯაროდ ავრცელებენ არასწორ მონაცემებს ბანკის ლიკვიდურობისა და ბონიტეტის შესახე
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 26.06.1997).
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(29)
- საქმე №ას-443-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.11.2023
პალატა განმარტავს, რომ სსკ-ის 874-ე მუხლით გათვალისწინებული ანაბრის ხელშეკრულების მხარეებს წარმოადგენენ მეანაბრე და საკრედიტო დაწესებულება, ხელშეკრულების საგანი არის ფული, რომელიც მეანაბრეს…
- საქმე №ას-762-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 12.09.2023
…ტვირთი). 24. საკასაციო სასამართლო, პირველ რიგში, საჭიროდ მიიჩნევს განმარტოს ანაბრის ხელშეკრულების ცნება და ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე საბანკო დაწესებულების ვალდებულების წარმოშობის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძველი. 25. სსკ-ის 874-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ფულადი თანხის შეტანით (ანაბარი) საკრედიტო დაწესებულება მოიპოვებს მასზე საკუთრების უფლებას და ვალდებულია, ვადის დადგომისას…
- საქმე №ას-975-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 08.06.2022
ანაბრის ხელშეკრულება, 874-ე მუხლის პირველი ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე, რეალური ხელშეკრულებაა და დადებულად ითვლება ფულადი თანხის საკრედიტო დაწესებულებაში შეტანის მომენტიდან (იხ.
- საქმე №ას-425-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 21.04.2021
2-ე, 316-ე, 317-ე, 361-ე, 319-ე, 342-ე, 874-ე მუხლებით), მართებულად განსაზღვრა მოპასუხეთა წრე, რაც გამორიცხავდა საბანკო დაწესებულების, როგორც არასათანადო მოპასუხედ მიჩნევის შესაძლებლობას და დელიქტის მარეგულირებელი ნორმების გამოყენებას.
- საქმე №ას-291-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 29.11.2019
…დადასტურდება, რომ მოსარჩელე საწარმოს მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 9.4-ე მუხლის მე-2 წინადადების წინაპირობები გამოვლენილია, მაშინ თანხის დაბრუნების სამართლებრივი შედეგი სსკ-ის 874.1-ე მუხლშია /ფულადი თანხის შეტანით (ანაბარი) საკრედიტო დაწესებულება მოიპოვებს მასზე საკუთრების უფლებას და ვალდებულია ვადის დადგომისას იმავე ვალუტაში დააბრუნოს მიღებული თანხა/ ასახული და სასარჩელო მოთხოვნა წარმატებული იქნება.
- საქმე №ას-690-690-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 24.04.2019
- საქმე №ას-1020-1051-2011 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 18.10.2011
- საქმე №ბს-75-73(კ-09) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 28.05.2009
- საქმე №ას-828-1143-07 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 14.05.2008
- საქმე №ბს-753-340(კ-05) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 14.02.2008
- საქმე №ას-1094-1333-05 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 21.03.2006
- საქმე №ას-261-572-05 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 27.05.2005
- საქმე №ას-328-626-04 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 01.06.2004
- საქმე №ას-129-829-03 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.10.2003
- საქმე №3კ/361-03 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 02.05.2003
- საქმე №3კ/1239-02 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 04.03.2003
- საქმე №3კ/1053-02 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 06.11.2002
- საქმე №3კ/784-02 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 09.10.2002
- საქმე №3გ-ად-131-კ-02 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 04.10.2002
- საქმე №3კ/446-02 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 17.05.2002
- საქმე №3გ/ად-222-კ-01 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 03.04.2002
- საქმე №3კ/438-02 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 29.03.2002
- საქმე №3გ/ად-106/144კ · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 21.03.2002
- საქმე №3კ/1036-01 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 01.03.2002
- საქმე №110210017001986401 · საქართველოს უზენაესი სასამართლო · 24.04.2019
- საქმე №110210017001986401 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 19.02.2020
- საქმე №330210019003150319 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 24.03.2020
- საქმე №330210016001583011 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 26.11.2018
- საქმე №330210018002427526 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 29.08.2018
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025.
გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 31, 24/07/1997.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება