მუხლი 957. გადაწყვეტილების მიღება საზიარო საგნის მართვისას
სამოქალაქო კოდექსის 957-ე მუხლი · სკ 957
1. ხმათა უმრავლესობით შეიძლება მიღებულ იქნეს გადაწყვეტილება საზიარო საგნის თავისებურებათა შესატყვისი მართვისა და სარგებლობის შესახებ. ხმათა უმრავლესობა გამოითვლება წილთა მიხედვით.
2. თითოეულ მოწილეს შეუძლია სამართლიანი შეხედულების მიხედვით მოითხოვოს ყველა მოწილის ინტერესის შესაბამისი მართვა და სარგებლობა, თუკი ეს შეთანხმებით ან უმრავლესობის გადაწყვეტილებით არ არის მოწესრიგებული.
3. ცალკეული მოწილის თანხმობის გარეშე არ შეიძლება სარგებლობის წილზე მისი უფლების შემცირებ
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 26.06.1997).
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(87)
საქმე №ას-1218-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 02.04.2026
ვინაიდან მოპასუხე მხარეს თავს იცავს მხარეთა შორის სარგებლობის შეთანხმებაზე მითითებით, ანუ მან სასამართლოს წარუდგინა სამართლებრივი შესაგებელი, ამ ფარგლებში მნიშვნელოვანია განიმარტოს და შემოწმდეს სამოქალაქო კოდექსის 957-ე და 958-ე მუხლების შემადგენლობა. 29. სამოქალაქო კოდექსის 957-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ხმათა უმრავლესობით შეიძლება მიღებულ იქნეს გადაწყვეტილება საზიარო საგნის თავისებურებათა შესატყვისი მართვისა და სარგებლობის შესახებ.
საქმე №ბს-834(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 30.05.2025
ამასთან, 957-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ცალკეული მოწილის თანხმობის გარეშე არ შეიძლება სარგებლობის წილზე მისი უფლების შემცირება.
საქმე №ას-1303-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 23.07.2024
საზიარო უფლების რეგისტრაციის განმავლობაში, ნებისმიერი ფაქტობრივი გაყოფა სამოქალაქო კოდექსის 957-ე მუხლით განსაზღვრული საზიარო საგნით სარგებლობის წესზე შეთანხმებას წარმოადგენს, ხოლო ამგვარი შეთანხმება ვერავითარ გავლენას ვერ იქონიებს თანამესაკუთრის მოთხოვნაზე, მოითხოვოს საზიარო უფლების გაუქმება (იხ.
საქმე №ბს-909(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 15.02.2024
კერძოდ, სააპელაციო პალატამ გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 953-ე, 957-ე, 959-ე მუხლების დანაწესები და განმარტა, რომ სადავო საკითხის განხილვისას, ნებართვის მაძიებელს, მოცემულ შემთხვევაში მუნიციპალური ქონების მოიჯარეს - შპს „ზ...ს“…
საქმე №ას-1213-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 22.11.2022
…მაგრამ აღნიშნული არ უკარგავს ნებისმიერ მათგანს უფლებას №5 ოთახზე, რომელიც უდავოა, რომ მოსარჩელის საკუთრებას არ წარმოადგენს და იმ 4/8 წილის შემადგენელი ნაწილია, რომლის 1/8 და 1/8 წილის თანამესაკუთრეები მოპასუხეები არიან. 8.6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 957-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად „თითოეულ მოწილეს შეუძლია სამართლიანი შეხედეულების მიხედვით მოითხოვოს ყველა მონაწილის ინტერესის შესაბამისი მართვა და სარგებლობა თუ კი ეს შეთანხმებით ან უმრავლესობის გადაწყვეტილებით არ არის მოწესრიგებული“.
საქმე №ას-1777-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 20.10.2022
საქმე №ას-556-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 23.04.2021
საქმე №ას-954-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 02.04.2021
საქმე №ბს-277(კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 06.11.2020
საქმე №ას-583-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 31.01.2020
საქმე №ას-1092-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 29.11.2019
საქმე №ას-1949-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 14.11.2019
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „საქართველოს სამოქალაქო კოდექსი“, მუხლი 957, №786, 26.06.1997, სარეგისტრაციო კოდი 040.000.000.05.001.000.223 (კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/31702/muxli-957/