1. წიაღით მოსარგებლენი ვალდებული არიან, აანაზღაურონ ამ კანონითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნათა დარღვევით გამოწვეული ზიანი.
2. წიაღით თვითნებური სარგებლობა და წიაღით სარგებლობის ობიექტების განლაგების ფართობების თვითნებური განაშენიანება აღიკვეთება გაწეული ხარჯების აუნაზღაურებლად.
საქართველოს 2013 წლის 25 მარტის კანონი №495 – ვებგვერდი, 05.04.2013წ.
თავი მეშვიდე. საერთაშორისო ხელშეკრულებე
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 25.03.2013-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 25.03.2013 კანონი №495
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(1)
- საქმე №ბს-1170-745(კ-05) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 08.02.2006
…პრეტენზიით მოპასუხეს ეცნობა აღნიშნულის თაობაზე და ეთხოვა პრეტენზიის ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში უზრუნველეყო სახელმწიფო ბიუჯეტში მიყენებული ზიანის თანხის გადახდა, თუმცა მოპასუხეს აღნიშნულ პრეტენზიაზე რეაგირება არ მოუხდენია. “წიაღის შესახებ” კანონის 52-ე მუხლის თანახმად, წიაღით მოსარგებლე ვალდებულია, აანაზღაუროს კანონის მოთხოვნათა დარღვევით მიყენებული ზიანი.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — წიაღის შესახებ.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება