მზღვეველის საზედამხედველო კაპიტალის ოდენობის გაანგარიშების წესის დამტკიცების თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
16.09.2016 ბოლო ცვლილება 07.08.2024
ნომერი
№16
სარეგისტრაციო კოდი
290160000.60.072.016024
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 22/09/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (5)

შემდგომი ცვლილებები (3)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+
 

საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის

ბრძანება №16

2016 წლის 16 სექტემბერი

ქ. თბილისი

 

მზღვეველის საზედამხედველო კაპიტალის ოდენობის გაანგარიშების წესის დამტკიცების შესახებ

„დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის 1​5 პუნქტის, მე-14 მუხლის 1-ლი პუნქტის „ვ” ქვეპუნქტის, ამავე კანონის მე-16 მუხლის 1-ლი პუნქტის და 21-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის,  2016 წლის 8 ივნისის „დაზღვევის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის და ამავე კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 02 მაისის №102 დადგენილების  თანახმად დამტკიცებული სსიპ – საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის დებულების მე-3 მუხლის „ზ” და „ო“ ქვეპუნქტების და ამავე დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ :

+
მუხლი 1
1. დამტკიცდეს „მზღვეველის საზედამხედველო კაპიტალის ოდენობის გაანგარიშების წესი“ თანდართული სახით.

2. მზღვეველებმა ამ ბრძანების თანდართული წესის 1-ლი მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნა დააკმაყოფილონ 2018 წლის 1 იანვრიდან სრულად.

3. მზღვეველის საზედამხედველო კაპიტალის ოდენობა უნდა აღემატებოდეს გაანგარიშებით მიღებული გადახდისუნარიანობის მარჟის ოდენობის 50 %-ს 2017 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 1 ივლისამდე.

4. მზღვეველის საზედამხედველო კაპიტალის ოდენობა უნდა აღემატებოდეს გაანგარიშებით მიღებული გადახდისუნარიანობის მარჟის ოდენობის 75 %-ს 2017 წლის 1 ივლისიდან 2018 წლის 1 იანვრამდე. 

5. მზღვეველებმა ამ ბრძანების თანდართული წესის 1-ლი მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნა დააკმაყოფილონ 2018 წლის 1 იანვრიდან.

 

+
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

სსიპ - საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსიიოსებ გოგოლაშვილი
Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ბრძანება „მზღვეველის საზედამხედველო კაპიტალის ოდენობის გაანგარიშების წესის დამტკიცების თაობაზე“, №16, 16.09.2016, სარეგისტრაციო კოდი 290160000.60.072.016024 (კონსოლიდირებული რედაქცია 11.10.2017). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3397734-2/