1. თითოეულ მოწილეს შეუძლია ნებისმიერ დროს მოითხოვოს საზიარო უფლების გაუქმება.
2. თუ შეთანხმებით გაუქმების მოთხოვნის უფლება გამორიცხულია სამუდამოდ ან განსაზღვრული ვადით, მაშინ პატივსადები მიზეზის არსებობისას გაუქმება მაინც შეიძლება იქნეს მოთხოვილი.
3. ბათილია შეთანხმება, რომლითაც გაუქმების მოთხოვნის უფლება გამოირიცხება ან იზღუდება ამ წესების საწინააღმდეგო
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 26.06.1997).
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(338)
საქმე №ას-572-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 08.05.2026
…გაუქმება საზიარო საგნის რეალიზაციის გზით. სამოქალაქო კოდექსის 953-ე მუხლის თანახმად, თუ უფლება რამდენიმე პირს ერთობლივად ეკუთვნის, მაშინ გამოიყენება ამავე კოდექსის 953-968-ე მუხლები, თუკი კანონიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს. ამავე კოდექსის 961-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თითოეულ მოწილეს შეუძლია ნებისმიერ დროს მოითხოვოს საზიარო უფლების გაუქმება.
საქმე №ას-1271-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 24.04.2026
…მხარეთა შორის არსებული სადავო ურთიერთობის მოსაწესრიგებლად, გამოყენებულ უნდა იქნეს საზიარო უფლებების თავის წესები (სსკ-ის 953-ე-968-ე მუხლები), ვინაიდან უფლება რამდენიმე პირს ერთობლივად ეკუთვნის. 4.4 სააპელაციო სასამართლომ სსკ-ის სსკ-ის 961.1-ე მუხლზე დაყრდნობით განმარტა, რომ თითოეულ მოწილეს, ნებისმიერ დროს შეუძლია მოითხოვოს საზიარო უფლების გაუქმება.
საქმე №ას-1218-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 02.04.2026
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ განსახილველი დავის თავისებურებიდან გამომდინარე, საკუთრების უფლების დაცვის საკითხი, უნდა გადაწყდეს არა მხოლოდ სამოქალაქო კოდექსის სანივთო-სამართლებრივი ნორმებით (სკ-ის 170-ე და 172-ე მუხლები), არამედ ვალდებულებით-სამართლებრივი ნორმებითაც (სკ-ის 955-ე და 961-ე მუხლები). განსახილველი დავის თავისებურებას კი განაპირობებს ის ფაქტი, რომ მხარეები წარმოადგენენ საზიარო საგნის თანამესაკუთრეებს, რომლებმაც სახელშეკრულებო ბოჭვის ფარგლებში დაადგინეს საზიარო საგნით სარგებლობის წესი.
საქმე №ას-1375-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 12.03.2026
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, სასარჩელო მოთხოვნა გამომდინარეობს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომში ასევე - „სსკ“) 953-ე, 954-ე, 961.1, 963-ე მუხლებიდან და აღნიშნა, რომ დავის სწორად გადაწყვეტისათვის მტკიცების საგანში შემავალ ფაქტებს წარმოადგენს: 8.1.
საქმე №ას-1230-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 06.03.2026
სააპელაციო სასამართლომ მართებულად შენიშნა, რომ წარმოდგენილი სარჩელით დასახული იურიდიული მიზნის გათვალისწინებით, მოთხოვნების დამფუძნებელ ნორმებს წარმოადგენს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 183-ე, 953-ე, 954-ე, 961-ე მუხლები. 15.2. განსხვავებით საზიარო უფლების გაუქმების შესახებ კლასიკური ვალდებულებითი დავებისგან, წინამდებარე საქმეში, პირველ ყოვლისა, დადგენას საჭიროებს,…
საქმე №ას-240-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.02.2026
საქმე №ას-1438-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 13.02.2026
საქმე №ას-1070-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 18.12.2025
საქმე №ას-514-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 07.11.2025
საქმე №ას-499-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 07.07.2025
საქმე №ას-147-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 16.05.2025
საქმე №ას-370-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 15.11.2024
საქმე №ას-610-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 06.11.2024
საქმე №ას-481-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 04.11.2024
საქმე №ას-1307-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.10.2024
საქმე №ას-145-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 02.08.2024
საქმე №ას-1303-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 23.07.2024
საქმე №ას-1636-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.05.2024
საქმე №ას-108-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 23.05.2024
საქმე №ას-1407-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 20.05.2024
საქმე №ას-48-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 25.04.2024
საქმე №ას-481-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 28.03.2024
საქმე №ას-144-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 15.02.2024
საქმე №ას-1592-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.01.2024
საქმე №ას-822-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 24.01.2024
საქმე №ას-780-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.11.2023
საქმე №ას-1095-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 10.10.2023
საქმე №ბს-634(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 19.09.2023
საქმე №ას-1538-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 31.03.2023
საქმე №ას-755-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 28.03.2023
საქმე №ას-424-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 23.02.2023
საქმე №ას-607-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 15.02.2023
საქმე №ას-148-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 20.12.2022
საქმე №ას-1068-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 24.11.2022
საქმე №ას-1777-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 20.10.2022
საქმე №ას-125-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 13.10.2022
საქმე №ას-633-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 16.09.2022
საქმე №ას-653-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 27.07.2022
საქმე №ას-1341-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 20.07.2022
საქმე №ას-7-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 05.07.2022
ნაჩვენებია 40 გადაწყვეტილება 338-დან.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „საქართველოს სამოქალაქო კოდექსი“, მუხლი 961, №786, 26.06.1997, სარეგისტრაციო კოდი 040.000.000.05.001.000.223 (კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/31702/muxli-961/