ვებგვერდისა და რეესტრის ელექტრონული ფორმით წარმოების, მისი სტრუქტურის, ფორმის, მასში ასახული ინფორმაციის ნუსხისა და მომხმარებელთა იდენტიფიცირების წესის განსაზღვრის თაობაზე
ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (13)
შემდგომი ცვლილებები (12)
დოკუმენტის ტექსტი
+
|
ვებგვერდისა და რეესტრის ელექტრონული ფორმით წარმოების, მისი სტრუქტურის, ფორმის, მასში ასახული ინფორმაციის ნუსხისა და მომხმარებელთა იდენტიფიცირების წესის განსაზღვრის თაობაზე
„ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-3 პუნქტის და 28-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
+
მუხლი 1
დამტკიცდეს ,,ვებგვერდის და რეესტრის ელექტრონული ფორმით წარმოების, მისი სტრუქტურის, ფორმის, მასში ასახული ინფორმაციის ნუსხისა და მომხმარებელთა იდენტიფიცირების წესი (დანართი №1).
+
მუხლი 2
დამტკიცდეს ,,აუდიტორების სახელმწიფო რეესტრში რეგისტრაციით დაინტერესებულ ფიზიკურ პირთა სარეგისტრაციო განაცხადის ფორმა“ (დანართი №2).
+
მუხლი 3
დამტკიცდეს „აუდიტორული (აუდიტური) ფირმების სახელმწიფო რეესტრში რეგისტრაციით დაინტერესებულ იურიდიულ პირთა სარეგისტრაციო განაცხადის ფორმა“ (დანართი №3).
+
მუხლი 4
ეს ბრძანება, გარდა ამ ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტის და მე-6 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტისა, ამოქმედდეს 2016 წლის 1 ნოემბრიდან.
+
მუხლი 5
ამ ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2017 წლის 1 იანვრიდან.
+
მუხლი 6
ამ ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2018 წლის 1 იანვრიდან.
|
Annotate
როგორ დავიმოწმოთ
ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ბრძანება „ვებგვერდისა და რეესტრის ელექტრონული ფორმით წარმოების, მისი სტრუქტურის, ფორმის, მასში ასახული ინფორმაციის ნუსხისა და მომხმარებელთა იდენტიფიცირების წესის განსაზღვრის თაობაზე“, №17, 28.10.2016, სარეგისტრაციო კოდი 010240000.64.076.016003 (კონსოლიდირებული რედაქცია 02.03.2017). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3422918-1/