ვებგვერდისა და რეესტრის ელექტრონული ფორმით წარმოების, მისი სტრუქტურის, ფორმის, მასში ასახული ინფორმაციის ნუსხისა და მომხმარებელთა იდენტიფიცირების წესის განსაზღვრის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
ცვლილებები (13)
დოკუმენტის ტექსტი
📑 სარჩევი (6 მუხლი)
|
ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ბრძანება №17 |
|
2016 წლის 28 ოქტომბერი ქ. თბილისი |
|
+
+
+
+
+
+
+
ამ ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2018 წლის 1 იანვრიდან.
ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი იური დოლიძე
+
დანართი №1
ვებგვერდისა და რეესტრის ელექტრონული ფორმით წარმოების, მისი სტრუქტურის, ფორმის, მასში ასახული ინფორმაციის ნუსხისა და მომხმარებელთა იდენტიფიცირების წესი
მუხლი 1. რეგულირების სფერო🔗
ეს წესი განსაზღვრავს აუდიტორებისა და აუდიტორული (აუდიტური) ფირმების (შემდგომ – აუდიტორული ფირმა) ვებგვერდისა და სახელმწიფო რეესტრის (შემდგომ – რეესტრი) ელექტრონული ფორმით წარმოების წესს, სტრუქტურას, ფორმას, რეესტრში ასახული აუცილებელი ინფორმაციის ჩამონათვალს, მომხმარებელთა იდენტიფიცირებისა და რეესტრში რეგისტრაციით დაინტერესებულ პირთა სარეგისტრაციო წარმოების წესებსა და პირობებს, წარმოებაში მონაწილე მხარეებს, მათ უფლებებსა და მოვალეობებს.
მუხლი 2. აუდიტორების/აუდიტორული ფირმების სახელმწიფო რეესტრი🔗
1. საქართველოში რეგისტრირებული ფიზიკური პირი, იურიდიული პირი და სხვა ქვეყანაში რეგისტრირებული იურიდიული პირის ფილიალი (შემდგომ – ფილიალი) საქართველოში აუდიტის ჩატარების უფლებამოსილებას იძენენ აუდიტორების/აუდიტორულ ფირმათა სახელმწიფო რეესტრში (შემდგომ – რეესტრი) რეგისტრაციის შემდეგ. რეესტრი საჯაროა. რეესტრი შედგება აუდიტორების სახელმწიფო რეესტრისაგან (შემდგომ – აუდიტორების რეესტრი) და აუდიტორული ფირმების სახელმწიფო რეესტრისაგან (შემდგომ – აუდიტორული ფირმების რეესტრი).
11. აუდიტორს/აუდიტორულ ფირმას რეესტრში რეგისტრაციის შედეგად მინიჭებული სტატუსის/სარეგისტრაციო ნომრის გამოყენების უფლება აქვს „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონით (შემდგომ – კანონი) გათვალისწინებული აუდიტორული მომსახურებების განხორციელების დროს და ფარგლებში.
2. რეესტრის წარმოების მიზნით სამსახური იყენებს შესაბამის პროგრამულ უზრუნველყოფებს და სისტემებს.
3. რეესტრში აუდიტორის/აუდიტორული ფირმის იდენტიფიკაცია უზრუნველყოფილია აუდიტორთა/აუდიტორული ფირმის ინდივიდუალური სარეგისტრაციო ნომრით.
4. რეესტრში რეგისტრაციისათვის აუცილებელია რეგისტრაციით დაინტერესებულ პირთა მიერ ამ ბრძანებით დამტკიცებული შესაბამისი სარეგისტრაციო განაცხადის ელექტრონული ფორმით შევსება და ამ წესის შესაბამისად განსაზღვრული დოკუმენტაციის სამსახურისათვის მატერიალური ფორმით წარდგენა. სარეგისტრაციო განაცხადი ივსება სრულად, გარდა ამ წესით გათვალისწინებული შემთხვევისა.
5. რეესტრის წარმოებას, მასში ასახული ინფორმაციის საჯაროობასა და ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს სამსახური.
51. სამსახურის მიერ აუდიტორის ან/და აუდიტორული ფირმის სარეგისტრაციო პირობებთან შესაბამისობის შესწავლის დროს შესაძლებელია რეესტრში გაკეთდეს შესაბამისი აღნიშვნა.
6. სამსახური უფლებამოსილია საჯარო არ გახადოს რეესტრში ასახული, ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის,,თ“ ქვეპუნქტითა და მე-5 მუხლის პირველი პუნქტის,,თ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ინფორმაცია, თუ ინფორმაციის გასაჯაროვება საფრთხეს უქმნის ქვეყნის ან/და მესამე პირის ინტერესებს. ინფორმაციის შეფასების, ანალიზის და მისი გამოქვეყნების მიზანშეწონილობის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სამსახური.
7. პირის მიერ სარეგისტრაციო განაცხადში წარმოდგენილი და რეესტრში ასახული ინფორმაციის სისწორეზე კონტროლს ახორციელებს სამსახური.
8. სარეგისტრაციო განაცხადით წარდგენილი ის ინფორმაცია (მათ შორის, განახლებადი), რომელიც არ ექვემდებარება რეესტრში გასაჯაროებას, სამსახურის მიერ გამოიყენება საზედამხედველო სფეროების მდგომარეობის შესწავლის, სტატისტიკური ანალიზის მიზნით, რაც აისახება სამსახურის წლიურ საერთო ანგარიშში.
9. საქართველოს პროფესიული ორგანიზაცია, რომელშიც უნდა იყოს გაწევრიანებული ფიზიკური პირი, უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
ა) რეგისტრირებული იყოს არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირად;
ბ) ჰქონდეს შიდა პოლიტიკა, სისტემები და პროცედურები, რომლებიც უზრუნველყოფს:
ბ.ა) პროფესიული სერტიფიცირებისა და განგრძობითი განათლების მიმართ მოთხოვნების დაკმაყოფილებას;
ბ.ბ) პროფესიული ორგანიზაციების წევრების მიერ პროფესიონალი ბუღალტრების ეთიკის კოდექსისა (IESBA Code) და ხარისხის მართვის სისტემის მიმართ მოთხოვნების შესრულებას, პროფესიული ორგანიზაციის მიერ დადგენილი მოთხოვნების დარღვევის გამოვლენას და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაწესებას;
გ) მმართველობის ორგანოს წევრთა უმრავლესობას შეადგენდნენ აუდიტორები ან/და სერტიფიცირებული ბუღალტრები;
დ) მართავდეს ვებგვერდს, რომელზეც გამოაქვეყნებს მისი წევრი აუდიტორების და ამ პროფესიული ორგანიზაციის მიერ სერტიფიცირებული ბუღალტრების რეესტრს, ორგანიზაციის ყოველწლიურ ფინანსურ ანგარიშგებას და საქმიანობის შესახებ ანგარიშს.
10. სამსახური უფლებამოსილია განახორციელოს პროფესიული ორგანიზაციის კანონისა და მის საფუძველზე მიღებული ნორმატიული აქტების მოთხოვნებთან შესაბამისობის მონიტორინგი. უარყოფითი შედეგების გამოვლენისას, სამსახურის უფროსის მიერ გამოიცემა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. ინფორმაცია 2 სამუშაო დღის ვადაში ქვეყნდება სამსახურის ვებგვერდზე და ეგზავნება შესაბამის პროფესიულ ორგანიზაციასა და მის წევრ აუდიტორებს.
11. სერტიფიცირებული ბუღალტერი ვალდებულია ამ მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის სამსახურის ვებგვერდზე გამოქვეყნებიდან არაუგვიანეს 30 დღის ვადაში გაწევრიანდეს საქართველოს იმ პროფესიულ ორგანიზაციაში, რომელიც აკმაყოფილებს კანონით და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილ მოთხოვნებს.
12. აუდიტორული ფირმა ვალდებულია, საქმიანობის მანძილზე ყოველთვის დარწმუნდეს, რომ პროფესიული ორგანიზაცია, რომელშიც მასთან დასაქმებული აუდიტორი და სერტიფიცირებული ბუღალტერი არის გაწევრიანებული, შეესაბამება კანონითა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილ მოთხოვნებს.
13. პირი/ორგანიზაცია უფლებამოსილია კანონითა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით განსაზღვრული სხვადასხვა შინაარსის ამსახველი ინფორმაცია/დოკუმენტაცია პირზე გასცეს ერთი დოკუმენტის (წერილის) სახით.
ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2017 წლის 29 მარტის ბრძანება №ნ-4 - ვებგვერდი, 29.03.2017 წ.
ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2017 წლის 8 ნოემბრის ბრძანება №ნ-19 - ვებგვერდი, 09.11.2017 წ.
ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2023 წლის 31 აგვისტოს ბრძანება №ნ-12 - ვებგვერდი, 04.09.2023წ.
მუხლი 3. აუდიტორების რეესტრში ასახული ინფორმაცია🔗
1. აუდიტორების რეესტრში აუდიტორის შესახებ უნდა იყოს შემდეგი ინფორმაცია:
ა) აუდიტორის სახელი, გვარი, იურიდიული მისამართი, საქმიანობის ადგილი (ძირითადი ან/და არაძირითადი, ინდივიდუალურად ან აუდიტორული ფირმის მეშვეობით), სარეგისტრაციო ნომერი და რეესტრში რეგისტრაციის თარიღი;
ბ) იმ აუდიტორული ფირმის სამართლებრივი ფორმა, სახელწოდება, იურიდიული მისამართი, ვებგვერდის მისამართი და სარეგისტრაციო ნომერი, რომელშიც დასაქმებულია აუდიტორი ან რომელშიც ის არის პარტნიორი/აქციონერი, მმართველობითი ორგანოს წევრი ან რომელთანაც სხვაგვარად არის დაკავშირებული;
გ) ინფორმაცია მისი სხვა ქვეყანაში აუდიტორად რეგისტრაციის შესახებ, ქვეყნის, მარეგისტრირებელი ორგანოს დასახელების, ვებგვერდის და სარეგისტრაციო ნომრის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) მითითებით;
დ) პროფესიულ ორგანიზაციაში წევრობის შესახებ, პროფესიული ორგანიზაციის სახელწოდების, პროფესიული ორგანიზაციის საიდენტიფიკაციო ნომრის, ქვეყნის, პროფესიული ორგანიზაციის ვებგვერდის მითითებით;
ე) ხარისხის მართვის სისტემის მონიტორინგის შედეგები (აისახება სამსახურის მიერ, შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში);
ვ) ბოლო 3 წლის განმავლობაში აუდიტორული (არადაქირავებული) საქმიანობიდან მიღებული შემოსავლები;
ზ) პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევა, სადაზღვევო კომპანიის დასახელების, დაზღვეული პერიოდისა და სადაზღვევო თანხის მითითებით;
თ) ინფორმაცია აუდიტორისათვის სანქციის დაკისრების თაობაზე (ივსება სამსახურის მიერ). ამასთანავე, სამსახური ადმინისტრაციულ აქტს, რომელიც აუდიტორს/აუდიტორულ ფირმას სანქციას აკისრებს, ძალაში შესვლისა და იმ სუბიექტის ინფორმირების შემდეგ, რომელსაც სანქცია დაეკისრა, დაუყოვნებლივ, არანაკლებ 5 წლის ვადით აქვეყნებს ვებგვერდზე, მხარეების მიერ ამ გადაწყვეტილების გასაჩივრების შესახებ ინფორმაციის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) მითითებით.
2. აუდიტორების რეესტრის მთავარ გვერდზე აისახება აუდიტორთა ჩამონათვალი ანბანური თანმიმდევრობით, თითოეული აუდიტორის სარეგისტრაციო ნომრის, აუდიტორის გვარის, სახელის და საქმიანობის ძირითადი ადგილის („ინდივიდუალურად“ ან „აუდიტორული ფირმის სახელწოდების“) მითითებით.
ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2017 წლის 29 მარტის ბრძანება №ნ-4 - ვებგვერდი, 29.03.2017 წ.
ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2017 წლის 8 ნოემბრის ბრძანება №ნ-19 - ვებგვერდი, 09.11.2017 წ.
ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2018 წლის 12 თებერვლის ბრძანება №ნ-3 - ვებგვერდი, 13.02.2018 წ.
ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2023 წლის 31 აგვისტოს ბრძანება №ნ-12 - ვებგვერდი, 04.09.2023წ.
მუხლი 4. აუდიტორების რეესტრში რეგისტრაციისათვის აუცილებელი პირობები🔗
1. აუდიტორების რეესტრში რეგისტრაციით დაინტერესებული ფიზიკური პირი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:
ა) იყოს სერტიფიცირებული ბუღალტერი;
ბ) ჰქონდეს აუდიტორის ზედამხედველობით ფინანსური ანგარიშგების აუდიტის ჩატარების არანაკლებ 3-წლიანი პრაქტიკული გამოცდილება, რასაც წერილობით ადასტურებს ზედამხედველი აუდიტორი;
გ) არ იყოს ნასამართლევი ტერორიზმის დაფინანსებისათვის ან/და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისათვის ან სხვა ეკონომიკური დანაშაულისათვის, აგრეთვე სხვა მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის;
დ) იყოს პროფესიული ორგანიზაციის წევრი;
ე) არ ჰქონდეს დარღვეული პროფესიონალი ბუღალტრების ეთიკის კოდექსი (IESBA Code), რასაც ადასტურებს პროფესიული ორგანიზაცია ან ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული აუდიტორი;
ვ) საქმიანობის ინდივიდუალურად განხორცილების შემთხვევაში, დაზღვეული ჰქონდეს პროფესიული პასუხისმგებლობა, კანონის მე-12 მუხლის მე-7 პუნქტის,,ზ“ ქვეპუნქტის მოთხოვნათა შესაბამისად.
2. კანონის მე-13 მუხლის მე-8 პუნქტის საფუძველზე სამსახური უფლებამოსილია ამ წესის შესაბამისად, საქართველოს სამართლის საკვალიფიკაციო ტესტის ჩაბარებისა და შესაბამისი მიმართვის საფუძველზე რეესტრში დაარეგისტრიროს ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (OECD) წევრ ქვეყნებში, ევროკავშირის წევრ ქვეყნებში, აგრეთვე კანონის მე-13 მუხლის მე-9 პუნქტის საფუძველზე სამსახურის მიერ განსაზღვრულ ქვეყნებში არსებული ბუღალტერთა საერთაშორისო ფედერაციის (IFAC) წევრი ორგანიზაციების წევრი ფიზიკური პირი, რომელსაც სურს აუდიტის საქართველოში ჩატარება.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული 3 (სამი)-წლიანი პრაქტიკული გამოცდილება გულისხმობს ამ 3 (სამ)-წლიანი პერიოდის არანაკლებ ბოლო 2 (ორი) წლის მანძილზე უშუალოდ გარიგების პარტნიორის დაქვემდებარებაში მუშაობას და ისეთი ფუნქციების შესრულებას, რომელიც სულ მცირე მოიცავს სამუშაო გუნდის მართვას, პროფესიული ეთიკის ნორმების დაცვის და ხარისხის უზრუნველყოფას, აუდიტის დაგეგმვას, დამკვეთ სუბიექტთან ურთიერთობას გარიგების მნიშვნელოვან საკითხებზე, არსებითი აუდიტორული მტკიცებულებების და მსჯელობების, აუდიტს დაქვემდებარებული ფინანსური ანგარიშგების მთლიანობაში მიმოხილვას, რაც საფუძვლად ედება აუდიტორული დასკვნის მომზადებას.
ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2019 წლის 28 იანვრის ბრძანება №ნ-1 - ვებგვერდი, 29.01.2019წ.
მუხლი 5. აუდიტორული ფირმების რეესტრში ასახული ინფორმაცია🔗
1. აუდიტორული ფირმების რეესტრში აუდიტორული ფირმის შესახებ უნდა იყოს შემდეგი ინფორმაცია:
ა) სამართლებრივი ფორმა, სახელწოდება, იურიდიული და ფაქტობრივი მისამართი, არსებობის შემთხვევაში, ვებგვერდის მისამართი, საკონტაქტო ინფორმაცია, რეესტრში რეგისტრაციის თარიღი, საიდენტიფიკაციო და სარეგისტრაციო ნომერი;
ბ) იმ აუდიტორის/სერტიფიცირებული ბუღალტრის სახელი, გვარი და სარეგისტრაციო ნომერი, რომელიც აუდიტორულ ფირმაშია დასაქმებული ან მასში არის პარტნიორი/აქციონერი ან მმართველობითი ორგანოს წევრი ან სხვაგვარად არის მასთან დაკავშირებული, აგრეთვე ინფორმაცია ბოლო 3 წლის განმავლობაში აუდიტორულ ფირმაში დასაქმებულ თანამშრომელთა რაოდენობის შესახებ;
გ) ხარისხის მართვის სისტემის მონიტორინგის შედეგები (აისახება სამსახურის მიერ, შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში);
დ) არსებობის შემთხვევაში, იმ სდპ-ის სახელწოდება და საანგარიშგებო პერიოდი, რომელსაც ის უწევდა ან/და უწევს აუდიტორულ მომსახურებას;
ე) პარტნიორთა/აქციონერთა წილობრივი მონაწილეობა (ინფორმაციას სამსახური იღებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირისგან – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსგან);
ვ) პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევა, სადაზღვევო თანხის, დაზღვეული პერიოდის და სადაზღვევო კომპანიის მითითებით;
ზ) ბოლო 3 წლის განმავლობაში აუდიტორული (არადაქირავებული) საქმიანობიდან მიღებული შემოსავლები;
თ) ინფორმაცია აუდიტორული ფირმისათვის სანქციის დაკისრების თაობაზე (ივსება სამსახურის მიერ). ამასთანავე, სამსახური ადმინისტრაციულ აქტს, რომელიც აუდიტორს/აუდიტორულ ფირმას სანქციას აკისრებს, ძალაში შესვლისა და იმ სუბიექტის ინფორმირების შემდეგ, რომელსაც სანქცია დაეკისრა, დაუყოვნებლივ, არანაკლებ 5 წლის ვადით აქვეყნებს ვებგვერდზე, მხარეების მიერ ამ გადაწყვეტილების გასაჩივრების შესახებ ინფორმაციის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) მითითებით.
2. აუდიტორული ფირმების რეესტრის მთავარ გვერდზე აისახება აუდიტორული ფირმების ჩამონათვალი ანბანური თანმიმდევრობით, თითოეული აუდიტორული ფირმის საიდენტიფიკაციო და სარეგისტრაციო ნომრის, სამართლებრივი ფორმის და სახელწოდების მითითებით.
ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2017 წლის 29 მარტის ბრძანება №ნ-4 - ვებგვერდი, 29.03.2017 წ.
ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2017 წლის 8 ნოემბრის ბრძანება №ნ-19 - ვებგვერდი, 09.11.2017 წ.
ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2018 წლის 12 თებერვლის ბრძანება №ნ-3 - ვებგვერდი, 13.02.2018 წ.
ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2023 წლის 31 აგვისტოს ბრძანება №ნ-12 - ვებგვერდი, 04.09.2023წ.
მუხლი 6. აუდიტორული ფირმების რეესტრში რეგისტრაციისათვის აუცილებელი პირობები🔗
აუდიტორული ფირმების რეესტრში რეგისტრაციით დაინტერესებული იურიდიული პირი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:
ა) ახორციელებდეს აუდიტორულ საქმიანობას სულ მცირე 1 გარიგების პარტნიორის მეშვეობით;
ბ) აუდიტორულ ფირმაში 50%-ზე მეტი ხმის უფლებას ფლობდეს (ფლობდნენ) რეესტრში რეგისტრირებული აუდიტორი (აუდიტორები) ან/და აუდიტორული ფირმა ან/და ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (OECD) წევრ ქვეყნებში ან/და ევროკავშირის წევრი ქვეყნების აუდიტორულ რეესტრში რეგისტრირებული ფირმა ან/და ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (OECD) წევრ ქვეყნებსა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებში არსებული ბუღალტერთა საერთაშორისო ფედერაციის (IFAC) წევრი ორგანიზაციების წევრი ფიზიკური პირი (პირები);
გ) მმართველობითი ორგანოს წევრთა უმრავლესობა შედგებოდეს აუდიტორებისაგან. თუ მმართველობითი ორგანო 2 წევრისაგან შედგება, ერთ-ერთი მათგანი აუდიტორი უნდა იყოს;
დ) დაზღვეული ჰქონდეს პროფესიული პასუხისმგებლობა.
მუხლი 7. სარეგისტრაციო წარმოების დაწყება🔗
1. სარეგისტრაციო წარმოების მხარეებს წარმოადგენენ განმცხადებელი ფიზიკური პირი/იურიდიული პირი/ფილიალი და სამსახური.
2. რეესტრში დარეგისტრირების ან პირისათვის რეგისტრაციის აღდგენის საფუძველია ამ ბრძანებით დამტკიცებული, რეგისტრაციით დაინტერესებულ ფიზიკურ პირთა სარეგისტრაციო განაცხადის (დანართი N2) ან რეგისტრაციით დაინტერესებულ იურიდიულ პირთა სარეგისტრაციო განაცხადის (დანართი N3) სამსახურში წარდგენა, კანონითა და ამ ბრძანებით დადგენილი წესით.
3. სარეგისტრაციო წარმოების დაწყებამდე რეესტრში რეგისტრაციით დაინტერესებულმა პირმა უნდა შეავსოს სარეგისტრაციო განაცხადი ელექტრონული ფორმით, რისთვისაც საჭიროა მან სამსახურის ვებგვერდზე (www.saras.gov.ge) გაიაროს პირველადი რეგისტრაცია და ავტორიზაცია.
31. სარეგისტრაციო განაცხადი ელექტრონულად წარდგენისას გადის წინასწარ მონიტორინგს, რითაც სამსახური ახორციელებს სარეგისტრაციო განაცხადის კანონმდებლობით დადგენილი წესით შევსების უზრუნველყოფას. წინასწარი მონიტორინგი ტექნიკური ხასიათისაა და არ მოიცავს სარეგისტრაციო განაცხადის სამსახურში მატერიალური ფორმით წარდგენის შემდეგ გასატარებელ სამართლებრივ პროცედურებს.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული წესით შევსებული ელექტრონული სარეგისტრაციო განაცხადი, სამსახურში წარდგენილი უნდა იქნეს ასევე მატერიალური ფორმით, მასზე თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად. ელექტრონული სარეგისტრაციო განაცხადის სამსახურში მატერიალურად წარდგენის შემდეგ, პირის მიერ დამატებით წარსადგენი დოკუმენტაცია ყოველ შემდეგ ეტაპზე წარდგენილი უნდა იქნეს წერილობითი ან/და ელექტრონული ფორმით. ამასთან, რეესტრში პირველადი რეგისტრაციით დაინტერესებული ფიზიკური და იურიდიული პირი უფლებამოსილნი არიან რეგისტრაციის მიზნით ერთდროულად მიმართონ სამსახურს სარეგისტრაციო განაცხადით.
41. სამსახური უფლებამოსილია მოითხოვოს აუდიტორული მომსახურების განხორციელებასთან დაკავშირებული (მათ შორის კონფიდენციალური) ინფორმაცია.
5. დოკუმენტაცია სამსახურში წარმოდგენილი უნდა იყოს ასლებისა და დედნების ან/და ამ წესით განსაზღვრულ შემთხვევებში მათი ნოტარიულად დამოწმებული ასლების სახით. ელექტრონული ფორმით სარეგისტრაციო განაცხადის წარდგენისას წარმოქმნილი ხარვეზის დაფიქსირების შემთხვევაში (მათ შორის, ტექნიკური ხასიათის), სამსახურს უფლება აქვს მოითხოვოს დამატებითი ინფორმაციის წარმოდგენა მატერიალური ან/და ელექტრონული ფორმით. დამატებითი ინფორმაცია ან დოკუმენტია სამსახურს წარედგინება ამ ბრძანებით დადგენილი წესით. ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სარეგისტრაციო წარმოების ვადის ათვლა ხელახლა არ იწყება.
6. სამსახურის მიერ უფლებამოსილი პირი ვალდებულია დაუყოვნებლივ გაატაროს რეგისტრაციაში წარმოდგენილი სარეგისტრაციო განაცხადი და გასცეს მისი მიღების ბარათი, რომელიც ადასტურებს სარეგისტრაციო განაცხადით წარმოდგენილი დოკუმენტაციის წარმოდგენისა და სამსახურის მიერ სარეგისტრაციო განაცხადის სარეგისტრაციო წარმოებაში მიღების ფაქტს. სარეგისტრაციო წარმოების ვადის ათვლა იწყება განმცხადებლის მიერ დოკუმენტაციის სამსახურში მატერიალური ფორმით წარმოდგენის მომდევნო დღიდან;
7. ამ მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრული პირისათვის, ამ წესისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით წარმოდგენილი დოკუმენტები არ წარმოადგენს განცხადების მიღებაზე უარის თქმის საფუძველს, იგი შესაძლებელია გახდეს სამსახურის მიერ, ამ წესით დადგენილ ვადაში სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ან შეწყვეტის საფუძველი.
8. სამსახური სარეგისტრაციო განაცხადის მატერიალური (ხელმოწერით და ბეჭდით (მისი არსებობის შემთხვევაში) დადასტურებული) ფორმით წარდგენიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა, ამოწმებს სარეგისტრაციო განაცხადის კანონითა და ამ ბრძანებით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობას.
9. სამსახური უფლებამოსილია ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დამატებით მოითხოვოს სარეგისტრაციო წარმოებასთან დაკავშირებული იმ დოკუმენტის ან ინფორმაციის წარმოდგენა, რომელიც აუცილებელია სარეგისტრაციო განაცხადით მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად.
10. პროფესიული ორგანიზაცია ვალდებულია სამსახურის მიერ მოთხოვნის შემთხვევაში წარუდგინოს მას ინფორმაცია/დოკუმენტი მისი წევრის შესახებ, მოთხოვნიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღის ვადაში.
11. სარეგისტრაციო წარმოების დასრულების შემდეგ, აუდიტორს/აუდიტორულ ფირმას ენიჭება ინდივიდუალური სარეგისტრაციო ნომერი.
12. (ამოღებულია - 29.03.2017, №ნ-4).
13. სერტიფიცირებული ბუღალტერი, აუდიტორი/აუდიტორული ფირმა ვალდებულია შეასრულოს „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონისა და მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული ვალდებულებები, ასევე სარეგისტრაციო წარმოების დასრულების შემდეგ ერთი თვის ვადაში საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში „საბუღალტრო ან/და აუდიტორული საქმიანობის განმახორციელებელი პირების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2012 წლის 31 იანვრის №12 ბრძანების შესაბამისად წარადგინონ აღრიცხვის ფორმა.
ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2017 წლის 29 მარტის ბრძანება №ნ-4 - ვებგვერდი, 29.03.2017 წ.
მუხლი 8. აუდიტორების რეესტრში რეგისტრაციით დაინტერესებულ ფიზიკურ პირთა სარეგისტრაციო განაცხადის ფორმის შევსების წესი🔗
1. რეესტრში რეგისტრაციით დაინტერესებული ფიზიკური პირი სარეგისტრაციო განაცხადს ელექტრონულად ავსებს ამ წესის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული პროცედურების გავლით.
2. რეესტრში რეგისტრაციით დაინტერესებული ფიზიკური პირი თუ არ არის საქართველოს მოქალაქე, ნოტარიულად დამოწმებული პასპორტის ასლი სამსახურში წარმოდგენილი უნდა იყოს მატერიალური სახით.
3. სარეგისტრაციო განაცხადის:
ა) პირველ პუნქტში (ზოგადი ინფორმაცია) მიეთითება ინფორმაცია რეგისტრაციით დაინტერესებული პირის პირადი ნომრის, სახელის და გვარის (ქართულ და ინგლისურ ენებზე), იურიდიული მისამართის, ფაქტობრივი მისამართის, საკონტაქტო ნომრ(ებ)ის, საკონტაქტო ელექტრონული ფოსტის და ვებგვერდის (არსებობის შემთხვევაში) შესახებ და ასევე დანართის სახით აიტვირთება ფოტოსურათი. იმ შემთხვევაში, თუ დაინტერესებული პირი აპირებს აუდიტორული საქმიანობის ძირითადად ინდივიდუალურად განხორციელებას, მიეთითება ინფორმაცია აღნიშნულის შესახებ, რაც აისახება აუდიტორთა რეესტრის მთავარ გვერდზე;.
ბ) მე-2 პუნქტში (სამუშაო ადგილი – აუდიტორული ფირმა/ინდივიდუალურად) მიეთითება ინფორმაცია დამსაქმებლის შესახებ (ძირითადი ან არაძირითადი საქმიანობის ადგილის აღნიშვნით (ასეთის არსებობის შემთხვევაში), დამსაქმებლის საიდენტიფიკაციო/პირადი ნომრის, სამართლებრივი ფორმის, სახელწოდების/სახელის და გვარის, (უცხო ქვეყნის ფირმის შემთხვევაში – მხოლოდ საიდენტიფიკაციო ნომერი და სახელწოდება) დამსაქმებლის იურიდიული მისამართის, დამსაქმებლის ვებგვერდის (არსებობის შემთხვევაში), დამსაქმებელთან დაკავებული თანამდებობის, აუდიტორულ ფირმაში მუშაობის დაწყების და დასრულების თარიღი (მუშაობის დასრულების თარიღი მიეთითება იმ შემთხვევაში, თუ სამუშაო ადგილი არ არის მიმდინარე). დამსაქმებლის მიერ გაცემული ცნობა პირის დასაქმების შესახებ სამსახურში წარმოდგენილი უნდა იქნეს მატერიალური სახით.
შენიშვნა 1: რეესტრის წარმოების მიზნებისთვის ძირითად სამუშაო ადგილად ითვლება მხოლოდ საქართველოში რეგისტრირებული ის აუდიტორული ფირმა, რომელიც რეგისტრაციის პროცესის დასრულების შემდეგ აისახება აუდიტორთა რეესტრის მთავარ გვერდზე. არაძირითადი სამუშაო ადგილი მიეთითება იმ შემთხვევაში, თუ პირი დასაქმებულია ძირითადის გარდა სხვა აუდიტორულ ფირმაში, სხვა საქმიანობის ინდივიდუალურად განმახორციელებელ აუდიტორთან ან ახორციელებს საქმიანობას ინდივიდუალურად.
შენიშვნა 2: იმ შემთხვევაში, თუ ძირითად ან/და არაძირითად სამუშაო ადგილას პირის მიერ ფინანსური ანგარიშგების აუდიტის ჩატარება არ არის საკმარისი ამ წესის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის,,ბ“ ქვეპუნქტში მოთხოვნილი პრაქტიკული გამოცდილებისთვის, პირი ასახავს წინა სამუშაო ადგილებს, სადაც ის ახორციელებდა აუდიტორულ საქმიანობას.
შენიშვნა 3: იმ შემთხვევაში, თუ დაინტერესებული ფიზიკური პირის მიერ სარეგისტრაციო განაცხადის წარდგენისას, ამ პირის მიერ მითითებული დამსაქმებელი იურიდიული პირი/ ფილიალის მიმართ არ არის დაწყებული ან დაწყებულია და არ დასრულებულა სარეგისტრაციო წარმოება, ფიზიკური პირის სარეგისტრაციო განაცხადის მიღებიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღის ვადაში სამსახური იღებს გადაწყვეტილებას პირისათვის სარეგისტრაციო წარმოების არაუმეტეს 30 დღით შეჩერების თაობაზე. თუ აღნიშნული სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების პერიოდში განმცხადებელი ფიზიკური პირის მიერ მითითებული იურიდიული პირი/ფილიალი სამსახურის მიერ დარეგისტრირდება აუდიტორული ფირმების რეესტრში, სამსახური იღებს გადაწყვეტილებას ფიზიკური პირისათვის სარეგისტრაციო წარმოების განახლების შესახებ. თუ აუდიტორულმა ფირმამ არ მიუთითა განმცხადებელი ფიზიკური პირი აუდიტორულ ფირმაში დასაქმებულ აუდიტორად/გარიგების პარტნიორად ან დამსაქმებელი იურიდიული პირი/ფილიალი არ/ვერ დარეგისტრირდა აუდიტორული ფირმების რეესტრში, განმცხადებელი ფიზიკური პირის მოთხოვნის შემთხვევაში, პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევის დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენის შემდეგ, ის დარეგისტრირდება საქმიანობის ინდივიდუალურად განმახორციელებელი აუდიტორის სტატუსით. თუ განმცხადებელი ფიზიკური პირის მიერ მოთხოვნილი არ იქნება აუდიტორების რეესტრში საქმიანობის ინდივიდუალურად განხორციელება, პირის მიმართ სარეგისტრაციო წარმოება წყდება;
გ) მე-3 პუნქტში მიეთითება დაინტერესებული პირის აუდიტორის ზედამხედველობით ფინანსური ანგარიშგების აუდიტის ჩატარების (აუდიტორულ გარიგებებში მონაწილოების) არანაკლებ 3-წლიან პრაქტიკულ გამოცდილებასთან დაკავშირებით დამსაქმებელი აუდიტორის ან აუდიტორული ფირმის სახელწოდება, ზედამხედველი აუდიტორის ზედამხედველობის ქვეშ ქსელის ფარგლებში მიღებული პრაქტიკული გამოცდილების მიღების ქვეყანა, ზედამხედველი აუდიტორის წერილობითი დასტური (პრაქტიკის ფურცელი), რომელიც მოიცავს სერტიფიცირებული ბუღალტრის და ზედამხედველი აუდიტორის სახელს, გვარს და პირად ნომერს, ზედამხედველი აუდიტორის რეესტრში რეგისტრაციის ნომერს, პრაქტიკის პერიოდს (დაწყებისა და დასრულების თარიღს), სუბიექტთან დადებული იმ გარიგებების შესახებ ინფორმაციას (სახელწოდება, საიდენტიფიკაციო ნომერი, ხელშეკრულების საგანი და პერიოდი), რომელშიც კანდიდატი/სერტიფიცირებული ბუღალტერი მონაწილეობდა (შესაბამისი როლის მითითებით), ასევე, ინფორმაციას, კანდიდატის/სერტიფიცირებული ბუღალტრის მიერ ფინანსური ანგარიშგების აუდიტის ჩატარებაში მონაწილეობის მიღებისას გამოვლენილი, გამომუშავებული პროფესიული კომპეტენციების შესახებ (პროფესიული უნარები, ტექნიკური კომპეტენციები, პროფესიული ფასეულობები, ეთიკა და დამოკიდებულებები).
შენიშვნა №1: 3-წლიანი პრაქტიკული გამოცდილების შესახებ ინფორმაციის მითითებისას, გამოიყენება სამუშაო ადგილის განსაზღვრის შემდეგი რიგითობა: ძირითადი სამუშაო ადგილი, არაძირითადი სამუშაო ადგილი, წინა სამუშაო ადგილი.
შენიშვნა №2: ზედამხედველი აუდიტორის ფუნქციების განხორციელებისას, პირი უნდა იყოს აუდიტორული ფირმის გარიგების პარტნიორი ან/და საქმიანობის ინდივიდუალურად განმახორციელებელი აუდიტორი;
დ) მე-4 პუნქტში მიეთითება ინფორმაცია პროფესიული სერტიფიცირების თაობაზე, სერტიფიკატის გამცემი ორგანიზაციის სახელწოდების, საიდენტიფიკაციო ნომრის (საქართველოში რეგისტრირებული ორგანიზაციის შემთხვევაში), სამართლებრივი ფორმის, ვებგვერდის, პროფესიული სერტიფიცირების დამადასტურებელი დოკუმენტის დასახელების, დოკუმენტის ნომრის, დოკუმენტის გაცემის თარიღისა და, დოკუმენტის მოქმედების ვადის (არსებობის შემთხვევაში) მითითებით. პროფესიული სერტიფიცირების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი სამსახურს წარედგინება მატერიალური ფორმით, ხოლო სერტიფიცირების დამადასტურებელი ელექტრონული დოკუმენტის შესაბამის ვებგვერდზე არსებობის შემთხვევაში – ვებგვერდის მისამართი (შესაბამისი ბმული).
შენიშვნა: უცხო ქვეყნის პროფესიული ორგანიზაციის მითითების შემთხვევაში სერტიფიკატის გამცემ ორგანიზაციად უნდა მიეთითოს ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (OECD), ევროკავშირის წევრ ქვეყნებში, აგრეთვე კანონის მე-13 მუხლის მე-9 პუნქტის საფუძველზე სამსახურის მიერ განსაზღვრულ ქვეყნებში არსებული ბუღალტერთა საერთაშორისო ფედერაციის (IFAC) წევრი ორგანიზაცია. ამ წესის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში დაინტერესებულმა პირმა მატერიალური სახით უნდა წარმოადგინოს საქართველოს სამართლის საკვალიფიკაციო ტესტის ჩაბარების სერტიფიკატის შესახებ ინფორმაცია;
ე) მე-5 პუნქტში მიეთითება იმ აუდიტორული ფირმის საიდენტიფიკაციო ნომერი, სახელწოდება, სამართლებრივი ფორმა, რომელშიც დაინტერესებული პირი არის მმართველობითი ორგანოს წევრი (წევრობის ფორმის მითითებით) მფლობელი (მფლობელობის ფორმის მითითებით), ან/და რომელთანაც გარდა მმართველობით ორგანოში წევრობისა და მფლობელობისა სხვაგვარად არის დაკავშირებული (დაკავშირებული მხარე განიმარტება ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტი 24-ის –,,დაკავშირებულ მხარეთა განმარტებითი შენიშვნები“ მიხედვით).
ვ) მე-6 პუნქტში მიეთითება ინფორმაცია განმცხადებლის სხვა ქვეყანაში აუდიტორად რეგისტრაცის შესახებ, ქვეყნის, მარეგისტრირებელი ორგანოს სახელწოდების, ვებგვერდის, მარეგისტრირებელ ორგანოში აუდიტორად რეგისტრაციის თარიღის, სარეგისტრაციო ნომრის, რეგისტრაციით მინიჭებული სტატუსის მითითებით. უცხო ქვეყნის მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის შესახებ (დასტური) დოკუმენტაციის ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული ასლი, სამსახურს წარედგინება სარეგისტრაციო განაცხადის დანართის სახით. ამასთან, თუ რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი არის მხოლოდ ელექტრონული დოკუმენტის სახით, ასევე მიეთითება ვებგვერდის მისამართი (შესაბამისი ბმული).
ზ) მე-7 პუნქტში აისახება ინფორმაცია პროფესიულ ორგანიზაციაში წევრობის თაობაზე, რომელშიც მითითებული უნდა იქნეს ქვეყანა, რომლის რეზიდენტია პროფესიული ორგანიზაცია (უცხო ქვეყანა მიეთითება მხოლოდ ამ წესის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევაში), პროფესიული ორგანიზაციის სახელწოდების, საიდენტიფიკაციო ნომრის, ვებგვერდის, პროფესიულ ორგანიზაციაში გაწევრიანების თარიღის და რეგისტრაციის ნომრის მითითებით. პროფესიულ ორგანიზაციაში აუდიტორის/სერტიფიცირებული ბუღალტრის წევრობა დადასტურებული უნდა იქნეს წერილობით, რომელიც სარეგისტრაციო განაცხადს დაერთვის დანართის სახით. აუდიტორი ვალდებულია დარწმუნდეს, რომ საქართველოს პროფესიული ორგანიზაცია, რომელშიც აუდიტორი არის გაწევრიანებული, შეესაბამება კანონითა და ამ წესით დადგენილ მოთხოვნებს. თუ სარეგისტრაციო წარმოებისას გამოვლინდება, რომ ის პროფესიული ორგანიზაცია, რომელშიც გაწევრიანებული აუდიტორი, არ აკმაყოფილებს კანონისა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილ მოთხოვნებს, განმცხადებელს შეუჩერდება სარეგისტრაციო წარმოება.
შენიშვნა: უცხო ქვეყნის პროფესიული ორგანიზაციის მითითების შემთხვევაში უნდა მიეთითოს ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (OECD), ევროკავშირის წევრ ქვეყნებში, აგრეთვე კანონის მე-13 მუხლის მე-9 პუნქტის საფუძველზე სამსახურის მიერ განსაზღვრულ ქვეყნებში არსებული ბუღალტერთა საერთაშორისო ფედერაციის (IFAC) წევრი ორგანიზაცია. ამასთან, ამ წესის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პირები რეესტრში რეგისტრაციამდე ვალდებულნი არიან მიმართონ საქართველოს პროფესიულ ორგანიზაციას მათთან გაწევრიანების მოთხოვნით.
თ) მე-8 პუნქტში კანონის მე-13 მუხლის მე-4 პუნქტის,,ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მოთხოვნის შესრულების მიზნით, მიეთითება ინფორმაცია პროფესიული რეპუტაციის თაობაზე, რომელშიც ასახულ უნდა იქნეს ინფორმაცია პროფესიული ორგანიზაციის მხრიდან პროფესიული რეპუტაციის დადასტურების (რეკომენდაციის) შესახებ, ან/და ზედამხედველი აუდიტორის სახელი, გვარი, პირადი ნომერი და დასტური პროფესიული რეპუტაციის შესახებ. პროფესიული რეპუტაციის შესახებ დოკუმენტი უნდა ადასტურებდეს, რომ დაინტერესებულ პირს არა აქვს დარღვეული პროფესიონალი ბუღალტრების ეთიკის კოდექსი (IESBA Code). პროფესიული რეპუტაციის შესახებ ინფორმაცია წარმოდგენილიუნდა იქნეს წერილობით, სარეგისტრაციო განაცხადის დანართის სახით.
შენიშვნა: ამ წესის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პირები, რომლებიც სარეგისტრაციო წარმოებამდე არ არიან გაწევრიანებული საქართველოს პროფესიულ ორგანიზაციაში, პროფესიული რეპუტაციის დასტურს წარმოადგენენ ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (OECD), ევროკავშირის წევრ ქვეყნებში აგრეთვე კანონის მე-13 მუხლის მე-9 პუნქტის საფუძველზე სამსახურის მიერ განსაზღვრულ ქვეყნებში არსებული ბუღალტერთა საერთაშორისო ფედერაციის (IFAC) წევრი ორგანიზაციიდან, რომელშიც ისინი გაწევრიანებულნი არიან. პროფესიული რეპუტაციის დამადასტურებელი დოკუმენტაციის ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული ასლი, სამსახურს წარედგინება სარეგისტრაციო განაცხადის დანართის სახით.
ი) მე-9 პუნქტში მიეთითება ინფორმაცია ინდივიდუალურად მოქმედი აუდიტორის მიერ პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევის თაობაზე, დაზღვეული პერიოდის, სადაზღვევო კომპანიის სახელწოდების და სადაზღვევო თანხის (ეროვნულ ვალუტაში) მითითებით. პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევის დამადასტურებელი დოკუმენტაცია სამსახურში წარდგენილი უნდა იქნეს სარეგისტრაციო განაცხადთან ერთად. სადაზღვევო პოლისის ასლი სარეგისტრაციო განაცხადს დაერთვის დანართის სახით. იმ შემთხვევაში, თუ სადაზღვევო პოლისში არ არის ასახული სამსახურის მიერ დადგენილი წესით განსაზღვრული ყველა მოთხოვნა, სამსახური უფლებამოსილია პირს მოსთხოვოს სადაზღვევო ხელშეკრულების სამსახურისათვის წარმოდგენა. დაინტერესებული პირის მიერ აუდიტორულ ფირმაში საქმიანობის შემთხვევაში ამ პუნქტით წარმოდგენილი სვეტები/უჯრები არ ივსება;
კ) მე-10 პუნქტში მიეთითება ინფორმაცია, ბოლო 3 წლის განმავლობაში პროფესიული (არადაქირავებული) საქმიანობიდან მიღებული შემოსავლების შესახებ. დაინტერესებული პირის მიერ მიეთითება კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ვ.ა“ ქვეპუნტით განსაზღვრული ფინანსური ანგარიშგების აუდიტიდან და ამავე პუნქტის „ვ.ბ“, „ვ.გ“, „ვ.დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული მომსახურებებიდან (სხვა აუდიტორული საქმიანობიდან), სხვა პროფესიული მომსახურებიდან (საბუღალტრო, საგადასახადო, ფინანსური მენეჯმენტის სფეროში გაწეული მომსახურებიდან, ბიზნესსაკონსულტაციო მომსახურებიდან (მათ შორის, „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის 23 პუნქტით განსაზღვრული ფინანსური მონიტორინგის განმახორციელებელი პირების მიერ დადებული გარიგებებიდან მიღებული შემოსავლების ოდენობა (ლარებში, წლების მიხედვით));
ლ) მე-11 პუნქტში, კანონის მე-13 მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულებში ნასამართლობის არქონის დადგენის მიზნით, მიეთითება ინფორმაცია პირის ნასამართლობის თაობაზე (ცნობის გაცემის თარიღის მითითებით). ცნობა (დედანი) სარეგისტრაციო განაცხადს დაერთვის მატერიალური სახით. ამ პუნქტის საფუძველზე სამსახურში წარმოდგენილი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გაცემული ნასამართლობის ცნობის გაცემის თარიღიდან გასული დრო არ უნდა აღემატებოდეს 15 კალენდარულ დღეს;
მ) მე-12 პუნქტში მიეთითება ინფორმაცია პირის მიერ უკანასკნელი წლის განგრძობითი განათლების მიღების თაობაზე (ცნობის გაცემის თარიღის მითითებით), რისი დამადასტურებელი ცნობა სამსახურში წარდგენილი უნდა იქნეს მატერიალური სახით. განგრძობითი განათლების შესახებ ცნობა სარეგისტრაციო განაცხადს დაერთვის დანართის სახით.
შენიშვნა: ამ წესის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პირები, რომლებიც სარეგისტრაციო წარმოებამდე არ არიან გაწევრიანებული საქართველოს პროფესიულ ორგანიზაციაში, განგრძობითი განათლების შესახებ დასტურს წარმოადგენენ ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (OECD), ევროკავშირის წევრ ქვეყნებში, აგრეთვე კანონის მე-13 მუხლის მე-9 პუნქტის საფუძველზე სამსახურის მიერ განსაზღვრულ ქვეყნებში არსებული ბუღალტერთა საერთაშორისო ფედერაციის (IFAC) წევრი ორგანიზაციიდან, რომელშიც ისინი გაწევრიანებულნი არიან. განგრძობითი განათლების შესახებ დამადასტურებელი დოკუმენტაციის ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული ასლი სამსახურს წარედგინება სარეგისტრაციო განაცხადის დანართის სახით.
4. სარეგისტრაციო განაცხადში განმცხადებელი ადასტურებს სარეგისტრაციო განაცხადში წარმოდგენილი ინფორმაციის სისწორეს.
5. სარეგისტრაციო განაცხადის ელექტრონულად შევსების და წინასწარი მონიტორინგის გავლის შემდეგ განმცხადებელი პირი სარეგისტრაციო განაცხადს სამსახურში წარადგენს მატერიალური ფორმით, თანდართული დოკუმენტაციის ორიგინალები/ასლები უნდა იყოს დანომრილი და დამოწმებული უფლებამოსილი პირის ხელმოწერითა და ბეჭდით (მისი არსებობის შემთხვევაში).
6. სამსახური რეესტრის წარმოების მიზნით, უფლებამოსილია სახელის, გვარისა და იურიდიული მისამართის შესახებ ინფორმაცია დაამუშაოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში.
ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2017 წლის 29 მარტის ბრძანება №ნ-4 - ვებგვერდი, 29.03.2017 წ.
ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2017 წლის 8 ნოემბრის ბრძანება №ნ-19 - ვებგვერდი, 09.11.2017 წ.
ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2018 წლის 29 იანვრის ბრძანება №ნ-1 - ვებგვერდი, 01.02.2018 წ.
მუხლი 9. აუდიტორული ფირმების რეესტრში რეგისტრაციით დაინტერესებულ პირთა სარეგისტრაციო განაცხადის ფორმის შევსების წესი🔗
1. რეესტრში რეგისტრაციით დაინტერესებული იურიდიული პირის მიერ უფლებამოსილი პირი სარეგისტრაციო განაცხადს ელექტრონულად ავსებს ამ წესის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვეული პროცედურების გავლით.
2. სარეგისტრაციო განაცხადის:
ა) პირველ პუნქტში აისახება რეესტრში რეგისტრაციით დაინტერესებული იურიდიული პირის ან უცხო ქვეყნის იურიდიული პირის ფილიალის (შემდგომ – ფირმა) ლოგო, ასეთის არსებობის შემთხვევაში (დანართის სახით აიტვირთება ლოგოს გამოსახულება), საიდენტიფიკაციო ნომერი, სამართლებრივი ფორმა, სახელწოდება (ქართულ და ინგლისურ ენებზე), საკონტაქტო ინფორმაცია (იურიდიული და ფაქტობრივი მისამართი, საკონტაქტო ნომრები, არსებობის შემთხვევაში - ფირმის ვებგვერდი);
ბ) მე-2 პუნქტში მიეთითება ინფორმაცია ფირმაში დასაქმებული აუდიტორების შესახებ, აუდიტორის ან რეესტრში რეგისტრაციით დაინტერესებული ფიზიკური პირის პირადი ნომრის, სახელის, გვარის, თანამდებობის და გარიგების პარტნიორის არსებობის თაობაზე ინფორმაციის მითითებით. ასევე მიეთითება აღნიშნული აუდიტორის მმართველობითი ორგანოში წევრობისა და მფლობელობის გარდა სხვა კავშირი ფირმასთან (განიმარტება ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტი 24-ის „დაკავშირებულ მხარეთა განმარტებითი შენიშვნები“ მიხედვით);
შენიშვნა: დასაქმებულ სერტიფიცირებულ ბუღალტრებს შორის დაინტერებულ ფირმას უნდა ჰყავდეს მითითებული სულ მცირე ერთი ისეთი სერტიფიცირებული ბუღალტერი, რომელსაც რეესტრში რეგისტრაციის შემდეგ, ფირმაში საქმიანობის განხორციელება სურს გარიგების პარტნიორის სტატუსით. ამასთან, დასაქმებული პირის შესახებ ინფორმაცია შეიძლება მოიცავდეს მხოლოდ რეესტრში ასახული აუდიტორების მონაცემებს, ან იმ რეესტრში რეგისტრაციით დაინტერესებული ფიზიკური პირების მონაცემებს, რომელთა სარეგისტრაციო წარმოება დაწყებულია. გარიგების პარტნიორის სტატუსის დამადასტურებელი ინფორმაცია, რომელიც გაცემულია ფირმის მიერ, განაცხადს დაერთვის დანართის სახით.
გ) მე-3 პუნქტში აისახება ფირმაში დასაქმებული, აუდიტორის გარდა სხვა სერტიფიცირებული ბუღალტრის თაობაზე ინფორმაცია, სერტიფიცირებული ბუღალტრის პირადი ნომრის, სახელის, გვარის, თანამდებობის მითითებით და აღნიშნული სერტიფიცირებული ბუღალტრის მმართველობით ორგანოში წევრობისა და მფლობელობის გარდა სხვა კავშირი ფირმასთან (განიმარტება ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტი 24-ის „დაკავშირებულ მხარეთა განმარტებითი შენიშვნები“ მიხედვით).ასევე ინფორმაცია სერტიფიცირების თაობაზე, კერძოდ სერტიფიკატის გამცემი ორგანიზაციის (პირის) სახელწოდება, საიდენტიფიკაციო ნომერი, ვებგვერდი, სერტიფიკატის ნომერი, გაცემის თარიღი და მოქმედების ვადა. ასევე, მიეთითება იმ პროფესიული ორგანიზაციის სახელწოდება, საიდენტიფიკაციო ნომერი და ვებგვერდი სადაც გაწევრიანებულია სერტიფიცირებული ბუღალტერი, პროფესიულ ორგანიზაციაში გაწევრიანების თარიღისა და რეგისტრაციის ნომრის მითითებით.
დ) მე-4 პუნქტში მიეთითება ინფორმაცია ფირმაში მმართველობის ორგანოს წევრების შესახებ, პირადი ნომრის, სახელის და გვარის, მმართველობით ორგანოში წევრობის ფორმის მითითებით. ამასთან, აღინიშნება ინფორმაცია მმართველობით ორგანოს წევრის აუდიტორთა რეესტრში რეგისტრაციის არსებობის თაობაზე.
ე) მე-5 პუნქტში მიეთითება ინფორმაცია პარტნიორების/აქციონერების წილობრივი მონაწილეობის თაობაზე (ფირმის სამართლებრივი ფორმის, წილის მფლობელის პირადი/საიდენტიფიკაციო ნომრის, ქვეყნის, სახელის და გვარის/დასახელების, იურიდიული მისამართის მითითებით). ამასთან, აღინიშნება პარტნიორის/აქციონერის ხმის უფლება და წილობრივი მონაწილეობა (პროცენტული თანაფარდობა) ფირმაში. აგრეთვე, მიეთითება ინფორმაცია ფირმასთან დაკავშირებული სხვა მხარეების შესახებ, მმართველობით ორგანოში წევრობისა და მფლობელობის გარდა (გარდა საერთაშორისო ქსელში შემავალი სხვა კომპანიებისა და მათთან დაკავშირებული პირებისა,რომლებიც არ არიან რეგისტრირებული საქართველოში), დაკავშირებული მხარის სამართლებრივი ფორმის (ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტი 24-ის - „დაკავშირებულ მხარეთა განმარტებითი შენიშვნები“ მიხედვით), საიდენტიფიკაციო/პირადი ნომრის, სახელწოდების/სახელის მითითებით, პარტნიორის/აქციონერის ხმის უფლების შესახებ ინფორმაცია (მოქმედი წესდების საფუძველზე აუდიტორული ფირმის მიერ გაცემული ცნობა, წესდების რეკვიზიტების მითითებით) სარეგისტრაციო განაცხადს დაერთვის დანართის სახით;
ვ) მე-6 პუნქტში მიეთითება ინფორმაცია სამსახურის მიერ დადგენილი წესით, ფირმის პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევის თაობაზე, დაზღვეული პერიოდის, სადაზღვევო კომპანიის სახელწოდების, საიდენტიფიკაციო ნომრის, სადაზღვევო თანხის მითითებით. სადაზღვევო პოლისის ასლი სარეგისტრაციო განაცხადს დაერთვის დანართის სახით. იმ შემთხვევაში, თუ სადაზღვევო პოლისში არ არის ასახული სამსახურის მიერ დადგენილი წესით განსაზღვრული ყველა მოთხოვნა, სამსახური უფლებამოსილია პირს მოსთხოვოს სადაზღვევო ხელშეკრულების სამსახურისათვის წარმოდგენა.
ზ) მე-7 პუნქტში მიეთითება ინფორმაცია აუდიტორული ფირმების საერთაშორისო ქსელში ფირმის წევრობის თაობაზე (არსებობის შემთხვევაში), ქსელის ვებგვერდის მითითებით.
თ) მე-8 პუნქტში მიეთითება ინფორმაცია აუდიტორული და პროფესიული საქმიანობიდან (ბოლო 3 დასრულებული კალენდარული წლის განმავლობაში) მიღებული შემოსავლების თაობაზე (მათ შორის კონსოლიდირებული სახით, პროფესიული მომსახურების განმახორციელებელი შვილობილი კომპანიის არსებობის შემთხვევაში). ფირმის მიერ მიეთითება კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის,,ვ.ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ფინანსური ანგარიშგების აუდიტიდან და ამავე პუნქტის „ვ.ბ“, „ვ.გ“, „ვ.დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული მომსახურებებიდან (სხვა აუდიტორული საქმიანობიდან) მიღებული, სხვა პროფესიული მომსახურებიდან (საბუღალტრო, საგადასახადო, ფინანსური მენეჯმენტის სფეროში გაწეული მომსახურებიდან, ბიზნესსაკონსულტაციო მომსახურებიდან (მათ შორის, „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის 23 პუნქტით განსაზღვრული ფინანსური მონიტორინგის განმახორციელებელი პირების მიერ დადებული გარიგებებიდან მიღებული შემოსავლების ოდენობა (ლარებში, წლების მიხედვით);
ი) მე-9 პუნქტში მიეთითება ინფორმაცია აუდიტორულ ფირმაში თანამშრომელთა რაოდენობის თაობაზე. აღნიშნულ შემთხვევაში ველებში მიეთითება ინფორმაცია თუ რამდენი თანამშრომელი ახორციელებს აუდიტორულ მომსახურებასა და პროფესიულ მომსახურებას, ასევე რამდენი თანამშრომელია დასაქმებული ადმინისტრაციაში.
კ) მე-10 პუნქტში მიეთითება ფირმის მთავარი საკონტაქტო-წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირის, განაცხადის შევსებაზე და განახლებაზე პასუხისმგებელი პირისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის წინაშე ანგარიშვალდებული პირის საკონტაქტო ინფორმაცია (პირადი ნომერი, სახელი, გვარი, საკონტაქტო ნომერი, ელექტრონული ფოსტა).
ლ) მე-11 პუნქტში მიეთითება ინფორმაცია უცხო ქვეყნის აუდიტორული ფირმების რეესტრში რეგისტრაციის შესახებ (უცხო ქვეყნის სახელწოდება, უცხო ქვეყნის მარეგისტრირებელი ორგანოს სახელწოდება, რეგისტრაციის ნომერი);
3. განმცხადებელი ადასტურებს ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრული ინფორმაციის სისწორეს.
4. ელექტრონულად სარეგისტრაციო განაცხადის ელექტრონულად შევსებისა და წინასწარი მონიტორინგის გავლის შემდეგ განმცხადებელი პირი სარეგისტრაციო განაცხადს სამსახურში წარადგენს მატერიალური ფორმით, თანდართული დოკუმენტაცია (მათ შორის, ნოტარიულად დამოწმებული ასლები) უნდა იყოს დანომრილი და დამოწმებული უფლებამოსილი პირის ხელმოწერითა და ბეჭდით (მისი არსებობის შემთხვევაში).
5. იმ შემთხვევაში, თუ რეგისტრაციით დაინტერესებული იურიდიული პირის მიერ სარეგისტრაციო განაცხადის წარდგენისას ამ იურიდიული პირის მიერ მითითებულ სულ მცირე ერთი ფიზიკური პირზე (ფირმაში გარიგების პარტნიორის სტატუსით დასაქმებით დაინტერესებული) არ არის დაწყებული ან დაწყებულია და არ დასრულებულა სარეგისტრაციო წარმოება, იურიდიული პირის სარეგისტრაციო განაცხადის მიღებიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღის ვადაში სამსახური იღებს გადაწყვეტილებას იურიდიული პირისათვის სარეგისტრაციო წარმოების არაუმეტეს 30 დღით შეჩერების თაობაზე.თუ აღნიშნულმა ფიზიკურმა პირმა არ მიუთითა განმცხადებელი იურიდიული პირი თავის დამსაქმებლად ან არ/ვერ დარეგისტრირდა აუდიტორების რეესტრში, განმცხადებელი იურიდიული პირის მიმართ სარეგისტრაციო წარმოება წყდება.
6. სარეგისტრაციო წარმოებისას, კანონის მე-12 მუხლის მე-8 პუნქტის,,ა“ ქვეპუნქტით მოთხოვნათა შესაბამისად, რეგისტრაციით დაინტერესებული იურიდიული პირის სარეგისტრაციო განაცხადში, აუდიტორული ფირმის სამართლებრივი ფორმის, დასახელების და მისამართის შესახებ ინფორმაციას სამსახური ამუშავებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ბაზაში (ოფიციალურ ვებგვერდზე www.rs.ge) არსებული ინფორმაციის შესაბამისად.
ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2017 წლის 29 მარტის ბრძანება №ნ-4 - ვებგვერდი, 29.03.2017 წ.
ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2018 წლის 29 იანვრის ბრძანება №ნ-1 - ვებგვერდი, 01.02.2018 წ.
ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2018 წლის 12 თებერვლის ბრძანება №ნ-3 - ვებგვერდი, 13.02.2018 წ.
მუხლი 10. სარეგისტრაციო წარმოების შეჩერება და შეწყვეტა🔗
1. სამსახური უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ, თუ:
ა) განცხადებას არ ერთვის ან/და არასრულად არის წარმოდგენილი ამ წესით, კანონითა და მის საფუძველზე მიღებული ნორმატიული აქტებით განსაზღვრული დოკუმენტი ან/და ინფორმაცია, რომელიც აუცილებელია განცხადებით მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად;
ბ) წარმოდგენილია სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული აქტი, რომელიც ითვალისწინებს სარეგისტრაციო წარმოების შეჩერებას;
გ) სარეგისტრაციოდ წარდგენილი დოკუმენტაცია, მათი კანონიერების შესწავლის მიზნით სამსახურის მიერ გადაგზავნილია შესაბამის უწყებაში/ორგანოში;
დ) არსებობს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძვლები.
2. თუ განმცხადებელი სამსახურს არ წარუდგენს კანონით ან ამ წესით გათვალისწინებულ დოკუმენტს ან ინფორმაციას, რომელიც აუცილებელია აუდიტორის/აუდიტორული ფირმის რეგისტრაციისათვის, სარეგისტრაციო განაცხადის მიღებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში სამსახური განმცხადებელს განუსაზღვრავს არაუმეტეს 30-დღიან ვადას, რომლის განმავლობაშიც მან დოკუმენტი ან ინფორმაცია უნდა წარუდგინოს სამსახურს. სამსახური უფლებამოსილია, განმცხადებლის მოთხოვნით, ეს ვადა გააგრძელოს მხოლოდ ერთხელ, არაუმეტეს 15 დღით. ამ პუნქტით გათვალისწინებულ პერიოდში სარეგისტრაციო წარმოება ჩერდება.
3. სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების პერიოდში სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტის ან ინფორმაციის წარმოდგენის შემთხვევაში სარეგისტრაციო წარმოება განახლდება. სარეგისტრაციო წარმოების განახლების შემთხვევაში სარეგისტრაციო წარმოების ვადის ათვლა ხელახლა იწყება.
4. ( ამოღებულია - 29.03.2017, №ნ-4).
5. ა( ამოღებულია - 29.03.2017, №ნ-4).
6. სამსახური უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება რეგისტრაციაზე უარის თქმისა და სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ, თუ:
ა) სარეგისტრაციო წარმოების განმავლობაში განმცხადებელმა ან მისმა საამისოდ უფლებამოსილმა პირმა მოითხოვა სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტა;
ბ) ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ვადაში არ იქნა წარმოდგენილი სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი ინფორმაცია ან დოკუმენტი;
გ) სარეგისტრაციო განაცხადზე თანდართული დოკუმენტაცია გამოცემული, მიღებული ან შედგენილია არაუფლებამოსილი პირის მიერ;
დ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, ცნობილი გახდა სარეგისტრაციო განაცხადზე თანდართული დოკუმენტის გაუქმების ფაქტი;
ე) წარმოდგენილია სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული აქტი, რომელიც ითვალისწინებს სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტას;
ვ) ( ამოღებულია - 29.03.2017, №ნ-4);
ზ) ( ამოღებულია - 29.03.2017, №ნ-4);
თ) არსებობს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძვლები.
7. სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების და შეწყვეტის თაობაზე სამსახურის უფროსის მიერ გამოიცემა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც სამსახურის მიერ ეგზავნება დაინტერესებულ პირს სამსახურის მიერ გადაწყვეტილების მიღებიდან 2 დღის ვადაში.
8. სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების და შეწყვეტის შესახებ სამსახურის გადაწყვეტილება საჩივრდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. სამსახურის გადაწყვეტილების გასაჩივრება არ აჩერებს მის მოქმედებას.
ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2017 წლის 29 მარტის ბრძანება №ნ-4 - ვებგვერდი, 29.03.2017წ.
მუხლი 11. აუდიტორისათვის/აუდიტორული ფირმისათვის რეგისტრაციის გაუქმება🔗
1. აუდიტორი/აუდიტორული ფირმა, რომელიც არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს ექვემდებარება რეგისტრაციის გაუქმებას და კარგავს აუდიტის ჩატარების უფლებამოსილებას. რეგისტრაციის გაუქმებისთვის პასუხისმგებელია სამსახური. რეგისტრაციის გაუქმების შემთხვევაში აუდიტორს/აუდიტორულ ფირმას არა აქვს უფლება, თავის სახელწოდებაში გამოიყენოს სიტყვა „აუდიტორი“/სიტყვები „აუდიტორული ფირმა“.
2. აუდიტორისათვის/აუდიტორული ფირმისათვის რეგისტრაციის გაუქმების შესახებ სამსახურის გადაწყვეტილება საჩივრდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. სამსახურის გადაწყვეტილების გასაჩივრება არ აჩერებს მის მოქმედებას.
მუხლი 12. რეესტრში დაცული ინფორმაციისა და დოკუმენტების გაცნობის, მათი დედნებისა და ასლების გამოთხოვის წესი და პირობები🔗
1. სამსახური უფლებამოსილია წერილობითი მიმართვის საფუძველზე გასცეს რეესტრში დაცული ნებისმიერი დოკუმენტი. მართვის ავტომატური საშუალებით გაცემულ დოკუმენტს აქვს ისეთივე იურიდიული ძალა, როგორიც მატერიალური ფორმით გაცემულს.
2. რეესტრიდან ამონაწერი ქართულ ენაზე მზადდება.
3. ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის საფუძველი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
4. ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ სამსახურის გადაწყვეტილება საჩივრდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 13. აუდიტორების/აუდიტორული ფირმების მიერ ინფორმაციის განახლება🔗
1. აუდიტორი/აუდიტორული ფირმა ვალდებულია რეესტრში ასახული (მათ შორის, სარეგისტრაციო განაცხადით წარდგენილი არასაჯარო ინფორმაციის) ნებისმიერი ინფორმაციის ცვლილების შესახებ შეატყობინოს სამსახურს ცვლილების შეტანიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა, გარდა ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
2. აუდიტორი ვალდებულია:
ა) აუდიტორული საქმიანობის ინდივიდუალურად განხორციელების შემთხვევაში, არაუგვიანეს 1 აპრილისა განაახლოს ინფორმაცია მის მიერ მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურებებიდან წინა წელს მიღებული შემოსავლების შესახებ, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული წლის განმავლობაში არ მიუღია შემოსავალი შესაბამის გრაფაში ასახოს ციფრი „0“.
ბ) (ამოღებულია - 28.01.2019, №ნ-1).
3. აუდიტორული ფირმა ვალდებულია არაუგვიანეს 1 აპრილისა განაახლოს ინფორმაცია მის მიერ მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურებებიდან, წინა წელს მიღებული შემოსავლების და მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ინფორმაცია თანამშრომელთა რაოდენობის შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ აუდიტორული ფირმას აღნიშნული წლის განმავლობაში არ მიუღია შემოსავალი, ვალდებულია შესაბამის გრაფაში ასახოს ციფრი „0“.
4. აუდიტორის/სერტიფიცირებული ბუღალტრის განგრძობითი განათლების მიმართ დადგენილი მოთხოვნების დაკმაყოფილების თაობაზე სამსახურისთვის ინფორმაციის მიწოდებაზე პასუხისმგებელია პროფესიული ორგანიზაცია. თუ პროფესიული ორგანიზაციის გადაწყვეტილებით პირი აღარ აკმაყოფილებს განგრძობითი განათლების მიმართ მოთხოვნებს, პროფესიული ორგანიზაცია ვალდებულია ამ გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა აცნობოს სამსახურს ამის შესახებ.
5. პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევის თაობაზე დაზღვევის ხელშეკრულების დადების, შეწყვეტის ან მასში ცვლილების შეტანის თაობაზე (მათ შორის, სადაზღვევო თანხის გაზრდის ან შემცირების შესახებ) ინფორმაციას აუდიტორი/აუდიტორული ფირმა წარუდგენს სამსახურს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ვადაში.
6. აუდიტორი, რომელიც, სამსახურში დაცული ინფორმაციის საფუძველზე, აღარ წარმოადგენს აუდიტორულ ფირმაში დასაქმებულ პირს, ვალდებულია აღნიშნული ფაქტის დადგომიდან 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში წარუდგინოს სამსახურს განახლებული დოკუმენტაცია აუდიტორულ ფირმაში დასაქმების ან/და პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევის თაობაზე. სამსახური უფლებამოსილია, აუდიტორის მოთხოვნით, დოკუმენტაციის წარდგენის ვადა გააგრძელოს, არაუმეტეს 10 (ათი) სამუშაო დღით. სამსახურისთვის დოკუმენტაციის ამ მუხლით დადგენილ ვადაში წარუდგენლობის შემთხვევაში, აუდიტორი ექვემდებარება რეგისტრაციის გაუქმებას. ამ პუნქტით გათვალისწინებულ პერიოდში, სამსახურის მიერ რეესტრში კეთდება აუდიტორის სარეგისტრაციო პირობებთან შესაბამისობის შესწავლის შესახებ ინფორმაციის აღნიშვნა.
ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2017 წლის 2 მარტის ბრძანება №ნ-2 - ვებგვერდი, 06.03.2017 წ.
ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2017 წლის 28 ივნისის ბრძანება №ნ-6 - ვებგვერდი, 28.06.2017 წ.
ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2017 წლის 8 ნოემბრის ბრძანება №ნ-19 - ვებგვერდი, 09.11.2017 წ.
ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2018 წლის 12 თებერვლის ბრძანება №ნ-3 - ვებგვერდი, 13.02.2018 წ.
ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2019 წლის 28 იანვრის ბრძანება №ნ-1 - ვებგვერდი, 29.01.2019წ.
ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2020 წლის 20 ნოემბრის ბრძანება №ნ-14 - ვებგვერდი, 24.11.2020წ.
მუხლი 14. გარდამავალი დებულებები🔗
1. ამ ბრძანების ამოქმედებამდე საქართველოში რეგისტრირებულ პროფესიულ ორგანიზაციას, რომელშიც უნდა გაწევრიანდეს აუდიტორების რეესტრში რეგისტრაციით დაინტერესებული ფიზიკური პირი, ამ წესის მე-2 მუხლის მე-9 პუნქტის „ბ.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნა დაკმაყოფილებულად ჩაეთვალოთ. ამ პუნქტით გათვალისწინებულმა პროფესიულმა ორგანიზაციებმა უზრუნველყონ სასერტიფიკაციო პროგრამების დადგენის, საგამოცდო პროცესის აღიარების წესისა და განგრძობითი განათლების პროგრამების აღიარების წესის შემოღებიდან, არაუგვიანეს 3 თვის ვადაში – განგრძობითი განათლების, ხოლო 2018 წლის 1 დეკემბრამდე – სერტიფიკაციისა და საგამოცდო პროცესის სამსახურის მიერ დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანა და აღიარება სამსახურის მიერ. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ, თუ გამოვლინდა რომ ის პროფესიული ორგანიზაცია არ აკმაყოფილებს კანონისა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილ მოთხოვნებს, სერტიფიცირებული ბუღალტერი/აუდიტორი ვალდებულია გაწევრიანდეს საქართველოს სხვა პროფესიულ ორგანიზაციაში, რომელიც დააკმაყოფილებს კანონითა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით განსაზღვრულ მოთხოვნებს.
2. სამსახურმა ამ პუნქტით განსაზღვრული პროფესიული სერტიფიცირებისა და განგრძობითი განათლების სტანდარტი და შესაბამისი აღიარების წესი შეიმუშაოს 2017 წლის 1 ივნისამდე.
3. რეესტრში თავდაპირველი რეგისტრაციისას, პროფესიულ ორგანიზაციას, რომელშიც უნდა გაწევრიანდეს აუდიტორების რეესტრში რეგისტრაციით დაინტერესებული ფიზიკური პირი, ამ წესის მე-2 მუხლის მე-9 პუნქტის,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნა დაკმაყოფილებულად ჩაეთვალოს იმ შემთხვევაში, თუ მმართველობის ორგანოს წევრთა უმრავლესობას შეადგენდნენ კანონის 28-ე მუხლის მე-13 პუნქტით განსაზღვრული პირები.
4. ამ წესის მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის,,დ“ ქვეპუნქტით მოთხოვნილი ინფორმაციის ასახვისას, კანონის 28-ე მუხლის მე-13 პუნქტით განსაზღვრულმა პირებმა, რომლებიც არიან საქართველოს პარლამენტთან არსებული აუდიტორული საქმიანობის საბჭოს მიერ გაცემულ აუდიტორის სერტიფიკატის მფლობელები და რომელთა სერტიფიკატი ძალაშია 2013 წლის 1 იანვრისთვის, სამსახურს, დანართის სახით, უნდა წარუდგინონ საბჭოს სერტიფიკატის ასლი.
5. კანონის 28-ე მუხლის მე-13 პუნქტით განსაზღვრულმა პირმა, ამ წესის მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტით წარსადგენი ინფორმაციის ნაცვლად, წარმოადგინოს წერილობითი დადასტურება იმისა, რომ აღნიშნული პირი კანონის ამოქმედებამდე მომსახურებას ახორციელებდა დამოუკიდებლად, აუდიტორული ფირმის სახელით, აუდიტორის ან გარიგების პარტნიორის სტატუსით. ამ მიზნით, პირი სამსახურს წარუდგენს აუდიტორული მომსახურების თაობაზე ხელშეკრულებას, სუბიექტის ფინანსურ ანგარიშგებას შესაბამისი სტანდარტების საფუძველზე მომზადებულ აუდიტორულ დასკვნასთან ერთად და ინფორმაციას აუდიტორული მომსახურების დაწყებისა და დასრულების თარიღების თაობაზე.
6. ამ წესის მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის,,თ“ ქვეპუნქტით მოთხოვნილი ინფორმაცია პროფესიული რეპუტაციის შესახებ (დასტური) კანონის 28-ე მუხლის მე-13 პუნქტით განსაზღვრულმა პირებთან მიმართებაში შეიძლება გაცემულ იქნეს მხოლოდ პროფესიული ორგანიზაციის მიერ შემდეგი წესის საფუძველზე:
ა) რეესტრში რეგისტრაციით დაინტერესებულ პირებზე, რომლებიც ამ ბრძანების ამოქმედებამდე ახორციელებდნენ პროფესიულ მომსახურებას და გაწევრიანებული იყვნენ პროფესიულ ორგანიზაციაში რეპუტაციის შესახებ დასტური გასცენ იმ პროფესიულმა ორგანიზაციებმა რომლის წევრიც იყო ეს პირი;
ბ) რეესტრში რეგისტრაციით დაინტერესებულმა პირებზე, რომლებიც ამ ბრძანების ამოქმედებამდე ახორციელებდნენ აუდიტორულ მომსახურებას და არ ყოფილან გაწევრიანებული პროფესიულ ორგანიზაციაში ვალდებულნი არიან რეესტრში რეგისტრაციის მიზნით იმ პროფესიულ ორგანიზაციას, რომელშიც გაწევრიანდებიან, წარუდგინონ დამსაქმებლის მიერ ან პირადად (ინდივიდუალურად განხორციელების შემთხვევაში) დადასტურებული ინფორმაცია (განცხადება) მათ მიერ ეთიკის კოდექსის დაცვის თაობაზე. ამასთან, პროფესიული ორგანიზაციები, მათ ორგანიზაციაში გაწევრიანების შესაბამისი პროცედურის საფუძველზე, სამსახურში წარსადგენ დოკუმენტში ადასტურებენ, რომ არ ფლობენ რაიმე ინფორმაციას პირის მიერ ეთიკური ნორმების დარღვევის შესახებ.
7. (ამოღებულია - 12.02.18 №ნ-3).
8. ის აუდიტორები/აუდიტორული ფირმები, რომლებიც ამ ბრძანების ამოქმედებამდე, 2016 წლის 25 ივნისამდე პერიოდში მოქმედი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებდნენ აუდიტორულ მომსახურებას და დაზღვეული აქვთ პროფესიული პასუხისმგებლობა და ამასთან პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევის ოდენობა რეგისტრაციის მომენტისთვის შეადგენს არანაკლებ 100 000 ლარს, ვალდებულნი არიან რეესტრში რეგისტრაციიდან არაუგვიანეს 30 დღის ვადაში, ამ ბრძანების ამოქმედებამდე დადებულ დაზღვევის ხელშეკრულებებში განახორციელონ შესაბამისი ცვლილებები ან წარადგინონ ახალი სადაზღვევო ხელშეკრულებები, სამსახურის უფროსის მიერ დადგენილი წესების დაცვით. ამ პუნქტით დადგენილ ვადაში, აუდიტორის/აუდიტორული ფირმის მიერ სამსახურისათვის განახლებული სადაზღვევო ხელშეკრულების წარუდგენლობის შემთხვევაში, აუდიტორი/აუდიტორული ფირმა ექვემდებარება რეგისტრაციის გაუქმებას და კარგავს აუდიტის ჩატარების უფლებამოსილებას.
9. „საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2020 წლის 21 მარტის №1 ბრძანების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 21 მარტის №5864-სს დადგენილების გათვალისწინებით, გადავადდეს აუდიტორების/აუდიტორული ფირმების მიერ მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის განახლების ვადა. აღნიშნული ინფორმაციის სამსახურისათვის წარდგენა აუდიტორს/აუდიტორულ ფირმას დაევალოს არაუგვიანეს საგანგებო მდგომარეობის გაუქმებიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში.
ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2017 წლის 2 მარტის ბრძანება №ნ-2 - ვებგვერდი, 06.03.2017წ.
ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2018 წლის 12 თებერვლის ბრძანება №ნ-3 - ვებგვერდი, 13.02.2018წ.
ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2018 წლის 26 მარტის ბრძანება №ნ-6 - ვებგვერდი 27.03.2018წ.
ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2018 წლის 28 სექტემბრის ბრძანება №ნ-23 - ვებგვერდი 02.10.2018წ.
ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2020 წლის 26 მარტის ბრძანება №ნ-2 - ვებგვერდი 27.03.2020წ.
ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსიიური დოლიძე
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ვებგვერდისა და რეესტრის ელექტრონული ფორმით წარმოების, მისი სტრუქტურის, ფორმის, მასში ასახული ინფორმაციის ნუსხისა და მომხმარებელთა იდენტიფიცირების წესის განსაზღვრის თაობაზე“?
- დიახ, ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ბრძანება „ვებგვერდისა და რეესტრის ელექტრონული ფორმით წარმოების, მისი სტრუქტურის, ფორმის, მასში ასახული ინფორმაციის ნუსხისა და მომხმარებელთა იდენტიფიცირების წესის განსაზღვრის თაობაზე“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 09.12.2024.
- როდის იქნა მიღებული „ვებგვერდისა და რეესტრის ელექტრონული ფორმით წარმოების, მისი სტრუქტურის, ფორმის, მასში ასახული ინფორმაციის ნუსხისა და მომხმარებელთა იდენტიფიცირების წესის განსაზღვრის თაობაზე“?
- „ვებგვერდისა და რეესტრის ელექტრონული ფორმით წარმოების, მისი სტრუქტურის, ფორმის, მასში ასახული ინფორმაციის ნუსხისა და მომხმარებელთა იდენტიფიცირების წესის განსაზღვრის თაობაზე“ მიღებულია 28.10.2016. მიმღები ორგანო — ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი. დოკუმენტის ნომერი — №17. სარეგისტრაციო კოდი — 010240000.64.076.016003.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „ვებგვერდისა და რეესტრის ელექტრონული ფორმით წარმოების, მისი სტრუქტურის, ფორმის, მასში ასახული ინფორმაციის ნუსხისა და მომხმარებელთა იდენტიფიცირების წესის განსაზღვრის თაობაზე“-ში?
- დოკუმენტში სულ 13 ცვლილებაა შესული. მატსნეს ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 09.12.2024.
- რამდენი მუხლისგან შედგება „ვებგვერდისა და რეესტრის ელექტრონული ფორმით წარმოების, მისი სტრუქტურის, ფორმის, მასში ასახული ინფორმაციის ნუსხისა და მომხმარებელთა იდენტიფიცირების წესის განსაზღვრის თაობაზე“?
- დოკუმენტი შედგება 6 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „ვებგვერდისა და რეესტრის ელექტრონული ფორმით წარმოების, მისი სტრუქტურის, ფორმის, მასში ასახული ინფორმაციის ნუსხისა და მომხმარებელთა იდენტიფიცირების წესის განსაზღვრის თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 09.12.2024 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ბრძანება „ვებგვერდისა და რეესტრის ელექტრონული ფორმით წარმოების, მისი სტრუქტურის, ფორმის, მასში ასახული ინფორმაციის ნუსხისა და მომხმარებელთა იდენტიფიცირების წესის განსაზღვრის თაობაზე“, №17, 28.10.2016, სარეგისტრაციო კოდი 010240000.64.076.016003 (კონსოლიდირებული რედაქცია 09.12.2024). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3422918/