საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
ცვლილებები (3)
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ბრძანება №01-110 |
|
2016 წლის 10 ივნისი ქ. თბილისი |
„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 16 ნოემბრის №206 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:
|
1.
დამტკიცდეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტის თანდართული დებულება.
|
2.
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და კომუნიკაციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2015 წლის 10 თებერვლის №01-31 ბრძანება.
|
3.
ბრძანება ამოქმედდეს 2016 წლის 13 ივნისიდან.
|
|
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტის დებულება
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი 1. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი) არის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი, რომლის ძირითადი ამოცანაა მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში სამინისტროს საინფორმაციო პოლიტიკის თაობაზე წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავება; სამინისტროს პოლიტიკისა და პრიორიტეტების შესახებ საზოგადოებისა და მასმედიისათვის ინფორმაციის მიწოდება; შესაბამის ტერიტორიულ და ფუნქციურ დეპარტამენტებთან ერთად საინფორმაციო მასალების მომზადება, დამუშავება და გავრცელება; სამინისტროს წარმომადგენლების ბრიფინგებისა და ვებგვერდის საინფორმაციო უზრუნველყოფა და ორგანიზება; ადგილობრივ და უცხოურ მედიასაშუალებებთან ურთიერთობა, აკრედიტაცია და სხვა ტექნიკური ხასიათის მხარდაჭერის აღმოჩენა; სამინისტროს სახელით განცხადებებისა და სხვა საინფორმაციო ხასიათის დოკუმენტების მომზადება-გავრცელება; საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან ინფორმაციის ურთიერთგაცვლის უზრუნველყოფა; მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა ყოველდღიური მონიტორინგი და მათ მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით სპეციალური საინფორმაციო-ანალიტიკური მასალების მომზადება; საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებზე მთავრობის შესაბამის ერთეულებთან კოორდინაციის უზრუნველყოფა. 2. დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, სამინისტროს დებულებით, ამ დებულებითა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) სამართლებრივი აქტებით. მუხლი 2. დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და ფუნქციები დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია: ა) სამინისტროს როლის, საგარეო პოლიტიკური კურსის და მისი ძირითადი პრიორიტეტების შესახებ საზოგადოების ინფორმირება; ბ) სამინისტროში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული ოფიციალური შეტყობინებების, განცხადებებისა და სხვა საინფორმაციო მასალების მომზადება და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებისათვის მიწოდება; გ) მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა მონიტორინგი და მათ მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით სპეციალური საინფორმაციო-ანალიტიკური მასალების მომზადება; დ) სამინისტროს საინფორმაციო პოლიტიკის და მისი პრიორიტეტების შემუშავება; ე) საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან საინფორმაციო მასალების ურთიერთგაცვლის უზრუნველყოფა; ვ) სამინისტროს ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფების საზოგადოებასთან და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან ურთიერთობის კოორდინაცია; ზ) სამინისტროს წარმომადგენლების ბრიფინგების და მასმედიის წარმომადგენლებთან შეხვედრების საინფორმაციო და ორგანიზაციული უზრუნველყოფა; თ) სამინისტროს სახელით განცხადებებისა და სხვა საინფორმაციო ხასიათის დოკუმენტების მომზადება და გავრცელება; ი) სამინისტროს ინტერნეტ ვებგვერდის ოპერატიული მუშაობის უზრუნველყოფა; კ) თავისი საქმიანობის ეფექტურად წარმართვის მიზნით შესაბამისი პროგრამების პროექტების მომზადება და წარდგენა სამინისტროს ხელმძღვანელობისათვის; ლ) საკონსულო მომსახურების ვებპორტალების დიზაინის უზრუნველყოფა, პორტალის ვიზუალური ელემენტებით გამდიდრება, ფოტო-ვიდეო და საინფორმაციო მასალების განახლება; მ) სამინისტროს საქმიანობის შესახებ ინფორმაციის გავრცელებისთვის საჭირო ტექნიკური მხარის უზრუნველყოფა. მუხლი 3. დეპარტამენტის ხელმძღვანელობა 1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 2. დეპარტამენტის დირექტორი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე. 3. დეპარტამენტის დირექტორი: ა) წარმართავს დეპარტამენტის საქმიანობას, იძლევა სამსახურებრივ დავალებებს დეპარტამენტის თანამშრომლებზე და ახორციელებს მათი გადაწყვეტილებებისა და საქმიანობის სამსახურებრივ ზედამხედველობას; ბ) კომპეტენციის ფარგლებში აკეთებს განცხადებებს და კომენტარებს სამინისტროს სახელით; გ) ახორციელებს ღონისძიებებს საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნების, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების, საქართველოს კანონების, საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობის, საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და მინისტრის სამართლებრივი აქტების შესასრულებლად; დ) კურატორ მინისტრის მოადგილესთან შეთანხმებით მინისტრს წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტში დასანიშნ თანამშრომელთა კანდიდატურების შესახებ; ე) წარადგენს წინადადებებს დეპარტამენტის საშტატო ნუსხის, მუშაობის ორგანიზაციის, დეპარტამენტის მოხელეების რანგირების, წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ; ვ) კომპეტენციის ფარგლებში ხელს აწერს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტაციას, უფლებამოსილია სახელმწიფო და კერძო სტრუქტურებიდან გამოითხოვოს საჭირო ინფორმაცია; ზ) უზრუნველყოფს დეპარტამენტში ოფიციალური კორესპონდენციის შემუშავების, განაწილებისა და განხილვის პროცესს; თ) შეიმუშავებს სამსახურებრივი დანიშნულების ინსტრუქციების პროექტებს და კურატორ მინისტრის მოადგილესთან შეთანხმებით განსახილველად წარუდგენს მინისტრს; ი) სამინისტროს ხელმძღვანელობის წინაშე შუამდგომლობს დეპარტამენტის ფუნქციებისა და ამოცანების შესასრულებლად აუცილებელი სახსრების, მოწყობილებებისა და ინვენტარის გამოყოფის თაობაზე; კ) წარადგენს წინადადებებს დეპარტამენტის თანამშრომელთა სამსახურებრივი მივლინების, კვალიფიკაციის ამაღლების და/ან სასწავლო პროგრამებში მონაწილეობის მიზანშეწონილობის შესახებ; ლ) პერიოდულად ისმენს დეპარტამენტის თანამშრომელთა ანგარიშს მათ მიერ შესრულებული სამუშაოს თაობაზე; მ) მინისტრს აბარებს ანგარიშს დეპარტამენტის საქმიანობის შესახებ; ნ) ასრულებს მინისტრისა და მინისტრის მოადგილეების ცალკეულ დავალებებს. 4. დეპარტამენტის დირექტორს ჰყავს მოადგილე (მოადგილეები), რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 5. დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე: ა) კომპეტენციის ფარგლებში, დეპარტამენტის დირექტორის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილებებისა და საქმიანობის სფეროების გათვალისწინებით, წარმართავს და ზედამხედველობს დეპარტამენტის თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას; ბ) მონაწილეობს დეპარტამენტში ოფიციალური კორესპონდენციის შემუშავების, განაწილებისა და განხილვის პროცესში; გ) მინისტრის და დეპარტამენტის დირექტორის დავალებების შესაბამისად ახორციელებს სხვა მოვალეობებს; დ) ანგარიშვალდებულია მინისტრისა და დეპარტამენტის დირექტორის წინაშე; ე) დეპარტამენტის დირექტორის არყოფნის შემთხვევაში ასრულებს მის მოვალეობას. 6. დეპარტამენტის დირექტორის არყოფნისას, ორი ან მეტი მოადგილის შემთხვევაში, დეპარტამენტის დირექტორის წარდგინებითა და მინისტრის გადაწყვეტილებით დეპარტამენტის დირექტორის მოვალეობის შესრულება ეკისრება ერთ-ერთ მოადგილეს. 7. დეპარტამენტის დანარჩენ თანამშრომელთა ფუნქციონალურ მოვალეობებს ამტკიცებს მინისტრი. მუხლი 4. დასკვნითი დებულებანი დებულების გაუქმება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება მინისტრის ბრძანებით.
|
+
1.
დამტკიცდეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტის თანდართული დებულება.1. დამტკიცდეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტის თანდართული დებულება.
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და კომუნიკაციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2015 წლის 10 თებერვლის №01-31 ბრძანება.
3. ბრძანება ამოქმედდეს 2016 წლის 13 ივნისიდან.
2.
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და კომუნიკაციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2015 წლის 10 თებერვლის №01-31 ბრძანება.3.
ბრძანება ამოქმედდეს 2016 წლის 13 ივნისიდან.მინისტრის მოვალეობის შემსრულებელიდავით ზალკალიანი
საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი
+
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტის დებულება
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი 1. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი) არის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი, რომლის ძირითადი ამოცანაა მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში სამინისტროს საინფორმაციო პოლიტიკის თაობაზე წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავება; სამინისტროს პოლიტიკისა და პრიორიტეტების შესახებ საზოგადოებისა და მასმედიისათვის ინფორმაციის მიწოდება; შესაბამის ტერიტორიულ და ფუნქციურ დეპარტამენტებთან ერთად საინფორმაციო მასალების მომზადება, დამუშავება და გავრცელება; სამინისტროს წარმომადგენლების ბრიფინგებისა და ვებგვერდის საინფორმაციო უზრუნველყოფა და ორგანიზება; ადგილობრივ და უცხოურ მედიასაშუალებებთან ურთიერთობა, აკრედიტაცია და სხვა ტექნიკური ხასიათის მხარდაჭერის აღმოჩენა; სამინისტროს სახელით განცხადებებისა და სხვა საინფორმაციო ხასიათის დოკუმენტების მომზადება-გავრცელება; საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან ინფორმაციის ურთიერთგაცვლის უზრუნველყოფა; მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა ყოველდღიური მონიტორინგი და მათ მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით სპეციალური საინფორმაციო-ანალიტიკური მასალების მომზადება; საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებზე მთავრობის შესაბამის ერთეულებთან კოორდინაციის უზრუნველყოფა.2. დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, სამინისტროს დებულებით, ამ დებულებითა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) სამართლებრივი აქტებით.
მუხლი 2. დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და ფუნქციები დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია:ა) სამინისტროს საქმიანობის შესახებ ყოველდღიური საინფორმაციო მასალების მომზადება და ინფორმაციის გაშუქება (სამინისტროს საინფორმაციო არხებზე განთავსება/მედიაში გავრცელება);
ბ) მინისტრის, მინისტრის პირველი მოადგილის, მოადგილეების აქტივობების შესახებ საინფორმაციო მასალების მომზადება, სამინისტროს ვებგვერდზე და სოციალურ ქსელებში განთავსება/მედიაში გავრცელება;
გ) სამინისტროს ვებგვერდის ყოველდღიური მართვა/განვითარება;
დ) სამინისტროს საქმიანობასთან დაკავშირებული ღონისძიებების შინაარსობრივი/ტექნიკური/ვიზუალური უზრუნველყოფა და ორგანიზება, შესაბამისი დეპარტამენტების ჩართულობით;
ე) მედიისთვის საჭირო საინფორმაციო პროდუქტების მომზადება და მიწოდება, შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის ჩართულობით;
ვ) მედიასთან სამინისტროს წარმომადგენელთა (მინისტრი, მინისტრის პირველი მოადგილე, მოადგილეები, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების ხელმძღვანელები) კომუნიკაციის დაგეგმვა და განხორციელება;
ზ) მედიის მხრიდან შემოსულ ოპერატიულ შეკითხვებზე პასუხების უზრუნველყოფა, შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფთან კოორდინაციით;
თ) სამინისტროდან გასული საინფორმაციო მასალების, ასევე ქვეყნის საგარეო პოლიტიკურ საკითხებსა და სამინისტროს საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაციების ყოველდღიური მონიტორინგის უზრუნველყოფა;
ი) საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების საქმიანობის შესახებ მედიაში ინფორმაციის გავრცელება და განთავსება;
კ) საქართველოში მოქმედ ინგლისურენოვან გამოცემებში სამინისტროს საქმიანობს შესახებ ინფორმაციის გავრცელება;
ლ) სოციალური ქსელების (Facebook, Twitter) ყოველდღიური მართვა.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2020 წლის 28 ოქტომბრის ბრძანება №01-191 - ვებგვერდი, 30.10.2020წ.
1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი (შემდგომში – ხელმძღვანელი), რომელსაც ადმინისტრაციული ხელშეკრულების საფუძველზე, კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2. ხელმძღვანელი ანგარიშვალდებულია მინისტრის, მინისტრის მოადგილისა და სამინისტროს საინფორმაციო და საზოგადოებასთან ურთიერთობის გენერალური დირექტორატის (შემდგომში – დირექტორატი) პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის წინაშე.
3. ხელმძღვანელი:
ა) წარმართავს დეპარტამენტის საქმიანობას, იძლევა სამსახურებრივ დავალებებს დეპარტამენტის თანამშრომლებზე და ახორციელებს მათი გადაწყვეტილებებისა და საქმიანობის სამსახურებრივ ზედამხედველობას;
ბ) კომპეტენციის ფარგლებში აკეთებს განცხადებებს და კომენტარებს სამინისტროს სახელით; გ) ახორციელებს ღონისძიებებს საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნების, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების, საქართველოს კანონების, საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობის, საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და მინისტრის სამართლებრივი აქტების შესასრულებლად;დ) დირექტორატის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელთან შეთანხმებით მინისტრს წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტში დასანიშნ თანამშრომელთა კანდიდატურების შესახებ;
თ) შეიმუშავებს სამსახურებრივი დანიშნულების ინსტრუქციების პროექტებს და დირექტორატის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელთან შეთანხმებით განსახილველად წარუდგენს მინისტრს;
ი) სამინისტროს ხელმძღვანელობისა და დირექტორატის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის წინაშე შუამდგომლობს დეპარტამენტის ფუნქციებისა და ამოცანების შესასრულებლად აუცილებელი სახსრების, მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფის თაობაზე;
მ) მინისტრს აბარებს ანგარიშს დეპარტამენტის საქმიანობის შესახებ;
ნ) ასრულებს მინისტრის, მინისტრის მოადგილისა და დირექტორატის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის ცალკეულ დავალებებს.
ნ) ასრულებს მინისტრისა და მინისტრის მოადგილეების ცალკეულ დავალებებს.
4. ხელმძღვანელს ჰყავს მოადგილე (მოადგილეები), რომელსაც ადმინისტრაციული ხელშეკრულების საფუძველზე, კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
5. პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოადგილე:
ა) კომპეტენციის ფარგლებში, ხელმძღვანელის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილებებისა და საქმიანობის სფეროების გათვალისწინებით, წარმართავს და ზედამხედველობს დეპარტამენტის თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;
გ) მინისტრის, მინისტრის მოადგილის, დირექტორატის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელისა და ხელმძღვანელის დავალებით ახორციელებს სხვა უფლება-მოვალეობებს;
დ) ანგარიშვალდებულია მინისტრის, მინისტრის მოადგილის, დირექტორატის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელისა და ხელმძღვანელის წინაშე;
ე) ხელმძღვანელის არყოფნის შემთხვევაში ასრულებს მის მოვალეობას.
6. ხელმძღვანელის ორი ან მეტი მოადგილის შემთხვევაში, ხელმძღვანელის წარდგინებით, დირექტორატის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელთან შეთანხმებითა და მინისტრის გადაწყვეტილებით, ხელმძღვანელის მოვალეობის შესრულება ეკისრება პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის ერთ-ერთ მოადგილეს.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2020 წლის 28 ოქტომბრის ბრძანება №01-191 - ვებგვერდი, 30.10.2020წ.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2025 წლის 4 მარტის ბრძანება №01-252 - ვებგვერდი, 05.03.2025წ.
დებულების გაუქმება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება მინისტრის ბრძანებით.
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 26.06.2025.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“?
- „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ მიღებულია 10.06.2016. მიმღები ორგანო — საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №01-110. სარეგისტრაციო კოდი — 150140000.22.030.016145.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“-ში?
- დოკუმენტში სულ 3 ცვლილებაა შესული. მატსნეს ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 26.06.2025.
- რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“?
- დოკუმენტი შედგება 4 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 26.06.2025 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“, №01-110, 10.06.2016, სარეგისტრაციო კოდი 150140000.22.030.016145 (კონსოლიდირებული რედაქცია 26.06.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3305911/