მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული პირისათვის სახელმწიფო სასწავლო გრანტის მინიჭების წესის დამტკიცების თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
05.09.2016 ძალადაკარგული 03.10.2024
ნომერი
№112/ნ
სარეგისტრაციო კოდი
430110000.22.022.017185
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 05/09/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (17)

შემდგომი ცვლილებები (7)

წინა ცვლილებები (10)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+
 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №112/ნ

2016 წლის 5 სექტემბერი

ქ. თბილისი

 

მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული პირისათვის სახელმწიფო სასწავლო გრანტის მინიჭების წესის დამტკიცების თაობაზე


+
მუხლი 1
დამტკიცდეს მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული პირისათვის სახელმწიფო სასწავლო გრანტის მინიჭების წესი ამ ბრძანების დანართის შესაბამისად.
+
მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრიალექსანდრე ჯეჯელავა
+



დანართი
მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული პირისათვის სახელმწიფო სასწავლო გრანტის მინიჭების წესი

+
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
ეს წესი განსაზღვრავს საქართველოში მოქმედ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში (შემდგომში – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება) მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული პირისათვის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) მიერ სახელმწიფო სასწავლო გრანტის მინიჭების წესს (შემდგომში – წესი).

+
მუხლი 2. სახელმწიფო სასწავლო გრანტის გაცემის მიზანი
სახელმწიფო სასწავლო გრანტის გაცემის მიზანია:

ა) უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში არსებული ინტელექტუალური პოტენციალის მიზნობრივად გამოყენების ხელშეწყობა;

ბ) მასწავლებლობის მსურველთა პროფესიული მოღვაწეობისათვის მომზადება;

გ) ახალგაზრდების დაინტერესების ხელშეწყობა განათლების მიმართულებით სწავლის გასაგრძელებლად.


+
მუხლი 3. სახელმწიფო სასწავლო გრანტის მიღებაზე უფლებამოსილი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები
1. ამ წესის საფუძველზე, სახელმწიფო სასწავლო გრანტი მიენიჭებათ ქვემოთ მითითებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე შემდეგი რაოდენობით ჩარიცხულ პირებს:

 

№

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება

ადგილების რაოდენობა

1

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

100

2

სსიპ – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

171

3

სსიპ  – აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი

120

4

სსიპ – ბათუმის შოთა რუსთველის სახელმწიფო უნივერსიტეტი

65

5

სსიპ – სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი

30

6

სსიპ  – იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი

45

7

სსიპ – გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი

40

8

შპს – საქართველოს უნივერსიტეტი

10

9

სსიპ – სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი

60

10

შპს – შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსტიტეტი

20

11

სსიპ – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის  სახელმწიფო კონსერვატორია

7

12

შპს – აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი

20

13

სსიპ – ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტი

6

14

ა(ა)იპ – საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ტბელ აბუსერიძის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტი  

35

15

სსიპ – შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი

25

16

ა(ა)იპ – საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი

81

17

სსიპ საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი

30

18

შპს  – ევროპის  უნივერსიტეტი

50

 

საერთო რაოდენობა

915

2. მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ პირთაგან ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ადგილების ფარგლებში დასაფინანსებელ პირებს შეარჩევს შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება თავის მიერ დადგენილი წესით და იმავე წლის 5 ოქტომბრამდე წარუდგენს სამინისტროს.

3.  სამინისტრო ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ ინფორმაციას აგზავნის სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში, რომელიც აღნიშნულ ინფორმაციას ამოწმებს საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში და 10 სამუშაო დღის ვადაში სამინისტროს უდასტურებს ინფორმაციის სისწორეს, ასევე სამინისტროს უგზავნის ინფორმაციას იმ პირების შესახებ, რომლებიც ჩარიცხულნი არიან ორ ან მეტ მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე.

4. პირის მიერ ერთდროულად მასწავლებლის მომზადების რამდენიმე საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის შემთხვევაში, მასზე გაიცემა მხოლოდ ერთი სახელმწიფო სასწავლო გრანტი.

5. პირის მიერ ერთდროულად მასწავლებლის მომზადების რამდენიმე საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის შემთხვევაში გადაწყვეტილებას, თუ რომელი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე მიენიჭოს სახელმწიფო სასწავლო გრანტი, იღებს შესაბამისი პირი, რომელიც ვალდებულია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის  სამინისტროსათვის წარდგენამდე, თავის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ აცნობოს შესაბამის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასა და სამინისტროს.

6. პირის მიერ ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების შესახებ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისათვის/სამინისტროსათვის მიუმართაობის შემთხვევაში, სამინისტრო, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული რიგითობის დაცვით, იღებს გადაწყვეტილებას პირის ერთ-ერთი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე დაფინანსების მინიჭების შესახებ.

7. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ პირთათვის სახელმწიფო სასწავლო გრანტის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

8. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ადგილების რაოდენობის ზევით ჩარიცხულ პირთა სწავლის საფასური უნდა დაიფაროს არასახელმწიფო წყაროებიდან.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 29 აგვისტოს ბრძანება №147/ნ - ვებგვერდი, 30.08.2017წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 5 ოქტომბრის ბრძანება №175/ნ - ვებგვერდი, 05.10.2017წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 15 დეკემბრის ბრძანება №198/ნ - ვებგვერდი, 18.12.2017წ.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2018 წლის 4 სექტემბრის ბრძანება №26/ნ - ვებგვერდი, 05.09.2018წ.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 12 ივლისის ბრძანება №146/ნ - ვებგვერდი, 15.07.2019წ.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 20 სექტემბრის ბრძანება №200/ნ - ვებგვერდი, 20.09.2019წ.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2020 წლის 10 სექტემბრის ბრძანება №97/ნ - ვებგვერდი, 11.09.2020 წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 02 ივნისის ბრძანება №32/ნ - ვებგვერდი, 03.06.2021წ.


+
მუხლი 4. სახელმწიფო სასწავლო გრანტის ოდენობა
მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ პირთათვის მისანიჭებელი სახელმწიფო სასწავლო გრანტის ოდენობა განისაზღვრება ,,მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ პირთა დაფინანსების მოცულობისა და ოდენობის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილების შესაბამისად.

+
მუხლი 5. დაფინანსების მიღების უფლების შეზღუდვა
1. მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე პირის სწავლა ფინანსდება არაუმეტეს ერთი წლის განმავლობაში.

2. დაუშვებელია ერთისა და იმავე პირისათვის ერთზე მეტი სახელმწიფო სასწავლო გრანტის გაცემა მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის მიზნით.


+
მუხლი 6. გარდამავალი დებულებანი
1. მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე 2016 წელს ჩარიცხული პირებისათვის სახელმწიფო სასწავლო გრანტის მინიჭების მიზნით:

ა) მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ პირთაგან ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ადგილების ფარგლებში დასაფინანსებელ პირებს შეარჩევს შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება თავის მიერ დადგენილი წესით და 2016 წლის 14 ოქტომბრის ჩათვლით წარუდგენს სამინისტროს;

ბ) სამინისტრო ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ინფორმაციას აგზავნის სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში, რომელიც აღნიშნულ ინფორმაციას ამოწმებს საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში და 5 სამუშაო დღის ვადაში სამინისტროს უდასტურებს ინფორმაციის სისწორეს, ასევე სამინისტროს უგზავნის ინფორმაციას იმ პირების შესახებ, რომლებიც ჩარიცხულნი არიან ორ ან მეტ მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე.

2. მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე 2018 წელს ჩარიცხული პირებისათვის სახელმწიფო სასწავლო გრანტის მინიჭების მიზნით:

ა) მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ პირთაგან ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ადგილების ფარგლებში დასაფინანსებელ პირებს შეარჩევს შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება თავის მიერ დადგენილი წესით და 2018 წლის 16 ნოემბრის ჩათვლით წარუდგენს სამინისტროს;

ბ) სამინისტრო ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ინფორმაციას აგზავნის სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში, რომელიც აღნიშნულ ინფორმაციას ამოწმებს საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში და 5 სამუშაო დღის ვადაში სამინისტროს უდასტურებს ინფორმაციის სისწორეს, ასევე სამინისტროს უგზავნის ინფორმაციას იმ პირების შესახებ, რომლებიც ჩარიცხულნი არიან ორ ან მეტ მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 13 ოქტომბრის ბრძანება №137/ნ - ვებგვერდი, 13.10.2016წ.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2018 წლის 8 ნოემბრის ბრძანება №49/ნ - ვებგვერდი, 08.11.2018წ.



Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული პირისათვის სახელმწიფო სასწავლო გრანტის მინიჭების წესის დამტკიცების თაობაზე“, №112/ნ, 05.09.2016, სარეგისტრაციო კოდი 430110000.22.022.017185 (კონსოლიდირებული რედაქცია 02.06.2021). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3381100-10/