2017 წლის ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბალანსის დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
28.11.2016 ბოლო ცვლილება 21.09.2017
ნომერი
№89
სარეგისტრაციო კოდი
300300000.22.025.016214
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 30/11/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (4)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+
 

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის

ბრძანება № 89

2016 წლის 28 ნოემბერი

ქ. თბილისი

 

2017 წლის ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბალანსის დამტკიცების შესახებ
1. დამტკიცდეს თანდართული „2017 წლის ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბალანსი“ 2017 წლის 1 იანვრიდან  2017 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.  
2. ქვეყნის ერთიანი ელექტროენერგეტიკული სისტემის მარეგულირებელ სადგურად მიიჩნევა შემდეგი წარმოების ლიცენზიატები:

ა) შპს „ენგურჰესი“;

ბ) შპს „ვარდნილჰესების კასკადი“.

3. ელექტროენერგეტიკული სისტემის მდგრადობის, სტაბილურობისა და საიმედო ფუნქციონირების მიზნით ელექტროენერგიის დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი უფლებამოსილია, დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილება ელექტროენერიის (სიმძლავრის) ბალანსით გათვალისწინებული ელექტროენერგიის იმპორტის საერთო მოცულობის ფარგლებში, მომწოდებელი ქვეყნის მიხედვით წყაროების ჩანაცვლების შესახებ.  
4. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.  

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრიკახა კალაძე
Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „2017 წლის ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბალანსის დამტკიცების შესახებ“, №89, 28.11.2016, სარეგისტრაციო კოდი 300300000.22.025.016214 (კონსოლიდირებული რედაქცია 07.06.2017). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3443096-2/