საქართველოში ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის განვითარების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (7)
შემდგომი ცვლილებები (5)
წინა ცვლილებები (2)
დოკუმენტის ტექსტი
|
|
სახელმწიფო პროგრამის – „საქართველოში ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობის“ მიზნებისათვის, ამ პროგრამაში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) დაშვების წერტილი – ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის მფლობელობაში არსებული სატელეკომუნიკაციო კვანძი, რომელიც იძლევა სხვა ოპერატორებისათვის დაშვების მომსახურების მიწოდების საშუალებას;
ბ) თეთრი ზონა – ის დასახლებული პუნქტი, სადაც საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მონაცემებით ოპერატორების საკუთრებაში ან სარგებლობაში არ არსებობს ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურა, რომელიც უწყვეტი ოპტიკურ-ბოჭკოვანი შეერთებით დაკავშირებულია ოპტიკურ-ბოჭკოვან მაგისტრალთან და არ არსებობს ოპერატორის მხრიდან შინამეურნეობის შემთხვევაში – არანაკლებ 100 მბ/წმ-ისა, ხოლო ადმინისტრაციული ორგანოსა და საწარმოს შემთხვევაში – არანაკლებ 1გბ/წმ-ის სიჩქარის ფართოზოლოვანი ინტერნეტ მომსახურების მიწოდების შესაძლებლობა და ოპერატორების მიერ არ იგეგმება ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის მშენებლობა მომდევნო 3 წლის პერიოდში;
გ) კომისია – საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია;
დ) მოსახლეობის რაოდენობა – დასახლებულ პუნქტში საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ მოსახლეობის უახლესი საყოველთაო აღწერის შედეგებით განსაზღვრული მოსახლეობის რაოდენობა;
ე) მგფ – საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი;
ვ) ოპერატორი – „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორი;
ზ) ოუფენ ნეტი – ა(ა)იპ – ოუფენ ნეტი (ს/კ: 404497790), დაფუძნებული 2015 წლის 21 ივლისს, სსიპ – საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მონაწილეობით;
თ) ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალი – ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურა, რომელიც უზრუნველყოფს უწყვეტ ოპტიკურ-ბოჭკოვან შეერთებას რეგიონულ (მუნიციპალურ) ცენტრებში არსებულ დაშვების წერტილებს შორის (მათ შორის, თბილისში), აგრეთვე აქვს ტექნიკური შესაძლებლობა, მოაწყოს უწყვეტი ოპტიკურ-ბოჭკოვანი შეერთება საქართველოს ფარგლებს გარეთ არსებულ სხვა ოპერატორების დაშვების წერტილებთან (მათ შორის, საერთაშორისო T1 ოპერატორებთან არანაკლებ 10 გბ/წმ მოცულობით);
ი) პროგრამა – „საქართველოში ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის განვითარების“ სახელმწიფო პროგრამა;
კ) სამიზნე გეოგრაფიული არეალი – იმ თეთრი ზონების ერთობლიობა, სადაც მოსახლეობის რაოდენობა მეტია ან ტოლია 200-ის;
ლ) სამინისტრო – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო;
მ) უწყვეტი ოპტიკურ ბოჭკოვანი შეერთება – ორ წერტილს შორის შეერთება, რომელშიც გამოიყენება მხოლოდ ოპტიკური-ბოჭკოვანი კაბელი, პასიური ოპტიკური ელემენტები და კაბელის სეგმენტების შემაერთებელი ქსელური აპარატურა;
ნ) ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურა – ოპტიკური კაბელ(ებ)ის, საკანალიზაციო არხების, ბოძების, ჭების, კოლოფების, ტერმინალური მოწყობილობების, შენობა-ნაგებობების, მონაცემთა გადაცემის ქსელის/აპარატურის ერთობლიობა, რომლებიც უზრუნველყოფენ მაღალი გამტარობის (არანაკლებ 1გბ/წმ) საკომუნიკაციო არხების მოწყობის შესაძლებლობას ერთზე მეტ დაშვების წერტილებს შორის;
ო) ღია დაშვების მომსახურება – ოუფენ ნეტის მიერ შეთავაზებული მომსახურებები, რომლებიც აღწერილია მე-2 მუხლის მე-5 პუნქტით.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 10 იანვრის დადგენილება №17 - ვებგვერდი , 10.01.2020 წ .
1. პროგრამის მიზანია საქართველოს მთავრობის მიერ სატელეკომუნიკაციო სფეროში თავისუფალი სამეწარმეო საქმიანობის, კონკურენციის განვითარებისა და კერძო ინვესტიციების განხორციელების ხელშეწყობა, რისთვისაც პროგრამის ფარგლებში უზრუნველყოფილი იქნება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე:
ა) ერთიანი ნეიტრალური ოპტიკურ-ბოჭკოვანი ქსელის შექმნა;
ბ) სამიზნე გეოგრაფიულ არეალში ფართოზოლოვანი საბითუმო მომსახურებების განვითარება;
გ) შექმნილი ქსელის ორ ნებისმიერ დაშვების წერტილს შორის კავშირი.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მიზნების მისაღწევად განხორციელდება:
ა) ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურისა და მონაცემთა გადაცემის ქსელების პროექტირება, მშენებლობა, საჭიროების შემთხვევაში, არსებული ფართოზოლოვანი მაგისტრალური ინფრასტრუქტურის ოპტიკური ძარღვების სარგებლობაში გაცემა;
ბ) ოპერატორების მფლობელობაში არსებულ იმ დაშვების წერტილებში დაერთება, რომლებიც კომისიის მონაცემებით უწყვეტი ოპტიკურ-ბოჭკოვანი შეერთებით დაკავშირებულია ოპერატორების ოპტიკურ-ბოჭკოვან მაგისტრალებთან და აქვს პროგრამის განხორციელებისთვის საჭირო რაოდენობის ოპტიკური ძარღვები;
გ) დაშვების წერტილების დაგეგმარება/მოწყობა და ნებისმიერი ოპერატორისათვის თავისუფალი, შეუზღუდავი და არადისკრიმინაციული პირობებით თეთრი ზონის სამიზნე გეოგრაფიულ არეალში გადაცემის ქსელის ღია დაშვების მომსახურების მიწოდება, რათა ოპერატორებმა განავითარონ თავიანთი ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურა და საკუთარი ქსელების საშუალებით ბოლო მომხმარებლებს მისცენ ფართოზოლოვან ინტერნეტმომსახურებებთან წვდომის შესაძლებლობა.
3. პროგრამის ფარგლებში მოწყობილი გადაცემის ქსელის ღია დაშვების მომსახურება უნდა უზრუნველყოფდეს შინამეურნეობის შემთხვევაში – არანაკლებ 100 მბ/წმ-ის, ხოლო ადმინისტრაციული ორგანოსა და საწარმოს შემთხვევაში – არანაკლებ 1 გბ/წმ-ისა და სხვა ფართოზოლოვან მომსახურებებთან წვდომის შესაძლებლობას, იქ სადაც, ამ დრომდე ამგვარი მომსახურების მიღების შესაძლებლობა არ ყოფილა ხელმისაწვდომი ან არსებული მომსახურების ხარისხი საჭიროებს გაუმჯობესებას იმ დასახლებულ პუნქტებში, სადაც იგი ბოლო მომხმარებელს დაბალი ხარისხით ან შეზღუდულად მიეწოდება.
4. პროგრამით გათვალისწინებული ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურა აშენდება მხოლოდ სამიზნე გეოგრაფიულ არეალებში და მოცემული არეალებიდან ოპერატორების საკუთრებაში არსებულ იმ დაშვების წერტილებამდე, რომლებიც არჩეული იქნება უმოკლესი და ოპტიმალური მანძილის, ქსელის ტოპოლოგიის, რელიეფისა და აუცილებელი ტექნიკური შესაძლებლობების (საჭირო რაოდენობის თავისუფალი ოპტიკური ძარღვ(ებ)ის არსებობა, მათი ტექნიკური პარამეტრებისა და მომსახურების ხარისხის ჩათვლით) გათვალისწინებით. ერთიანი ნეიტრალური ოპტიკურ-ბოჭკოვანი ქსელის შექმნის მიზნით მონაცემთა გადაცემის ქსელი მოეწყობა როგორც სამიზნე გეოგრაფიულ არეალში, ისე სარგებლობაში გაცემულ ოპტიკურ-ბოჭკოვან ქსელზე.
5. პროგრამის მიზნებიდან გამომდინარე, ოუფენ ნეტის მიერ უზრუნველყოფილი იქნება, სულ მცირე, შემდეგი ღია დაშვების მომსახურებები:
ა) პროგრამის ფარგლებში აშენებულ ოპტიკურ-ბოჭკოვან კაბელში ძარღვ(ებ)ის სარგებლობაში გაცემა;
ბ) ამ პროგრამის ფარგლებში მოწყობილი ქსელის ორ ნებისმიერ დაშვების წერტილს შორის (ერთ-ერთი წერტილი აუცილებლად უნდა იყოს თეთრ ზონაში) მონაცემთა გადაცემის არხ(ებ)ის სარგებლობაში გაცემა;
გ) პროგრამის ფარგლებში დაგეგმილ ოპტიკურ-ბოჭკოვან ინფრასტრუქტურაზე, თუკი იგი გადის თეთრი ზონის ისეთ დასახლებულ პუნქტ(ებ)ში, სადაც მოსახლეობა ნაკლებია 200-ზე, მაგრამ არანაკლებია 100-ისა, უზრუნველყოფილი უნდა იქნეს დაშვების წერტილებში ოპტიკური ძარღვ(ებ)ის სარგებლობაში გაცემა.

1. ოუფენ ნეტი უზრუნველყოფს პროგრამის რეალიზებისთვის საჭირო კონცეპტუალური დიზაინის (High Level Design), აგრეთვე სხვა დოკუმენტაციის/მომსახურების შესყიდვას მგფ-ის საჭიროებისთვის, კომისიის მიერ მიწოდებული წინადადების მიღებაზე მოთხოვნის (Request for Proposal; RFP) შესაბამისად, აღნიშნული მოთხოვნის მიღებიდან 60 დღის ვადაში და შესყიდვის ფარგლებში მიღებულ დოკუმენტაციას გადასცემს მგფ-ს სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების გაფორმებიდან 120 დღის ვადაში. ამასთან, კონცეპტუალური დიზაინი უნდა მოიცავდეს ქსელის ტოპოლოგიას, პროექტის სავარაუდო ღირებულებასა და ტექნიკურ სპეციფიკაციებს როგორც ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის მშენებლობისთვის, ისე მონაცემთა გადაცემის ქსელისთვის/აპარატურისთვის.
2. სამიზნე გეოგრაფიულ არეალში პროგრამის განხორციელების თანმიმდევრობას სამინისტრო შესათანხმებლად წარუდგენს საქართველოს მთავრობას.
3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტის მიღებისთანავე, მგფ უზრუნველყოფს ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის (გარდა მონაცემთა გადაცემის ქსელისა/აპარატურისა) დეტალური პროექტირების, (Low Level Design) მშენებლობისა და სამშენებლო სამუშაოების ზედამხედველობისთვის საჭირო ღონისძიებების განხორციელებასა და მასთან დაკავშირებულ შესყიდვას. ამასთან, დაფინანსების წყარო შესაძლებელია, მოზიდულ იქნეს როგორც სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ასევე დონორების დაფინანსების სახით.
31. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული მშენებლობის დასრულების შემდეგ, ოუფენ ნეტი უზრუნველყოფს მონაცემთა გადაცემის ქსელის/აპარატურის დეტალური პროექტირების (Low Level Design), მშენებლობისა და ყველა საჭირო ღონისძიების განხორციელებას და მასთან დაკავშირებულ შესყიდვას. ამასთან, დაფინანსების წყარო შესაძლებელია, მოზიდულ იქნეს როგორც სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ასევე დონორების დაფინანსების სახით.
4. ოუფენ ნეტი პასუხისმგებელია პროგრამის (მათ შორის, საპილოტე ნაწილის) ფარგლებში აშენებულ ფართოზოლოვან ინფრასტრუქტურაზე, ქსელის მოვლაზე, მართვასა და ექსპლუატაციაზე.

საქართველოს მთავრობის 2020 წლის 27 თებერვლის დადგენილება №134 – ვებგვერდი, 02.03.2020წ.
1. პროგრამის პირველ ეტაპზე განხორციელდება პროგრამის საპილოტე ნაწილი, რომელიც მოიცავს ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის (მათ შორის, მონაცემთა გადაცემის ქსელის/აპარატურის) მშენებლობას მე-7 მუხლის შესაბამისად განსაზღვრულ სამიზნე გეოგრაფიულ არეალში (პროგრამის საპილოტე რეგიონი) და მოწყობილი ქსელის მონაცემთა გადაცემის არხით უზრუნველყოფას თბილისამდე.
2. სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობიდან გამომდინარე, პროგრამის საპილოტე ნაწილის შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად განხორციელებას (მათ შორის, სამშენებლო სამუშაოების, საპროექტო, საზედამხედველო, საკონსულტაციო და სხვა მომსახურებების/საქონლის სახელმწიფო შესყიდვას) და აშენებული ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის ექსპლუატაციაში გაშვებას უზრუნველყოფს ოუფენ ნეტი საკუთარი სახსრებით, არა უგვიანეს 2020 წლის სექტემბრისა.

1. პროგრამით განსაზღვრული გეოგრაფიული არეალის დასახლებულ პუნქტებში ღია დაშვების მომსახურების მიწოდების მიზნით, ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის მშენებლობის კომპონენტის ფარგლებში აშენებული ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურა და ქსელი წარმოადგენს სახელმწიფო საკუთრებას და მართვაში გადაეცემა ოუფენ ნეტს.
2. პროგრამის ფარგლებში შექმნილი ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურა და ქსელი (მათ შორის, საპილოტე ნაწილი) არ გასხვისდება და არ გადაეცემა მართვაში სხვა ოპერატორს ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურისა და ქსელის ექსპლუატაციაში მიღებიდან 10 წლის განმავლობაში.
3. ოუფენ ნეტი ვალდებულია, სხვა ოპერატორების მოთხოვნის შემთხვევაში, მიაწოდოს მათ ღია დაშვების მომსახურებები.
4. ოუფენ ნეტი არ მიაწვდის მომსახურებას ბოლო მომხმარებელს.

პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტები შესაძლებელია, დაფინანსდეს საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციების, სახელმწიფო ბიუჯეტისა და ასევე საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა სახსრებით.

ამ პროგრამის ფარგლებში წარმოშობილი ნებისმიერი დავა განიხილება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

1. ეთხოვოს კომისიას, საქართველოში ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის განვითარების სახელმწიფო პროგრამის ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, განახორციელოს ყველა საჭირო ღონისძიება, მათ შორის, ოპერატორებისგან 3-წლიანი გეგმების გამოთხოვა და თეთრი ზონების დადგენა (ამ დადგენილების ძალაში შესვლიდან არაუგვიანეს 2020 წლის 15 იანვრამდე), წინადადების მიღებაზე მოთხოვნის (RFP) მომზადება და ოუფენ ნეტისთვის გადაცემა, აგრეთვე პროგრამის ფარგლებში მოწყობილი ქსელის ოპერატორის ტარიფების დადგენა.
2. სამინისტრომ 2020 წლის 29 თებერვლამდე უზრუნველყოს პროგრამის საპილოტე რეგიონის განმსაზღვრელი კომისიის შექმნა, რომელიც შედგება სამინისტროს, კომისიისა და ოუფენ ნეტის წარმომადგენლებისგან.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულმა კომისიამ 2020 წლის 10 მარტამდე უზრუნველყოს პროგრამის საპილოტე რეგიონის შერჩევა.

+
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №375
2016 წლის 28 ივლისი
ქ. თბილისი
საქართველოში ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის განვითარების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ
+
მუხლი 1
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული საქართველოში ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის განვითარების სახელმწიფო პროგრამა.
+
მუხლი 2
შესაბამისმა სახელმიწფო ორგანოებმა უზრუნველყონ, ხოლო ა(ა)იპ – ოუფენ ნეტს ეთხოვოს, ამ დადგენილებით დამტკიცებული პროგრამის აღსრულებისა და მისი ხელშეწყობის მიზნით, ამავე პროგრამის ფარგლებში, შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება.
+
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
+
.
საქართველოში ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის განვითარების სახელმწიფო პროგრამა
მუხლი 1. ტერმინთა განმარტება🔗
სახელმწიფო პროგრამის – „საქართველოში ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობის“ მიზნებისათვის, ამ პროგრამაში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) დაშვების წერტილი – ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის მფლობელობაში არსებული სატელეკომუნიკაციო კვანძი, რომელიც იძლევა სხვა ოპერატორებისათვის დაშვების მომსახურების მიწოდების საშუალებას;
ბ) თეთრი ზონა – ის დასახლებული პუნქტი, სადაც საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მონაცემებით ოპერატორების საკუთრებაში ან სარგებლობაში არ არსებობს ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურა, რომელიც უწყვეტი ოპტიკურ-ბოჭკოვანი შეერთებით დაკავშირებულია ოპტიკურ-ბოჭკოვან მაგისტრალთან და არ არსებობს ოპერატორის მხრიდან შინამეურნეობის შემთხვევაში – არანაკლებ 100 მბ/წმ-ისა, ხოლო ადმინისტრაციული ორგანოსა და საწარმოს შემთხვევაში – არანაკლებ 1გბ/წმ-ის სიჩქარის ფართოზოლოვანი ინტერნეტ მომსახურების მიწოდების შესაძლებლობა და ოპერატორების მიერ არ იგეგმება ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის მშენებლობა მომდევნო 3 წლის პერიოდში;
გ) კომისია – საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია;
დ) მოსახლეობის რაოდენობა – დასახლებულ პუნქტში საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ მოსახლეობის უახლესი საყოველთაო აღწერის შედეგებით განსაზღვრული მოსახლეობის რაოდენობა;
ე) მგფ – საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი;
ე) (ამოღებულია - 03.07.2020, №407);
ვ) ოპერატორი – „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორი;
ზ) ოუფენ ნეტი – ა(ა)იპ – ოუფენ ნეტი (ს/კ: 404497790), დაფუძნებული 2015 წლის 21 ივლისს, სსიპ – საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მონაწილეობით;
თ) ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალი – ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურა, რომელიც უზრუნველყოფს უწყვეტ ოპტიკურ-ბოჭკოვან შეერთებას რეგიონულ (მუნიციპალურ) ცენტრებში არსებულ დაშვების წერტილებს შორის (მათ შორის, თბილისში), აგრეთვე აქვს ტექნიკური შესაძლებლობა, მოაწყოს უწყვეტი ოპტიკურ-ბოჭკოვანი შეერთება საქართველოს ფარგლებს გარეთ არსებულ სხვა ოპერატორების დაშვების წერტილებთან (მათ შორის, საერთაშორისო T1 ოპერატორებთან არანაკლებ 10 გბ/წმ მოცულობით);
ი) პროგრამა – „საქართველოში ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის განვითარების“ სახელმწიფო პროგრამა;
კ) სამიზნე გეოგრაფიული არეალი – იმ თეთრი ზონების ერთობლიობა, სადაც მოსახლეობის რაოდენობა მეტია ან ტოლია 200-ის;
ლ) სამინისტრო – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო;
მ) უწყვეტი ოპტიკურ ბოჭკოვანი შეერთება – ორ წერტილს შორის შეერთება, რომელშიც გამოიყენება მხოლოდ ოპტიკური-ბოჭკოვანი კაბელი, პასიური ოპტიკური ელემენტები და კაბელის სეგმენტების შემაერთებელი ქსელური აპარატურა;
ნ) ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურა – ოპტიკური კაბელ(ებ)ის, საკანალიზაციო არხების, ბოძების, ჭების, კოლოფების, ტერმინალური მოწყობილობების, შენობა-ნაგებობების, მონაცემთა გადაცემის ქსელის/აპარატურის ერთობლიობა, რომლებიც უზრუნველყოფენ მაღალი გამტარობის (არანაკლებ 1გბ/წმ) საკომუნიკაციო არხების მოწყობის შესაძლებლობას ერთზე მეტ დაშვების წერტილებს შორის;
ო) ღია დაშვების მომსახურება – ოუფენ ნეტის მიერ შეთავაზებული მომსახურებები, რომლებიც აღწერილია მე-2 მუხლის მე-5 პუნქტით.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 10 იანვრის დადგენილება №17 - ვებგვერდი , 10.01.2020 წ .
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 10 იანვრის დადგენილება №17 - ვებგვერდი, 10.01.2020 წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 3 ივლისის დადგენილება №407 – ვებგვერდი, 06.07.2020წ.
მუხლი 2. პროგრამის მიზანი და აღწერა🔗
1. პროგრამის მიზანია საქართველოს მთავრობის მიერ სატელეკომუნიკაციო სფეროში თავისუფალი სამეწარმეო საქმიანობის, კონკურენციის განვითარებისა და კერძო ინვესტიციების განხორციელების ხელშეწყობა, რისთვისაც პროგრამის ფარგლებში უზრუნველყოფილი იქნება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე:
ა) ერთიანი ნეიტრალური ოპტიკურ-ბოჭკოვანი ქსელის შექმნა;
ბ) სამიზნე გეოგრაფიულ არეალში ფართოზოლოვანი საბითუმო მომსახურებების განვითარება;
გ) შექმნილი ქსელის ორ ნებისმიერ დაშვების წერტილს შორის კავშირი.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მიზნების მისაღწევად განხორციელდება:
ა) ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურისა და მონაცემთა გადაცემის ქსელების პროექტირება, მშენებლობა, საჭიროების შემთხვევაში, არსებული ფართოზოლოვანი მაგისტრალური ინფრასტრუქტურის ოპტიკური ძარღვების სარგებლობაში გაცემა;
ბ) ოპერატორების მფლობელობაში არსებულ იმ დაშვების წერტილებში დაერთება, რომლებიც კომისიის მონაცემებით უწყვეტი ოპტიკურ-ბოჭკოვანი შეერთებით დაკავშირებულია ოპერატორების ოპტიკურ-ბოჭკოვან მაგისტრალებთან და აქვს პროგრამის განხორციელებისთვის საჭირო რაოდენობის ოპტიკური ძარღვები;
გ) დაშვების წერტილების დაგეგმარება/მოწყობა და ნებისმიერი ოპერატორისათვის თავისუფალი, შეუზღუდავი და არადისკრიმინაციული პირობებით თეთრი ზონის სამიზნე გეოგრაფიულ არეალში გადაცემის ქსელის ღია დაშვების მომსახურების მიწოდება, რათა ოპერატორებმა განავითარონ თავიანთი ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურა და საკუთარი ქსელების საშუალებით ბოლო მომხმარებლებს მისცენ ფართოზოლოვან ინტერნეტმომსახურებებთან წვდომის შესაძლებლობა.
3. პროგრამის ფარგლებში მოწყობილი გადაცემის ქსელის ღია დაშვების მომსახურება უნდა უზრუნველყოფდეს შინამეურნეობის შემთხვევაში – არანაკლებ 100 მბ/წმ-ის, ხოლო ადმინისტრაციული ორგანოსა და საწარმოს შემთხვევაში – არანაკლებ 1 გბ/წმ-ისა და სხვა ფართოზოლოვან მომსახურებებთან წვდომის შესაძლებლობას, იქ სადაც, ამ დრომდე ამგვარი მომსახურების მიღების შესაძლებლობა არ ყოფილა ხელმისაწვდომი ან არსებული მომსახურების ხარისხი საჭიროებს გაუმჯობესებას იმ დასახლებულ პუნქტებში, სადაც იგი ბოლო მომხმარებელს დაბალი ხარისხით ან შეზღუდულად მიეწოდება.
4. პროგრამით გათვალისწინებული ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურა აშენდება მხოლოდ სამიზნე გეოგრაფიულ არეალებში და მოცემული არეალებიდან ოპერატორების საკუთრებაში არსებულ იმ დაშვების წერტილებამდე, რომლებიც არჩეული იქნება უმოკლესი და ოპტიმალური მანძილის, ქსელის ტოპოლოგიის, რელიეფისა და აუცილებელი ტექნიკური შესაძლებლობების (საჭირო რაოდენობის თავისუფალი ოპტიკური ძარღვ(ებ)ის არსებობა, მათი ტექნიკური პარამეტრებისა და მომსახურების ხარისხის ჩათვლით) გათვალისწინებით. ერთიანი ნეიტრალური ოპტიკურ-ბოჭკოვანი ქსელის შექმნის მიზნით მონაცემთა გადაცემის ქსელი მოეწყობა როგორც სამიზნე გეოგრაფიულ არეალში, ისე სარგებლობაში გაცემულ ოპტიკურ-ბოჭკოვან ქსელზე.
5. პროგრამის მიზნებიდან გამომდინარე, ოუფენ ნეტის მიერ უზრუნველყოფილი იქნება, სულ მცირე, შემდეგი ღია დაშვების მომსახურებები:
ა) პროგრამის ფარგლებში აშენებულ ოპტიკურ-ბოჭკოვან კაბელში ძარღვ(ებ)ის სარგებლობაში გაცემა;
ბ) ამ პროგრამის ფარგლებში მოწყობილი ქსელის ორ ნებისმიერ დაშვების წერტილს შორის (ერთ-ერთი წერტილი აუცილებლად უნდა იყოს თეთრ ზონაში) მონაცემთა გადაცემის არხ(ებ)ის სარგებლობაში გაცემა;
გ) პროგრამის ფარგლებში დაგეგმილ ოპტიკურ-ბოჭკოვან ინფრასტრუქტურაზე, თუკი იგი გადის თეთრი ზონის ისეთ დასახლებულ პუნქტ(ებ)ში, სადაც მოსახლეობა ნაკლებია 200-ზე, მაგრამ არანაკლებია 100-ისა, უზრუნველყოფილი უნდა იქნეს დაშვების წერტილებში ოპტიკური ძარღვ(ებ)ის სარგებლობაში გაცემა.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 10 იანვრის დადგენილება №17 - ვებგვერდი , 10.01.2020 წ .
მუხლი 3. უფლებამოსილებათა განაწილება🔗
1. ოუფენ ნეტი უზრუნველყოფს პროგრამის რეალიზებისთვის საჭირო კონცეპტუალური დიზაინის (High Level Design), აგრეთვე სხვა დოკუმენტაციის/მომსახურების შესყიდვას მგფ-ის საჭიროებისთვის, კომისიის მიერ მიწოდებული წინადადების მიღებაზე მოთხოვნის (Request for Proposal; RFP) შესაბამისად, აღნიშნული მოთხოვნის მიღებიდან 60 დღის ვადაში და შესყიდვის ფარგლებში მიღებულ დოკუმენტაციას გადასცემს მგფ-ს სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების გაფორმებიდან 120 დღის ვადაში. ამასთან, კონცეპტუალური დიზაინი უნდა მოიცავდეს ქსელის ტოპოლოგიას, პროექტის სავარაუდო ღირებულებასა და ტექნიკურ სპეციფიკაციებს როგორც ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის მშენებლობისთვის, ისე მონაცემთა გადაცემის ქსელისთვის/აპარატურისთვის.
1. ოუფენ ნეტი უზრუნველყოფს პროგრამის რეალიზებისთვის საჭირო კონცეპტუალური დიზაინის (High Level Design), აგრეთვე სხვა დოკუმენტაციის/მომსახურების შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების გაფორმებას, კომისიის მიერ მიწოდებული წინადადების მიღებაზე მოთხოვნის (Request for Proposal; RFP) შესაბამისად, აღნიშნული მოთხოვნის მიღებიდან 60 დღის ვადაში. ამასთან, კონცეპტუალური დიზაინი უნდა მოიცავდეს ქსელის ტოპოლოგიას, პროექტის სავარაუდო ღირებულებასა და ტექნიკურ სპეციფიკაციებს როგორც ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის მშენებლობისთვის, ისე მონაცემთა გადაცემის ქსელისთვის/აპარატურისთვის. კონცეპტუალური დიზაინის მომზადება უნდა დასრულდეს სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების გაფორმებიდან 120 დღის ვადაში.
2. სამიზნე გეოგრაფიულ არეალში პროგრამის განხორციელების თანმიმდევრობას სამინისტრო შესათანხმებლად წარუდგენს საქართველოს მთავრობას.
3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტის მიღებისთანავე, მგფ უზრუნველყოფს ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის (გარდა მონაცემთა გადაცემის ქსელისა/აპარატურისა) დეტალური პროექტირების, (Low Level Design) მშენებლობისა და სამშენებლო სამუშაოების ზედამხედველობისთვის საჭირო ღონისძიებების განხორციელებასა და მასთან დაკავშირებულ შესყიდვას. ამასთან, დაფინანსების წყარო შესაძლებელია, მოზიდულ იქნეს როგორც სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ასევე დონორების დაფინანსების სახით.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კონცეპტუალური დიზაინის მომზადებისა და ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული თანხმობის მიღების შემდეგ, ოუფენ ნეტი უზრუნველყოფს ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის (მათ შორის, მონაცემთა გადაცემის ქსელის/აპარატურის) დეტალური პროექტირების (Low Level Design), მშენებლობისა და სამშენებლო სამუშაოების ზედამხედველობისთვის საჭირო ღონისძიებების განხორციელებასა და მასთან დაკავშირებულ შესყიდვას. ამასთან, დაფინანსების წყარო შესაძლებელია, მოზიდულ იქნეს როგორც სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ასევე დონორების დაფინანსების სახით.
31. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული მშენებლობის დასრულების შემდეგ, ოუფენ ნეტი უზრუნველყოფს მონაცემთა გადაცემის ქსელის/აპარატურის დეტალური პროექტირების (Low Level Design), მშენებლობისა და ყველა საჭირო ღონისძიების განხორციელებას და მასთან დაკავშირებულ შესყიდვას. ამასთან, დაფინანსების წყარო შესაძლებელია, მოზიდულ იქნეს როგორც სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ასევე დონორების დაფინანსების სახით.
31. (ამოღებულია - 03.07.2020, №407).
4. ოუფენ ნეტი პასუხისმგებელია პროგრამის (მათ შორის, საპილოტე ნაწილის) ფარგლებში აშენებულ ფართოზოლოვან ინფრასტრუქტურაზე, ქსელის მოვლაზე, მართვასა და ექსპლუატაციაზე.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 10 იანვრის დადგენილება №17 - ვებგვერდი , 10.01.2020 წ .
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 27 თებერვლის დადგენილება №134 – ვებგვერდი, 02.03.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 3 ივლისის დადგენილება №407 – ვებგვერდი, 06.07.2020წ.
მუხლი 31. პროგრამის საპილოტე ნაწილი🔗
1. პროგრამის პირველ ეტაპზე განხორციელდება პროგრამის საპილოტე ნაწილი, რომელიც მოიცავს ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის (მათ შორის, მონაცემთა გადაცემის ქსელის/აპარატურის) მშენებლობას მე-7 მუხლის შესაბამისად განსაზღვრულ სამიზნე გეოგრაფიულ არეალში (პროგრამის საპილოტე რეგიონი) და მოწყობილი ქსელის მონაცემთა გადაცემის არხით უზრუნველყოფას თბილისამდე.
2. სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობიდან გამომდინარე, პროგრამის საპილოტე ნაწილის შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად განხორციელებას (მათ შორის, სამშენებლო სამუშაოების, საპროექტო, საზედამხედველო, საკონსულტაციო და სხვა მომსახურებების/საქონლის სახელმწიფო შესყიდვას) და აშენებული ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის ექსპლუატაციაში გაშვებას უზრუნველყოფს ოუფენ ნეტი საკუთარი სახსრებით, არა უგვიანეს 2020 წლის სექტემბრისა.
2. სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობიდან გამომდინარე, პროგრამის საპილოტე ნაწილის შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად განხორციელებასა (მათ შორის, სამშენებლო სამუშაოების, საპროექტო, საზედამხედველო, საკონსულტაციო და სხვა მომსახურებების/საქონლის სახელმწიფო შესყიდვას) და აშენებული ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის ექსპლუატაციაში გაშვებას უზრუნველყოფს ოუფენ ნეტი საკუთარი სახსრებით, არაუგვიანეს 2020 წლის დეკემბრისა.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 27 თებერვლის დადგენილება №134 – ვებგვერდი, 02.03.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 3 ივლისის დადგენილება №407 – ვებგვერდი, 06.07.2020წ.
მუხლი 4. ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურისა და ქსელის საკუთრება და მართვა🔗
1. პროგრამით განსაზღვრული გეოგრაფიული არეალის დასახლებულ პუნქტებში ღია დაშვების მომსახურების მიწოდების მიზნით, ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის მშენებლობის კომპონენტის ფარგლებში აშენებული ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურა და ქსელი წარმოადგენს სახელმწიფო საკუთრებას და მართვაში გადაეცემა ოუფენ ნეტს.
2. პროგრამის ფარგლებში შექმნილი ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურა და ქსელი (მათ შორის, საპილოტე ნაწილი) არ გასხვისდება და არ გადაეცემა მართვაში სხვა ოპერატორს ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურისა და ქსელის ექსპლუატაციაში მიღებიდან 10 წლის განმავლობაში.
3. ოუფენ ნეტი ვალდებულია, სხვა ოპერატორების მოთხოვნის შემთხვევაში, მიაწოდოს მათ ღია დაშვების მომსახურებები.
4. ოუფენ ნეტი არ მიაწვდის მომსახურებას ბოლო მომხმარებელს.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 10 იანვრის დადგენილება №17 - ვებგვერდი , 10.01.2020 წ .
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 27 თებერვლის დადგენილება №134 – ვებგვერდი, 02.03.2020წ.
მუხლი 5. პროგრამის ბიუჯეტი და დაფინანსება🔗
პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტები შესაძლებელია, დაფინანსდეს საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციების, სახელმწიფო ბიუჯეტისა და ასევე საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა სახსრებით.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 10 იანვრის დადგენილება №17 - ვებგვერდი , 10.01.2020 წ .
მუხლი 6. დავები🔗
ამ პროგრამის ფარგლებში წარმოშობილი ნებისმიერი დავა განიხილება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 10 იანვრის დადგენილება №17 - ვებგვერდი , 10.01.2020 წ .
მუხლი 7. გარდამავალი დებულებები🔗
1. ეთხოვოს კომისიას, საქართველოში ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის განვითარების სახელმწიფო პროგრამის ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, განახორციელოს ყველა საჭირო ღონისძიება, მათ შორის, ოპერატორებისგან 3-წლიანი გეგმების გამოთხოვა და თეთრი ზონების დადგენა (ამ დადგენილების ძალაში შესვლიდან არაუგვიანეს 2020 წლის 15 იანვრამდე), წინადადების მიღებაზე მოთხოვნის (RFP) მომზადება და ოუფენ ნეტისთვის გადაცემა, აგრეთვე პროგრამის ფარგლებში მოწყობილი ქსელის ოპერატორის ტარიფების დადგენა.
2. სამინისტრომ 2020 წლის 29 თებერვლამდე უზრუნველყოს პროგრამის საპილოტე რეგიონის განმსაზღვრელი კომისიის შექმნა, რომელიც შედგება სამინისტროს, კომისიისა და ოუფენ ნეტის წარმომადგენლებისგან.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულმა კომისიამ 2020 წლის 10 მარტამდე უზრუნველყოს პროგრამის საპილოტე რეგიონის შერჩევა.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 10 იანვრის დადგენილება №17 - ვებგვერდი , 10.01.2020 წ .
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 27 თებერვლის დადგენილება №134 – ვებგვერდი, 02.03.2020წ.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „საქართველოში ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის განვითარების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“, №375, 28.07.2016, სარეგისტრაციო კოდი 330000000.10.003.019436 (კონსოლიდირებული რედაქცია 27.02.2020). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3355632-2/