იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომელთაც უფლება აქვთ ატარონ სამსახურებრივ-საშტატო იარაღი

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
27.10.2003 ძალადაკარგული 25.03.2014
გამომცემი ორგანო
ნომერი
№538
სარეგისტრაციო კოდი
140.120.000.05.002.002
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 126, 31/10/2003
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (60)

შემდგომი ცვლილებები (25)

წინა ცვლილებები (35)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
1 +

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №538

2003 წლის 27 ოქტომბერი

ქ. თბილისი

იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომელთაც უფლება აქვთ ატარონ სამსახურებრივ-საშტატო იარაღი

1. „იარაღის შესახებ” საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 და მე-5 პუნქტების და 35-ე მუხლის პირველი პუნქტის “ზ” ქვეპუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს იმ თანამდებობის პირთა თანდართული თანამდებობრივი ნუსხა, რომელთაც უფლება აქვთ ატარონ სამსახურებრივ-საშტატო იარაღი.

2. „იარაღის შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, თანდართული თანამდებობრივი ნუსხის პირველ და მე-9 მუხლებში გათვალისწინებული პირებისთვის სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლების (სხვა სათანადო მონაცემების მითითებით) დადასტურება განხორციელდეს შესაბამისი სახელმწიფო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ დამტკიცებული ფორმის სპეციალური ბეჭედდასმული მოწმობის გაცემით ან/და სამსახურებრივ მოწმობაში შესაბამისი სახელმწიფო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ დამტკიცებული ფორმის სპეციალური ბეჭდის დასმით.

3. „იარაღის შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, თანდართული თანამდებობრივი ნუსხის მე-10 და მე-19 მუხლებში გათვალისწინებული პირებისთვის, აგრეთვე სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირებისთვის სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლების (სხვა სათანადო მონაცემების მითითებით) დადასტურება განხორციელდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ნებართვის გაცემით.

4. თანდართული თანამდებობრივი ნუსხის მე-19 მუხლში გათვალისწინებულ პირთათვის სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლების დამადასტურებელი ნებართვის გაცემა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ განხორციელდეს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ინდივიდუალური წესით, აღნიშნულის დასაბუთებულობისა და მიზანშეწონილობის გათვალისწინებით.

5. ამ ბრძანებულების მე-2 პუნქტით გათვალისწინებულმა სახელმწიფო, დაწესებულებებმა ერთ თვეში უზრუნველყონ სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლების დამადასტურებელი მოწმობის (ბეჭდის) ფორმისა და გაცემის (ბეჭდის დასმის) შიდასაუწყებო წესის დამტკიცება, იმის გათვალისწინებით, რომ უწყების მოხელეებისთვის სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლების მინიჭება დაექვემდებაროს მკაცრ აღრიცხვასა და სამსახურებრივ კონტროლს, აგრეთვე სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლების დამადასტურებელი მოწმობისა და შესაბამისი ბეჭდის ფორმა (ნიმუში) დამტკიცებიდან სამ სამუშაო დღეში სავალდებულო წესით გადაეგზავნოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს.

6. ამ ბრძანებულებასა და თანდართულ ნუსხაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა განხორციელდეს მხოლოდ საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთობლივი წარდგინებით.

ე. შევარდნაძე

     შეტანილი ცვლილებები:

    1. საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 3 ივნისი ს ბრძანებულება №195 - სსმ III, №57, 04.06.2004 წ., მუხ.485

2. საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 21 ივლისის ბრძანებულება №279 - სსმ III, №75, 26.07.2004 წ., მუხ.663

3. საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 21 აგვისტოს  ბრძანებულება №346 - სსმ III, №90, 24.08.2004 წ., მუხ.779

4. საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 7 სექტემბრის  ბრძანებულება №371 - სსმ III, №98, 09.09.2004 წ., მუხ.832

5. საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 18 თებერვლის  ბრძანებულება №88 - სსმ III, №20, 21.02.2005 წ., მუხ.190

6. საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 18 მაისის  ბრძანებულება №335 - სსმ III, №61, 19.05.2005 წ., მუხ.643

7. საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 20 მაისის  ბრძანებულება №363 - სსმ III, №63, 23.05.2005 წ., მუხ.664

8. საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 10 სექტემბრის  ბრძანებულება №747 - სსმ III, №109, 16.09.2005 წ., მუხ.1201

9. საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 1 ნოემბრის  ბრძანებულება №913 - სსმ III, №128, 02.11.2005 წ., მუხ.1421

10. საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 30 ნოემბრის  ბრძანებულება №1009 - სსმ III, №140, 01.12.2005 წ., მუხ.1537

11. საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 13 მარტის  ბრძანებულება №191 - სსმ III, №33, 14.03.2006 წ., მუხ.377

12. საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 10 მაისის  ბრძანებულება №308 - სსმ III, №64, 10.05.2006 წ., მუხ.826

13. საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 28 მაისის  ბრძანებულება №332 - სსმ III, №73, 01.06.2006 წ., მუხ.904

14. საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 19 ივნისის  ბრძანებულება №363 - სსმ III, №82, 20.06.2006 წ., მუხ.1078

15. საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 19 ივნისის  ბრძანებულება №366 - სსმ III, №82, 20.06.2006 წ., მუხ.1080

16. საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 10 ნოემბრის  ბრძანებულება №686 - სსმ III, №154, 16.11.2006 წ., მუხ.2133

17. საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 10 იანვრის  ბრძანებულება №28 - სსმ III, №4, 10.01.2007 წ., მუხ.25

18. საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 21 მარტის  ბრძანებულება №196 - სსმ III, №40, 23.03.2007 წ., მუხ.462

19. საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 3 აპრილის  ბრძანებულება №227 - სსმ III, №47, 04.04.2007 წ., მუხ.527

20. საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 10 აპრილის  ბრძანებულება №237 - სსმ III, №49, 10.04.2007 წ., მუხ.541

21. საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 1 მაისის  ბრძანებულება №285 - სსმ III, №62, 07.05.2007 წ., მუხ.700

22. საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 21 მაისის  ბრძანებულება №318 - სსმ III, №72, 22.05.2007 წ., მუხ.778

23. საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 20 ივნისის  ბრძანებულება №377 - სსმ III, №87, 22.06.2007 წ., მუხ.937

24. საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 8 აგვისტოს  ბრძანებულება №460 - სსმ III, №113, 13.08.2007 წ., მუხ.1250

25. საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 29 აგვისტოს  ბრძანებულება №498 - სსმ III, №124, 03.09.2007 წ., მუხ.1349

26. საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 12 ოქტომბრის  ბრძანებულება №569 - სსმ III, №145, 18.10.2007 წ., მუხ.1615

27. საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 24 ნოემბრის  ბრძანებულება №659 - სსმ III, №168, 28.11.2007 წ., მუხ.1858

28. საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 17 იანვრის  ბრძანებულება №16 - სსმ III, №10, 23.01.2008 წ., მუხ.117

29. საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 6 მარტის  ბრძანებულება №120 - სსმ III, №36, 07.03.2008 წ., მუხ.138

30. საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 13 მაისის  ბრძანებულება №250 - სსმ III, №71, 13.05.2008 წ., მუხ.775

31. საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 27 მაისის  ბრძანებულება №272 - სსმ III, №77, 30.05.2008 წ., მუხ.825

32. საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 30 მაისის  ბრძანებულება №281 - სსმ III, №79, 03.06.2008 წ., მუხ.853

33. საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 11 სექტემბრის  ბრძანებულება №446 - სსმ III, №135, 12.09.2008 წ., მუხ.1341

34. საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 30 სექტემბრის  ბრძანებულება №466 - სსმ III, №144, 01.10.2008 წ., მუხ.1431

35. საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 30 სექტემბრის  ბრძანებულება №469 - სსმ III, №144, 01.10.2008 წ., მუხ.1434

იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი ნუსხა, რომელთაც უფლება აქვთ ატარონ სამსახურებრივ-საშტატო იარაღი

    მუხლი 1

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში:

1. მინისტრის პირველი მოადგილე, მინისტრის მოადგილე;

2. სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსი;

3. სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე;

4. გენერალური ინსპექციის მოსამსახურეები.

5. (ამოღებულია).

6. სამინისტროს დეპარტამენტის უფროსი;

7. სამინისტროს დეპარტამენტის უფროსის მოადგილე;

8. სამინისტროს სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტის მოსამსახურეები;

8​1. სამინისტროს ოპერატიულ-ტექნიკური დეპარტამენტის მოსამსახურეები.

9. საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსი;

10. საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის მოადგილე;

11. საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის დეპარტამენტის უფროსი;

12. საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე;

13. საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სამმართველოს უფროსი, სამმართველოს უფროსის მოადგილე;

14. საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის მოსამსახურეები;

15. სახმელეთო ჯარების სარდალი, სახმელეთო ჯარების სარდლის მოადგილე, სახმელეთო ჯარების შტაბის უფროსი;

16. სამხედრო-საზღვაო ძალების სარდალი, სამხედრო-საზღვაო ძალების სარდლის მოადგილე, სამხედრო-საზღვაო ძალების შტაბის უფროსი;

17. სამხედრო-საჰაერო ძალების სარდალი, სამხედრო-საჰაერო ძალების სარდლის მოადგილე, სამხედრო-საჰაერო ძალების შტაბის უფროსი;

18. საქართველოს თავდაცვის ეროვნული აკადემიის რექტორი;

19. ეროვნული სასწავლო ცენტრის „კრწანისის“ უფროსი, სასწავლო ცენტრის „კრწანისის“ უფროსის მოადგილე, შტაბის უფროსი;

20. სამშვიდობო ძალების შტაბის უფროსი, მისი მოადგილე, სამშვიდობო ძალების შტაბის საქართველოში სამშვიდობო წარმომადგენლობების უფროსები.

საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 19 ივნისის  ბრძანებულება №366 - სსმ III, №82, 20.06.2006 წ., მუხ.1080

საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 21 მარტის  ბრძანებულება №196 - სსმ III, №40, 23.03.2007 წ., მუხ.462

საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 17 იანვრის  ბრძანებულება №16 - სსმ III, №10, 23.01.2008 წ., მუხ.117

საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 11 სექტემბრის  ბრძანებულება №446 - სსმ III, №135, 12.09.2008 წ., მუხ.1341

საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 30 სექტემბრის  ბრძანებულება №469 - სსმ III, №144, 01.10.2008 წ., მუხ.1434

    მუხლი 2

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში:

1. მინისტრის პირველი მოადგილე, მინისტრის მოადგილე;

2. ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) მოსამსახურეები;

3. გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) მოსამსახურეები;

4. განსაკუთრებულ დავალებათა მთავარი სამმართველოს მოსამსახურეები;

5. ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროს საქართველოში (მთავარი სამმართველო) მოსამსახურეები;

6. კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მოსამსახურეები;

7. კონტრტერორისტული ცენტრის (დეპარტამენტი) მოსამსახურეები;

8. კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის მოსამსახურეები;

9. კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მოსამსახურეები;

10. ოპერატიულ-ტექნიკური დეპარტამენტის მოსამსახურეები;

11. საკადრო და ორგანიზაციული უზრუნველყოფის დეპარტამენტის მოსამსახურეები;

12. საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის მოსამსახურეები;

13. სპეციალური ოპერაციების ცენტრის (დეპარტამენტი) მოსამსახურეები;

14. სპეციალური ღონისძიებების დეპარტამენტის მოსამსახურეები;

15. სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის მოსამსახურეები;

16. საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მოსამსახურეები;

17. სტრატეგიული მილსადენების დაცვის მთავარი სამმართველოს მოსამსახურეები;

18. საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს მოსამსახურეები;

19. სამობილიზაციო სამსახურის მოსამსახურეები;

20. საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის მოსამსახურეები;

21. სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების მოსამსახურეები;

22. სამინისტროს მმართველობის სფეროში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეები;

23. სამინისტროს მმართველობაში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების მოსამსახურეები.

საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 21 აგვისტოს  ბრძანებულება №346 - სსმ III, №90, 24.08.2004 წ., მუხ.779

საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 28 მაისის  ბრძანებულება №332 - სსმ III, №73, 01.06.2006 წ., მუხ.904

საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 10 ნოემბრის  ბრძანებულება №686 - სსმ III, №154, 16.11.2006 წ., მუხ.2133

საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 10 იანვრის  ბრძანებულება №28 - სსმ III, №4, 10.01.2006 წ., მუხ.25

საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 6 მარტის  ბრძანებულება №120 - სსმ III, №36, 07.03.2008 წ., მუხ.138

საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 30 სექტემბრის  ბრძანებულება №466 - სსმ III, №144, 01.10.2008 წ., მუხ.1431

    მუხლი 3 (ამოღებულია)

საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 28 მაისის  ბრძანებულება №332 - სსმ III, №73, 01.06.2006 წ., მუხ.904

    მუხლი 4

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში:

1. მინისტრის პირველი მოადგილე, მინისტრის მოადგილე.

2. გენერალური ინსპექციის უფროსი, გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილე.

3. სასჯელაღსრულების სისტემის რეფორმის, მონიტორინგისა და სამედიცინო ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი და დეპარტამენტის სამმართველოს უფროსი.

4. მინისტრის ბიუროს უფროსი.

5. სააღსრულებო დეპარტამენტის:

ა) თავმჯდომარე, თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თავმჯდომარის მოადგილე;

ბ) აღმოსავლეთ საქართველოს სააღსრულებო წარმოების სამმართველოს უფროსი;

გ) დასავლეთ საქართველოს სააღსრულებო წარმოების სამმართველოს უფროსი;

დ) სააღსრულებო ბიუროს უფროსი;

ე) სააღსრულებო პოლიციის სამმართველოს უფროსი;

ვ) სააღსრულებო პოლიციის სამმართველოს განყოფილების უფროსი, განყოფილების ჯგუფის უფროსი, განყოფილების ჯგუფის პოლიციელი;

ზ) საგამოძიებო სამმართველოს უფროსი;

თ) საგამოძიებო სამმართველოს განყოფილების უფროსი;

ი) საგამოძიებო სამმართველოს განყოფილების გამომძიებელი.

6. არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის დეპარტამენტის:

ა) თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე;

ბ) თბილისის პრობაციის ბიუროს უფროსი, თბილისის პრობაციის ბიუროს უფროსის მოადგილე;

გ) პრობაციის ბიუროს უფროსი.

7. სასჯელაღსრულების სისტემაში:

ა) სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარე, თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თავმჯდომარის მოადგილე, თავმჯდომარის თანაშემწე, თავმჯდომარის მრჩეველი;

ბ) დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფისა და მასში შემავალი სტრუქტურული ერთეულის უფროსი და მისი მოადგილე;

გ) დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი, უფროსი ინსპექტორი, ინსპექტორი, უმცროსი ინსპექტორი, საინჟინრო-ტექნიკური უზრუნველყოფის ინსპექტორი, საინჟინრო-ქიმიური და საიმიტაციო საშუალებების უფროსი ინსპექტორი, შეიარაღებისა და ტექნიკის უფროსი ინსპექტორი, საბრძოლო მომზადების ინსპექტორი, უფროსი სოციალური მუშაკი, სოციალური მუშაკი, უფროსი სპეციალისტი, სპეციალისტი, უფროსი გამომძიებელი, გამომძიებელი, უფროსი მორიგე ინსპექტორი, უფროსი მორიგე ინსპექტორის თანაშემწე, მორიგე ინსპექტორი, მორიგე ინსპექტორის თანაშემწე, ოპერატიული მორიგე ინსპექტორი, ასეულის მეთაური, ასეულის მეთაურის თანაშემწე, ოცეულის მეთაური, ოცეულის მეთაურის მოადგილე, ოცეულის მეთაურის თანაშემწე, ყარაულის უფროსი, ყარაულის უფროსის თანაშემწე, გუშაგი, მებრძოლი, გუშაგ-მებრძოლი;

დ) სასჯელაღსრულების დაწესებულების დირექტორი, დირექტორის მოადგილე, დაწესებულების სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი, სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოადგილე;

ე) სასჯელაღსრულების დაწესებულების უფროსი ინსპექტორი, ინსპექტორი, კონტროლის ინსპექტორი, კონტროლიორი, ოპერატიული მორიგე ინსპექტორი, ოპერატიული მორიგე ინსპექტორის თანაშემწე, სამოქალაქო და სახანძრო თავდაცვის ინსპექტორი, კადრების ინსპექტორი, კორპუსის უფროსი, სოციალური მუშაკი.

საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 7 სექტემბრის  ბრძანებულება №371 - სსმ III, №98, 09.09.2004 წ., მუხ.832

საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 10 მაისის  ბრძანებულება №308 - სსმ III, №64, 10.05.2006 წ., მუხ.826

საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 20 ივნისის  ბრძანებულება №377 - სსმ III, №87, 22.06.2007 წ., მუხ.937

    მუხლი 5.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში:

1. მინისტრის პირველი მოადგილე, მინისტრის მოადგილე.

2. სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის ინფორმაციის დაცვის სამმართველოს უფროსი.

3. სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ხელმძღვანელი.

4. შემოსავლების სამსახურის:

ა) უფროსის მოადგილე;

ბ) საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსი და მისი მოადგილეები, ადმინისტრაციის უფროსი, მთავარი სამმართველოს და სამმართველოების უფროსები და მათი მოადგილეები, უფროსი გამომძიებელი, გამომძიებელი, უფროსი ინსპექტორ-გამომძიებელი, ინსპექტორ-გამომძიებელი, უფროსი ინსპექტორი, ინსპექტორი, უფროსი მზვერავი;

გ) სპეციალური დანიშნულების რაზმის თანამშრომელი;

დ) რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) უფროსი, საგადასახადო ინსპექციის უფროსი, მსხვილ გადამხდელთა საგადასახადო ინსპექციის უფროსი;

ე) საბაჟო კონტროლის დეპარტამენტის უფროსი;

ვ) აუდიტის დეპარტამენტის უფროსი;  

ზ) საბაჟო საგუშაგოს უფროსი და მისი მოადგილე;

თ) საბაჟო გამშვები პუნქტის უფროსი და მისი მოადგილე;

ი) სპეციალურ გამოკვლევათა და ფინანსური ექსპერტიზის დეპარტამენტის უფროსი.

საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 3 ივნისის ბრძანებულება №195 - სსმ III, №57, 04.06.2004 წ ., მუხ .485

საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 18 მაისის  ბრძანებულება №335 - სსმ III, №61, 19.05.2005 წ., მუხ.643

საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 19 ივნისის  ბრძანებულება №363 - სსმ III, №82, 20.06.2006 წ., მუხ.1078

საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 10 აპრილის  ბრძანებულება №237 - სსმ III, №49, 10.04.2007 წ., მუხ.541

საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 1 მაისის  ბრძანებულება №285 - სსმ III, №62, 07.05.2007 წ., მუხ.700

საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 21 მაისის  ბრძანებულება №318 - სსმ III, №72, 22.05.2007 წ., მუხ.778

საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 8 აგვისტოს  ბრძანებულება №460 - სსმ III, №113, 13.08.2007 წ., მუხ.1250

საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 12 ოქტომბრის  ბრძანებულება №569 - სსმ III, №145, 18.10.2007 წ., მუხ.1615

საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 24 ნოემბრის  ბრძანებულება №659 - სსმ III, №168, 28.11.2007 წ., მუხ.1858

საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 13 მაისის  ბრძანებულება №250 - სსმ III, №71, 13.05.2008 წ., მუხ.775

    მუხლი 6

საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურის სისტემაში:

1. სამსახურის უფროსი, სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე, სამსახურის უფროსის მოადგილე;

2. სამსახურის დირექტორატის უფროსი, დირექტორატის უფროსის მოადგილე;

3. სამსახურის სამმართველოს უფროსი, სამმართველოს უფროსის მოადგილე;

4. სამსახურის განყოფილების უფროსი, განყოფილების უფროსის მოადგილე;

5. სამსახურის განსაკუთრებულ დავალებათა ოფიცერი, სპეციალურ დავალებათა ოფიცერი;

6. სამსახურის უფროსი ოპერატიული თანამშრომელი, ოპერატიული თანამშრომელი, უმცროსი ოპერატიული თანამშრომელი;

7. სამსახურის ოპერატიული მორიგე.

საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 30 ნოემბრის  ბრძანებულება №1009 - სსმ III, №140, 01.12.2005 წ., მუხ.1537

საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 30 მაისის  ბრძანებულება №281 - სსმ III, №79, 03.06.2008 წ., მუხ.853

    მუხლი 7 (ამოღებულია)

საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 21 აგვისტოს  ბრძანებულება №346 - სსმ III, №90, 24.08.2004 წ., მუხ.779

    მუხლი 8. საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სისტემაში:

1. სამსახურის უფროსი;

2. კადრის სამსახურში ჩარიცხული მოსამსახურე;

3. პირადი დაცვის სამმართველოსა და სპეციალური დანიშნულების ქვედანაყოფში კადრის მოსამსახურის შესაბამის თანამდებობაზე დანიშნული საკონტრაქტო-პროფესიული სამსახურის მოსამსახურე.

    მუხლი 9

საქართველოს პროკურატურის სისტემაში:

1. საქართველოს გენერალურ პროკურატურაში:

ა) საქართველოს გენერალური პროკურორი, საქართველოს გენერალური პროკურორის პირველი მოადგილე და მოადგილეები;

ბ) საქართველოს გენერალური პროკურატურის დეპარტამენტის უფროსი და მისი მოადგილე;

გ) საქართველოს გენერალური პროკურატურის სამმართველოს უფროსი და მისი მოადგილე;

დ) საქართველოს გენერალური პროკურატურის დეპარტამენტის უფროსი პროკურორი და პროკურორი;

ე) საქართველოს გენერალური პროკურატურის დეპარტამენტის განსაკუთრებული მნიშვნელობის საქმეთა უფროსი გამომძიებელი და განსაკუთრებული მნიშვნელობის საქმეთა გამომძიებელი.

2. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურაში:

ა) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორი და მისი მოადგილე;

ბ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის განყოფილების უფროსი;

გ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის უფროსი პროკურორი, პროკურორი და უფროსი გამომძიებელი.

3. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურაში:

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორი.

4. ქ. თბილისისა და საოლქო პროკურატურებში:

ა) ქ. თბილისისა და საოლქო პროკურორი;

ბ) ქ. თბილისისა და საოლქო პროკურორის მოადგილე;

გ) ქ. თბილისისა და საოლქო პროკურატურის განყოფილების უფროსი და მისი მოადგილე;

დ) ქ. თბილისისა და საოლქო პროკურატურის უფროსი პროკურორი, პროკურორი და უფროსი გამომძიებელი.

5. რაიონულ პროკურატურებში:

ა) რაიონული პროკურორი და მისი მოადგილე;

ბ) რაიონული პროკურატურის პროკურორი.

საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 1 ნოემბრის  ბრძანებულება №913 - სსმ III, №128, 02.11.2005 წ., მუხ.1421

    მუხლი 10

მოსამართლეები:

1. საკონსტიტუციო სასამართლოს სისტემაში:

ა) საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი;

ბ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი;

2. საერთო სასამართლოების სისტემაში:

ა) საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე;

ბ) საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე;

გ) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს თავმჯდომარე;

დ) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს მოსამართლე;

ე) თბილისისა და ქუთაისის საოლქო სასამართლოს თავმჯდომარე;

ვ) თბილისისა და ქუთაისის საოლქო სასამართლოს მოსამართლე;

ზ) რაიონული სასამართლოს თავმჯდომარე;

თ) რაიონული სასამართლოს მოსამართლე;

ი) საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე;

კ) საქალაქო სასამართლოს მოსამართლე;

ლ) ქ. თბილისის რაიონების რაიონული სასამართლოს თავმჯდომარე;

მ) ქ. თბილისის რაიონების რაიონული სასამართლოს მოსამართლე.

    მუხლი 11

    საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სისტემაში:

1. მინისტრის პირველი მოადგილე, მინისტრის მოადგილე სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულებისას.

2. გენერალური ინსპექციის უფროსი სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულებისას.

3. სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს უფროსი სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულებისას.

4. გარემოს დაცვის ინსპექციის:

ა) უფროსი, უფროსის პირველი მოადგილე, უფროსის მოადგილე სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულებისას;

ბ) სწრაფი რეაგირების სამსახურის თანამშრომლები სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულებისას;

გ) ტერიტორიული ორგანოს უფროსი – სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულებისას.

5. სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულებისას სატყეო დეპარტამენტის:

ა) თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილეები;

ბ) ტყის მართვის სამსახურის უფროსი;

გ) ტყის მართვის სამსახურის ტყით სარგებლობის განყოფილების უფროსი;

დ) ტყის მართვის სამსახურის ტყის აღრიცხვის განყოფილების უფროსი;

ე) ტყის მართვის სამსახურის ტყის დაცვის სამსახურის განყოფილების უფროსი;

ვ) მონიტორინგის სამსახურის უფროსი და მთავარი სპეციალისტები;

ზ) რეგიონალური სატყეო სამმართველოს უფროსი;

თ) რეგიონალური სატყეო სამმართველოს მონიტორინგის განყოფილების უფროსი და უფროსი სპეციალისტები;

ი) რეგიონალური სატყეო სამმართველოს ტყის მართვის განყოფილების უფროსი;

კ) სატყეო უბნის უფროსი;

ლ) ტყის მცველი (რეინჯერი).

6. სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულებისას სსიპ – დაცული ტერიტორიების სააგენტოს:

ა) თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე;

ბ) შიდა კონტროლის სამსახურის უფროსი;

გ) შიდა კონტროლის სამსახურის მთავარი სპეციალისტი;

დ) შიდა კონტროლის სამსახურის სპეციალისტი;

ე) დაცული ტერიტორიის ადმინისტრაციის დირექტორი;

ვ) დაცული ტერიტორიის ადმინისტრაციის დაცვის განყოფილების უფროსი, უფროსის მოადგილე;

ზ) დაცული ტერიტორიის უბნის უფროსი რეინჯერი, რეინჯერი;

თ) სახელმწიფო ნაკრძალის ადმინისტრაციის დირექტორი;

ი) სახელმწიფო ნაკრძალის ადმინისტრაციის დაცვის განყოფილების უფროსი, უფროსის მოადგილე;

კ) სახელმწიფო ნაკრძალის უბნის უფროსი რეინჯერი, რეინჯერი;

ლ) ეროვნული პარკის ადმინისტრაციის დირექტორი;

მ) ეროვნული პარკის ადმინისტრაციის დაცვის განყოფილების უფროსი, უფროსის მოადგილე;

ნ) ეროვნული პარკის უბნის უფროსი რეინჯერი, რეინჯერი;

ო) აღკვეთილის ადმინისტრაციის დირექტორი;

პ) აღკვეთილის ადმინისტრაციის დაცვის განყოფილების უფროსი, უფროსის მოადგილე;

ჟ) აღკვეთილის უბნის უფროსი რეინჯერი, რეინჯერი.

7. საგამოძიებო დეპარტამენტის:

ა) უფროსი, უფროსის მოადგილე;

ბ) განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებელი, უფროსი გამომძიებელი, გამომძიებელი.

საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 10 სექტემბრის  ბრძანებულება №747 - სსმ III, №109, 16.09.2005 წ., მუხ.1201

საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 13 მარტის  ბრძანებულება №191 - სსმ III, №33, 14.03.2006 წ., მუხ.377

საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 21 მაისის  ბრძანებულება №318 - სსმ III, №72, 22.05.2007 წ., მუხ.778

საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 29 აგვისტოს  ბრძანებულება №498 - სსმ III, №124, 03.09.2007 წ., მუხ.1349

საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 27 მაისის  ბრძანებულება №272 - სსმ III, №77, 30.05.2008 წ., მუხ.825

    მუხლი 12

საქართველოს ეროვნული ბანკისა და საბანკო დაწესებულებების სისტემაში – საქართველოს ეროვნული ბანკისა და საბანკო დაწესებულებების ინკასატორებსა და მოლარეებს სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულებისას;

    მუხლი 13

საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს სისტემაში:

1. კავშირგაბმულობისა და ფოსტის ობიექტების დაცვის სამსახურის უფროსი, უფროსის მოადგილე სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულებისას;

2. კავშირგაბმულობისა და ფოსტის ობიექტების დაცვის სამსახურის ინსპექტორი სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულებისას;

3. კავშირგაბმულობისა და ფოსტის ობიექტების დაცვის სამსახურის ობიექტების დაცვის უფროსი, ცვლის უფროსი, გუშაგი სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულებისას;

4. სპეცკავშირის უფროსი, უფროსის მოადგილე სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულებისას;

5. სპეცკავშირის განყოფილების უფროსი, ფელდიეგერი, მძღოლი ექსპედიტორი სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულებისას.

    მუხლი 14

სამოქალაქო ავიაციის საავიაციო უშიშროების სამსახურის სისტემაში:

1. საავიაციო უშიშროების სამსახურის უფროსი, უფროსის მოადგილე სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულებისას;

2. საავიაციო უშიშროების სამსახურის ცვლის უფროსი, ცვლის უფროსის მოადგილე სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულებისას;

3. საავიაციო უშიშროების სამსახურის უფროსი ინსპექტორი, ინსპექტორი სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულებისას.

    მუხლი 15 (ამოღებულია)

საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 10 სექტემბრის  ბრძანებულება №747 - სსმ III, №109, 16.09.2005 წ., მუხ.1201

    მუხლი 16

საქართველოს კონტროლის პალატის სისტემაში:

საქართველოს კონტროლის პალატის პრეზიდიუმის წევრი.

    მუხლი 17 საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატში:

1. საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწე ეროვნული უშიშროების საკითხებში – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი;

2. ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის პირველი მოადგილე;

3. ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე;

4. საქართველოს პრეზიდენტის – სამხედრო ძალების უმაღლესი მთავარსარდლის სამხედრო მრჩეველი;

5. ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის დეპარტამენტის დირექტორი.

საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 21 ივლისის ბრძანებულება №279 - სსმ III, №75, 26.07.2004 წ., მუხ.663

საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 18 თებერვლის  ბრძანებულება №88 - სსმ III, №20, 21.02.2005 წ., მუხ.190

საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 20 მაისის  ბრძანებულება №363 - სსმ III, №63, 23.05.2005 წ., მუხ.664

 

მუხლი 17 ​1 . საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს წევრი.

საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 21 ივლისის ბრძანებულება №279 - სსმ III, №75, 26.07.2004 წ., მუხ.663

    მუხლი 18

მთავარი საჯარო თანამდებობის პირები, რომელთაც მინიჭებული აქვთ უფროსი და უმაღლესი სპეციალური წოდებები ან უფროსი და უმაღლესი ოფიცრის სამხედრო წოდებები.

    მუხლი 19 (ამოღებულია)

საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 3 აპრილის  ბრძანებულება №227 - სსმ III, №47, 04.04.2007 წ., მუხ.527

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომელთაც უფლება აქვთ ატარონ სამსახურებრივ-საშტატო იარაღი“, №538, 27.10.2003, სარეგისტრაციო კოდი 140.120.000.05.002.002 (კონსოლიდირებული რედაქცია 30.09.2008). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/34498-35/