წიაღით მოსარგებლე ვალდებულია დადგენილი წესით შექმნას კერძო მიწისქვეშა საძიებო-სამაშველო დანაყოფი (სამთო მაშველი) ან ხელშეკრულების საფუძველზე ისარგებლოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახელმწიფო რეზერვებისა და სამოქალაქო უსაფრთხოების სერვისების სააგენტოს სპეციალიზებული სამთო-სამაშველო დანაყოფის (სამთო მაშველის) მომსახურებით სამთო გვირაბზე ავარიის, მათ შორის, ნავთობის, გაზის ან ბუნებრივი წყალბადის ჭაბურღილზე ღია შადრევნის გაჩენის, თავიდან აცილებისა და ლიკვიდაციისთვის.
საქართველოს 2013 წლის 25 მარტის კანონი №495 – ვებგვერდი, 05.04.2013წ.
საქართველოს 2018 წლის 27 ივნისის კანონი №2613 – ვებგვერდი, 06.06.2018წ.
საქართველოს 2018 წლის 22 დეკემბრის კანონი №4096 – ვებგვერდი, 28.12.2018წ.
საქართველოს 2025 წლის 12 ივნისის კანონი №673 – ვებგვერდი, 16.06.2025წ.
თავი მეექვსე. პასუხისმგებლობა წიაღის კანონის დარღვევისათვ
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 12.06.2025-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 4-ჯერ.
- 12.06.2025 კანონი №673
- 22.12.2018 კანონი №4096
- 27.06.2018 კანონი №2613
- 25.03.2013 კანონი №495
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(1)
- საქმე №3გ-ად-64-კ-02 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 15.05.2003
მოსარჩელის მითითებით, შპს “ჟ-მა” გამოიყენა კანონით მინიჭებული ალტერნატიული უფლება და “საქტექზედამხედველობა”-თან შეთანხმებით, “წიაღის შესახებ” კანონის 49-ე მუხლისა და “საშიში საწარმოო ობიექტების უსაფრთხოების შესახებ” კანონის მე-14 მუხლის საფუძველზე, შექმნა უწყებრივი სამთო-სამაშველო რაზმი, რომელიც დაკომპლექტდა ადგილობრივი კადრებით და მათ საქმიანობას ხელმძღვანელობს “საქტექზედამხედველობ”-ის მიერ რეკომენდირებული სპეციალისტი.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — წიაღის შესახებ.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება