საჯარო სკოლებისთვის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების სწავლებისათვის დამატებითი დაფინანსების გამოყოფის წესის დამტკიცების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
ცვლილებები (6)
დოკუმენტის ტექსტი
📑 სარჩევი (8 მუხლი)
|
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება №20/ნ |
|
2016 წლის 9 მარტი ქ. თბილისი |
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის, „ზოგადი განათლების დასაფინანსებლად ერთ მოსწავლეზე გათვლილი ფინანსური ნორმატივისა და მისი შესაბამისი სტანდარტული ვაუჩერის ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 14 სექტემბრის №476 დადგენილების პირველი მუხლის მე-13 პუნქტისა და „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ზ“ და „მ“ ქვეპუნქტებისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს საჯარო სკოლებისთვის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების სწავლებისათვის დამატებითი დაფინანსების გამოყოფის წესი ამ ბრძანების დანართის შესაბამისად.
|
| მუხლი 2 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საჯარო სკოლებისთვის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების სწავლებისათვის დამატებითი დაფინანსების გამოყოფის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 4 თებერვლის №14/ნ ბრძანება.
|
| მუხლი 3 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
მუხლი 1.
ზოგადი დებულებანი |
ეს წესი აწესრიგებს საჯარო სკოლებისთვის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების სწავლებისათვის დამატებითი დაფინანსების გამოყოფის წესს.
|
მუხლი 2.
საჯარო სკოლებისათვის დამატებითი დაფინანსების გამოყოფა |
საჯარო სკოლებს ყოველთვიურად გამოეყოფა დამატებითი დაფინანსება შემდეგი ოდენობით:
ა) 1-დან 6-ის ჩათვლით სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის სწავლებისთვის – 4200 ლარი; ბ) 7-დან 13-ის ჩათვლით სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის სწავლებისათვის – 8400 ლარი; გ) 14-დან 23-ის ჩათვლით სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის სწავლებისათვის – 12600 ლარი; დ) 23-ზე მეტი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის სწავლებისათვის – 16800 ლარი. |
მუხლი 3.
ინფორმაციის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთვის მიწოდების წესი და ვადები |
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა (შემდგომში – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა), შესაბამისი თვის 20 რიცხვის 20:00 საათის მდგომარეობით, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებათა მართვის საინფორმაციო სისტემის მონაცემებზე დაყრდნობით, არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა, უზრუნველყოფს სამინისტროსათვის ელექტრონული ფორმით შემდეგი ინფორმაციის მიწოდებას:
ა) იმ საჯარო სკოლის დასახელება და საიდენტიფიკაციო მონაცემები, სადაც სწავლობენ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეები; ბ) იმ საჯარო სკოლის საბანკო რეკვიზიტები, სადაც სწავლობენ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეები; გ) სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის სახელი, გვარი, პირადი ნომერი და შესაბამისი კლასი. |
მუხლი 4.
ინფორმაციის გადამოწმების ვალდებულება |
სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას, არაუგვიანეს ორი სამუშაო დღისა, უგზავნის სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტის ინკლუზიური განათლების განვითარების სამმართველოს, რომელიც ხუთი სამუშაო დღის ვადაში ამოწმებს ამ დანართის მე-3 მუხლში მითითებული ინფორმაციის სისწორეს და აწვდის ინფორმაციას სამინისტროს ეკონომიკურ დეპარტამენტს.
|
მუხლი 5.
საჯარო სკოლებისათვის დამატებითი დაფინანსების გადარიცხვა |
ამ წესის მე-3 მუხლით გათვალისწინებული და მე-4 მუხლით დადგენილი წესით გადამოწმებული ინფორმაციის საფუძველზე სამინისტრო ყოველთვიურად უზრუნველყოფს საჯარო სკოლებისათვის დამატებითი დაფინანსების გადარიცხვას.
|
1
+
ბრძანება №20/ნ
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის, „ზოგადი განათლების დასაფინანსებლად ერთ მოსწავლეზე გათვლილი ფინანსური ნორმატივისა და მისი შესაბამისი სტანდარტული ვაუჩერის ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 14 სექტემბრის №476 დადგენილების პირველი მუხლის მე-13 პუნქტისა და „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ზ“ და „მ“ ქვეპუნქტებისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
+
+
+
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე
+
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრითამარ სანიკიძე
+
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
+
მუხლი 2. საჯარო სკოლებისათვის დამატებითი დაფინანსების გამოყოფა
საჯარო სკოლებს ყოველწლიურად გამოეყოფა დამატებითი დაფინანსება ,,ზოგადი განათლების დასაფინანსებლად ერთ მოსწავლეზე გათვლილი ფინანსური ნორმატივისა და მისი შესაბამისი სტანდარტული ვაუჩერის ოდენობის განსაზღვრის შესახებ" საქართველოს მთავრობის 2015 წლის 14 სექტემბრის №476 დადგენილების პირველი მუხლის მე-13 და 131 პუნქტებით განსაზღვრული ოდენობით.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 20 აპრილის ბრძანება №29/ნ - ვებგვერდი, 20.04.2016წ.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 18 ნოემბრის ბრძანება №219/ნ- ვებგვერდი, 18.11.2019წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2022 წლის 7 ივნისის ბრძანება №66/ნ - ვებგვერდი, 08.06.2022წ.
+
მუხლი 3. ინფორმაციის საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთვის მიწოდების წესი და ვადები
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს (შემდგომ – სამინისტრო) მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა (შემდგომ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა), შესაბამისი თვის 20 რიცხვის 20:00 საათის მდგომარეობით ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებათა მართვის საინფორმაციო სისტემის მონაცემებზე დაყრდნობით, არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა, უზრუნველყოფს სამინისტროსათვის ელექტრონული ფორმით შემდეგი ინფორმაციის მიწოდებას:
ა) იმ საჯარო სკოლის დასახელება და საიდენტიფიკაციო მონაცემები, სადაც სწავლობენ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეები;
ბ) იმ საჯარო სკოლის რეკვიზიტები, სადაც სწავლობენ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეები;
გ) სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების სახელი, გვარი, პირადი ნომერი და შესაბამისი კლასი.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 18 თებერვლის ბრძანება №21/ნ - ვებგვერდი, 19.02.2019წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2022 წლის 7 ივნისის ბრძანება №66/ნ - ვებგვერდი, 08.06.2022წ.
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2024 წლის 15 თებერვლის ბრძანება №40/ნ - ვებგვერდი, 16.02.2024 წ.
+
მუხლი 4. ინფორმაციის გადამოწმების ვალდებულება
სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას, არაუგვიანეს ორი სამუშაო დღისა, უგზავნის სამინისტროს სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის ინკლუზიური განვითარების სამმართველოს, რომელიც ხუთი სამუშაო დღის ვადაში ამოწმებს ამ დანართის მე-3 მუხლში მითითებული ინფორმაციის სისწორეს და აწვდის ინფორმაციას სამინისტროს ეკონომიკურ დეპარტამენტს.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 18 ნოემბრის ბრძანება №219/ნ- ვებგვერდი, 18.11.2019წ.
+
მუხლი 5. საჯარო სკოლებისათვის დამატებითი დაფინანსების გადარიცხვა
ამ წესის მე-3 მუხლით გათვალისწინებული და მე-4 მუხლით დადგენილი წესით გადამოწმებული ინფორმაციის საფუძველზე სამინისტრო ყოველთვიურად უზრუნველყოფს საჯარო სკოლებისათვის დამატებითი დაფინანსების გადარიცხვას.
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საჯარო სკოლებისთვის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების სწავლებისათვის დამატებითი დაფინანსების გამოყოფის წესის დამტკიცების თაობაზე“?
- დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „საჯარო სკოლებისთვის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების სწავლებისათვის დამატებითი დაფინანსების გამოყოფის წესის დამტკიცების თაობაზე“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 21.07.2025.
- როდის იქნა მიღებული „საჯარო სკოლებისთვის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების სწავლებისათვის დამატებითი დაფინანსების გამოყოფის წესის დამტკიცების თაობაზე“?
- „საჯარო სკოლებისთვის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების სწავლებისათვის დამატებითი დაფინანსების გამოყოფის წესის დამტკიცების თაობაზე“ მიღებულია 09.03.2016. მიმღები ორგანო — საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №20/ნ. სარეგისტრაციო კოდი — 430070000.22.022.017093.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „საჯარო სკოლებისთვის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების სწავლებისათვის დამატებითი დაფინანსების გამოყოფის წესის დამტკიცების თაობაზე“-ში?
- დოკუმენტში სულ 6 ცვლილებაა შესული. მატსნეს ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 21.07.2025.
- რამდენი მუხლისგან შედგება „საჯარო სკოლებისთვის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების სწავლებისათვის დამატებითი დაფინანსების გამოყოფის წესის დამტკიცების თაობაზე“?
- დოკუმენტი შედგება 8 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „საჯარო სკოლებისთვის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების სწავლებისათვის დამატებითი დაფინანსების გამოყოფის წესის დამტკიცების თაობაზე“-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „საჯარო სკოლებისთვის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების სწავლებისათვის დამატებითი დაფინანსების გამოყოფის წესის დამტკიცების თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 21.07.2025 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „საჯარო სკოლებისთვის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების სწავლებისათვის დამატებითი დაფინანსების გამოყოფის წესის დამტკიცების თაობაზე“, №20/ნ, 09.03.2016, სარეგისტრაციო კოდი 430070000.22.022.017093 (კონსოლიდირებული რედაქცია 21.07.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3206061/