2017 წლის ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბალანსის დამტკიცების შესახებ
ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (4)
შემდგომი ცვლილებები (3)
დოკუმენტის ტექსტი
+
|
2017 წლის ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბალანსის დამტკიცების შესახებ
„ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1.
დამტკიცდეს თანდართული „2017 წლის ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბალანსი“ 2017 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.
2.
ქვეყნის ერთიანი ელექტროენერგეტიკული სისტემის მარეგულირებელ სადგურად მიიჩნევა შემდეგი წარმოების ლიცენზიატები:
ა) შპს „ენგურჰესი“;
ბ) შპს „ვარდნილჰესების კასკადი“.
3.
ელექტროენერგეტიკული სისტემის მდგრადობის, სტაბილურობისა და საიმედო ფუნქციონირების მიზნით ელექტროენერგიის დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი უფლებამოსილია, დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილება ელექტროენერიის (სიმძლავრის) ბალანსით გათვალისწინებული ელექტროენერგიის იმპორტის საერთო მოცულობის ფარგლებში, მომწოდებელი ქვეყნის მიხედვით წყაროების ჩანაცვლების შესახებ.
4.
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
Annotate
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „2017 წლის ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბალანსის დამტკიცების შესახებ“, №89, 28.11.2016, სარეგისტრაციო კოდი 300300000.22.025.016214 (კონსოლიდირებული რედაქცია 07.04.2017). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3443096-1/