1. აკრედიტივის გახსნით საკრედიტო დაწესებულება (გამხსნელი ბანკი) ვალდებულია, კლიენტის (აკრედიტივის დავალების მიმცემის) თხოვნითა და განკარგულებით, მითითებული დოკუმენტის სანაცვლოდ გადაუხადოს მესამე პირს (რემიტენტს) ამ პირის ბრძანებით ფულადი თანხა, ან გაანაღდოს რემიტენტისაგან გადმოპირებული თამასუქი, მოახდინოს აქცეპტი, ანდა დაავალოს სხვა ბანკს ამ ოპერაციის განხორციელება, თუ შესრულდა საკრედიტო პირობები.
2. კლიენტი ვალდებულია გადაიხადოს შეთანხმებული საზღაურ
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 26.06.1997).
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(10)
- საქმე №ას-461-435-2014 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.08.2016
საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს წინამდებარე გადაწყვეტილების მე-2 პუნქტში მითითებულ გარემოებებზე და აღნიშნავს, რომ დავა წარმოშობილია საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან ( სსკ-ის 876-ე მუხლი), რომლის ფარგლებშიც დაზღვეული სარგებლობდა სიცოცხლის დაზღვევის ღია ოფსეტური პოლისით, რომლის თანახმად დაზღვეული იყო დამზღვევის ფინანსური ინტერესი დაზღვეულის მიმართ (იხ.
- საქმე №3კ/524-01 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 28.12.2001
მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ, მართალია, მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 876-ე მუხლზე და მიიჩნია, რომ მხარეთა შორის არსებობდა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, მაგრამ ამ ხელშეკრულების შეუსრულებლობას რა იურიდიული შედეგი უნდა მოჰყვეს, სასამართლომ არ დაასაბუთა.
- საქმე №330210117001952562 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 06.05.2019
აპელანტის აზრით, არასწორად არის გამოყენებული საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 876-ე და 879-ე მუხლები, რადგან მათზე მითითებისას სასამართლო არ მსჯელობს იმაზე, რამდენად არის შესაძლებელი,,სახელმწიფო შესყიდვის შესახებ’ ’ საქართველოს კანონის საფუძველზე…
- საქმე №190210019003222044 · რუსთავის საქალაქო სასამართლო · 10.03.2020
ამდენად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 876-ე მუხლის თანახმად, სარგებლიანი საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე მოვალე ვალდებულია დააბრუნოს არა მარტო მიღებული კრედიტის თანხა, არამედ კრედიტორს უნდა გადაუხადოს ასევე ხელშეკრულებით გათვალისწინებული სარგებელი და ხელშეკრულებით გათვალისწინებული ფინანსური ხარჯი.
- საქმე №190210019002929903 · რუსთავის საქალაქო სასამართლო · 27.02.2020
ამდენად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 876-ე მუხლის საფუძველზე საკრედიტო ხელშეკრულება ყოველთვის სარგებლიანი ხელშეკრულებაა და ეროვნული ბანკის მიერ შემუშავებული წესების საფუძველზე საკრედიტო ხელშეკრულება ასევე ითვალისწინებს კრედიტის გაცემის და კრედიტით სარგებლობის ფინანსური ხარჯების ანაზღაურების საკითხებს.
- საქმე №190210019002897422 · რუსთავის საქალაქო სასამართლო · 30.12.2019
- საქმე №190210019003053419 · რუსთავის საქალაქო სასამართლო · 25.12.2019
- საქმე №190210019003083579 · რუსთავის საქალაქო სასამართლო · 08.11.2019
- საქმე №330210118002684590 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 08.08.2019
- საქმე №190210019002888352 · რუსთავის საქალაქო სასამართლო · 23.04.2019
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025.
გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 31, 24/07/1997.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება