1. ძალადაკარგულად ჩაითვალოს ლიცენზირების შემოღებამდე წიაღით სარგებლობის მიზნით გაცემული ყველა დოკუმენტი, რომლებიც ადასტურებს მიწის გამოყოფის, სამთო ან გეოლოგიური მინაკუთვნით სარგებლობის უფლებას, თუ იგი საქართველოს კანონმდებლობის თანახმად არ არის დამაგრებული წიაღით სარგებლობის ლიცენზიით (გარდა იმ შემთხვევისა, როცა ამ კანონის ამოქმედებამდე განხორციელდა მიწის მინაკუთვნის პრივატიზება და ასეთი მინაკუთვნის მფლობელს მის სარეგისტრაციოდ უკვე წარდგენილი აქვს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტაცია), ხოლო ამ მინაკუთვნის ფარგლებში განთავსებული მიწისქვეშა და მათთან დაკავშირებული მიწისზედა ნაგებობები (ჭაურის, გვირაბებისა და ჭაბურღილების პირები, საკაპტაჟე და ზედა საკაპტაჟე ნაგებობები), აგრეთვე ლიკვიდირებული და დაკონსერვებული ასეთი ნაგებობები წიაღის უბნის განუყოფელ ნაწილად მიიჩნევა და მათი განკარგვა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
2. (
ამოღებულია – 25.03.2013, №495).
3. (
ამოღებულია – 25.03.2013, №495).
4. (
ამოღებულია – 25.03.2013, №495).
5. ამ კანონის მე-9 მუხლის მე-17 პუნქტი ამოქმედდეს 2002 წლის 1 ოქტომბრიდან.
6. 2002 წლის 1 ოქტომბრიდან გაუქმდეს წიაღით სარგებლობის ყველა ის ლიცენზია, რომელიც ეწინააღმდეგება ამ კანონის მე-9 მუხლის მე-17 პუნქტის მოთხოვნას.
7. (
ამოღებულია – 25.03.2013, №495).
8. (
ამოღებულია – 25.03.2013, №495).
9. (
ამოღებულია – 25.03.2013, №495).
საქართველოს 2002 წლის 1 მარტის კანონი №1319 - სსმ I, №5, 21.03.2002 წ., მუხ.33
საქართველოს 2005 წლის 22 აპრილის კანონი №1409 - სსმ I, №22, 18.05.2005 წ., მუხ.153
საქართველოს 2013 წლის 25 მარტის კანონი №495 – ვებგვერდი, 05.04.2013წ.
საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე.
თბილისი,1996 წლის 17 მაისი.
№242–I
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 25.03.2013-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 25.03.2013 კანონი №495
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(3)
- საქმე №ბს-150-140(კ-07) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 20.11.2007
წიაღით სარგებლობისათვის მიწის მინაკუთვნის განსაზღვრა და გაცემა,,წიაღის შესახებ" საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტებით და 54-ე მუხლის მე-2 პუნქტით მთლიანად წარმოადგენს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს კომპეტენციას.
- საქმე №ბს-135-126(კ-07) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 23.10.2007
…საბადოს დამუშავების შედეგად წიაღიდან ამოღებული განსაზღვრული ოდენობის პირდაპირი ან გადამუშავების შემდეგ რეალიზაციის უფლებას და ასეთი ლიცენზიებით სამთო და გეოლოგიური მინაკუთვნები არ განისაზღვრება და ლიცენზიასთან ერთად არ გაიცემა. «წიაღის შესახებ» კანონის 54-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ძალადაკარგულად ჩაითვალა ლიცენზირების შემოღებამდე წიაღით სარგებლობის მიზნით გაცემული ყველა დოკუმენტი,…
- საქმე №ბს-1008-594(კ-05) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 06.06.2006
…საბადოს დამუშავების შედეგად წიაღიდან ამოღებული განსაზღვრული ოდენობის პირდაპირი ან გადამუშავების შემდეგ რეალიზაციის უფლებას და ასეთი ლიცენზიებით სამთო და გეოლოგიური მინაკუთვნები არ განისაზღვრება და ლიცენზიასთან ერთად არ გაიცემა. «წიაღის შესახებ» კანონის 54-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ძალადაკარგულად ჩაითვალა ლიცენზირების შემოღებამდე წიაღით სარგებლობის მიზნით გაცემული ყველა დოკუმენტი,…
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — წიაღის შესახებ.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება