1. ეს კანონი არეგულირებს ძირითად სამართლებრივ ურთიერთობას:
ა) სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებსა და ფიზიკურ და იურიდიულ (საკუთრებისა და ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის განურჩევლად) პირებს შორის წყლის დაცვის, შესწავლისა და გამოყენების სფეროში;
ბ) ხმელეთზე, წიაღში, კონტინენტურ შელფზე, ტერიტორიულ წყლებში და განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში წყლის დაცვის, აღდგენის და გამოყენების სფეროში;
გ) წყლის სასაქონლო პროდუქციის წარმოებისა და წყლით საერთაშორისო ვაჭრობის სფეროში.
2. ეს კანონი განსაზღვრავს ავტონომიური რესპუბლიკებისა და მუნიციპალიტეტების კომპეტენციებს წყალთან დაკავშირებული ურთიერთობის სფეროში.
3. მიწისქვეშა წყლების დაცვის, შესწავლისა და გამოყენების სფეროში ურთიერთობა რეგულირდება ამ კანონით და საქართველოს კანონით „წიაღის შესახებ".
4. წყლის ცხოველთა სამყაროს დაცვის, შესწავლის, აღწარმოებისა და გამოყენების სფეროში ურთიერთობები რეგულირდება ამ კანონითა და „ცხოველთა სამყაროს შესახებ“ და „აკვაკულტურის შესახებ“ საქართველოს კანონებით.
5. წყალსარგებლობის დროს ცხოველთა სამყაროს, მცენარეული საფარის, ტყის, მიწის და სხვა ბუნებრივი რესურსების გამოყენებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობას აწესრიგებს ეს კანონი და საქართველოს შესაბამისი კანონმდებლობა.
6. ეს კანონი მოქმედებს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.
საქართველოს 2013 წლის 25 მარტის კანონი №494 – ვებგვერდი, 05.04.2013წ.
საქართველოს 2020 წლის 24 ივნისის კანონი №6418 – ვებგვერდი, 01.07.2020წ.
საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6902 – ვებგვერდი, 28.07.2020
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 15.07.2020-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 3-ჯერ.
- 15.07.2020 კანონი №6902
- 24.06.2020 კანონი №6418
- 25.03.2013 კანონი №494
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(2)
- საქმე №ბს-670(კ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 07.03.2023
…შემოწმების აქტში მითითებულია, რომ შპს „ე...ს“ მიერ მშენებლობისას დარღვეულია საქართველოს მთავრობის 2017 წლის 27 ოქტომბრის №477 დადგენილებით დამტკიცებული,,სიმაღლეზე მუშაობის უსაფრთხოების მოთხოვნების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის“ მე-5 და მე-15 მუხლებით გათვალისწინებული პირობები; კერძოდ, არსებული ღია სივრცეები სრულად არ არის შემოღობილი მოაჯირებით;
- საქმე №010310016001405738 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 13.02.2018
სასამართლომ აღნიშნა, რომ „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლით განსაზღვრულია ამ კანონის რეგულირების საგანი: 1. ეს კანონი არეგულირებს ძირითად სამართლებრივ ურთიერთობას: ა) სახელმწიფო…
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — წყლის შესახებ.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება