1. თუ ნატურით გაყოფა გამორიცხულია, მაშინ საზიარო უფლება გაუქმდება საზიარო საგნის, დაგირავებული ნივთის ან მიწის ნაკვეთის გაყიდვითა და ამონაგების განაწილებით. მიწის ნაკვეთის შემთხვევაში გამოიყენება აუქციონზე უძრავი ქონების იძულებით გაყიდვის წესები. თუ დაუშვებელია საზიარო საგნის გასხვისება მესამე პირზე, მაშინ საგანი აუქციონზე უნდა გაიყიდოს მოწილეებს შორის.
2. თუ საგანი არ გაიყიდება, მაშინ თითოეულ მოწილეს შეუძლია მოითხოვოს განმეორებითი აუქციონი; ამასთან, მან უნდა გაიღოს ხარჯები, თუ განმეორებითი ცდა უშედეგოდ დამთავრდ
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 26.06.1997).
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(226)
- საქმე №ას-572-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 08.05.2026
სააპელაციო პალატამ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 964-ე მუხლზე და აღნიშნა, რომ საზიარო უფლების გაუქმება ნივთის აუქციონზე რეალიზაციის გზით არ წარმოადგენს მესაკუთრის უპირობო უფლებას.
- საქმე №ას-1271-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 24.04.2026
საზიარო უფლების გაუქმებას საზიარო საგნის გაყიდვის გზით ( სსკ-ის 964-ე მუხლი). ეს უკანასკნელი გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ ნატურით გაყოფა გამორიცხულია. 4.5 სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ ექსპერტიზის დასკვნების თანახმად, ქალაქ თბილისში,..........
- საქმე №ას-1090-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 23.04.2026
საქართველოს უზენაესი სასამართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქო კოდექსი იცნობს საზიარო უფლების გაუქმების ორ შესაძლებლობას: საზიარო უფლების გაუქმებას ნატურით გაყოფის გზით [ სსკ-ის 963-ე მუხლი ] და საზიარო უფლების გაუქმებას საზიარო საგნის რეალიზაციის გზით [ სსკ-ის 964-ე მუხლი ]. ეს უკანასკნელი გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ ნატურით გაყოფა გამორიცხულია [ სსკ-ის 964.1 მუხლის პირველი წინადადება: თუ ნატურით გაყოფა გამორიცხულია, მაშინ საზიარო უფლება გაუქმდება საზიარო საგნის, დაგირავებული ნივთის ან მიწის ნაკვეთის გაყიდვითა და ამონაგების განაწილებით].
- საქმე №ას-1375-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 12.03.2026
სსკ-ის 963-ე მუხლი და 964-ე მუხლის პირველი ნაწილი]. 26. საქართველოს უზენაესი სასამართლო აღნიშნავს, რომ უპირველესად ყურადღება უნდა გამახვილდეს სასარჩელო მოთხოვნაზე, რომლის თანახმად, მოსარჩელეები მოითხოვენ მოპასუხესთან თანასაკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის (586.35 კვ.მ) ნატურით გაყოფას მათ მფლობელობაში არსებული ფართების პროპორციულად.
- საქმე №ას-240-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.02.2026
იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რის მიღწევასაც ემსახურებოდა წარმოდგენილი სარჩელი, მოთხოვნის დამფურძნებელი ნორმებია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 961-ე მუხლის ნაწილი, 963-ე და 964-ე მუხლის პირველი ნაწილი. 14. აუქციონზე რეალიზაციის გზით საზიარო უფლების გაუქმების მოთხოვნისას მოსარჩელის მტკიცების საგანში შემავალ გარემოებებს განეკუთვნება: 1.
- საქმე №ას-513-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 25.02.2026
- საქმე №ას-1438-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 13.02.2026
- საქმე №ას-1070-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 18.12.2025
- საქმე №ას-514-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 07.11.2025
- საქმე №ას-419-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.10.2025
- საქმე №ას-499-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 07.07.2025
- საქმე №ას-147-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 16.05.2025
- საქმე №ას-370-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 15.11.2024
- საქმე №ას-1307-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.10.2024
- საქმე №ას-145-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 02.08.2024
- საქმე №ას-1303-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 23.07.2024
- საქმე №ას-108-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 23.05.2024
- საქმე №ას-1407-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 20.05.2024
- საქმე №ას-48-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 25.04.2024
- საქმე №ას-481-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 28.03.2024
- საქმე №ას-1463-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 06.03.2024
- საქმე №ას-144-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 15.02.2024
- საქმე №ას-1592-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.01.2024
- საქმე №ას-822-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 24.01.2024
- საქმე №ას-1095-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 10.10.2023
- საქმე №ას-1538-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 31.03.2023
- საქმე №ას-424-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 23.02.2023
- საქმე №ას-607-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 15.02.2023
- საქმე №ას-1068-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 24.11.2022
- საქმე №ას-1777-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 20.10.2022
- საქმე №ას-125-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 13.10.2022
- საქმე №ას-633-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 16.09.2022
- საქმე №ას-1341-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 20.07.2022
- საქმე №ბს-3(კ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 14.07.2022
- საქმე №ას-101-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 07.07.2022
- საქმე №ას-7-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 05.07.2022
- საქმე №ას-224-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 10.06.2022
- საქმე №ას-251-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 02.06.2022
- საქმე №ას-1023-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 23.02.2022
- საქმე №ას-1009-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 23.02.2022
ნაჩვენებია 40 გადაწყვეტილება 226-დან.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025.
გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 31, 24/07/1997.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება