1. საქართველოს ტერიტორიულ წყლებს (ტერიტორიულ ზღვას) მიეკუთვნება შავი ზღვის სანაპირო წყლების ნაწილი, რომლის სიგანეა 12 საზღვაო მილი და რომელიც აითვლება იმ წერტილების შემაერთებელი სწორი ამოსავალი ხაზებიდან, რომელთა კოორდინატებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.
2. ცალკეულ შემთხვევებში საქართველოს ტერიტორიული წყლების (ტერიტორიული ზღვის) სიგანე შეიძლება დადგინდეს საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან შეთანხმებით, ხოლო ასეთის არარსებობისას – საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებისა და ნორმების შესაბამისად.
საქართველოს 2004 წლის 24
დეკემბრ
ის კანონი №
- სსმ I, №
,.
.200
წ., მუხ.
საქართველოს 2013 წლის 20 სექტემბრის
კანონი №1154
– ვებგვერდი, 08.10.2013
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 20.09.2013-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 20.09.2013 კანონი №1154
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(1)
- საქმე №2კ-1326აპ.-22 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 26.06.2023
…მუხლის „ბ“ პუნქტის თანახმად, ს–ს სახელმწიფო საზღვრის დამრღვევად ჩაითვლება, მათ შორის - უცხო სახელმწიფოს არასამხედრო ან სამხედრო გემი, რომელმაც ს–ს ტერიტორიულ და შიდა წყლებში შემოსვლისას დაარღვია ამ კანონით დადგენილი წესები. 15. ,,საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლისა და,,საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის თანახმად, საქართველოს ტერიტორიული ზღვა არის 12 საზღვაო მილის სიგანის საზღვაო სარტყელი, რომელიც აკრავს ს–ს სახმელეთო ტერიტორიას ან შიდა საზღვაო წყლებს.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება