მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული პირისათვის სახელმწიფო სასწავლო გრანტის მინიჭების წესის დამტკიცების თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
05.09.2016 ძალადაკარგული 03.10.2024
ნომერი
№112/ნ
სარეგისტრაციო კოდი
430110000.22.022.017185
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 05/09/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (17)

შემდგომი ცვლილებები (4)

წინა ცვლილებები (13)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+
 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №112/ნ

2016 წლის 5 სექტემბერი

ქ. თბილისი

 

მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული პირისათვის სახელმწიფო სასწავლო გრანტის მინიჭების წესის დამტკიცების თაობაზე


+
მუხლი 1
დამტკიცდეს მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული პირისათვის სახელმწიფო სასწავლო გრანტის მინიჭების წესი ამ ბრძანების დანართის შესაბამისად.
+
მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრიალექსანდრე ჯეჯელავა
+



დანართი
მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული პირისათვის სახელმწიფო სასწავლო გრანტის მინიჭების წესი

+
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
ეს წესი განსაზღვრავს საქართველოში მოქმედ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში (შემდგომში – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება) მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული პირისათვის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) მიერ სახელმწიფო სასწავლო გრანტის მინიჭების წესს (შემდგომში – წესი).

+
მუხლი 2. სახელმწიფო სასწავლო გრანტის გაცემის მიზანი
სახელმწიფო სასწავლო გრანტის გაცემის მიზანია:

ა) უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში არსებული ინტელექტუალური პოტენციალის მიზნობრივად გამოყენების ხელშეწყობა;

ბ) მასწავლებლობის მსურველთა პროფესიული მოღვაწეობისათვის მომზადება;

გ) ახალგაზრდების დაინტერესების ხელშეწყობა განათლების მიმართულებით სწავლის გასაგრძელებლად.


+
მუხლი 3. სახელმწიფო სასწავლო გრანტის მიღებაზე უფლებამოსილი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები
1. ამ წესის საფუძველზე, სახელმწიფო სასწავლო გრანტი მიენიჭებათ ქვემოთ მითითებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე/პროგრამის მოდულზე შემდეგი რაოდენობით ჩარიცხულ პირებს:

№

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება და მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა/პროგრამის მოდული

ადგილების რაოდენობა

1

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

100

 

ქართული ენა, ლიტერატურა

   20

მათემატიკა

7

გეოგრაფია

6

ისტორია

10

ფიზიკა

3

ბიოლოგია

8

ქიმია

5

სამოქალაქო განათლება

18

ინგლისური ენა

12

ფრანგული ენა

3

გერმანული ენა

3

რუსული ენა

5

2

სსიპ – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

190

 

ქართული ენა, ლიტერატურა

18

მათემატიკა

15

გეოგრაფია

10

ისტორია

13

ფიზიკა

7

ბიოლოგია

10

სამოქალაქო განათლება

15

ინგლისური ენა

15

გერმანული ენა

7

რუსული ენა

10

სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება

20

ქართული, როგორც მეორე ენა

15

მუსიკა

10

ზოგადი განათლების I-IV კლასების მასწავლებელი

25

3

სსიპ – აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი

135

 

ქართული ენა, ლიტერატურა

25

 

მათემატიკა

10

 

გეოგრაფია

5

 

ისტორია

16

 

ფიზიკა

2

 

ბიოლოგია

15

 

ქიმია

4

 

ინგლისური ენა

31

 

ფრანგული ენა

1

 

გერმანული ენა

5

 

რუსული ენა

16

 

მუსიკა

5

4

სსიპ – ბათუმის შოთა რუსთველის სახელმწიფო უნივერსიტეტი

85

 

ქართული ენა, ლიტერატურა

12

მათემატიკა

5

გეოგრაფია

4

ისტორია

4

ფიზიკა

2

ბიოლოგია

4

ქიმია

2

სამოქალაქო განათლება

13

ინგლისური ენა

15

ფრანგული ენა

2

გერმანული ენა

5

რუსული ენა

  5

სპორტი

 10

სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება

2

5

სსიპ  – სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი

30

 

ქართული ენა, ლიტერატურა

4

მათემატიკა

2

გეოგრაფია

2

ისტორია

4

ფიზიკა

1

ბიოლოგია

2

ქიმია

1

ინგლისური ენა

4

ფრანგული ენა

1

გერმანული ენა

1

რუსული ენა

4

ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიები

4

6.

სსიპ  – იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი

50

 

ქართული ენა, ლიტერატურა

8

მათემატიკა

2

გეოგრაფია

3

ისტორია

8

ფიზიკა

1

ბიოლოგია

4

ქიმია

2

ინგლისური ენა

10

გერმანული ენა

1

სპორტი

4

სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება

7

7

სსიპ  – გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი

45

 

ქართული ენა, ლიტერატურა

8

მათემატიკა

1

გეოგრაფია

2

ისტორია

12

ბიოლოგია

5

ინგლისური ენა

16

გერმანული ენა

1

8

სსიპ  – სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი

68

 

ქართული ენა, ლიტერატურა

6

მათემატიკა

6

გეოგრაფია

10

ისტორია

4

ფიზიკა

2

ბიოლოგია

6

ქიმია

6

სამოქალაქო განათლება

10

ინგლისური ენა

13

გერმანული ენა

1

რუსული ენა

4

9

სსიპ  – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია

7

 

მუსიკა

7

10

სსიპ  – ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტი

15

 

სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება

8

მუსიკა

7

11

სსიპ – საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი

40

 

სპორტი

40

12

სსიპ  – შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი

30

 

ქართული ენა, ლიტერატურა

5

მათემატიკა

7

ისტორია

8

ინგლისური ენა

10

13

შპს – შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი

20

 

ინგლისური ენა

20

14

ა(ა)იპ – საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ტბელ აბუსერიძის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტი  

20

 

ქართული ენა, ლიტერატურა

3

სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება

4

ისტორია

3

მათემატიკა

3

ინგლისური ენა

3

ბუნებისმეტყველება

4

15

ა(ა)იპ - საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი

80

 

 ქართული ენა, ლიტერატურა

25

მათემატიკა

6

ისტორია

8

ფიზიკა

5

ბიოლოგია

6

ქიმია

5

ინგლისური ენა

25

16

შპს – საქართველოს უნივერსიტეტი

10

 

ქართული ენა, ლიტერატურა

2

მათემატიკა

2

ისტორია

1

ინგლისური ენა

2

ფიზიკა

1

ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიები

2

17

შპს – აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი

20

 

ქართული ენა, ლიტერატუარ

8

ინგლისური ენა

12

18

შპს – ევროპის  უნივერსიტეტი

50

 

ქართული ენა, ლიტერატურა

7

მათემატიკა

10

ისტორია

4

სამოქალაქო განათლება

9

გეოგრაფია

4

ბუნებისმეტყველება

10

ინგლისური ენა

3

რუსული ენა

3

19

შპს – თბილისის თავისუფალი აკადემია

3

 

ქართული როგორც მეორე ენა

3

20

შპს - ბრიტანული სასწავლო უნივერსიტეტი საქართველოში

2

 

ინგლისური ენა

2

 

საერთო რაოდენობა

1000

1​1. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია ამ მუხლის პირველი პუნქტით მისთვის განსაზღვრული ადგილების საერთო რაოდენობის ფარგლებში აუთვისებელი ადგილები გადაანაწილოს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ მასწავლებლის მომზადების სხვა საგანმანათლებლო პროგრამაზე/პროგრამის მოდულზე.

2. მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ პირთაგან ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ადგილების ფარგლებში დასაფინანსებელ პირებს შეარჩევს შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება თავის მიერ დადგენილი წესით და იმავე წლის 5 ოქტომბრამდე წარუდგენს სამინისტროს.

3. სამინისტრო ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ ინფორმაციას აგზავნის სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში, რომელიც აღნიშნულ ინფორმაციას ამოწმებს უმაღლესი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში და 10 სამუშაო დღის ვადაში სამინისტროს უდასტურებს ინფორმაციის სისწორეს, ასევე სამინისტროს უგზავნის ინფორმაციას იმ პირების შესახებ, რომლებიც ჩარიცხულნი არიან ორ ან მეტ მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე.

4. პირის მიერ ერთდროულად მასწავლებლის მომზადების რამდენიმე საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის შემთხვევაში, მასზე გაიცემა მხოლოდ ერთი სახელმწიფო სასწავლო გრანტი.

5. პირის მიერ ერთდროულად მასწავლებლის მომზადების რამდენიმე საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის შემთხვევაში გადაწყვეტილებას, თუ რომელი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე მიენიჭოს სახელმწიფო სასწავლო გრანტი, იღებს შესაბამისი პირი, რომელიც ვალდებულია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის  სამინისტროსათვის წარდგენამდე, თავის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ აცნობოს შესაბამის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასა და სამინისტროს.

6. პირის მიერ ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების შესახებ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისათვის/სამინისტროსათვის მიუმართაობის შემთხვევაში, სამინისტრო, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული რიგითობის დაცვით, იღებს გადაწყვეტილებას პირის ერთ-ერთი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე დაფინანსების მინიჭების შესახებ.

7. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ პირთათვის სახელმწიფო სასწავლო გრანტის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

8. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ადგილების რაოდენობის ზევით ჩარიცხულ პირთა სწავლის საფასური უნდა დაიფაროს არასახელმწიფო წყაროებიდან.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 29 აგვისტოს ბრძანება №147/ნ - ვებგვერდი, 30.08.2017წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 5 ოქტომბრის ბრძანება №175/ნ - ვებგვერდი, 05.10.2017წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 15 დეკემბრის ბრძანება №198/ნ - ვებგვერდი, 18.12.2017წ.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2018 წლის 4 სექტემბრის ბრძანება №26/ნ - ვებგვერდი, 05.09.2018წ.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 12 ივლისის ბრძანება №146/ნ - ვებგვერდი, 15.07.2019წ.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 20 სექტემბრის ბრძანება №200/ნ - ვებგვერდი, 20.09.2019წ.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2020 წლის 10 სექტემბრის ბრძანება №97/ნ - ვებგვერდი, 11.09.2020 წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 02 ივნისის ბრძანება №32/ნ - ვებგვერდი, 03.06.2021წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 29 სექტემბრის ბრძანება №85/ნ - ვებგვერდი, 30.09.2021წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2022 წლის 30 სექტემბრის ბრძანება №111/ნ - ვებგვერდი, 30.09.2022წ.


+
მუხლი 4. სახელმწიფო სასწავლო გრანტის ოდენობა
მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ პირთათვის მისანიჭებელი სახელმწიფო სასწავლო გრანტის ოდენობა განისაზღვრება ,,მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ პირთა დაფინანსების მოცულობისა და ოდენობის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილების შესაბამისად.

+
მუხლი 5. დაფინანსების მიღების უფლების შეზღუდვა
1. მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე პირის სწავლა ფინანსდება არაუმეტეს ერთი წლის განმავლობაში.

2. დაუშვებელია ერთისა და იმავე პირისათვის ერთზე მეტი სახელმწიფო სასწავლო გრანტის გაცემა მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის მიზნით.


+
მუხლი 6. გარდამავალი დებულებანი
1. მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე 2016 წელს ჩარიცხული პირებისათვის სახელმწიფო სასწავლო გრანტის მინიჭების მიზნით:

ა) მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ პირთაგან ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ადგილების ფარგლებში დასაფინანსებელ პირებს შეარჩევს შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება თავის მიერ დადგენილი წესით და 2016 წლის 14 ოქტომბრის ჩათვლით წარუდგენს სამინისტროს;

ბ) სამინისტრო ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ინფორმაციას აგზავნის სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში, რომელიც აღნიშნულ ინფორმაციას ამოწმებს საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში და 5 სამუშაო დღის ვადაში სამინისტროს უდასტურებს ინფორმაციის სისწორეს, ასევე სამინისტროს უგზავნის ინფორმაციას იმ პირების შესახებ, რომლებიც ჩარიცხულნი არიან ორ ან მეტ მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე.

2. მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე 2018 წელს ჩარიცხული პირებისათვის სახელმწიფო სასწავლო გრანტის მინიჭების მიზნით:

ა) მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ პირთაგან ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ადგილების ფარგლებში დასაფინანსებელ პირებს შეარჩევს შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება თავის მიერ დადგენილი წესით და 2018 წლის 16 ნოემბრის ჩათვლით წარუდგენს სამინისტროს;

ბ) სამინისტრო ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ინფორმაციას აგზავნის სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში, რომელიც აღნიშნულ ინფორმაციას ამოწმებს საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში და 5 სამუშაო დღის ვადაში სამინისტროს უდასტურებს ინფორმაციის სისწორეს, ასევე სამინისტროს უგზავნის ინფორმაციას იმ პირების შესახებ, რომლებიც ჩარიცხულნი არიან ორ ან მეტ მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე.

3. 2021-2022 სასწავლო წლისთვის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ პირთაგან ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ადგილების ფარგლებში დასაფინანსებელ პირებს შეარჩევს შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება თავის მიერ დადგენილი წესით და იმავე წლის 15 ოქტომბრამდე წარუდგენს სამინისტროს.

4. 2022-2023 სასწავლო წლისთვის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ პირთაგან ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ადგილების ფარგლებში დასაფინანსებელ პირებს შეარჩევს შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება თავის მიერ დადგენილი წესით და იმავე წლის 15 ოქტომბრამდე წარუდგენს სამინისტროს.

5. ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ადგილების ფარგლებში, 2022-2023 სასწავლო წლისთვის, მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ პირთაგან დასაფინანსებელი პირების შერჩევის მიზნით, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ 2022 წლის 15 დეკემბრამდე წარმოდგენილი დასაფინანსებელი პირების შესახებ ინფორმაცია ჩაითვალოს ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში წარმოდგენილად.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 13 ოქტომბრის ბრძანება №137/ნ - ვებგვერდი, 13.10.2016წ.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2018 წლის 8 ნოემბრის ბრძანება №49/ნ - ვებგვერდი, 08.11.2018წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 29 სექტემბრის ბრძანება №85/ნ - ვებგვერდი, 30.09.2021წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2022 წლის 30 სექტემბრის ბრძანება №111/ნ - ვებგვერდი, 30.09.2022წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2022 წლის 19 დეკემბრის ბრძანება №136/ნ - ვებგვერდი, 20.12.2022წ.


Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული პირისათვის სახელმწიფო სასწავლო გრანტის მინიჭების წესის დამტკიცების თაობაზე“, №112/ნ, 05.09.2016, სარეგისტრაციო კოდი 430110000.22.022.017185 (კონსოლიდირებული რედაქცია 19.12.2022). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3381100-13/