1. წყლის სახელმწიფო ფონდის მიწად საქართველოს მიწის კანონმდებლობის შესაბამისად მიიჩნევა ის მიწა, რომელიც დაკავებულია ამ კანონის მე-7 მუხლით განსაზღვრული წყლის ობიექტებით (მიწისქვეშა წყლების გარდა), ჰიდროტექნიკური და სხვა წყალსამეურნეო ნაგებობებით, აგრეთვე მიწა, რომელიც გამოყოფილია წყლის ობიექტის წყალდაცვით ზოლად, სანიტარიული დაცვის ზონად და ა.შ.
2. წყლის სახელმწიფო ფონდის მიწა გამოიყენება იმ ნაგებობათა მშენებლობისა და ექსპლუატაციისათვის, რომლებიც უზრუნველყოფენ სასმელი, საყოფაცხოვრებო, სამკურნალო, საკურორტო და წყალზე სხვა საჭირო მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას, სასოფლო-სამეურნეო, სამრეწველო, თევზის მეურნეობის, ენერგეტიკულ, სატრანსპორტო და სხვა საჭიროებას.
3. წყლის სახელმწიფო ფონდის მიწით სარგებლობის წესი განისაზღვრება ამ კანონით და საქართველოს მიწის კანონმდებლობი
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს.
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(28)
- საქმე №ბს-248(კს-26) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 27.05.2026
…საკუთრების აღიარებას არ ექვემდებარება წყლის სახელმწიფო ფონდის მიწა, გარდა იმ მიწის ნაკვეთებისა, რომელთა საკუთრებაში გადაცემა და გამოყენება შესაძლებელია,,წყლის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნათა შესაბამისად. „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის 1-ელი პუნქტის მიხედვით, წყლის სახელმწიფო ფონდის მიწად საქართველოს მიწის კანონმდებლობის შესაბამისად მიიჩნევა ის მიწა,…
- საქმე №ბს-853(2კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 05.02.2026
…რომ დაინტერესებული პირი ჯ. ბ-ე ფაქტობრივად ფლობდა მიწის ნაკვეთს დაახლოებით 1970 წლიდან, ნაკვეთი არ არის დამუშავებული და მასზე დგას ორი არასაცხოვრებელი შენობა. ნაკვეთს ერთი მხრიდან ესაზღვრება მდინარე და ნაკვეთთან ახლოს გადის გზა. „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის 1-ელი პუნქტის მიხედვით, წყლის სახელმწიფო ფონდის მიწად საქართველოს მიწის კანონმდებლობის შესაბამისად მიიჩნევა ის მიწა,…
- საქმე №ბს-763(3კ-24). · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 21.05.2025
ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის თანახმად, საკუთრების უფლების აღიარებას არ ექვემდებარება თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების სანიტარიული და დაცვითი ზონები. „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, წყლის სახელმწიფო ფონდის მიწად საქართველოს მიწის კანონმდებლობის შესაბამისად მიიჩნევა ის მიწა,…
- საქმე №ბს-85(გ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 10.04.2025
…და ტბორების წყლები. ამავე მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად კი, წყლის სახელმწიფო ფონდს განკარგავენ საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლესი ორგანოები და ავტონომიური რესპუბლიკების ორგანოები თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში. მითითებული კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტი ადგენს, რომ წყლის სახელმწიფო ფონდის მიწად საქართველოს მიწის კანონმდებლობის შესაბამისად მიიჩნევა ის მიწა, რომელიც…
- საქმე №ბს-296(3კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 28.09.2023
…თანახმად, საქართველოს წყლის სახელმწიფო ფონდს განეკუთვნება: საქართველოს ტერიტორიაზე არსებული და გამავალი მდინარეები, ტბები, წყალსაცავები, სხვა ბუნებრივი და ხელოვნური ზედაპირული წყალსატევები, აგრეთვე არხების და ტბორების წყლები. იმავე კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, წყლის სახელმწიფო ფონდის მიწად საქართველოს მიწის კანონმდებლობის შესაბამისად მიიჩნევა ის მიწა, რომელიც დაკავებულია…
- საქმე №ბს-28(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 08.06.2022
- საქმე №ბს-979(კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 09.12.2021
- საქმე №ბს-451(კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 30.09.2021
- საქმე №2კ-316აპ.-19 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 28.04.2021
- საქმე №ბს-446(კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 27.01.2021
- საქმე №2კ-639აპ.-19 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 23.01.2020
- საქმე №2კ-410აპ.-17 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 22.12.2017
- საქმე №2კ-422აპ.-17 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 28.11.2017
- საქმე №2კ-414აპ.-17 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 28.11.2017
- საქმე №2კ-399აპ.-17 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 27.11.2017
- საქმე №2კ-428აპ.-19 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
- საქმე №330315618002395375 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 14.11.2019
- საქმე №330100114567524 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 19.06.2019
- საქმე №330100114507569 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 07.05.2019
- საქმე №330100114566508 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 07.03.2019
- საქმე №010310016001405738 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 13.02.2018
- საქმე №110310019003111033 · ზესტაფონის რაიონული სასამართლო · 07.11.2019
- საქმე №820310017002193863 · ხელვაჩაურის რაიონული სასამართლო · 21.08.2019
- საქმე №330315618002395375 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 27.03.2019
- საქმე №330100114567524 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 14.12.2018
- საქმე №330100114507569 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 10.10.2018
- საქმე №330100114566498 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 05.10.2018
- საქმე №140310018002435614 · გორის რაიონული სასამართლო · 26.06.2018
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — წყლის შესახებ.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება