1. თამაშობა ან სანაძლეო მოთხოვნის უფლებას არ წარმოშობს. ეს წესი ვრცელდება სესხსა და ავანსზე, რომელიც განზრახ მიეცა თამაშისათვის ან სანაძლეოსათვის.
2. თამაშის ან სანაძლეოს საფუძველზე განხორციელებული შესრულების უკან გამოთხოვა არ შეიძლება.
3. კვალიფიციური ფინანსური ხელშეკრულება არ არის თამაშობა ან სანაძლეო და მასზე არ ვრცელდება ამ მუხლის მოქმედება. კვალიფიციური ფინანსური ხელშეკრულება რეგულირდება „ფინანსური გირავნობის, ურთიერთგაქვითვისა და დერივატივების შესახებ“ საქართველოს კანონით.
საქართველოს 2019 წლის 20 დეკემბრის კანონი №5674 – ვებგვერდი, 31.12.2019
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 20.12.2019-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 20.12.2019 კანონი №5674
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(3)
- საქმე №ბს-1421(2კ-18) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 07.02.2019
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 12 ივლისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს შპს „…მა“ და სსიპ შემოსავლების სამსახურმა კასატორი - შპს „…ი“ არ ეთანხმება სასამართლოს განმარტებას იმასთან დაკავშირებით, რომ სადავო შემთხვევა განსხვავდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 951-ე მუხლით განმარტებული თამაშობისგან, ვინაიდან, 951-ე მუხლი ზუსტად განმარტავს თამაშობის და სანაძლეოს შემდეგნაირად: „თამაშობა ან სანაძლეო მოთხოვნის უფლებას არ წარმოშობს.
- საქმე №ბს-148-139(კ-07) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 30.05.2007
…ნებართვას. ამავე კანონის მე-12 მუხლის შესაბამისად, ნებართვის მაძიებელმა ნებართვის მისაღებად საქართველოს ფინანსთა სამინისტროში უნდა წარადგინოს მომგებიანი თამაშობების გათამაშების წესი და მომგებიანი თამაშობის ბილეთის ნიმუში. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 951-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თამაშობა ან სანაძლეო მოთხოვნის უფლებას არ წარმოშობს.
- საქმე №330310017001798874 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 12.07.2018
მიიჩნევს, რომ აღნიშნული არ ნიშნავს იმას, რომ ტოტალიზატორი ადგენს რაიმე სხვა ტიპის თამაშობას და რომ ის თავისუფალია სამოქალაქო კოდექსის 951-ე მუხლით დადგენილი წესისგან. 8. სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ძალაში დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება: 8.1.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025.
გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 31, 24/07/1997.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება