1. თუ მოწილეები, როგორც სოლიდარული მოვალეები, პასუხს აგებენ ვალდებულებისათვის, რომელიც მათ მე-600 მუხლის თანახმად უნდა შეასრულონ თავიანთი წილების პროპორციულად, ან იკისრეს ასეთი ვალდებულების შესრულება, მაშინ თითოეულ მოწილეს შეუძლია საზიარო უფლების გაუქმებისას მოითხოვოს, რომ ვალი გადახდილ იქნეს საზიარო საგნიდან.
2. თუ ვალის გადახდის მიზნით აუცილებელია საზიარო საგნის გაყიდვა, ეს უნდა მოხდეს 964-ე მუხლის მიხედვი
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 26.06.1997).
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(2)
- საქმე №101210018002383528 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 26.11.2018
სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის სამართლებრივ საფუძვლად სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსი 170-173-ე, 953- 965-ე, 1336-ე მუხლებზე და განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1336-ე მუხლის თანახმად, კანონით მემკვიდრეობის დროს თანასწორი უფლებით მემკვიდრეებად ითვლებიან პირველ რიგში: გარდაცვლილის შვილები, გარდაცვლილის შვილი, რომელიც მისი სიკვდილის შემდეგ დაიბადა, მეუღლე, მშობლები (მშვილებლები);
- საქმე №101210018002383528 · ჭიათურის მაგისტრატი სასამართლო · 30.05.2018
კანონები, რომლითაც იხელმძღვანელა სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსი 170-173-ე, 953- 965-ე, 1336-ე მუხლები სამოქალაქო საპროცესო კოდექსი 7. სამართლებრივი შეფასება 7.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1336-ე მუხლის თანახმად, კანონით მემკვიდრეობის დროს…
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025.
გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 31, 24/07/1997.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება