მზღვეველის საზედამხედველო კაპიტალის ოდენობის გაანგარიშების წესის დამტკიცების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (5)
შემდგომი ცვლილებები (2)
წინა ცვლილებები (3)
დოკუმენტის ტექსტი
|
2. მზღვეველებმა ამ ბრძანების თანდართული წესის 1-ლი მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნა დააკმაყოფილონ 2018 წლის 1 იანვრიდან სრულად.
3. მზღვეველის საზედამხედველო კაპიტალის ოდენობა უნდა აღემატებოდეს გაანგარიშებით მიღებული გადახდისუნარიანობის მარჟის ოდენობის 50 %-ს 2017 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 1 ივლისამდე.
4. მზღვეველის საზედამხედველო კაპიტალის ოდენობა უნდა აღემატებოდეს გაანგარიშებით მიღებული გადახდისუნარიანობის მარჟის ოდენობის 75 %-ს 2017 წლის 1 ივლისიდან 2018 წლის 1 იანვრამდე.
5. მზღვეველებმა ამ ბრძანების თანდართული წესის 1-ლი მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნა დააკმაყოფილონ 2018 წლის 1 იანვრიდან.
|
+
საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის
ბრძანება №16
2016 წლის 16 სექტემბერი
ქ. თბილისი
მზღვეველის საზედამხედველო კაპიტალის ოდენობის გაანგარიშების წესის დამტკიცების შესახებ
„დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის 15 პუნქტის, მე-14 მუხლის 1-ლი პუნქტის „ვ” ქვეპუნქტის, ამავე კანონის მე-16 მუხლის 1-ლი პუნქტის და 21-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის, 2016 წლის 8 ივნისის „დაზღვევის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის და ამავე კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 02 მაისის №102 დადგენილების თანახმად დამტკიცებული სსიპ – საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის დებულების მე-3 მუხლის „ზ” და „ო“ ქვეპუნქტების და ამავე დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ :
+
მუხლი 1
1. დამტკიცდეს „მზღვეველის საზედამხედველო კაპიტალის ოდენობის გაანგარიშების წესი“ თანდართული სახით.
2. მზღვეველებმა ამ ბრძანების თანდართული წესის 1-ლი მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნა დააკმაყოფილონ 2018 წლის 1 იანვრიდან სრულად.
3. მზღვეველის საზედამხედველო კაპიტალის ოდენობა უნდა აღემატებოდეს გაანგარიშებით მიღებული გადახდისუნარიანობის მარჟის ოდენობის 50 %-ს 2017 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 1 ივლისამდე.
4. მზღვეველის საზედამხედველო კაპიტალის ოდენობა უნდა აღემატებოდეს გაანგარიშებით მიღებული გადახდისუნარიანობის მარჟის ოდენობის 75 %-ს 2017 წლის 1 ივლისიდან 2018 წლის 1 იანვრამდე.
5. მზღვეველებმა ამ ბრძანების თანდართული წესის 1-ლი მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნა დააკმაყოფილონ 2018 წლის 1 იანვრიდან.
6. ამ ბრძანებით დამტკიცებული „მზღვეველის საზედამხედველო კაპიტალის ოდენობის გაანგარიშების წესის“ მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ჟ“ ქვეპუნქტი არ ვრცელდება 2017 წლის 21 სექტემბრამდე წარმოშობილ ურთიერთობებზე.
საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2017 წლის 18 სექტემბრის ბრძანება №24 - ვებგვერდი, 21.09.2017წ.
საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2017 წლის 11 ოქტომბრის ბრძანება №25 - ვებგვერდი, 11.10.2017წ.
+
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
სსიპ - საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსი იოსებ გოგოლაშვილი
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ბრძანება „მზღვეველის საზედამხედველო კაპიტალის ოდენობის გაანგარიშების წესის დამტკიცების თაობაზე“, №16, 16.09.2016, სარეგისტრაციო კოდი 290160000.60.072.016024 (კონსოლიდირებული რედაქცია 27.12.2017). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3397734-3/