1. საქართველოს წყლები, მათი მიწის ზედაპირზე და წიაღში განლაგების ნიშნით, რესურსების ფორმირებისა და გამოყენების თავისებურებათა მიხედვით, იყოფა ზედაპირულ და მიწისქვეშა წყლებად.
2. ზედაპირულ წყლებს მიეკუთვნება ამ მუხლის მე-4 პუნქტში ჩამოთვლილი ყველა წყლის ობიექტის წყლები, „ბ“ ქვეპუნქტში მითითებულის გარდა.
3. საქართველოს წყლის ყველა ობიექტში არსებული წყლის ერთობლიობა ქმნის წყლის სახელმწიფო ფონდს.
4. საქართველოს წყლის სახელმწიფო ფონდს განეკუთვნება:
ა) საქართველოს ტერიტორიაზე არსებული და გამავალი მდინარეები, ტბები, წყალ-საცავები, სხვა ბუნებრივი და ხელოვნური ზედაპირული წყალსატევები, აგრეთვე არხების და ტბორების წყლები;
ბ) მიწისქვეშა წყლები (მათ შორის წყაროები და კონტინენტური შელფის წყლები);
გ) მყინვარები და თოვლის მუდმივი საფარი;
დ) ჭაობები;
ე) საქართველოს ტერიტორიული წყლები;
ვ) განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის წყლები.
5. (ამოღებულია – 25.03.2013, №494).
6. წყლის სახელმწიფო ფონდს განკარგავენ საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლესი ორგანოები და ავტონომიური რესპუბლიკების ორგანოები თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში.
საქართველოს 2013 წლის 25 მარტის კანონი №494
– ვებგვერდი, 05.04.2013წ.
საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6902 – ვებგვერდი, 28.07.2020
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 15.07.2020-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
- 15.07.2020 კანონი №6902
- 25.03.2013 კანონი №494
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(34)
- საქმე №ბს-248(კს-26) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 27.05.2026
სააპელაციო პალატამ მიუთითა ,,წყლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-6 პუნქტზე, რომლის მიხედვით, წყლის სახელმწიფო ფონდს განკარგავენ საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლესი ორგანოები და ავტონომიური რესპუბლიკების ორგანოები თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში.
- საქმე №ბს-853(2კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 05.02.2026
„წყლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის 1-ელი პუნქტის მიხედვით, წყლის სახელმწიფო ფონდის მიწად საქართველოს მიწის კანონმდებლობის შესაბამისად მიიჩნევა ის მიწა, რომელიც დაკავებულია ამ კანონის მე-7 მუხლით განსაზღვრული წყლის ობიექტებით (მიწისქვეშა წყლების გარდა), ჰიდროტექნიკური და სხვა წყალსამეურნეო ნაგებობებით, აგრეთვე მიწა, რომელიც გამოყოფილია წყლის ობიექტის წყალდაცვით ზოლად, სანიტარიული დაცვის ზონად და ა.შ.
- საქმე №ბს-723(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 10.06.2025
მიუთითებს აღნიშნული კანონის მე-7, მე-20 მუხლებზე, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის N440 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის მეორე მუხლზე და ცალსახად მიიჩნევს, რომ წყალდაცვით ზოლში საკუთრების უფლება აკრძალული არ არის.
- საქმე №ბს-763(3კ-24). · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 21.05.2025
„წყლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, წყლის სახელმწიფო ფონდის მიწად საქართველოს მიწის კანონმდებლობის შესაბამისად მიიჩნევა ის მიწა, რომელიც დაკავებულია ამ კანონის მე-7 მუხლით განსაზღვრული წყლის ობიექტებით (მიწისქვეშა წყლების გარდა), ჰიდროტექნიკური და სხვა წყალსამეურნეო ნაგებობებით, აგრეთვე მიწა, რომელიც გამოყოფილია წყლის ობიექტის წყალდაცვით ზოლად, სანიტარიული დაცვის ზონად და ა.შ.
- საქმე №ბს-85(გ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 10.04.2025
მითითებული კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტი ადგენს, რომ წყლის სახელმწიფო ფონდის მიწად საქართველოს მიწის კანონმდებლობის შესაბამისად მიიჩნევა ის მიწა, რომელიც დაკავებულია ამ კანონის მე-7 მუხლით განსაზღვრული წყლის ობიექტებით (მიწისქვეშა წყლების გარდა), ჰიდროტექნიკური და სხვა წყალსამეურნეო ნაგებობებით, აგრეთვე მიწა, რომელიც გამოყოფილია წყლის ობიექტის წყალდაცვით ზოლად, სანიტარიული დაცვის ზონად და ა.შ.
- საქმე №ბს-296(3კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 28.09.2023
- საქმე №ას-1138-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 18.05.2023
- საქმე №ბს-979(კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 09.12.2021
- საქმე №ბს-451(კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 30.09.2021
- საქმე №2კ-316აპ.-19 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 28.04.2021
- საქმე №ბს-446(კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 27.01.2021
- საქმე №2კ-639აპ.-19 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 23.01.2020
- საქმე №2კ-410აპ.-17 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 22.12.2017
- საქმე №2კ-422აპ.-17 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 28.11.2017
- საქმე №2კ-414აპ.-17 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 28.11.2017
- საქმე №2კ-399აპ.-17 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 27.11.2017
- საქმე №ბს-1011-969(კ-09) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 10.02.2010
- საქმე №ას-452-766-09 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 19.10.2009
- საქმე №ბს-738-704(კ-07) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 23.01.2008
- საქმე №2კ-428აპ.-19 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
- საქმე №330315618002395375 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 14.11.2019
- საქმე №330100114567524 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 19.06.2019
- საქმე №330100114507569 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 07.05.2019
- საქმე №330100114566508 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 07.03.2019
- საქმე №820310017002193863 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 05.06.2018
- საქმე №010310016001405738 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 13.02.2018
- საქმე №110310019003111033 · ზესტაფონის რაიონული სასამართლო · 07.11.2019
- საქმე №820310017002193863 · ხელვაჩაურის რაიონული სასამართლო · 21.08.2019
- საქმე №010310017001874049 · ბათუმის საქალაქო სასამართლო · 21.06.2019
- საქმე №330315618002395375 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 27.03.2019
- საქმე №330100114567524 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 14.12.2018
- საქმე №330100114507569 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 10.10.2018
- საქმე №330100114566498 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 05.10.2018
- საქმე №140310018002435614 · გორის რაიონული სასამართლო · 26.06.2018
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — წყლის შესახებ.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება