1. საქართველოს კანონმდებლობა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ შედგება საქართველოს კონსტიტუციის, ამ კანონის, ,,სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესის“ და საქართველოს სხვა ნორმატიული აქტებისაგან.
2. „სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესს“ შეიმუშავებს და ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.
საქართველოს 2013 წლის 20 სექტემბრის
კანონი №1154
– ვებგვერდი, 08.10.2013
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 20.09.2013-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 20.09.2013 კანონი №1154
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(2)
- საქმე №ბს-639-551-კ-04 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 25.01.2005
ასევე “ადგილობრივი მმართველობისა და თვითმმართველობის შესახებ კანონის” მე-7 მუხლის პირველი ნაწილის “ბ” პუნქტი და მე-8 მუხლის პირველი ნაწილის “ე” პუნქტი, რადგან აღნიშნული ნორმების საფუძველზე ადგილობრივი მმართველობის ორგანოებს უფლება აქვთ, განკარგონ სარეფორმო ფონდში რიცხული მიწები.
- საქმე №010310018002578308 · ბათუმის საქალაქო სასამართლო · 17.05.2019
…საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა და საკონსულო დაწესებულება. საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ განსაკუთრებულ შემთხვევებში საქართველოს ვიზა შეიძლება გაიცეს საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე. 6.4. „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის თანახმად, საქართველოს კანონმდებლობა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ შედგება საქართველოს კონსტიტუციის, ამ კანონის,,,სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესის“ და საქართველოს სხვა ნორმატიული აქტებისაგან.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება