„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის დებულების დამტკიცების შესახებ“.

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
16.12.2016 ბოლო ცვლილება 06.10.2025
ნომერი
№88
სარეგისტრაციო კოდი
140020000.22.026.016442
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 16/12/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (11)

წინა ცვლილებები (10)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+
 

საქართველოს თავდაცვის მინისტრის

ბრძანება №88

2016 წლის 16 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის დებულების დამტკიცების შესახებ

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 13დეკემბრის ბრძანება №133 - ვებგვერდი, 14.12.2018წ.

 


 

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 13 დეკემბრის ბრძანება №133 - ვებგვერდი, 14.12.2018წ.

 


+
მუხლი 1
დამტკიცდეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის თანდართული დებულება.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 13 დეკემბრის ბრძანება №133 - ვებგვერდი, 14.12.2018წ.

 

+
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2016 წლის 19 დეკემბრიდან.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელიგიორგი ბუთხუზი
+



საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების ავიაციისა და საჰაერო        თავდაცვის სარდლობის დებულება

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 12 დეკემბრის ბრძანება №133 - ვებგვერდი, 14.12.2018წ.

 


+
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი 
1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს (შემდგომ – სამინისტრო) თავდაცვის ძალების (შემდგომ –  თავდაცვის ძალები) ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობა (შემდგომ – სარდლობა) არის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი.

2. სარდლობა თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კანონმდებლობით, საქართველოს თავდაცვის მინისტრის (შემდგომ – მინისტრი) სამართლებრივი აქტებითა და თავდაცვის ძალების მეთაურის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით.

3. სარდლობა ანგარიშვალდებულია მინისტრისა და თავდაცვის ძალების მეთაურის წინაშე, რომლებიც ახორციელებენ სარდლობის სამსახურებრივ ზედამხედველობას, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 4. სარდლობას აქვს საკუთარი სახელწოდებით – ბეჭედი ქართულ-ინგლისური წარწერით, შტამპი ბლანკი და დროშა. ფინანსური ოპერაციების საწარმოებლად დადგენილი ნიმუშის ბეჭედი საიდენტიფიკაციო კოდით.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 13 დეკემბრის ბრძანება №133 - ვებგვერდი, 14.12.2018წ.

მუხლი 2. სარდლობის ამოცანები

სარდლობის ამოცანებია:

ა) საქართველოს  საჰაერო სივრცის  მართვა და კონტროლი;

ბ) სახელმწიფოს სტრატეგიული ობიექტების საჰაერო თავდაცვა;

გ) სამანევრო ქვედანაყოფების საჰაერო საცეცხლე მხარდაჭერა;

დ) ჯარების საბრძოლო მოქმედებათა ლოგისტიკური მხარდაჭერა;

ე) სამედიცინო ევაკუაცია;

ვ) სამძებრო-სამაშველო ოპერაციების წარმოება და რეკოგნოსცირება.

მუხლი 3. სარდლობის კომპეტენცია

სარდლობის კომპეტენციაა:

ა) საჰაერო თავდასხმის შესახებ თავდაცვის ძალებში შემავალი ქვედანაყოფების წინასწარი შეტყობინება დადგენილი წესით, საჰაერო სივრცის მუდმივი რადიოლოკაციური და რადიოტექნიკური კონტროლი, სადისპეტჩერო მომსახურება;

ბ) სახელმწიფო ავიაციის ფრენების მართვა და კონტროლი, ლიტერული საჰაერო ხომალდების ფრენის კონტროლი;

ბ​1) საავიაციო საქმიანობის წარმოებასთან დაკავშირებული ინსტრუქციებისა და სტანდარტული სამოქმედო პროცედურების შემუშავება და დამტკიცება;

გ) საზღვაო პორტების, სარკინიგზო და საგზაო მაგისტრალების, გაზსადენების,  ნავთობსადენების და სხვა სახელმწიფოს სტრატეგიული ობიექტების მოწინააღმდეგის საჰაერო თავდასხმისაგან დაცვა;

დ) თავდაცვის ძალების სამანევრო ქვედანაყოფების საჰაერო საცეცხლე მხარდაჭერის მიზნით საფრენი აპარატებით საცეცხლე მხარდაჭერა, რეიდის მოწყობა, მოწინააღმდეგის მფრინავი საფრენი აპარატების განადგურება, მოწინააღმდეგის ცეცხლის ჩახშობა და ნეიტრალიზაცია;

ე) საჰაერო სივრცის თვალთვალი, მოწინააღმდეგის საფრენი აპარატების აღმოჩენა და განადგურება საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის პასუხისმგებლობის ზონაში;

ვ) შეიარაღებით, საბრძოლო მასალით, სამხედრო ტექნიკით, საწვავ-საპოხი მასალებით და სხვა ქონებით ჯარების საბრძოლო მოქმედებათა ლოგისტიკური  უზრუნველყოფა საჰაერო გზით;

ზ) დაჭრილების, დაშავებულების და ავადმყოფების სწრაფი საჰაერო ევაკუაცია და შესაბამის სამედიცინო დაწესებულებებში გადაყვანა თავდაცვის ძალებში შემავალ ქვედანაყოფებთან და სხვა სახელმწიფო უწყებებთან კოორდინაციით;

თ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, სამძებრო-სამაშველო ოპერაციების წარმოება ხმელეთზე და ზღვაზე;

ი) მიღებული დავალების საფუძველზე, საჰაერო რეკოგნოსცირების ჩატარება და საბრძოლო მორიგეობის ორგანიზება;

კ) საავიაციო ტექნიკის საბრძოლო მზადყოფნის კონტროლი, სახელმწიფო ავიაციის საინჟინრო ტექნიკური მომსახურების ზედამხედველობა;

ლ) სამინისტროს ერთიანი სააღრიცხვო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების განხორციელების უზრუნველყოფა, სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე ვალდებულებათა დროულად შესრულება, ბუღალტრული აღრიცხვის ორგანიზება, ფინანსური და არაფინანსური აქტივების და ვალდებულებების ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების სწორი წარმართვა კომპეტენციის ფარგლებში;

მ) კომპეტენციის ფარგლებში, სარდლობის  სტრუქტურული ერთეულებისათვის სამართლებრივ საკითხებზე იურიდიული დახმარების გაწევა, საიდუმლო და არასაიდუმლო საქმისწარმოების ორგანიზება;

ნ) საბრძოლო მომზადების დაგეგმვისა და აღსრულების უზრუნველყოფა, წვრთნებისა და სწავლებების ჩატარება, მაღალი საბრძოლო მზადყოფნის მიღწევისათვის საჭირო ღონისძიებების განხორციელება.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 31 მაისის ბრძანება №42 - ვებგვერდი, 01.06.2017წ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 13 დეკემბრის ბრძანება №133 - ვებგვერდი, 14.12.2018წ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2021 წლის 22 აპრილის ბრძანება №25 - ვებგვერდი, 23.04.2021წ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2025 წლის 3 აპრილის ბრძანება №45 - ვებგვერდი, 04.04.2025წ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2025 წლის 28 აპრილის ბრძანება №56 - ვებგვერდი, 29.04.2025წ.

მუხლი 4. სარდლობის სტრუქტურული ერთეულები და მათი კომპეტენცია 

1. სარდლობის სტრუქტურული ერთეულებია (შემდგომში – სტრუქტურული ერთეული):

ა) ბუღალტრული აღრიცხვის სამსახური;

ბ) უზრუნველყოფის ჯგუფი;

ბ​1) საჰაერო ოპერაციების ცენტრი;

გ) სარდლობის შტაბი:

გ.ა) ავიაციის საინჟინრო სამსახური;

გ.ბ) საჰაერო თავდაცვის სისტემების სამსახური;

გ.გ) G-1-ის სამსახური;

გ.დ) G-2-ის სამსახური;

გ.ე) G-3-ის სამსახური;

გ.ვ) G-4-ის სამსახური;

გ.ზ) G-5-ის სამსახური;

გ.თ) G-6-ის სამსახური;

გ.ი) G-7-ის სამსახური;

დ) საჰაერო თავდაცვის ბრიგადა;

ე) შერეული საავიაციო ესკადრილია;

ვ) (ამოღებულია - 15.12.2021, №87).

2. სტრუქტურული ერთეულების კომპეტენცებია:

ა) ბუღალტრული აღრიცხვის სამსახური ანგარიშვალდებულია სამინისტროს საფინანსო დეპარტამენტის წინაშე და უზრუნველყოფს:

ა.ა) სამინისტროს ერთიანი სააღრიცხვო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების განხორციელებას;

ა.ბ)  სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე ვალდებულებათა დროულად შესრულებას;

ა.გ)  ბუღალტრული აღრიცხვის ორგანიზებას;

ა.დ) ფინანსური და არაფინანსური აქტივების და ვალდებულებების ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების სწორად წარმართვას;

ა.ე) სასაქონლო მატერიალური ფასეულობებისა და დაფინანსების სწორ და დროულ ასახვას შესაბამის პირველად დოკუმენტებში;

ა.ვ)  ხარჯების გაწევის მარეგულირებელი კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებას;

ა.ზ) კანონმდებლობით ნებადართულ სახელწმიფო შესყიდვებთან დაკავშირებული ხელშეკრულებების მომზადებასა და შესაბამისი ფინანსური ოპერაციების წარმოებას;

ა.თ)  ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში მონაწილეობასა და შესაბამისი გათვლების წარმოებას;

ა.ი)  ქვედანაყოფის შესაბამის ფულად უზრუნველყოფასა და სალარო ოპერაციების წარმოებას;

ა.კ)  ანგარიშგების (რეპორტის) მომზადებისა და დადგენილ ვადებში სამინისტროს საფინანსო დეპარტამენტში წარდგენას;

ბ) უზრუნველყოფის ჯგუფი – ახორციელებს სარდლობის მატერიალური ქონების აღრიცხვას/ანგარიშგებას, საკანცელარიო ნივთებისა და ორგტექნიკის განაწილებას, პირადი შემადგენლობის სანივთე ქონებით უზრუნველყოფას;

ბ​1) საჰაერო ოპერაციების ცენტრი –  უზრუნველყოფს საჰაერო თავდასხმის შესახებ თავდაცვის ძალებში შემავალი ქვედანაყოფების წინასწარ შეტყობინებას დადგენილი წესით, ახორციელებს საჰაერო სივრცის მუდმივ რადიოლოკაციურ და რადიოტექნიკურ კონტროლს, სადისპეტჩერო მომსახურებას, ახორციელებს სახელმწიფო ავიაციის ფრენების მართვას და კონტროლს, ასევე ლიტერული საჰაერო ხომალდების ფრენის კონტროლს. კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს საბრძოლო მომზადების დაგეგმვას და აღსრულებას, წვრთნებისა და სწავლებების ჩატარებას, ახორციელებს მაღალი საბრძოლო მზადყოფნის მიღწევისათვის საჭირო ღონისძიებებს;

გ) სარდლობის შტაბი – ახორციელებს სარდლობის სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის დაგეგმვას, კოორდინაციას და კონტროლს:

გ.ა) ავიაციის საინჟინრო სამსახური –  უზრუნველყოფს საავიაციო ტექნიკის საბრძოლო მზადყოფნის კონტროლს, შერეული საავიაციო ესკადრილიის საინჟინრო-ტექნიკური სამსახურების საქმიანობის კონტროლს, ახორციელებს სახელმწიფო ავიაციის საინჟინრო-ტექნიკური მომსახურების ზედამხედველობას;

გ.ბ) საჰაერო თავდაცვის სისტემების სამსახური – უზრუნველყოფს საჰაერო თავდაცვის ქვედანაყოფების საბრძოლო ტექნიკის მორიგეობის მონიტორინგს და მათი მომსახურების ზედამხედველობას;

გ.გ) G-1-ის სამსახური – უზრუნველყოფს სარდლობის ქვედანაყოფების პირადი შემადგენლობის საკადრო საკითხებზე წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადებას, პირადი შემადგენლობით დაკომპლექტების დაგეგმვას და აღრიცხვას, მათი შერჩევის, კვალიფიკაციის ამაღლების, შეფასებისა და კარიერული მართვისათვის საჭირო ღონისძიებების განხორციელებას;

გ.დ) G-2-ის სამსახური – უზრუნველყოფს სარდლობას სადაზვერვო ინფორმაციით, ახორციელებს დაზვერვისა და უსაფრთხოების ღონისძიებების დაგეგმვას და ორგანიზებას;

გ.ე) G-3-ის სამსახური – მშვიდობიანობის, საომარი და საგანგებო მდგომარეობის დროს ახორციელებს ოპერაციების დაგეგმვას, სარდლობის სტრუქტურული ერთეულების ეფექტური მართვის უზრუნველყოფას, საავიაციო უსაფრთხოებისა და სტანდარტიზაციის ზედამხედველობას;

გ.ვ) G-4-ის სამსახური – ახორციელებს სარდლობის ლოჯისტიკური უზრუნველყოფის, მატერიალურ-ტექნიკური და სამედიცინო უზრუნველყოფის დაგეგმვას, შესრულების ორგანიზებას, კოორდინირებას და მონიტორინგს;

გ.ზ) G-5-ის სამსახური – ახ ორციელებს სარდლობაში შემავალი გვარეობების მიხედვით , საჭირო გრძელვადიანი შესაძლებლობების დადგენა/განსაზღვრას, ძალთა დაგეგმვას და გრძელვადიანი განვითარების გეგმებისა და კონცეფციების შემუშავებას, შესყიდვების გეგმების განსაზღვრის მხარდაჭერას, სტრუქტურებისა და მათი ფუნქციების ცვლილებებთან დაკავშირებული რეკომენდაციების შემუშავებას, გვარეობების კონცეპტუალური განვითარების კოორდინირებას და ნატოსთან ან სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან ორმხრივი და მრავალმხრივი სამხედრო თანამშრომლობის განხორციელების მხარდაჭერას, ასევე საბრძოლო მზადყოფნის მონიტორინგს;  

გ.თ) G-6-ის სამსახური – ახორციელებს კავშირების, ინფორმაციული სისტემების, ქსელების დაგეგმვას, ორგანიზებას და მ ონიტორინგს , ინფორმაციის   გაცვლის უსაფრთხოების ორგანიზებასა და უზრუნველყოფას;

გ.ი) G-7-ის სამსახური – ახორციელებს სარდლობაში შემავალი გვარეობების მიხედვით, სამხედრო განათლების და საბრძოლო მომზადების დაგეგმვას, მონიტორინგს და შეფასებას, განვითარებისათვის შესაბამისი კონცეპტუალური და საორგანიზაციო დოკუმენტების, მეთოდური მითითებების და რეკომენდაციების შემუშავებას, დოქტრინების შემუშავების/განვითარების პროცესის კოორდინაციას კომეპტენციის ფარგლებში; უზრუნველყოფს გამოცდილების გაზიარების სისტემის პრიორიტეტების გათვალისწინებით,  გამოცდილების გაზიარების პროცესის მხარდაჭერას, დაკვირვებების შედეგად გამოვლენილი ყველა ღირებული ინფორმაციის გამოცდილების გაზიარების ქვედანაყოფზე მიწოდებას დადგენილი ფორმატით, გამოცდილების გაზიარების შედეგად განხორციელებული ცვლილებების დაკვირვებას და შეფასებას.

დ) საჰაერო თავდაცვის ბრიგადა – უზრუნველყოფს საჰაერო სივრცის თვალთვალს, მოწინააღმდეგის საფრენი აპარატების აღმოჩენას და განადგურებას საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის პასუხისმგებლობის ზონაში, საზღვაო პორტების, სარკინიგზო და საგზაო მაგისტრალების, გაზსადენების,  ნავთობსადენების და სხვა სახელმწიფოს სტრატეგიული ობიექტების მოწინააღმდეგის საჰაერო თავდასხმისაგან დაცვას და საბრძოლო მორიგეობის ორგანიზებას, ასევე, კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს საბრძოლო მომზადების დაგეგმვას და აღსრულებას, წვრთნებისა და სწავლებების ჩატარებას, ახორციელებს მაღალი საბრძოლო მზადყოფნის მიღწევისათვის საჭირო ღონისძიებებს;  

ე) შერეული საავიაციო ესკადრილია –  თავდაცვის ძალების სამანევრო ქვედანაყოფების საჰაერო საცეცხლე მხარდაჭერის მიზნით ახორციელებს საფრენი აპარატებით საცეცხლე მხარდაჭერას, რეიდის მოწყობას, მოწინააღმდეგის ცეცხლის ჩახშობას და ნეიტრალიზაციას; უზრუნველყოფს დაჭრილების, დაშავებულების და ავადმყოფების სწრაფ საჰაერო ევაკუაციას და შესაბამის სამედიცინო დაწესებულებებში  გადაყვანას თავდაცვის ძალებში შემავალ ქვედანაყოფებთან და სხვა სახელმწიფო უწყებებთან კოორდინაციით. ასევე ახორციელებს შეიარაღებით, საბრძოლო მასალით, სამხედრო ტექნიკით, საწვავ-საპოხი მასალებით და სხვა ქონებით ჯარების საბრძოლო მოქმედებათა ლოჯისტიკურ უზრუნველყოფას საჰაერო გზით; კანონმდებლობით დადგენილი წესით, მონაწილეობს საძიებო-სამაშველო ოპერაციებში ხმელეთზე და ზღვაზე, მიღებული დავალების საფუძველზე, ატარებს საჰაერო რეკოგნოსცირება; კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს საბრძოლო მომზადების დაგეგმვას და აღსრულებას, წვრთნებისა და სწავლებების ჩატარებას, ახორციელებს მაღალი საბრძოლო მზადყოფნის მიღწევისათვის საჭირო ღონისძიებებს;

ვ) (ამოღებულია - 15.12.2021, №87).

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 31 მაისის ბრძანება №42 - ვებგვერდი, 01.06.2017წ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 13 დეკემბრის ბრძანება №133 - ვებგვერდი, 14.12.2018წ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2020 წლის 16 იანვრის ბრძანება №9 - ვებგვერდი, 16.01.2020წ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2021 წლის 22 აპრილის ბრძანება №25 - ვებგვერდი, 23.04.2021წ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2021 წლის 15 დეკემბრის ბრძანება №87 - ვებგვერდი, 16.12.2021წ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2025 წლის 28 აპრილის ბრძანება №56 - ვებგვერდი, 29.04.2025წ.

მუხლი 5. სარდლობის ხელმძღვანელობა და მათი უფლებამოსილება

1. სარდლობას ხელმძღვანელობს სარდალი, რომელსაც  კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

2. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, სარდლობაზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებისათვის, სარდალი  ანგარიშვალდებულია სამინისტროსა და თავდაცვის ძალების ხელმძღვანელობის წინაშე.

3. სარდალი სარდლობაზე  დაკისრებული ამოცანების შესრულების მიზნით:

ა) ხელმძღვანელობს საქართველოს კანონმდებლობით;

ბ)   ახორციელებს სარდლობის საქმიანობის საერთო ხელმძღვანელობას;

ბ​1) მართავს სარდლობის საქმიანობასთან დაკავშირებულ რისკებს;

გ) წყვეტს სარდლობის გამგებლობას მიკუთვნებულ საკითხებს  და პასუხისმგებელია სარდლობაზე დაკისრებული ამოცანების სრულფასოვნად შესრულებაზე;

გ​1) უზრუნველყოფს სარდლობის საბრძოლო მომზადების დაგეგმვას და აღსრულებას, წვრთნებისა და სწავლებების ჩატარებას, ახორციელებს მაღალი საბრძოლო მზადყოფნის მიღწევისათვის საჭირო ღონისძიებებს;

გ​2) ამტკიცებს სარდლობის საფრენოსნო შემადგენლობისა და ინჟინერ-ტექნიკური პერსონალის გადამზადების, აღდგენისა და ინდივიდუალური მომზადების პროგრამებს;

გ​3) ამტკიცებს საავიაციო საქმიანობის წარმოებასთან დაკავშირებულ ინსტრუქციებსა და სტანდარტულ სამოქმედო პროცედურებს;

დ) კონტროლს უწევს ხელმძღვანელობის ბრძანებების, მითითებებისა და ინსტრუქციების შესრულებას სარდლობის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე;

ე) ითანხმებს სარდლობის მოსამსახურეთა მიერ სამსახურის გავლის საკითხებს;

ვ) ანაწილებს მოვალეობებს სარდლობის მოსამსახურეებს შორის, ზედამხედველობს მათ მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას და შრომის დისციპლინის დაცვას;

ზ) უზრუნველყოფს დაქვემდებარებული პირადი შემადგენლობის საბრძოლო და სამობილიზაციო მზადყოფნას;

თ) სარდლობაში შემოსულ კორესპონდენციას ანაწილებს სარდლობის  მოსამსახურეებზე;

ი) აანალიზებს სარდლობის საქმიანობას და თავდაცვის ძალების ხელმძღვანელობას წარუდგენს წინადადებებს სარდლობის მუშაობის გაუმჯობესების შესახებ;

კ) კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს სარდლობის მოსამსახურეთა წახალისებას და მათ მიმართ დისციპლინური ზომების გამოყენებას;

ლ) თავდაცვის ძალების ხელმძღვანელობას წარუდგენს წინადადებებს იმ სახსრების, მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა სარდლობის ამოცანების შესასრულებლად;

მ) პერიოდულად ისმენს ანგარიშს სარდლობის სტრუქტურული ერთეულების უფროსების, დაქვემდებარებული ქვედანაყოფების მეთაურების და მოსამსახურეების მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ;

ნ) შუამდგომლობს სარდლობის მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების შესახებ;

ო)  ახორციელებს სარდლობაში  მომზადებული დოკუმენტაციის ვიზირებას ან/და ხელმოწერას; 

პ) მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს;

ჟ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

4. სარდალს ჰყავს მოადგილე, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

5. სარდლის დროებით არყოფნის შემთხვევაში, მის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს სარდლის  მოადგილე, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში სარდლობის შტაბის უფროსი.

6. სარდლის მოადგილე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სარდლობაზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებაზე ანგარიშვალდებულია სარდლის, სამინისტროსა და თავდაცვის ძალების ხელმძღვანელობის წინაშე.

7. სარდლის მოადგილე სარდლობაზე დაკისრებული ამოცანების შესრულების მიზნით:

ა) ხელს უწყობს სარდალს მასზე დაკისრებული მოვალეობების განხორციელებაში;

ბ) სარდლობის  დავალების შესაბამისად განიხილავს სარდლობაში შესულ კორესპონდენციას;

გ) ზედამხედველობს სარდლობის მოსამსახურეების მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას და შრომის დისციპლინის დაცვას;

დ) ზედამხედველობს და ანაწილებს დავალებებს სარდლობის სტრუქტურულ ერთეულებს და მოსამსახურეებს შორის და აძლევს მათ შესაბამის მითითებებსა და დავალებებს;

ე) ახორციელებს სარდლობაში მომზადებული დოკუმენტაციის ვიზირებას ან ხელმოწერას; 

ვ) აანალიზებს სარდლობის საქმიანობას და სარდალს წარუდგენს წინადადებებს სარდლობის საქმიანობის გაუმჯობესების შესახებ;

ზ) შუამდგომლობს სარდალთან მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების შესახებ;

თ) ასრულებს სარდლის, სამინისტროს და თავდაცვის ძალების ხელმძღვანელობის დავალებებსა და მითითებებს;

ი) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

7​​1. სარდლობის სერჟანტთა შემადგენლობას ხელმძღვანელობს და სარდლობის სამხედრო მოსამსახურეთა (გარდა ოფიცრებისა) დისციპლინის განმტკიცების, ფიზიკური მზადყოფნის, ინდივიდუალური საბრძოლო მომზადების, სამხედრო - პროფესიული განათლებისა და კარიერული განვითარების საკითხებს უფლებამოსილების ფარგლებში კოორდინაციას უწევს სარდლობის მთავარი სერჟანტი, რომელსაც დადგენილი წესით   თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

7​2. სარდლობის შტაბს ხელმძღვანელობს შტაბის უფროსი, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. სარდლობის შტაბის უფროსი:

ა)  წარმართავს და კოორდინაციას უწევს სარდლობის შტაბის ყოველდღიურ საქმიანობას;

ბ) ახორციელებს კოორდინაციას და კონტროლს სარდლობის სტრუქტურული ერთეულების შტაბების მუშაობაზე;

გ) ზედამხედველობს სარდლობის შტაბის მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას და შრომის დისციპლინის დაცვას, აძლევს მათ დავალებებს და მითითებებს;

დ) კომპეტენციის ფარგლებში, ახორციელებს სარდლობის შტაბში მომზადებული დოკუმენტაციის ვიზირებას ან ხელმოწერას;

ე) უზრუნველყოფს დაქვემდებარებული პირადი შემადგენლობის საბრძოლო მზადყოფნას;

ვ) პასუხისმგებელია სარდლობის შტაბის ფუნქციების შესრულებაზე;

ზ) აანალიზებს სარდლობის შტაბის საქმიანობას და სარდალს წარუდგენს წინადადებებს შტაბის მუშაობის გაუმჯობესების შესახებ;

თ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს, ასრულებს ზემდგომი ხელმძღვანელობის ბრძანებებს, მითითებებსა და დავალებებს.

7​3. მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ სტრუქტურულ ერთეულებს ხელმძღვანელობენ მეთაურები, რომლებსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. სტრუქტურული ერთეულის მეთაური:

ა) ხელმძღვანელობს სტრუქტურული ერთეულის საქმიანობას;

ბ) წყვეტს სტრუქტურული ერთეულის გამგებლობას მიკუთვნებულ საკითხებს და პასუხისმგებელია მასზე დაკისრებული ამოცანების შესრულებაზე;

გ) კომპეტენციის ფარგლებში, ხელმძღვანელობს საბრძოლო ოპერაციების დაგეგმვას და განხორციელებას;

დ) კომპეტენციის ფარგლებში, ორგანიზებას უწევს დაქვემდებარებული პირადი შემადგენლობის საბრძოლო მომზადების დაგეგმვას და აღსრულებას, ახორციელებს წვრთნებისა და სწავლებების ჩატარებას და მონიტორინგს;

ე) ასრულებს ხელმძღვანელობის ბრძანებებს, მითითებებსა და ინსტრუქციებს სტრუქტურული ერთეულის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე;

ვ) კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს დაქვემდებარებულ ქვედანაყოფებში უსაფრთხოების ღონისძიებების დაგეგმვას და განხორციელებას;

ზ) ითანხმებს სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეთა მიერ სამსახურის გავლის საკითხებს;

თ) ანაწილებს მოვალეობებს სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეებს შორის, ზედამხედველობს მათ მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას და შრომის დისციპლინის დაცვას;

ი) უზრუნველყოფს დაქვემდებარებული პირადი შემადგენლობის საბრძოლო მზადყოფნას, ორგანიზებას და მონიტორინგს უწევს დაქვემდებარებულ სტრუქტურულ ერთეულში საჯარისო სამსახურის მოთხოვნების შესრულებას;

კ) სტრუქტურულ ერთეულში შესულ კორესპონდენციას ანაწილებს დაქვემდებარებულ მოსამსახურეებზე;

ლ) აანალიზებს სტრუქტურული ერთეულის საქმიანობას და სარდალს წარუდგენს წინადადებებს მისი მუშაობის გაუმჯობესების შესახებ;

მ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში ახორციელებს სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეთა წახალისებას ან მათ მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების გამოყენებას;

ნ) ზემდგომ ხელმძღვანელობას წარუდგენს წინადადებებს იმ სახსრების, მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა სტრუქტურული ერთეულის ამოცანების შესასრულებლად;

ო) პერიოდულად ისმენს ანგარიშს დაქვემდებარებული ქვედანაყოფების ხელმძღვანელების და ცალკეული მოსამსახურეების მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ;

პ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, ახორციელებს დაქვემდებარებულ მოსამსახურეებზე შეიარაღებისა და ტექნიკის ტაბელით განსაზღვრული შეიარაღებისა და ტექნიკის მიმაგრებას და დაქვემდებარებულ ქვედანაყოფებზე მატერიალურ-ტექნიკური საშუალებების განაწილებას;

ჟ) შუამდგომლობს სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების შესახებ;

რ) ახორციელებს სტრუქტურულ ერთეულში მომზადებული დოკუმენტაციის ვიზირებას ან/და ხელმოწერას;

ს) კომპეტენციის ფარგლებში, სტრუქტურულ ერთეულს  მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს;

ტ) აწარმოებს მიმოწერას სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან ან კომპეტენციის ფარგლებში, სხვა ადმინისტრაციულ ორგანოებთან, ასევე გამოითხოვს მათგან საჭირო ინფორმაციას;

უ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს, ასრულებს ზემდგომი ხელმძღვანელობის ბრძანებებს, მითითებებსა და დავალებებს.

8. მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ – „ბ​1“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ სარდლობის სტრუქტურულ ერთეულებს ხელმძღვანელობს სტრუქტურული ერთეულის უფროსი, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

9. სარდლობის სტრუქტურული ერთეულის მეთაური/უფროსი/სარდლობის შტაბის უფროსი, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სტრუქტურულ ერთეულზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია თავდაცვის ძალების ხელმძღვანელობის და სარდლის წინაშე.

10. სტრუქტურული ერთეულის უფროსი, სტრუქტურულ ერთეულზე დაკისრებული ამოცანების შესრულების მიზნით:

ა) ხელმძღვანელობს  სტრუქტურული ერთეულის  საქმიანობას;

ბ) ანაწილებს  კორესპონდენციას  სტრუქტურული ერთეულის  მოსამსახურეებს შორის;

გ) უზრუნველყოფს სტრუქტურული ერთეულის მუშაობის ორგანიზებას და ზედამხედველობს სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას;

დ) ახორციელებს სტრუქტურულ ერთეულში მომზადებული დოკუმენტაციის ვიზირებას;

ე) კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს და კონტროლს უწევს სამინისტროს, თავდაცვის ძალების ხელმძღვანელობისა და სარდლის ბრძანებების, მითითებების და დავალებების შესრულებას;

ვ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

11. სარდლობის სტრუქტურული ერთეულების უფროსის/მეთაურის/სარდლობის შტაბის უფროსის, დროებით არყოფნის შემთხვევაში მის უფლება-მოვალეობებს კანონმდებლობით დადგენილი წესით, მინისტრის ან მის მიერ უფლებამოსილი პირის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე ახორციელებს ქვედანაყოფის მოსამსახურე.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 27 თებერვლის დადგენილება №16 - ვებგვერდი,28.02.2018წ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 13 დეკემბრის ბრძანება №133 - ვებგვერდი, 14.12.2018წ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2021 წლის 22 აპრილის ბრძანება №25 - ვებგვერდი, 23.04.2021წ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2023 წლის 14 სექტემბრის ბრძანება №64 - ვებგვერდი, 15.09.2023წ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2024 წლის 18 აპრილის ბრძანება №46 - ვებგვერდი, 18.04.2024წ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2025 წლის 3 აპრილის ბრძანება №45 - ვებგვერდი, 04.04.2025წ.


Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის დებულების დამტკიცების შესახებ“., №88, 16.12.2016, სარეგისტრაციო კოდი 140020000.22.026.016442 (კონსოლიდირებული რედაქცია 28.04.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3478479-10/