1. საქართველოს ტერიტორიაზე ან საქართველოს ტერიტორიულ წყლებში საქართველოს საბაჟო, ფისკალური, საიმიგრაციო ან სანიტარიული კანონმდებლობისა და წესების დარღვევის აღკვეთის მიზნით დგინდება მიმდებარე ზონა, რომელიც არის 12 საზღვაო მილის სიგანის ზღვის ზოლი და ღია ზღვის მხრიდან ესაზღვრება საქართველოს ტერიტორიულ წყლებს.
2. მიმდებარე ზონა ვრცელდება არა უმეტეს 24 საზღვაო მილის მანძილზე იმ სწორი ამოსავალი ხაზებიდან, რომლებიდანაც ხდება ტერიტორიული წყლების ათვლა.
საქართველოს 2010 წლის 12 ნოემბრის კანონი №3806 - სსმ I, №66, 05.11.2010 წ., მუხ.414
საქართველოს 2019 წლის 28 ივნისის კანონი №4927 – ვებგვერდი, 04.07.2019
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 28.06.2019-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 28.06.2019 კანონი №4927
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(2)
- საქმე №330100118002408376 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 10.05.2019
…„საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13- 15, 24-ე მუხლების, საქართველოს კანონის „საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლის და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ“ მე-2 თავის მე-5, მე-15 მუხლების და „სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესის“ მე-2 მუხლის თანახმად საქართველოდან სომხეთის რესპუბლიკაში გასამგზავრებლად საქართველოს სახელმწიფო საზღვარი უნდა გადაეკვეთა საერთაშორისო მიმოსვლისათვის გახსნილ საქართველოს ერთ-ერთ სასაზღვრო-გამტარ პუნქტში, სადაც უნდა გაევლო საპასპორტო კონტროლი.
- საქმე №330100118002408376 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 15.02.2019
დ------–--- შ-------ს „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13- 15, 24-ე მუხლების, საქართველოს კანონის „საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლის და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ“ მე-2 თავის მე-5, მე-15 მუხლების და „სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესის“ მე-2 მუხლის თანახმად, საქართველოდან სომხეთის რესპუბლიკაში გასამგზავრებლად, საქართველოს სახელმწიფო…
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება