საქართველოში ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის განვითარების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (7)
შემდგომი ცვლილებები (1)
წინა ცვლილებები (6)
დოკუმენტის ტექსტი
|
|
სახელმწიფო პროგრამის – „საქართველოში ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობის“ მიზნებისათვის, ამ პროგრამაში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) დაშვების წერტილი – ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის მფლობელობაში არსებული სატელეკომუნიკაციო კვანძი, რომელიც იძლევა სხვა ოპერატორებისათვის დაშვების მომსახურების მიწოდების საშუალებას;
ბ) თეთრი ზონა – ის დასახლებული პუნქტი, სადაც საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მონაცემებით ოპერატორების საკუთრებაში ან სარგებლობაში არ არსებობს ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურა, რომელიც უწყვეტი ოპტიკურ-ბოჭკოვანი შეერთებით დაკავშირებულია ოპტიკურ-ბოჭკოვან მაგისტრალთან და არ არსებობს ოპერატორის მხრიდან შინამეურნეობის შემთხვევაში – არანაკლებ 100 მბ/წმ-ისა, ხოლო ადმინისტრაციული ორგანოსა და საწარმოს შემთხვევაში – არანაკლებ 1გბ/წმ-ის სიჩქარის ფართოზოლოვანი ინტერნეტ მომსახურების მიწოდების შესაძლებლობა და ოპერატორების მიერ არ იგეგმება ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის მშენებლობა მომდევნო 3 წლის პერიოდში;
გ) კომისია – საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია;
დ) მოსახლეობის რაოდენობა – დასახლებულ პუნქტში საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ მოსახლეობის უახლესი საყოველთაო აღწერის შედეგებით განსაზღვრული მოსახლეობის რაოდენობა;
ე) (ამოღებულია - 03.07.2020, №407);
ვ) ოპერატორი – „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორი;
ზ) ოუფენ ნეტი – ა(ა)იპ – ოუფენ ნეტი (ს/კ: 404497790), დაფუძნებული 2015 წლის 21 ივლისს, სსიპ – საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მონაწილეობით;
თ) ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალი – ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურა, რომელიც უზრუნველყოფს უწყვეტ ოპტიკურ-ბოჭკოვან შეერთებას რეგიონულ (მუნიციპალურ) ცენტრებში არსებულ დაშვების წერტილებს შორის (მათ შორის, თბილისში), აგრეთვე აქვს ტექნიკური შესაძლებლობა, მოაწყოს უწყვეტი ოპტიკურ-ბოჭკოვანი შეერთება საქართველოს ფარგლებს გარეთ არსებულ სხვა ოპერატორების დაშვების წერტილებთან (მათ შორის, საერთაშორისო T1 ოპერატორებთან არანაკლებ 10 გბ/წმ მოცულობით);
ი) პროგრამა – „საქართველოში ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის განვითარების“ სახელმწიფო პროგრამა;
კ) სამიზნე გეოგრაფიული არეალი – იმ თეთრი ზონების ერთობლიობა, სადაც მოსახლეობის რაოდენობა მეტია ან ტოლია 200-ის;
ლ) სამინისტრო – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო;
მ) უწყვეტი ოპტიკურ ბოჭკოვანი შეერთება – ორ წერტილს შორის შეერთება, რომელშიც გამოიყენება მხოლოდ ოპტიკური-ბოჭკოვანი კაბელი, პასიური ოპტიკური ელემენტები და კაბელის სეგმენტების შემაერთებელი ქსელური აპარატურა;
ნ) ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურა – ოპტიკური კაბელ(ებ)ის, საკანალიზაციო არხების, ბოძების, ჭების, კოლოფების, ტერმინალური მოწყობილობების, შენობა-ნაგებობების, მონაცემთა გადაცემის ქსელის/აპარატურის ერთობლიობა, რომლებიც უზრუნველყოფენ მაღალი გამტარობის (არანაკლებ 1გბ/წმ) საკომუნიკაციო არხების მოწყობის შესაძლებლობას ერთზე მეტ დაშვების წერტილებს შორის;
ო) ღია დაშვების მომსახურება – ოუფენ ნეტის მიერ შეთავაზებული მომსახურებები, რომლებიც აღწერილია მე-2 მუხლის მე-5 პუნქტით.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 10 იანვრის დადგენილება №17 - ვებგვერდი, 10.01.2020 წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 3 ივლისის დადგენილება №407 – ვებგვერდი, 06.07.2020წ.
1. პროგრამის მიზანია საქართველოს მთავრობის მიერ სატელეკომუნიკაციო სფეროში თავისუფალი სამეწარმეო საქმიანობის, კონკურენციის განვითარებისა და კერძო ინვესტიციების განხორციელების ხელშეწყობა, რისთვისაც პროგრამის ფარგლებში უზრუნველყოფილი იქნება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე:
ა) ერთიანი ნეიტრალური ოპტიკურ-ბოჭკოვანი ქსელის შექმნა;
ბ) სამიზნე გეოგრაფიულ არეალში ფართოზოლოვანი საბითუმო მომსახურებების განვითარება;
გ) შექმნილი ქსელის ორ ნებისმიერ დაშვების წერტილს შორის კავშირი.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მიზნების მისაღწევად განხორციელდება:
ა) ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურისა და მონაცემთა გადაცემის ქსელების პროექტირება, მშენებლობა, საჭიროების შემთხვევაში, არსებული ფართოზოლოვანი მაგისტრალური ინფრასტრუქტურის ოპტიკური ძარღვების სარგებლობაში გაცემა;
ბ) ოპერატორების მფლობელობაში არსებულ იმ დაშვების წერტილებში დაერთება, რომლებიც კომისიის მონაცემებით უწყვეტი ოპტიკურ-ბოჭკოვანი შეერთებით დაკავშირებულია ოპერატორების ოპტიკურ-ბოჭკოვან მაგისტრალებთან და აქვს პროგრამის განხორციელებისთვის საჭირო რაოდენობის ოპტიკური ძარღვები;
გ) დაშვების წერტილების დაგეგმარება/მოწყობა და ნებისმიერი ოპერატორისათვის თავისუფალი, შეუზღუდავი და არადისკრიმინაციული პირობებით თეთრი ზონის სამიზნე გეოგრაფიულ არეალში გადაცემის ქსელის ღია დაშვების მომსახურების მიწოდება, რათა ოპერატორებმა განავითარონ თავიანთი ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურა და საკუთარი ქსელების საშუალებით ბოლო მომხმარებლებს მისცენ ფართოზოლოვან ინტერნეტმომსახურებებთან წვდომის შესაძლებლობა.
3. პროგრამის ფარგლებში მოწყობილი გადაცემის ქსელის ღია დაშვების მომსახურება უნდა უზრუნველყოფდეს შინამეურნეობის შემთხვევაში – არანაკლებ 100 მბ/წმ-ის, ხოლო ადმინისტრაციული ორგანოსა და საწარმოს შემთხვევაში – არანაკლებ 1 გბ/წმ-ისა და სხვა ფართოზოლოვან მომსახურებებთან წვდომის შესაძლებლობას, იქ სადაც, ამ დრომდე ამგვარი მომსახურების მიღების შესაძლებლობა არ ყოფილა ხელმისაწვდომი ან არსებული მომსახურების ხარისხი საჭიროებს გაუმჯობესებას იმ დასახლებულ პუნქტებში, სადაც იგი ბოლო მომხმარებელს დაბალი ხარისხით ან შეზღუდულად მიეწოდება.
4. პროგრამით გათვალისწინებული ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურა აშენდება მხოლოდ სამიზნე გეოგრაფიულ არეალებში და მოცემული არეალებიდან ოპერატორების საკუთრებაში არსებულ იმ დაშვების წერტილებამდე, რომლებიც არჩეული იქნება უმოკლესი და ოპტიმალური მანძილის, ქსელის ტოპოლოგიის, რელიეფისა და აუცილებელი ტექნიკური შესაძლებლობების (საჭირო რაოდენობის თავისუფალი ოპტიკური ძარღვ(ებ)ის არსებობა, მათი ტექნიკური პარამეტრებისა და მომსახურების ხარისხის ჩათვლით) გათვალისწინებით. ერთიანი ნეიტრალური ოპტიკურ-ბოჭკოვანი ქსელის შექმნის მიზნით მონაცემთა გადაცემის ქსელი მოეწყობა როგორც სამიზნე გეოგრაფიულ არეალში, ისე სარგებლობაში გაცემულ ოპტიკურ-ბოჭკოვან ქსელზე.
5. პროგრამის მიზნებიდან გამომდინარე, ოუფენ ნეტის მიერ უზრუნველყოფილი იქნება, სულ მცირე, შემდეგი ღია დაშვების მომსახურებები:
ა) პროგრამის ფარგლებში აშენებულ ოპტიკურ-ბოჭკოვან კაბელში ძარღვ(ებ)ის სარგებლობაში გაცემა;
ბ) ამ პროგრამის ფარგლებში მოწყობილი ქსელის ორ ნებისმიერ დაშვების წერტილს შორის (ერთ-ერთი წერტილი აუცილებლად უნდა იყოს თეთრ ზონაში) მონაცემთა გადაცემის არხ(ებ)ის სარგებლობაში გაცემა;
გ) პროგრამის ფარგლებში დაგეგმილ ოპტიკურ-ბოჭკოვან ინფრასტრუქტურაზე, თუკი იგი გადის თეთრი ზონის ისეთ დასახლებულ პუნქტ(ებ)ში, სადაც მოსახლეობა ნაკლებია 200-ზე, მაგრამ არანაკლებია 100-ისა, უზრუნველყოფილი უნდა იქნეს დაშვების წერტილებში ოპტიკური ძარღვ(ებ)ის სარგებლობაში გაცემა.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 10 იანვრის დადგენილება №17 - ვებგვერდი , 10.01.2020 წ .
1. ოუფენ ნეტი უზრუნველყოფს პროგრამის რეალიზებისთვის საჭირო კონცეპტუალური დიზაინის (High Level Design), აგრეთვე სხვა დოკუმენტაციის/მომსახურების შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების გაფორმებას, კომისიის მიერ მიწოდებული წინადადების მიღებაზე მოთხოვნის (Request for Proposal; RFP) შესაბამისად, აღნიშნული მოთხოვნის მიღებიდან 60 დღის ვადაში. ამასთან, კონცეპტუალური დიზაინი უნდა მოიცავდეს ქსელის ტოპოლოგიას, პროექტის სავარაუდო ღირებულებასა და ტექნიკურ სპეციფიკაციებს როგორც ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის მშენებლობისთვის, ისე მონაცემთა გადაცემის ქსელისთვის/აპარატურისთვის. კონცეპტუალური დიზაინის მომზადება უნდა დასრულდეს სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების გაფორმებიდან 120 დღის ვადაში.
2. სამიზნე გეოგრაფიულ არეალში პროგრამის განხორციელების თანმიმდევრობას სამინისტრო შესათანხმებლად წარუდგენს საქართველოს მთავრობას.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კონცეპტუალური დიზაინის მომზადებისა და ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული თანხმობის მიღების შემდეგ, ოუფენ ნეტი უზრუნველყოფს ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის (მათ შორის, მონაცემთა გადაცემის ქსელის/აპარატურის) დეტალური პროექტირების (Low Level Design), მშენებლობისა და სამშენებლო სამუშაოების ზედამხედველობისთვის საჭირო ღონისძიებების განხორციელებასა და მასთან დაკავშირებულ შესყიდვას. ამასთან, დაფინანსების წყარო შესაძლებელია, მოზიდულ იქნეს როგორც სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ასევე დონორების დაფინანსების სახით.
31. (ამოღებულია - 03.07.2020, №407).
4. ოუფენ ნეტი პასუხისმგებელია პროგრამის (მათ შორის, საპილოტე ნაწილის) ფარგლებში აშენებულ ფართოზოლოვან ინფრასტრუქტურაზე, ქსელის მოვლაზე, მართვასა და ექსპლუატაციაზე.

საქართველოს მთავრობის 2020 წლის 27 თებერვლის დადგენილება №134 – ვებგვერდი, 02.03.2020წ.

1. პროგრამის პირველ ეტაპზე განხორციელდება პროგრამის საპილოტე ნაწილი, რომელიც მოიცავს ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის (მათ შორის, მონაცემთა გადაცემის ქსელის/აპარატურის) მშენებლობას მე-7 მუხლის შესაბამისად განსაზღვრულ სამიზნე გეოგრაფიულ არეალში (პროგრამის საპილოტე რეგიონი) და მოწყობილი ქსელის მონაცემთა გადაცემის არხით უზრუნველყოფას თბილისამდე.
2. სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობიდან გამომდინარე, პროგრამის საპილოტე ნაწილის შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად განხორციელებასა (მათ შორის, სამშენებლო სამუშაოების, საპროექტო, საზედამხედველო, საკონსულტაციო და სხვა მომსახურებების/საქონლის სახელმწიფო შესყიდვას) და აშენებული ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის ექსპლუატაციაში გაშვებას უზრუნველყოფს ოუფენ ნეტი საკუთარი სახსრებით, არაუგვიანეს 2021 წლის 28 თებერვლისა.
სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობიდან გამომდინარე, მეორე საპილოტე რეგიონში პროგრამის საპილოტე ნაწილის შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად განხორციელებას (მათ შორის, პროგრამის მეორე საპილოტე რეგიონის შერჩევის, სამშენებლო სამუშაოების, საპროექტო, საზედამხედველო, საკონსულტაციო და სხვა მომსახურებების/საქონლის სახელმწიფო შესყიდვას) და აშენებული ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის ექსპლუატაციაში გაშვებას უზრუნველყოფს ოუფენ ნეტი საკუთარი სახსრებით, არაუგვიანეს 2021 წლის 31 დეკემბრისა.
1. პროგრამით განსაზღვრული გეოგრაფიული არეალის დასახლებულ პუნქტებში ღია დაშვების მომსახურების მიწოდების მიზნით, ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის მშენებლობის კომპონენტის ფარგლებში აშენებული ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურა და ქსელი წარმოადგენს სახელმწიფო საკუთრებას და მართვაში გადაეცემა ოუფენ ნეტს.
2. პროგრამის ფარგლებში შექმნილი ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურა და ქსელი (მათ შორის, საპილოტე ნაწილი) არ გასხვისდება და არ გადაეცემა მართვაში სხვა ოპერატორს ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურისა და ქსელის ექსპლუატაციაში მიღებიდან 10 წლის განმავლობაში.
3. ოუფენ ნეტი ვალდებულია, სხვა ოპერატორების მოთხოვნის შემთხვევაში, მიაწოდოს მათ ღია დაშვების მომსახურებები.
4. ოუფენ ნეტი არ მიაწვდის მომსახურებას ბოლო მომხმარებელს.

პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტები შესაძლებელია, დაფინანსდეს საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციების, სახელმწიფო ბიუჯეტისა და ასევე საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა სახსრებით.

ამ პროგრამის ფარგლებში წარმოშობილი ნებისმიერი დავა განიხილება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

1. ეთხოვოს კომისიას, საქართველოში ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის განვითარების სახელმწიფო პროგრამის ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, განახორციელოს ყველა საჭირო ღონისძიება, მათ შორის, ოპერატორებისგან 3-წლიანი გეგმების გამოთხოვა და თეთრი ზონების დადგენა (ამ დადგენილების ძალაში შესვლიდან არაუგვიანეს 2020 წლის 15 იანვრამდე), წინადადების მიღებაზე მოთხოვნის (RFP) მომზადება და ოუფენ ნეტისთვის გადაცემა, აგრეთვე პროგრამის ფარგლებში მოწყობილი ქსელის ოპერატორის ტარიფების დადგენა.
2. სამინისტრომ 2020 წლის 29 თებერვლამდე უზრუნველყოს პროგრამის საპილოტე რეგიონის განმსაზღვრელი კომისიის შექმნა, რომელიც შედგება სამინისტროს, კომისიისა და ოუფენ ნეტის წარმომადგენლებისგან.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულმა კომისიამ 2020 წლის 10 მარტამდე უზრუნველყოს პროგრამის საპილოტე რეგიონის შერჩევა.

+
საქართველოს მთავრობის დადგენილება №375 2016 წლის 28 ივლისი ქ. თბილისი საქართველოში ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის განვითარების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ+
+
შესაბამისმა სახელმიწფო ორგანოებმა უზრუნველყონ, ხოლო ა(ა)იპ – ოუფენ ნეტს ეთხოვოს, ამ დადგენილებით დამტკიცებული პროგრამის აღსრულებისა და მისი ხელშეწყობის მიზნით, ამავე პროგრამის ფარგლებში, შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება.
+
|
+
.

მუხლი 31. პროგრამის საპილოტე ნაწილი🔗
1. პროგრამის პირველ ეტაპზე განხორციელდება პროგრამის საპილოტე ნაწილი, რომელიც მოიცავს ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის (მათ შორის, მონაცემთა გადაცემის ქსელის/აპარატურის) მშენებლობას მე-7 მუხლის შესაბამისად განსაზღვრულ სამიზნე გეოგრაფიულ არეალში (პროგრამის საპილოტე რეგიონი) და მოწყობილი ქსელის მონაცემთა გადაცემის არხით უზრუნველყოფას თბილისამდე.
2. სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობიდან გამომდინარე, პროგრამის საპილოტე ნაწილის შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად განხორციელებასა (მათ შორის, სამშენებლო სამუშაოების, საპროექტო, საზედამხედველო, საკონსულტაციო და სხვა მომსახურებების/საქონლის სახელმწიფო შესყიდვას) და აშენებული ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის ექსპლუატაციაში გაშვებას უზრუნველყოფს ოუფენ ნეტი საკუთარი სახსრებით, არაუგვიანეს 2021 წლის 28 თებერვლისა.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 27 თებერვლის დადგენილება №134 – ვებგვერდი, 02.03.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 3 ივლისის დადგენილება №407 – ვებგვერდი, 06.07.2020წ.
მუხლი 32. პროგრამის მეორე საპილოტე ნაწილი🔗
სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობიდან გამომდინარე, მეორე საპილოტე რეგიონში პროგრამის საპილოტე ნაწილის შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად განხორციელებას (მათ შორის, პროგრამის მეორე საპილოტე რეგიონის შერჩევის, სამშენებლო სამუშაოების, საპროექტო, საზედამხედველო, საკონსულტაციო და სხვა მომსახურებების/საქონლის სახელმწიფო შესყიდვას) უზრუნველყოფს ოუფენ ნეტი საკუთარი სახსრებით, არაუგვიანეს 2021 წლის 30 სექტემბრისა.
სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობიდან გამომდინარე, მეორე საპილოტე რეგიონში პროგრამის საპილოტე ნაწილის შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად განხორციელებას (მათ შორის, პროგრამის მეორე საპილოტე რეგიონის შერჩევის, სამშენებლო სამუშაოების, საპროექტო, საზედამხედველო, საკონსულტაციო და სხვა მომსახურებების/საქონლის სახელმწიფო შესყიდვას) და აშენებული ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის ექსპლუატაციაში გაშვებას უზრუნველყოფს ოუფენ ნეტი საკუთარი სახსრებით, არაუგვიანეს 2021 წლის 31 დეკემბრისა.
1. პროგრამით განსაზღვრული გეოგრაფიული არეალის დასახლებულ პუნქტებში ღია დაშვების მომსახურების მიწოდების მიზნით, ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის მშენებლობის კომპონენტის ფარგლებში აშენებული ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურა და ქსელი წარმოადგენს სახელმწიფო საკუთრებას და მართვაში გადაეცემა ოუფენ ნეტს.
2. პროგრამის ფარგლებში შექმნილი ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურა და ქსელი (მათ შორის, საპილოტე ნაწილი) არ გასხვისდება და არ გადაეცემა მართვაში სხვა ოპერატორს ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურისა და ქსელის ექსპლუატაციაში მიღებიდან 10 წლის განმავლობაში.
3. ოუფენ ნეტი ვალდებულია, სხვა ოპერატორების მოთხოვნის შემთხვევაში, მიაწოდოს მათ ღია დაშვების მომსახურებები.
4. ოუფენ ნეტი არ მიაწვდის მომსახურებას ბოლო მომხმარებელს.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 10 იანვრის დადგენილება №17 - ვებგვერდი , 10.01.2020 წ .
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 27 თებერვლის დადგენილება №134 – ვებგვერდი, 02.03.2020წ.
პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტები შესაძლებელია, დაფინანსდეს საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციების, სახელმწიფო ბიუჯეტისა და ასევე საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა სახსრებით.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 10 იანვრის დადგენილება №17 - ვებგვერდი , 10.01.2020 წ .
ამ პროგრამის ფარგლებში წარმოშობილი ნებისმიერი დავა განიხილება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 10 იანვრის დადგენილება №17 - ვებგვერდი , 10.01.2020 წ .
1. ეთხოვოს კომისიას, საქართველოში ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის განვითარების სახელმწიფო პროგრამის ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, განახორციელოს ყველა საჭირო ღონისძიება, მათ შორის, ოპერატორებისგან 3-წლიანი გეგმების გამოთხოვა და თეთრი ზონების დადგენა (ამ დადგენილების ძალაში შესვლიდან არაუგვიანეს 2020 წლის 15 იანვრამდე), წინადადების მიღებაზე მოთხოვნის (RFP) მომზადება და ოუფენ ნეტისთვის გადაცემა, აგრეთვე პროგრამის ფარგლებში მოწყობილი ქსელის ოპერატორის ტარიფების დადგენა.
2. სამინისტრომ 2020 წლის 29 თებერვლამდე უზრუნველყოს პროგრამის საპილოტე რეგიონის განმსაზღვრელი კომისიის შექმნა, რომელიც შედგება სამინისტროს, კომისიისა და ოუფენ ნეტის წარმომადგენლებისგან.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულმა კომისიამ 2020 წლის 10 მარტამდე უზრუნველყოს პროგრამის საპილოტე რეგიონის შერჩევა.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 10 იანვრის დადგენილება №17 - ვებგვერდი , 10.01.2020 წ .
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 27 თებერვლის დადგენილება №134 – ვებგვერდი, 02.03.2020წ.
+
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №375
2016 წლის 28 ივლისი
ქ. თბილისი
საქართველოში ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის განვითარების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ
+
მუხლი 1🔗
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული საქართველოში ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის განვითარების სახელმწიფო პროგრამა.
+
მუხლი 2🔗
შესაბამისმა სახელმიწფო ორგანოებმა უზრუნველყონ, ხოლო ა(ა)იპ – ოუფენ ნეტს ეთხოვოს, ამ დადგენილებით დამტკიცებული პროგრამის აღსრულებისა და მისი ხელშეწყობის მიზნით, ამავე პროგრამის ფარგლებში, შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება.
+
შესაბამისმა სახელმიწფო ორგანოებმა უზრუნველყონ, ხოლო ა(ა)იპ –
ოუფენ ნეტს ეთხოვოს, ამ დადგენილებით დამტკიცებული პროგრამის აღსრულებისა და მისი ხელშეწყობის მიზნით, ამავე პროგრამის ფარგლებში, შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება.
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი
.
საქართველოში ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის განვითარების სახელმწიფო პროგრამა
მუხლი 1. ტერმინთა განმარტება🔗
სახელმწიფო პროგრამის - „საქართველოში ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობა“ მიზნებისათვის, ამ პროგრამაში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) ბენეფიციარი - ოპერატორი, რომელმაც ფინანსური ხელშეწყობის კომპონენტის ფარგლებში მიიღო პროგრამით გათვალისწინებული თანადაფინანსება;
.
ბ) დაშვების წერტილი - ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის მფლობელობაში არსებული სატელეკომუნიკაციო კვანძი, რომელიც იძლევა სხვა ოპერატორებისათვის ღია დაშვების მომსახურების მიწოდების საშუალებას;
გ) დროებითი მმართველი - ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის მშენებლობის კომპონენტის ფარგლებში, მე-17 მუხლის საფუძველზე ჩატარებული კონკურსის საფუძველზე გამოვლენილი ოპერატორი, რომელიც, ამავე კონკურსის საფუძველზე განსაზღვრული პირობების შესაბამისად, ახორციელებს ქსელის ექსპლუატაციასა და მომსახურებას, აგრეთვე ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურებების მიწოდებას;
დ) ზღვრული მოცულობები - დასახლებული პუნქტებისათვის საკონკურსო საბჭოს მიერ წინასწარ განსაზღვრული ზღვრული მოცულობები, რომლის ფარგლებშიც ბენეფიციარს აქვს ვალდებულება, მიაწოდოს სხვა ავტორიზებულ პირებს ღია დაშვების მომსახურება;
სახელმწიფო პროგრამის – „საქართველოში ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობის“ მიზნებისათვის, ამ პროგრამაში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ე) თეთრი ზონა - იმ დასახლებული პუნქტების ერთობლიობა, რომელთა კოორდინატიდან 2 კმ რადიუსში, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მონაცემებით ან ოპერატორების მიერ მიწოდებული ინფორმაციით არ არის ოპერატორების საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებული ოპტიკური ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურა, რომელიც უწყვეტად დაკავშირებულია ოპერატორების ოპტიკურ მაგისტრალებთან;
ა) დაშვების წერტილი – ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის მფლობელობაში არსებული სატელეკომუნიკაციო კვანძი, რომელიც იძლევა სხვა ოპერატორებისათვის დაშვების მომსახურების მიწოდების საშუალებას;
ვ) კომერციული ბანკი - საქართველოს ან სხვა ქვეყნის კანონმდებლობით განსაზღვრული იურიდიული პირი, რომელიც ახორციელებს საბანკო საქმიანობას და რომელთანაც, ამ პროგრამის ფარგლებში, პროგრამის მე-6 მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, გაფორმებულია სათანადო ხელშეკრულება;
ბ) თეთრი ზონა – ის დასახლებული პუნქტი, სადაც საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მონაცემებით ოპერატორების საკუთრებაში ან სარგებლობაში არ არსებობს ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურა, რომელიც უწყვეტი ოპტიკურ-ბოჭკოვანი შეერთებით დაკავშირებულია ოპტიკურ-ბოჭკოვან მაგისტრალთან და არ არსებობს ოპერატორის მხრიდან შინამეურნეობის შემთხვევაში – არანაკლებ 100 მბ/წმ-ისა, ხოლო ადმინისტრაციული ორგანოსა და საწარმოს შემთხვევაში – არანაკლებ 1გბ/წმ-ის სიჩქარის ფართოზოლოვანი ინტერნეტ მომსახურების მიწოდების შესაძლებლობა და ოპერატორების მიერ არ იგეგმება ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის მშენებლობა მომდევნო 3 წლის პერიოდში;
ზ) მოსახლეობის რაოდენობა - დასახლებულ პუნქტში საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2014 წლის მოსახლეობის საყოველთაო აღწერის შედეგებით განსაზღვრული მოსახლეობის რაოდენობა;
გ) კომისია – საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია;
თ) ოპერატორი - „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად რეგისტრირებული ავტორიზებული პირი, რომელსაც განზრახული აქვს ან ახორციელებს საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელ(ებ)ით ან ქსელის შესაბამისი ელემენტებით უზრუნველყოფას და განსაზღვრული საფასურის სანაცვლოდ მსურველი ავტორიზებული პირის ამ ელემენტებთან, მათ რესურსებსა და სიმძლავრეებთან დაშვებას ან მათი გამოყენებით მომხმარებლებისათვის ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიწოდებას;
დ) მოსახლეობის რაოდენობა – დასახლებულ პუნქტში საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ მოსახლეობის უახლესი საყოველთაო აღწერის შედეგებით განსაზღვრული მოსახლეობის რაოდენობა;
ი) ოუფენ ნეტი - ა(ა)იპ -
ოუფენ ნეტი (ს/კ: 404497790), დაფუძნებული 2015 წლის 21 ივლისს, სსიპ –
ე) (ამოღებულია - 03.07.2020, №407);
საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მონაწილეობით;
ვ) ოპერატორი – „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორი;
კ) პროგრამა - „საქართველოში ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობის“ სახელმწიფო პროგრამა;
ზ) ოუფენ ნეტი – ა(ა)იპ – ოუფენ ნეტი (ს/კ: 404497790), დაფუძნებული 2015 წლის 21 ივლისს, სსიპ – საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მონაწილეობით;
ლ) საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტი - საქართველოს სახელმწიფოს მონაწილეობით მოქმედი საერთაშორისო მასშტაბის სახელმწიფოთაშორისი საბანკო დაწესებულება, რომლის მიზანსაც წარმოადგენს კერძო სექტორისათვის, განვითარების მიზნით, დაფინანსების გამოყოფა, წევრი ქვეყნების ეკონომიკაში ინფრასტრუქტურული პროექტებისა და მსხვილი სექტორული ინვესტიციების განხორციელების მეშვეობით;
თ) ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალი – ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურა, რომელიც უზრუნველყოფს უწყვეტ ოპტიკურ-ბოჭკოვან შეერთებას რეგიონულ (მუნიციპალურ) ცენტრებში არსებულ დაშვების წერტილებს შორის (მათ შორის, თბილისში), აგრეთვე აქვს ტექნიკური შესაძლებლობა, მოაწყოს უწყვეტი ოპტიკურ-ბოჭკოვანი შეერთება საქართველოს ფარგლებს გარეთ არსებულ სხვა ოპერატორების დაშვების წერტილებთან (მათ შორის, საერთაშორისო T1 ოპერატორებთან არანაკლებ 10 გბ/წმ მოცულობით);
მ) საკონკურსო საბჭო - ამ პროგრამის მე-7 მუხლის შესაბამისად შექმნილი საბჭო, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი;
ი) პროგრამა – „საქართველოში ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის განვითარების“ სახელმწიფო პროგრამა;
ნ) სამინისტრო - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო;
კ) სამიზნე გეოგრაფიული არეალი – იმ თეთრი ზონების ერთობლიობა, სადაც მოსახლეობის რაოდენობა მეტია ან ტოლია 200-ის;
ო) სატელეკომუნიკაციო კვანძი - პასიური ან/და აქტიური ელემენტების ერთობლიობა, რომელიც უზრუნველყოფს ელ. საკომუნიკაციო ქსელის ერთიანობას და მის ფარგლებში, მაღალი გამტარობის საკომუნიკაციო არხების საშუალებით მონაცემთა გადაცემას;
ლ) სამინისტრო – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო;
პ) ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურა - ოპტიკური კაბელ(ებ)ის, საკანალიზაციო არხების, ბოძების, ჭების, კოლოფების, ტერმინალური მოწყობილობების, შენობა-ნაგებობების, მონაცემთა გადაცემის აპარატურის და სხვა დამხმარე მოწყობილობების ერთობლიობა, რომლებიც უზრუნველყოფენ მაღალი გამტარობის საკომუნიკაციო არხების მოწყობის შესაძლებლობას ერთზე მეტ სატელეკომუნიკაციო კვანძებს შორის;
მ) უწყვეტი ოპტიკურ ბოჭკოვანი შეერთება – ორ წერტილს შორის შეერთება, რომელშიც გამოიყენება მხოლოდ ოპტიკური-ბოჭკოვანი კაბელი, პასიური ოპტიკური ელემენტები და კაბელის სეგმენტების შემაერთებელი ქსელური აპარატურა;
ჟ) ღია დაშვების მომსახურება - ბენეფიციარის ან/და დროებითი მმართველის მიერ სხვა ავტორიზებული პირებისათვის სატრანზიტო, მათ შორის, ოპტიკური წყვილებითა და გამოყოფილი არხებით მომსახურების მიწოდება, ამ პროგრამის შესაბამისად, ამავე პირების მიერ მოწყობილი დაშვების წერტილიდან ამავე პროგრამით მოწყობილი ქსელის ფარგლებში. ღია დაშვების მომსახურების აუცილებელი პირობაა არადისკრიმინაციული ჩართვა და მომსახურება, მომსახურების დადგენილი ხარისხის, ტექნიკური პარამეტრებისა და სერვისის აქტივაციის ვადის დაცვით.
ნ) ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურა – ოპტიკური კაბელ(ებ)ის, საკანალიზაციო არხების, ბოძების, ჭების, კოლოფების, ტერმინალური მოწყობილობების, შენობა-ნაგებობების, მონაცემთა გადაცემის ქსელის/აპარატურის ერთობლიობა, რომლებიც უზრუნველყოფენ მაღალი გამტარობის (არანაკლებ 1გბ/წმ) საკომუნიკაციო არხების მოწყობის შესაძლებლობას ერთზე მეტ დაშვების წერტილებს შორის;
მუხლი 2. პროგრამის მიზანი და აღწერა🔗
ო) ღია დაშვების მომსახურება – ოუფენ ნეტის მიერ შეთავაზებული მომსახურებები, რომლებიც აღწერილია მე-2 მუხლის მე-5 პუნქტით.
1. პროგრამის მიზანია საქართველოში ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის განვითარება და ამგვარი ინფრასტრუქტურის ხელმისაწვდომობის ხელშეწყობა მთელი ქვეყნის მასშტაბით.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 10 იანვრის დადგენილება №17 - ვებგვერდი, 10.01.2020 წ.
2. პროგრამის მიზნის მისაღწევად, საქართველოს მთავრობა ხელს უწყობს სატელეკომუნიკაციო სფეროში თავისუფალ სამეწარმეო საქმიანობას, კონკურენციის განვითარებასა და კერძო ინვესტიციების განხორციელებას, რისთვისაც, ერთი მხრივ, შეიმუშავებს ფინანსური ხელშეწყობის მექანიზმებს (ფინანსური ხელშეწყობის კომპონენტი), ხოლო, მეორე მხრივ, აშენებს ინფრასტრუქტურას (ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის მშენებლობის კომპონენტი).
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 3 ივლისის დადგენილება №407 – ვებგვერდი, 06.07.2020წ.
მუხლი 3. პროგრამის შემადგენელი ნაწილები🔗
1. ფინანსური ხელშეწყობის კომპონენტში შედის:
1. პროგრამის მიზანია საქართველოს მთავრობის მიერ სატელეკომუნიკაციო სფეროში თავისუფალი სამეწარმეო საქმიანობის, კონკურენციის განვითარებისა და კერძო ინვესტიციების განხორციელების ხელშეწყობა, რისთვისაც პროგრამის ფარგლებში უზრუნველყოფილი იქნება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე:
ა) ფინანსურ რესურსებზე წვდომის მექანიზმების ჩამოყალიბება;
ა) ერთიანი ნეიტრალური ოპტიკურ-ბოჭკოვანი ქსელის შექმნა;
ბ) ბენეფიციარის მიერ ამ პროგრამის ფარგლებში აშენებული ინფრასტრუქტურით მომსახურების მიწოდება.
ბ) სამიზნე გეოგრაფიულ არეალში ფართოზოლოვანი საბითუმო მომსახურებების განვითარება;
2. ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის მშენებლობის კომპონენტში შედის:
გ) შექმნილი ქსელის ორ ნებისმიერ დაშვების წერტილს შორის კავშირი.
ა) ინფრასტრუქტურის პროექტირება და მშენებლობა;
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მიზნების მისაღწევად განხორციელდება:
ბ) ქსელის დაგეგმარება და მოწყობა;
ა) ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურისა და მონაცემთა გადაცემის ქსელების პროექტირება, მშენებლობა, საჭიროების შემთხვევაში, არსებული ფართოზოლოვანი მაგისტრალური ინფრასტრუქტურის ოპტიკური ძარღვების სარგებლობაში გაცემა;
გ) ინფრასტრუქტურისა და ქსელის მომსახურება;
ბ) ოპერატორების მფლობელობაში არსებულ იმ დაშვების წერტილებში დაერთება, რომლებიც კომისიის მონაცემებით უწყვეტი ოპტიკურ-ბოჭკოვანი შეერთებით დაკავშირებულია ოპერატორების ოპტიკურ-ბოჭკოვან მაგისტრალებთან და აქვს პროგრამის განხორციელებისთვის საჭირო რაოდენობის ოპტიკური ძარღვები;
დ) საბითუმო ფართოზოლოვანი მომსახურების მიწოდება.
გ) დაშვების წერტილების დაგეგმარება/მოწყობა და ნებისმიერი ოპერატორისათვის თავისუფალი, შეუზღუდავი და არადისკრიმინაციული პირობებით თეთრი ზონის სამიზნე გეოგრაფიულ არეალში გადაცემის ქსელის ღია დაშვების მომსახურების მიწოდება, რათა ოპერატორებმა განავითარონ თავიანთი ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურა და საკუთარი ქსელების საშუალებით ბოლო მომხმარებლებს მისცენ ფართოზოლოვან ინტერნეტმომსახურებებთან წვდომის შესაძლებლობა.
მუხლი 4. პროგრამის სამიზნე გეოგრაფიული არეალი🔗
3. პროგრამის ფარგლებში მოწყობილი გადაცემის ქსელის ღია დაშვების მომსახურება უნდა უზრუნველყოფდეს შინამეურნეობის შემთხვევაში – არანაკლებ 100 მბ/წმ-ის, ხოლო ადმინისტრაციული ორგანოსა და საწარმოს შემთხვევაში – არანაკლებ 1 გბ/წმ-ისა და სხვა ფართოზოლოვან მომსახურებებთან წვდომის შესაძლებლობას, იქ სადაც, ამ დრომდე ამგვარი მომსახურების მიღების შესაძლებლობა არ ყოფილა ხელმისაწვდომი ან არსებული მომსახურების ხარისხი საჭიროებს გაუმჯობესებას იმ დასახლებულ პუნქტებში, სადაც იგი ბოლო მომხმარებელს დაბალი ხარისხით ან შეზღუდულად მიეწოდება.
1. პროგრამის ფინანსური ხელშეწყობის კომპონენტის სამიზნე გეოგრაფიული არეალი განისაზღვრება თეთრი ზონის იმ დასახლებული პუნქტებით, სადაც მოსახლეობის რაოდენობა მეტია ან ტოლია 200-ის და ოპერატორების მიერ პროგრამის ამოქმედებიდან 3 (სამი) წლის განმავლობაში არ იგეგმება ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის მშენებლობა.
4. პროგრამით გათვალისწინებული ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურა აშენდება მხოლოდ სამიზნე გეოგრაფიულ არეალებში და მოცემული არეალებიდან ოპერატორების საკუთრებაში არსებულ იმ დაშვების წერტილებამდე, რომლებიც არჩეული იქნება უმოკლესი და ოპტიმალური მანძილის, ქსელის ტოპოლოგიის, რელიეფისა და აუცილებელი ტექნიკური შესაძლებლობების (საჭირო რაოდენობის თავისუფალი ოპტიკური ძარღვ(ებ)ის არსებობა, მათი ტექნიკური პარამეტრებისა და მომსახურების ხარისხის ჩათვლით) გათვალისწინებით. ერთიანი ნეიტრალური ოპტიკურ-ბოჭკოვანი ქსელის შექმნის მიზნით მონაცემთა გადაცემის ქსელი მოეწყობა როგორც სამიზნე გეოგრაფიულ არეალში, ისე სარგებლობაში გაცემულ ოპტიკურ-ბოჭკოვან ქსელზე.
2. პროგრამის ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის მშენებლობის კომპონენტის სამიზნე გეოგრაფიული არეალი განისაზღვრება თეთრი ზონის იმ დასახლებული პუნქტებით, სადაც მოსახლეობის რაოდენობა მეტია ან ტოლია 200-ის და პროგრამის ბენეფიციარის ან სხვა ოპერატორის მიერ ამ პროგრამის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, არ იგეგმება ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის მშენებლობა.
5. პროგრამის მიზნებიდან გამომდინარე, ოუფენ ნეტის მიერ უზრუნველყოფილი იქნება, სულ მცირე, შემდეგი ღია დაშვების მომსახურებები:
3. პროგრამის ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის მშენებლობის კომპონენტი ხორციელდება თეთრი ზონის იმ ნაწილში, რომელშიც არ ხორციელდება ამ პროექტის ფინანსური ხელშეწყობის კომპონენტი.
ა) პროგრამის ფარგლებში აშენებულ ოპტიკურ-ბოჭკოვან კაბელში ძარღვ(ებ)ის სარგებლობაში გაცემა;
4. პროგრამით გათვალისწინებული ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურა აშენდება მხოლოდ ფინანსური ხელშეწყობისა და ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის მშენებლობის კომპონენტების გეოგრაფიულ არეალებში და ოპერატორების საკუთრებაში არსებულ იმ სატელეკომუნიკაციო კვანძებამდე, რომლებიც არჩეული იქნება უმოკლესი და ოპტიმალური მანძილის, ქსელის ტოპოლოგიის, რელიეფის და აუცილებელი ტექნიკური შესაძლებლობების (საჭირო რაოდენობის და ტევადობის არხების, თავისუფალი ოპტიკური წყვილების არსებობა) გათვალისწინებით.
ბ) ამ პროგრამის ფარგლებში მოწყობილი ქსელის ორ ნებისმიერ დაშვების წერტილს შორის (ერთ-ერთი წერტილი აუცილებლად უნდა იყოს თეთრ ზონაში) მონაცემთა გადაცემის არხ(ებ)ის სარგებლობაში გაცემა;
5. ფინანსური ხელშეწყობისა და ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის კომპონენტების გეოგრაფიული არეალების ზუსტი დადგენის მიზნით, ოუფენ ნეტი უფლებამოსილია, გადაამოწმოს ოპერატორების მიერ მიწოდებული ინფორმაციის სისწორე.
გ) პროგრამის ფარგლებში დაგეგმილ ოპტიკურ-ბოჭკოვან ინფრასტრუქტურაზე, თუკი იგი გადის თეთრი ზონის ისეთ დასახლებულ პუნქტ(ებ)ში, სადაც მოსახლეობა ნაკლებია 200-ზე, მაგრამ არანაკლებია 100-ისა, უზრუნველყოფილი უნდა იქნეს დაშვების წერტილებში ოპტიკური ძარღვ(ებ)ის სარგებლობაში გაცემა.
მუხლი 5. უფლებამოსილებათა განაწილება პროგრამის განხორციელებისათვის🔗
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 10 იანვრის დადგენილება №17 - ვებგვერდი , 10.01.2020 წ .
1. პროგრამას განახორციელებს ოუფენ ნეტი, სამინისტროსთან კოორდინაციით.
2. პროგრამის ფინანსური ხელშეწყობის უფლებამოსილებათა განაწილება:
1. ოუფენ ნეტი უზრუნველყოფს პროგრამის რეალიზებისთვის საჭირო კონცეპტუალური დიზაინის (High Level Design), აგრეთვე სხვა დოკუმენტაციის/მომსახურების შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების გაფორმებას, კომისიის მიერ მიწოდებული წინადადების მიღებაზე მოთხოვნის (Request for Proposal; RFP) შესაბამისად, აღნიშნული მოთხოვნის მიღებიდან 60 დღის ვადაში. ამასთან, კონცეპტუალური დიზაინი უნდა მოიცავდეს ქსელის ტოპოლოგიას, პროექტის სავარაუდო ღირებულებასა და ტექნიკურ სპეციფიკაციებს როგორც ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის მშენებლობისთვის, ისე მონაცემთა გადაცემის ქსელისთვის/აპარატურისთვის. კონცეპტუალური დიზაინის მომზადება უნდა დასრულდეს სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების გაფორმებიდან 120 დღის ვადაში.
ა) ფინანსური ხელშეწყობის კომპონენტის გეოგრაფიული არეალის განსაზღვრის მიზნით, ოუფენ ნეტი გააფორმებს ხელშეკრულებას დაინტერესებულ ოპერატორებთან. ხელშეკრულებით განისაზღვრება, ერთი მხრივ, თეთრ ზონაში ამ ოპერატორების მიერ ამ პროგრამის ამოქმედებიდან 3 (სამი) წლის განმავლობაში დაგეგმილი ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და მეორე მხრივ, ოუფენ ნეტის მიერ კომპონენტების გეოგრაფიული არეალიდან ამ დასახლებული პუნქტების ამოღების ვალდებულება. ოპერატორის მიერ დასახლებულ პუნქტში ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის მშენებლობის ვალდებულების დათქმულ ვადაში შეუსრულებლობის შემთხვევაში, ოპერატორს დაეკისრება ხელშეკრულებით გათვალისწინებული საჯარიმო სანქციები, ხოლო ოუფენ ნეტი ამ დასახლებულ პუნქტ(ებ)ს დაამატებს პროგრამის ფინანსური ხელშეწყობის ან ინფრასტრუქტურის მშენებლობის კომპონენტების გეოგრაფიულ არეალში;
2. სამიზნე გეოგრაფიულ არეალში პროგრამის განხორციელების თანმიმდევრობას სამინისტრო შესათანხმებლად წარუდგენს საქართველოს მთავრობას.
ბ) ოუფენ ნეტი, დაინტერესებულ მხარეებთან კონსულტაციების შემდეგ, შეიმუშავებს და სამინისტროს შესათანხმებლად წარუდგენს ლოტების შედგენის მეთოდოლოგიას და მის მიხედვით ფინანსური ხელშეწყობის კომპონენტის გეოგრაფიულ არეალში შემავალი დასახლებული პუნქტების ლოტებად დაყოფილ სიას. მეთოდოლოგიაში გათვალისწინებული იქნება სამიზნე გეოგრაფიულ არეალში ჩასატარებელი სამუშაოს მოცულობა, ვადები, ტერიტორიული დაფარვის ზონა, მოსახლეობის რაოდენობა და სიმჭიდროვე, ასევე შესასრულებელი სამუშაოების სირთულე, სეზონურობა, პრიორიტეტები და სხვა;
3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კონცეპტუალური დიზაინის მომზადებისა და ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული თანხმობის მიღების შემდეგ, ოუფენ ნეტი უზრუნველყოფს ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის (მათ შორის, მონაცემთა გადაცემის ქსელის/აპარატურის) დეტალური პროექტირების (Low Level Design), მშენებლობისა და სამშენებლო სამუშაოების ზედამხედველობისთვის საჭირო ღონისძიებების განხორციელებასა და მასთან დაკავშირებულ შესყიდვას. ამასთან, დაფინანსების წყარო შესაძლებელია, მოზიდულ იქნეს როგორც სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ასევე დონორების დაფინანსების სახით.
გ) ფინანსური ხელშეწყობის კონკურსში მონაწილეობის პირობებს (მათ შორის, საკვალიფიკაციო მოთხოვნებს), გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმებს ადგენს და გამარჯვებულს გამოავლენს საკონკურსო საბჭო;
31. (ამოღებულია - 03.07.2020, №407).
დ) ოუფენ ნეტი უფლებამოსილია, ყოველდღიური მონიტორინგი გაუწიოს ამ პროგრამის შესაბამისად დაფინანსებულ პროექტებს;
4. ოუფენ ნეტი პასუხისმგებელია პროგრამის (მათ შორის, საპილოტე ნაწილის) ფარგლებში აშენებულ ფართოზოლოვან ინფრასტრუქტურაზე, ქსელის მოვლაზე, მართვასა და ექსპლუატაციაზე.
ე) კომერციული ბანკი/საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტი უფლებამოსილია, პროგრამის ბენეფიციარს გამოუყოს საკრედიტო საშუალებები ფინანსური ხელშეწყობის კომპონენტის გეოგრაფიულ არეალში ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის მშენებლობის დასაფინანსებლად იმ პირობით, რომ ბენეფიციარის მიერ წარდგენილი პროექტი თანადაფინანსებული იქნება ოუფენ ნეტის მიერ ამ პროგრამით გათვალისწინებული წესისა და საკონკურსო საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად. საკრედიტო ხელშეკრულების გაფორმების და შესაბამისი საშუალებების ბენეფიციარისათვის გადაცემის შემდეგ, კომერციული ბანკი/საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტი ამოწმებს და ადასტურებს ბენეფიციარის მიერ საკრედიტო ხელშეკრულებისა და საკონკურსო პირობების შესრულებას როგორც ფინანსურ ნაწილში, ასევე ყველა სხვა არსებითი კრიტერიუმის თვალსაზრისით;
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 10 იანვრის დადგენილება №17 - ვებგვერდი , 10.01.2020 წ .
ვ) ოუფენ ნეტი უშუალოდ მონაწილეობს პროგრამის ბენეფიციარსა და კომერციულ ბანკს/საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტს შორის ჩამოყალიბებულ სამართლებრივ ურთიერთობაში თანადამფინანსებლის (მაგრამ არა თავდების) სტატუსით. პროგრამა განსაზღვრავს, თუ რა წესით და რა ფარგლებში გამოუყოფს ოუფენ ნეტი პროგრამის ბენეფიციარს თანადაფინანსებას კომერციული ბანკიდან/საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტიდან მიღებულ კრედიტზე დარიცხული წლიური (ეფექტური) საპროცენტო განაკვეთის გადასახდელად.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 27 თებერვლის დადგენილება №134 – ვებგვერდი, 02.03.2020წ.
3. პროგრამის ინფრასტრუქტურის მშენებლობის კომპონენტის უფლებამოსილებათა განაწილება:
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 3 ივლისის დადგენილება №407 – ვებგვერდი, 06.07.2020წ.
ა) ამ პროგრამის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ოუფენ ნეტი სამინისტროს შესათანხმებლად წარუდგენს, ხოლო სამინისტროსთან შეთანხმების შემდეგ დაადგენს ინფრასტრუქტურის მშენებლობის კომპონენტის გეოგრაფიულ არეალს;
მუხლი 31. პროგრამის საპილოტე ნაწილი🔗
ბ) ოუფენ ნეტი, დაინტერესებულ მხარეებთან კონსულტაციების შემდეგ, შეიმუშავებს და სამინისტროს შესათანხმებლად წარუდგენს, ხოლო შეთანხმების შემდგომ დაადგენს ლოტების შედგენის და ფაზებად დაყოფის მეთოდოლოგიას და მის მიხედვით ინფრასტრუქტურის მშენებლობის კომპონენტის გეოგრაფიულ არეალში შემავალი დასახლებული პუნქტების ლოტებად და ფაზებად დაყოფილ სიას, ასაშენებელი ინფრასტრუქუტურის ტექნიკურ მახასიათებლებს, ქსელის ტოპოლოგიასა და სამუშაოს მოცულობას. მეთოდოლოგიაში გათვალისწინებული იქნება სამუშაოს მოცულობა, ვადები, ტერიტორიული დაფარვის ზონა, მოსახლეობის რაოდენობა და სიმჭიდროვე, ასევე შესასრულებელი სამუშაოების სირთულე, სეზონურობა და პრიორიტეტები;
1. პროგრამის პირველ ეტაპზე განხორციელდება პროგრამის საპილოტე ნაწილი, რომელიც მოიცავს ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის (მათ შორის, მონაცემთა გადაცემის ქსელის/აპარატურის) მშენებლობას მე-7 მუხლის შესაბამისად განსაზღვრულ სამიზნე გეოგრაფიულ არეალში (პროგრამის საპილოტე რეგიონი) და მოწყობილი ქსელის მონაცემთა გადაცემის არხით უზრუნველყოფას თბილისამდე.
გ) ოუფენ ნეტი აწესებს ინფრასტრუქტურის მშენებლობის კომპონენტში მონაწილეობის პირობებს (მათ შორის, საკვალიფიკაციო მოთხოვნებს), ადგენს შეფასების კრიტერიუმებს და გამოავლენს გამარჯვებულს;
2. სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობიდან გამომდინარე, პროგრამის საპილოტე ნაწილის შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად განხორციელებასა (მათ შორის, სამშენებლო სამუშაოების, საპროექტო, საზედამხედველო, საკონსულტაციო და სხვა მომსახურებების/საქონლის სახელმწიფო შესყიდვას) და აშენებული ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის ექსპლუატაციაში გაშვებას უზრუნველყოფს ოუფენ ნეტი საკუთარი სახსრებით, არაუგვიანეს 2021 წლის 28 თებერვლისა.
დ) ოუფენ ნეტი უფლებამოსილია, ყოველდღიური ზედამხედველობა და კონტროლი გაუწიოს ამ პროგრამის შესაბამისად განსახორციელებელ სამუშაოებსა და მომსახურებას;
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 27 თებერვლის დადგენილება №134 – ვებგვერდი, 02.03.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 3 ივლისის დადგენილება №407 – ვებგვერდი, 06.07.2020წ.
ე) ოუფენ ნეტი პასუხისმგებელია აშენებული ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურისა და ქსელის მართვასა და ექსპლუატაციაზე.
მუხლი 32. პროგრამის მეორე საპილოტე ნაწილი🔗
სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობიდან გამომდინარე, მეორე საპილოტე რეგიონში პროგრამის საპილოტე ნაწილის შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად განხორციელებას (მათ შორის, პროგრამის მეორე საპილოტე რეგიონის შერჩევის, სამშენებლო სამუშაოების, საპროექტო, საზედამხედველო, საკონსულტაციო და სხვა მომსახურებების/საქონლის სახელმწიფო შესყიდვას) და აშენებული ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის ექსპლუატაციაში გაშვებას უზრუნველყოფს ოუფენ ნეტი საკუთარი სახსრებით, არაუგვიანეს 2021 წლის 31 დეკემბრისა.
მუხლი 6. კონკურსი🔗
1. საკონკურსო საბჭო აცხადებს კონკურსს სამინისტროსთან შეთანხმებული ფინანსური კომპონენტის სამიზნე გეოგრაფიული არეალის თითოეული ლოტისათვის თანადაფინანსების მოსაპოვებლად.
2. საკონკურსო განაცხადი მოიცავს შემდეგ მონაცემებს:
1. პროგრამით განსაზღვრული გეოგრაფიული არეალის დასახლებულ პუნქტებში ღია დაშვების მომსახურების მიწოდების მიზნით, ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის მშენებლობის კომპონენტის ფარგლებში აშენებული ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურა და ქსელი წარმოადგენს სახელმწიფო საკუთრებას და მართვაში გადაეცემა ოუფენ ნეტს.
ა) ლოტში შემავალი დასახლებული პუნქტების სიას;
2. პროგრამის ფარგლებში შექმნილი ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურა და ქსელი (მათ შორის, საპილოტე ნაწილი) არ გასხვისდება და არ გადაეცემა მართვაში სხვა ოპერატორს ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურისა და ქსელის ექსპლუატაციაში მიღებიდან 10 წლის განმავლობაში.
ბ) თითოეული ლოტის ღირებულების მაქსიმალურ მაჩვენებელს;
3. ოუფენ ნეტი ვალდებულია, სხვა ოპერატორების მოთხოვნის შემთხვევაში, მიაწოდოს მათ ღია დაშვების მომსახურებები.
გ) ქსელის სარეკომენდაციო ტოპოლოგიას;
4. ოუფენ ნეტი არ მიაწვდის მომსახურებას ბოლო მომხმარებელს.
დ) მშენებლობის ტექნიკურ ნორმებსა და ვადებს;
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 10 იანვრის დადგენილება №17 - ვებგვერდი , 10.01.2020 წ .
ე) ყოველი დასახლებული პუნქტისათვის განსაზღვრულ სავალდებულო ზღვრულ მოცულობებსა და ტექნიკურ პარამეტრებს;
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 27 თებერვლის დადგენილება №134 – ვებგვერდი, 02.03.2020წ.
ვ) წინადადების წარდგენის ვადებსა (რომელიც არ შეიძლება იყოს კონკურსის გამოცხადებიდან 1 (ერთ) თვეზე ნაკლები) და პირობებს;
ზ) მომსახურების სახეებსა და ტარიფებს;
პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტები შესაძლებელია, დაფინანსდეს საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციების, სახელმწიფო ბიუჯეტისა და ასევე საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა სახსრებით.
თ) საჭიროების შემთხვევაში, დამატებით ინფორმაციას ან/და პირობებს.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 10 იანვრის დადგენილება №17 - ვებგვერდი , 10.01.2020 წ .
3. საკონკურსო საბჭო აფასებს წარდგენილ წინადადებებსა და ფინანსურ გათვლებს, ადგენს მათ კონკურსის პირობებთან (მათ შორის, საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან) შესაბამისობას, დოკუმენტაციის სისრულეს, ტექნიკური პარამეტრების და ფინანსური წინადადების შესაბამისობას იმ შემთხვევაში, თუ განმცხადებლის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია არ არის სრული ან გათვლები თითოეული ლოტისათვის აღემატება საკონკურსო საბჭოს მიერ გამოცხადებული ლოტის მაქსიმალურ ღირებულებას ან ტექნიკური პარამეტრები არ შეესაბამება შესაბამის მოთხოვნებს, წინადადება რჩება განუხილველი.
4. განმცხადებელი ოპერატორი ვალდებულია, საკონკურსო წინადადების წარდგენისას გაითვალისწინოს საკონკურსო საბჭოს მიერ გამოცხადებული ქსელის ტოპოლოგია და ტექნიკური პარამეტრები, აგრეთვე ქსელის მშენებლობის სტანდარტები და აშენებული ქსელით მისაწოდებელი მომსახურებების ნუსხა და მახასიათებლები.
ამ პროგრამის ფარგლებში წარმოშობილი ნებისმიერი დავა განიხილება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
5. განმცხადებელი ოპერატორი, საკონკურსო საბჭოს მიერ დადგენილ ვადაში და ფორმატით, წარუდგენს საკონკურსო საბჭოს წინადადებას, რომელიც უნდა მოიცავდეს ლოტში განმცხადებლის მიერ შერჩეული დასახლებული პუნქტების დაფარავის გეგმას (მათ შორის, საკუთარი სახსრებითა თუ მოთხოვნილი თანადაფინანსებით), ვადებს, ტექნოლოგიურ გადაწყვეტას, ტოპოლოგიას და გეგმის შესაბამის ფინანსურ გათვლებს, მოთხოვნილი თანადაფინანსების ჩათვლით. განმცხადებელი ოპერატორი ვალდებულია, საკონკურსო საბჭოს მიაწოდოს ზუსტი გაანგარიშება იმისა, თუ კონკრეტულ ლოტში რამდენ დასახლებულ პუნქტს დაფარავს იგი დამოუკიდებლად (საკუთარი სახსრებით) და რამდენ დასახლებულ პუნქტზე დასჭირდება მხარდაჭერა, ამ პროგრამით განსაზღვრული თანადაფინანსების ფორმით.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 10 იანვრის დადგენილება №17 - ვებგვერდი , 10.01.2020 წ .
6. იმ შემთხვევაში, თუ ერთსა და იმავე ლოტზე წარდგენილ იქნა რამდენიმე სხვადასხვა ოპერატორის მიერ მომზადებული წინადადება, საკონკურსო საბჭო გამარჯვებულს გამოავლენს თანადაფინანსებით მოთხოვნილი თანხის სიმცირისა და დასაფარი დასახლებული პუნქტების სიმრავლის კრიტერიუმების შესაბამისად.
7. საკონკურსო საბჭოს მიერ გამოვლენილ გამარჯვებულსა და კომერციულ ბანკთან/საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტთან ოუფენ ნეტი უზრუნველყოფს თანადაფინანსების ხელშეკრულების გაფორმებას და ამავე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს.
1. ეთხოვოს კომისიას, საქართველოში ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის განვითარების სახელმწიფო პროგრამის ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, განახორციელოს ყველა საჭირო ღონისძიება, მათ შორის, ოპერატორებისგან 3-წლიანი გეგმების გამოთხოვა და თეთრი ზონების დადგენა (ამ დადგენილების ძალაში შესვლიდან არაუგვიანეს 2020 წლის 15 იანვრამდე), წინადადების მიღებაზე მოთხოვნის (RFP) მომზადება და ოუფენ ნეტისთვის გადაცემა, აგრეთვე პროგრამის ფარგლებში მოწყობილი ქსელის ოპერატორის ტარიფების დადგენა.
მუხლი 7. საკონკურსო საბჭო🔗
2. სამინისტრომ 2020 წლის 29 თებერვლამდე უზრუნველყოს პროგრამის საპილოტე რეგიონის განმსაზღვრელი კომისიის შექმნა, რომელიც შედგება სამინისტროს, კომისიისა და ოუფენ ნეტის წარმომადგენლებისგან.
საკონკურსო საბჭოს შემადგენლობა:
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულმა კომისიამ 2020 წლის 10 მარტამდე უზრუნველყოს პროგრამის საპილოტე რეგიონის შერჩევა.
ა) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი - საბჭოს თავმჯდომარე;
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 10 იანვრის დადგენილება №17 - ვებგვერდი , 10.01.2020 წ .
ბ) საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე - საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე;
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 27 თებერვლის დადგენილება №134 – ვებგვერდი, 02.03.2020წ.
გ) საქართველოს განათლების და მეცნიერების მინისტრის მოადგილე - საბჭოს წევრი;
დ) საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე - საბჭოს წევრი;
ე) საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე - საბჭოს წევრი;
ვ) საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე - საბჭოს წევრი;
ზ) საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე - საბჭოს წევრი;
თ) საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე - საბჭოს წევრი;
ი) საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე - საბჭოს წევრი;
კ) საქართველოს პრემიერ-მინისტრის სათათბირო ორგანოს - ეკონომიკური საბჭოს მდივნის წარმომადგენელი - საბჭოს წევრი;
ლ) სსიპ –
საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე - საბჭოს წევრი;
მ) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს კავშირგაბმულობის, საინფორმაციო და თანამედროვე ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსი - საბჭოს წევრი;
ნ) ოუფენ ნეტის დირექტორი - საბჭოს წევრი.
მუხლი 8. საკონკურსო საბჭოს თავმჯდომარე🔗
საკონკურსო საბჭოს თავმჯდომარე:
ა) ხელმძღვანელობს საკონკურსო საბჭოს საქმიანობას;
ბ) იწვევს და წარმართავს საკონკურსო საბჭოს სხდომებს.
მუხლი 9. საკონკურსო საბჭოს სხდომის ჩატარების წესი🔗
1. საკონკურსო საბჭოს სხდომა იმართება პერიოდულად, საკონკურსო საბჭოს თავმჯდომარის ან თავმჯდომარის მოადგილის ინიციატივით.
2. საკონკურსო საბჭოს სხდომას ხელმძღვანელობს თავმჯდომარე, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში, საკონკურსო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე.
3. საბჭო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, თუ მას ესწრება საკონკურსო საბჭოს წევრთა ნახევარზე მეტი.
4. საკონკურსო საბჭოს სხდომაზე გადაწყვეტილება მიიღება დამსწრეთა უბრალო უმრავლესობით. ხმათა თანაბრად გაყოფის შემთხვევაში, გადამწყვეტი ხმის უფლება საკონკურსო საბჭოს თავმჯდომარეს ენიჭება.
5. საკონკურსო საბჭოს ნებისმიერი გადაწყვეტილება აისახება საკონკურსო საბჭოს სხდომის ოქმში, რომელსაც ხელს აწერენ საკონკურსო საბჭოს წევრები.
6. საკონკურსო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება გამოქვეყნდება ოუფენ ნეტის ოფიციალურ ვებგვერდზე: www.opennet.ge.
მუხლი 10. საკონკურსო საბჭოს სამუშაო ჯგუფი🔗
1. სამუშაო ჯგუფი:
ა) ორგანიზებას უწევს საკონკურსო საბჭოს სხდომის ჩატარებას;
ბ) ამზადებს საკითხ(ებ)ს საკონკურსო საბჭოს სხდომაზე გასატანად;
გ) უზრუნველყოფს საკონკურსო საბჭოს გადაწყვეტილების მომზადებას;
დ) ახორციელებს საკონკურსო საბჭოს საქმიანობისათვის საჭირო სხვა ღონისძიებებს.
2. სამუშაო ჯგუფის შემადგენლობას ამტკიცებს საკონკურსო საბჭო.
3. სამუშაო ჯგუფის შემადგენლობაში შედიან:
ა) დამოუკიდებელი ექსპერტები;
ბ) ოუფენ ნეტის წარმომადგენლები;
გ) ამ პროგრამის მე-7 მუხლში განსაზღვრული სამინისტროებისა და უწყებების წარმომადგენლები.
4. საკონკურსო საბჭო სამუშაო ჯგუფის შემადგენლობიდან ირჩევს საკონკურსო საბჭოს მდივანს, რომელიც ადგენს სხდომის ოქმს.
მუხლი 11. პროგრამის ბენეფიციარი და მისი უფლება-მოვალეობანი:🔗
1. პროგრამის ბენეფიციარი შეიძლება იყოს საქართველოში მოქმედი და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებული ნებისმიერი ოპერატორი, რომელსაც გააჩნია სურვილი და მზადყოფნა, ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამაში მიიღოს მონაწილეობა.
2. მას შემდეგ, რაც ოუფენ ნეტი ამ პროგრამის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად შეიმუშავებს მეთოდოლოგიას, ხოლო საკონკურსო საბჭო გამოაცხადებს კონკურსს სხვადასხვა ლოტზე, ნებისმიერი ოპერატორი უფლებამოსილია, ამ პროგრამით განსაზღვრული წესითა და პირობებით მიმართოს ჯერ კომერციულ ბანკს/საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტს, ხოლო შემდეგ, კომერციული ბანკიდან/საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტიდან მოპოვებული წინასწარი წერილობითი თანხმობის ან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე - საკონკურსო საბჭოს თანადაფინანსების მოსაპოვებლად.
3. თითოეული ბენეფიციარი ვალდებულია, უპირობოდ უზრუნველყოს სამუშაოების შესრულება საკონკურსო საბჭოს მიერ შესაბამისი ლოტისათვის განსაზღვრული ვადებისა და ეტაპების დაცვით და ააშენოს ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურა ხელშეკრულებით შეთანხმებული ტოპოლოგიითა და სამშენებლო სტანდარტით, ხოლო სხვა ოპერატორების მოთხოვნის შემთხვევაში –
მიაწოდოს მათ ღია დაშვების მომსახურება წინასწარ განსაზღვრული ზღვრული მოცულობების ფარგლებში და შეთანხმებული ტარიფით.
მუხლი 12. კომერციულ ბანკებსა და საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან ურთიერთობა🔗
1. პროგრამის ფინანსური მხარდაჭერის კომპონენტში მონაწილეობის მსურველი ოპერატორი მიმართავს საქართველოში მოქმედ ნებისმიერ კომერციულ ბანკს ან საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტს დაფინანსების მოსაპოვებლად.
2. კომერციული ბანკი/საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტი და ოპერატორი, ნების თავისუფალი გამოვლენის პრინციპზე დაყრდნობით, მოილაპარაკებენ, შეათანხმებენ და ჩამოაყალიბებენ გარიგების (მათ შორის, კრედიტის ათვისების, სარგებლის დარიცხვისა და სესხის დაბრუნების) ყველა ფინანსურ, კომერციულსა თუ იურიდიულ პირობას, როგორც ორი თანასწორი და დამოუკიდებელი მხარე.
3. კომერციულ ბანკს/საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტს და ოპერატორს შორის გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულება შეიძლება ითვალისწინებდეს დათქმას, რომლის მიხედვითაც მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულება სავალდებულო ძალას იძენს ამ პროგრამის შესაბამისად გამოყოფილი თანადაფინანსების დამტკიცების შემდგომ.
4. თანადაფინანსების მისაღებად ოპერატორი კომერციულ ბანკთან/საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტთან გაფორმებული დოკუმენტების პაკეტს, ამ პროგრამით გათვალისწინებულ ან/და საკონკურსო საბჭოს მიერ ჩამოყალიბებულ სხვა კრიტერიუმებთან ერთად, წარუდგენს საკონკურსო საბჭოს განსახილველად. იმ შემთხვევაში, თუ ერთსა და იმავე ლოტზე წარდგენილ იქნა ორი სხვადასხვა ოპერატორის მიერ მომზადებული წინადადება, საკონკურსო საბჭო გამარჯვებულს გამოავლენს ამ პროგრამის მე-6 მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრული კრიტერიუმების შესაბამისად.
5. თითოეული ლოტის შემთხვევაში, ოუფენ ნეტი დააფინანსებს მხოლოდ იმ ოპერატორის საკრედიტო განაცხადს, რომელიც დამტკიცდება საკონკურსო საბჭოს მიერ. თანადაფინანსება შეეხება კომერციული ბანკიდან/საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტიდან მიღებულ კრედიტზე დარიცხული საპროცენტო განაკვეთის იმ ოდენობას, რომელიც ბენეფიციარის მიერ მოთხოვნილი იყო განაცხადში არაუმეტეს 10 (ათი) პროცენტისა უცხოურ ვალუტაში და 12 (თორმეტი) პროცენტისა ეროვნულ ვალუტაში, კრედიტის გაცემიდან არა უმეტეს 120 (ას ოცი) თვის განმავლობაში.
6. ამ პროგრამის ფარგლებში განსაზღვრული კრედიტი კომერციული ბანკის/საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტის მიერ გაიცემა მხოლოდ ფინანსური ხელშეწყობის კომპონენტის გეოგრაფიული არეალის დასახლებულ პუნქტებამდე ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და ამ დასახლებულ პუნქტებში დაშვების წერტილის ორგანიზებისათვის.
7. კომერციული ბანკი/საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტი ამოწმებს კრედიტის ათვისების მიზნობრიობას, აგრეთვე თანადაფინანსების სხვა პირობებს და ოუფენ ნეტთან ერთად და მასთან შეთანხმებით მიმართავს შესაბამის ზომებს, კრედიტის ათვისების მიზნობრიობის დარღვევის შემთხვევაში. ეს პროგრამა არ ზღუდავს კომერციული ბანკის/საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტის უფლებამოსილებას, განსაზღვროს საკრედიტო ხელშეკრულების დარღვევის სხვა შემთხვევები და ამგვარი დარღვევიდან გამომდინარე სანქციები.
8. ოუფენ ნეტი კომერციული ბანკის/საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტის მიერ პროგრამის ბენეფიციარზე გაცემულ კრედიტზე დარიცხული წლიური (ეფექტური) საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსებას ახორციელებს კანონმდებლობით დადგენილი წესით, თანხის კომერციული ბანკისთვის/საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტისათვის გადარიცხვის გზით, სესხის მომსახურების გრაფიკის შესაბამისად.
9. ამ პროგრამის მე-6 მუხლის მე-7 პუნქტის საფუძველზე გასაფორმებელ ხელშეკრულებაში გათვალისწინებულ უნდა იქნეს შემდეგი პირობები:
ა) კრედიტის ვადაზე ადრე დაფარვის შემთხვევაში, პროგრამის ბენეფიციარს კომერციული ბანკის/საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტის მიმართ წარმოშობილი წინსწრებით დაფარვის საკომისიო/ჯარიმა არ უნდა აღემატებოდეს გამოყოფილი საკრედიტო რესურსის ჯამური ოდენობის 2 %-ს (ორ პროცენტს);
ბ) კომერციული ბანკის/საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტის მიერ ამ პროგრამის ფარგლებში კრედიტის რეფინანსირების შემთხვევაში, არ უნდა იზრდებოდეს თავდაპირველად დამტკიცებული კრედიტით სარგებლობისათვის განსაზღვრული პერიოდი იმგვარად, რომ კრედიტის მომსახურების ჯამური ვადა აღემატოს 120 (ას ოცი) თვეს ან/და გაიზარდოს ფინანსური ხელშეწყობის კომპონენტით გათვალისწინებული თანადაფინანსების ჯამური ოდენობა;
გ) სხვა კომერციული ბანკის/საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტის მიერ კრედიტის რეფინანსირების შემთხვევაში, იმოქმედებს არაუმეტეს ეროვნული ბანკის მიერ ასეთი შემთხვევებისათვის დაწესებული საკომისიო განაკვეთი;
დ) გრაფიკით განსაზღვრულ ვადაში, გრაფიკით განსაზღვრული თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში, კომერციული ბანკი/საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტი უფლებამოსილია, პროგრამის ბენეფიციარს მხოლოდ გადასახდელ ძირითად თანხაზე დაარიცხოს ჯარიმა, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს ვადაგადაცილებული თანხის 0.1 (ნულ მთელ და ერთ მეათედ) პროცენტს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;
ე) ამ პროგრამის მე-6 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული პირობები.
მუხლი 13. ხელშეკრულების შეწყვეტისა და ოუფენ ნეტის ვალდებულებათა შეჩერების პირობები🔗
1. ოუფენ ნეტი შეწყვეტს ან თავისი შეხედულებისამებრ შეაჩერებს ბენეფიციარისათვის კრედიტზე დარიცხული წლიური საპროცენტო განაკვეთის დაფარვაში თანამონაწილეობას შემდეგი გარემოებების დადგომისას:
ა) კრედიტის სრულად დაფარვა ბენეფიციარის მიერ;
ბ) ბენეფიციარის მიერ ამ პროგრამის მე-6 მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობა;
გ) გაცემული სესხის პროგრამით განსაზღვრული პირობების რესტრუქტურიზაცია ან რეფინანსირება, თუკი რესტრუქტურიზაციის ან რეფინანსირების შედეგად იზრდება ფინანსური ხელშეწყობის კომპონენტით გათვალისწინებული თანადაფინანსების ჯამური ოდენობა, ან კრედიტის მომსახურების ჯამური ვადა აღემატება 120 (ას ოცი) თვეს;
დ) ბენეფიციარის მიერ პროგრამის მიზნობრიობასთან დაკავშირებული ან ბენეფიციართან გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული სხვა ვალდებულების დარღვევა;
ე) ამ პროგრამის მე-6 მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად გაფორმებული ხელშეკრულებით ან/და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შემთხვევა.
2. ბენეფიციარის მიერ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ოუფენ ნეტი უფლებამოსილია, გამოიყენოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების უფლება ბენეფიციარის მიმართ.
მუხლი 14. ზოგადი პირობები🔗
1. ამ პროგრამის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრული ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის მშენებლობის გეოგრაფიულ არეალში სამუშაოების ჩატარებისა და დასახლებული პუნქტების ფართოზოლოვანი ინფრასტრქუტურით დაფარვის ტექნიკურ, ფინანსურ და დროით გეგმას ამზადებს და სამინისტროს შესათანხმებლად წარუდგენს ოუფენ ნეტი.
2. ოუფენ ნეტი აცხადებს ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის მშენებლობის კონკურსს სამინისტროსთან შეთანხმებით, მის მიერ დადგენილი ინფრასტრუქტურის მშენებლობის სამიზნე გეოგრაფიულ არეალში თითოეული ლოტის ან/და ფაზისათვის.
3. საკონკურსო განაცხადი მოიცავს შემდეგ მონაცემებს:
ა) ლოტებს და/ან ფაზებში შემავალი დასახლებული პუნქტების სიას;
ბ) ქსელის დადგენილ ტოპოლოგიას და ტექნიკურ მახასიათებლებს;
გ) მშენებლობის ტექნიკურ ნორმებს;
დ) წინადადების წარდგენის ვადებსა და ფორმატს;
ე) გასაფორმებელი ხელშეკრულების პროექტს;
ვ) საკვალიფიკაციო მოთხოვნებს;
ზ) საჭიროების შემთხვევაში, დამატებით ინფორმაციას ან/და პირობებს.
4. მე-14 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად დადგენილი გეგმის გათვალისწინებით, ოუფენ ნეტი აცხადებს:
ა) ინფრასტრუქტურის პროექტირებისა და მშენებლობის კონკურსს: ამ პუნქტის მიზნებისათვის ინფრასტრუქტურად მიიჩნევა ოპტიკური კაბელ(ებ)ის, საკანალიზაციო არხების, ბოძების, ჭების, კოლოფების, ტერმინალური მოწყობილობების, შენობა-ნაგებობებისა და სხვა დამხმარე მოწყობილობების ერთობლიობა, ხოლო ინფრასტრუქტურის პროექტირებად და მშენებლობად მიიჩნევა, გეოგრაფიული არეალის ფარგლებში, წინასწარ განსაზღვრული ტოპოლოგიის გათვალისწინებით, ინფრასტრუქტურის სამშენებლო მიზნებისათვის აუცილებელი საპროექტო დოკუმენტაციის შედგენა, ნებართვების, შეთანხმებებისა და ნებისმიერი სხვა დოკუმენტაციის მოპოვება და მოთხოვნილი სტანდარტის შესაბამისი ნორმების დაცვით სამშენებლო სამუშაოების ჩატარება;
ბ) ქსელის დაგეგმარებისა და მოწყობის კონკურსს: ამ პუნქტის მიზნებისათვის ქსელად მიიჩნევა ოპტიკური გადაცემის სისტემები და ღია დაშვების მომსახურების მიწოდებისათვის საჭირო სხვა აქტიური და/ან დამხმარე მოწყობილობები და მასალები, რომლებიც უზრუნველყოფენ მონაცემთა გადაცემას, ხოლო ქსელის დაგეგმარებად და მოწყობად მიიჩნევა განსაზღვრული ტოპოლოგიისა და მონაცემთა გადაცემის არხების დადგენილი მოცულობების შესაბამისი ტევადობისა და ხარისხობრივი მაჩვენებლების უზრუნველყოფისთვის საჭირო აპარატურის დაგეგმარება და მიწოდება, აგრეთვე მონტაჟი, ინტეგრაცია, ტესტირება და ექსპლუატაციაში გაშვება.
5. ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის განვითარების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ოუფენ ნეტის მიერ სახელმწიფო შესყიდვა განხორციელდება, კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქართველოს მთავრობის განკარგულებით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში.
მუხლი 15. ინფრასტრუქტურის პროექტირებისა და მშენებლობის კონკურსი🔗
1. ოუფენ ნეტი სამუშაოს მოცულობის, ტერიტორიული დაფარვის ზონის, მოსახლეობის რაოდენობისა და სიმჭიდროვის გათვალისწინებით, ასევე შესასრულებელი სამუშაოების სიმძიმის, სეზონურობისა და პრიორიტეტების გათვლით, სამინისტროს შესათანხმებლად წარუდგენს ინფრასტრუქტურის მშენებლობის კომპონენტის ინფრასტრუქტურის პროექტირებისა და მშენებლობის კონკურსისათვის სამიზნე გეოგრაფიული არეალის ლოტებად და/ან ფაზებად დაყოფის მეთოდოლოგიას, ლოტებს და და საკონკურსო დოკუმენტაციას.
2. ოუფენ ნეტი, სამინისტროსთან შეთანხმებული ფაზების და/ან ლოტების შესაბამისად, აცხადებს ინფრასტრუქტურის პროექტირებისა და მშენებლობის კონკურსს.
3. კონკურსში მონაწილეობა შეუძლია საქართველოში მოქმედ და რეგისტრირებულ ნებისმიერ იურიდიულ პირს ან ინდივიდუალურ მეწარმეს, რომელიც აკმაყოფილებს ოუფენ ნეტის მიერ გამოცხადებულ საკონკურსო პირობებს.
4. კონკურსში მონაწილე პირი ვალდებულია, საკონკურსო განაცხადის წარდგენისას გაითვალისწინოს ოუფენ ნეტის მიერ გამოცხადებული ქსელის ტოპოლოგია, ტექნიკური მახასიათებლები, ქსელის მშენებლობის სტანდარტები და სხვა მოთხოვნები.
მუხლი 16. ქსელის დაგეგმარებისა და მოწყობის კონკურსი🔗
1. ოუფენ ნეტი სამუშაოს მოცულობის, ტერიტორიული დაფარვის ზონის, მოსახლეობის რაოდენობისა და სიმჭიდროვის გათვალისწინებით, ასევე შესასრულებელი სამუშაოების სიმძიმის, სეზონურობისა და პრიორიტეტების გათვლით, სამინისტროს შესათანხმებლად წარუდგენს ინფრასტრუქტურის მშენებლობის კომპონენტის ქსელის დაგეგმარებისა და მოწყობის კონკურსისათვის სამიზნე გეოგრაფიული არეალის ფაზებად დაყოფის მეთოდოლოგიას, ფაზებსა და საკონკურსო დოკუმენტაციას.
2. ოუფენ ნეტი, სამინისტროსთან შეთანხმებული ფაზების შესაბამისად, აცხადებს ქსელის დაგეგმარებისა და მოწყობის კონკურსს.
3. კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ იურიდიულ პირს, რომელიც აკმაყოფილებს ოუფენ ნეტის მიერ გამოცხადებულ საკონკურსო პირობებს.
4. კონკურსში მონაწილე პირი ვალდებულია, საკონკურსო წინადადების წარდგენისას გაითვალისწინოს ოუფენ ნეტის მიერ გამოცხადებული ქსელის ტოპოლოგია, სამიზნე ტექნიკური მაჩვენებლები, ქსელის მშენებლობის სტანდარტები და სხვა მოთხოვნები.
მუხლი 17. ინფრასტრუქტურისა და ქსელის დროებითი მართვის კონკურსი🔗
1. ოუფენ ნეტი, ინფრასტრუქტურის პროექტირებისა და მშენებლობის კონკურსის და ქსელის დაგეგმარებისა და მოწყობის კონკურსის ფაზებისა და ლოტების შესაბამისად, სამინისტროს შესათანხმებლად წარუდგენს ინფრასტრუქტურის მშენებლობის კომპონენტის ინფრასტრუქტურისა და ქსელის დროებითი მართვის კონკურსის ფაზებად დაყოფის მეთოდოლოგიას, ფაზებსა და საკონკურსო დოკუმენტაციას.
2. ოუფენ ნეტის მიერ, სამინისტროსთან შეთანხმებული ფაზების შესაბამისად, საკონკურსო საბჭო აცხადებს ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურისა და ქსელის დროებითი მართვის კონკურსს, რაც ითვალისწინებს ამ პროგრამის მე-14 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ინფრასტრუქტურისა და ქსელის ექსპლუატაციას, დროებით მართვასა და ღია დაშვების მომსახურების მიწოდებას. საკონკურსო საბჭო აფასებს წარდგენილ წინადადებებს და გამოავლენს გამარჯვებულს.
3. კონკურსში მონაწილე პირი ვალდებულია, საკონკურსო წინადადების წარდგენისას, გაითვალისწინოს საკონკურსო საბჭოს მიერ გამოცხადებული მოთხოვნები, მათ შორის, ქსელის ექსპლუატაციის სამიზნე ტექნიკური მაჩვენებლები, სატარიფო რეჟიმი, ღია დაშვებისა და მომსახურების სხვა პირობები.
მუხლი 18. ინფრასტრუქტურისა და ქსელის საკუთრება და მართვა🔗
1. პროგრამით განსაზღვრული გეოგრაფიული არეალის დასახლებულ პუნქტებში ღია დაშვების მომსახურების მიწოდების მიზნით, ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის მშენებლობის კომპონენტის ფარგლებში აშენებული ინფრასტრუქტურა და ქსელი წარმოადგენს ოუფენ ნეტის საკუთრებას.
2. ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის მშენებლობის კომპონენტის ფარგლებში აშენებული ინფრასტრუქტურა და ქსელი არ გასხვისდება ინფრასტრუქტურისა და ქსელის ექსპლუატაციაში მიღებიდან 10 წლის განმავლობაში.
3. დროებითი მმართველი ვალდებულია, ზედმიწევნით შეასრულოს ოუფენ ნეტის მიერ დადგენილი მომსახურების მოთხოვნები, მათ შორის, ქსელის ექსპლუატაციის სამიზნე ტექნიკური მაჩვენებლები, ხოლო სხვა ოპერატორების მოთხოვნის შემთხვევაში –
მიაწოდოს მათ ღია დაშვების და სხვა მომსახურებები შეთანხმებული ტარიფით.
4. ოუფენ ნეტი არ აწვდის სხვა ოპერატორებს საბითუმო და ღია დაშვების მომსახურებას აშენებული ინფრასტრუქტურითა და ქსელით.
5. ოუფენ ნეტი არ აწვდის მომსახურებას ბოლო მომხმარებელს.
მუხლი 19. პროგრამის ბიუჯეტი და დაფინანსება🔗
პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტები შესაძლოა დაფინანსდეს საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციების, ასევე საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა სახსრებით.
მუხლი 20. დავები🔗
ამ პროგრამის განხორციელებიდან გამომდინარე, ნებისმიერი დავა განიხილება საქართველოს საერთო სასამართლოების მიერ, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „საქართველოში ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის განვითარების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“, №375, 28.07.2016, სარეგისტრაციო კოდი 330000000.10.003.019436 (კონსოლიდირებული რედაქცია 16.06.2021). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3355632-6/