„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის დებულების დამტკიცების შესახებ“.

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
16.12.2016 ბოლო ცვლილება 06.10.2025
ნომერი
№88
სარეგისტრაციო კოდი
140020000.22.026.016442
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 16/12/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (11)

შემდგომი ცვლილებები (9)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+
 

საქართველოს თავდაცვის მინისტრის

ბრძანება №88

2016 წლის 16 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის დებულების დამტკიცების შესახებ

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 13დეკემბრის ბრძანება №133 - ვებგვერდი, 14.12.2018წ.

 


 

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 13 დეკემბრის ბრძანება №133 - ვებგვერდი, 14.12.2018წ.

 


+
მუხლი 1
დამტკიცდეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის თანდართული დებულება.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 13 დეკემბრის ბრძანება №133 - ვებგვერდი, 14.12.2018წ.

 

+
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2016 წლის 19 დეკემბრიდან.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელიგიორგი ბუთხუზი
+



საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების ავიაციისა და საჰაერო        თავდაცვის სარდლობის დებულება

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 12 დეკემბრის ბრძანება №133 - ვებგვერდი, 14.12.2018წ.

 


+
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი 
1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს (შემდგომ – სამინისტრო) თავდაცვის ძალების (შემდგომ –  თავდაცვის ძალები) ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობა (შემდგომ – სარდლობა) არის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი.

2. სარდლობა თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კანონმდებლობით, საქართველოს თავდაცვის მინისტრის (შემდგომ – მინისტრი) სამართლებრივი აქტებითა და თავდაცვის ძალების მეთაურის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით.

3. სარდლობა ანგარიშვალდებულია მინისტრისა და თავდაცვის ძალების მეთაურის წინაშე, რომლებიც ახორციელებენ სარდლობის სამსახურებრივ ზედამხედველობას, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით .

 4. სარდლობას აქვს საკუთარი სახელწოდებით – ბეჭედი ქართულ-ინგლისური წარწერით, შტამპი ბლანკი და დროშა. ფინანსური ოპერაციების საწარმოებლად დადგენილი ნიმუშის ბეჭედი საიდენტიფიკაციო კოდით.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 13 დეკემბრის ბრძანება №133 - ვებგვერდი, 14.12.2018წ.

მუხლი 2. სარდლობის ამოცანები

სარდლობის ამოცანებია:

ა) საქართველოს  საჰაერო სივრცის  მართვა და კონტროლი;

ბ) სახელმწიფოს სტრატეგიული ობიექტების საჰაერო თავდაცვა;

გ) სამანევრო ქვედანაყოფების საჰაერო საცეცხლე მხარდაჭერა;

დ) ჯარების საბრძოლო მოქმედებათა ლოგისტიკური მხარდაჭერა;

ე) სამედიცინო ევაკუაცია;

ვ) სამძებრო-სამაშველო ოპერაციების წარმოება და რეკოგნოსცირება.

მუხლი 3. სარდლობის კომპეტენცია

სარდლობის კომპეტენციაა:

ა) საჰაერო თავდასხმის შესახებ თავდაცვის ძალებში შემავალი ქვედანაყოფების წინასწარი შეტყობინება დადგენილი წესით, საჰაერო სივრცის მუდმივი რადიოლოკაციური და რადიოტექნიკური კონტროლი, სადისპეტჩერო მომსახურება;

ბ) სახელმწიფო ავიაციის ფრენების მართვა და კონტროლი, ლიტერული საჰაერო ხომალდების ფრენის კონტროლი;

გ) საზღვაო პორტების, სარკინიგზო და საგზაო მაგისტრალების, გაზსადენების,  ნავთობსადენების და სხვა სახელმწიფოს სტრატეგიული ობიექტების მოწინააღმდეგის საჰაერო თავდასხმისაგან დაცვა;

დ) თავდაცვის ძალების სამანევრო ქვედანაყოფების საჰაერო საცეცხლე მხარდაჭერის მიზნით საფრენი აპარატებით საცეცხლე მხარდაჭერა, რეიდის მოწყობა, მოწინააღმდეგის მფრინავი საფრენი აპარატების განადგურება, მოწინააღმდეგის ცეცხლის ჩახშობა და ნეიტრალიზაცია;

ე) საჰაერო სივრცის თვალთვალი, მოწინააღმდეგის საფრენი აპარატების აღმოჩენა და განადგურება საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის პასუხისმგებლობის ზონაში;

ვ) შეიარაღებით, საბრძოლო მასალით, სამხედრო ტექნიკით, საწვავ-საპოხი მასალებით და სხვა ქონებით ჯარების საბრძოლო მოქმედებათა ლოგისტიკური  უზრუნველყოფა საჰაერო გზით;

ზ) დაჭრილების, დაშავებულების და ავადმყოფების სწრაფი საჰაერო ევაკუაცია და შესაბამის სამედიცინო დაწესებულებებში გადაყვანა თავდაცვის ძალებში შემავალ ქვედანაყოფებთან და სხვა სახელმწიფო უწყებებთან კოორდინაციით;

თ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, სამძებრო-სამაშველო ოპერაციების წარმოება ხმელეთზე და ზღვაზე;

ი) მიღებული დავალების საფუძველზე, საჰაერო რეკოგნოსცირების ჩატარება და საბრძოლო მორიგეობის ორგანიზება;

კ) საავიაციო ტექნიკის საბრძოლო მზადყოფნის კონტროლი, სახელმწიფო ავიაციის საინჟინრო ტექნიკური მომსახურების ზედამხედველობა;

ლ) სამინისტროს ერთიანი ფინანსური პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების განხორციელების უზრუნველყოფა, სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე ვალდებულებათა დროულად შესრულება, ბუღალტრული აღრიცხვის ორგანიზება, ფინანსური და არაფინანსური აქტივების და ვალდებულებების ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების სწორი წარმართვა კომპეტენციის ფარგლებში;

მ) კომპეტენციის ფარგლებში, სარდლობის  სტრუქტურული ერთეულებისათვის სამართლებრივ საკითხებზე იურიდიული დახმარების გაწევა, საიდუმლო და არასაიდუმლო საქმისწარმოების ორგანიზება.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 31 მაისის ბრძანება №42 - ვებგვერდი, 01.06.2017წ.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 13 დეკემბრის ბრძანება №133 - ვებგვერდი, 14.12.2018წ.

მუხლი 4. სარდლობის სტრუქტურული ერთეულები და მათი კომპეტენცია 

1. სარდლობის სტრუქტურული ერთეულებია (შემდგომში – სტრუქტურული ერთეული):

ა) ბუღალტრული აღრიცხვის სამსახური;

ბ) უზრუნველყოფის ჯგუფი;

გ) სარდლობის შტაბი:

გ.ა) ავიაციის საინჟინრო სამსახური;

გ.ბ) საჰაერო თავდაცვის სისტემების სამსახური;

გ.გ) G-1 სამსახური;

გ.დ) G-2 სამსახური;

გ.ე) G-3 სამსახური;

გ.ვ) G-4 სამსახური;

გ.ზ) G-6 სამსახური;

დ) საჰაერო თავდაცვის ბრიგადა;

ე) შერეული საავიაციო ესკადრილია;

ვ) ცენტრალური საკომანდო პუნქტი.

2. სტრუქტურული ერთეულების კომპეტენცებია:

ა) ბუღალტრული აღრიცხვის სამსახური ანგარიშვალდებულია სამინისტროს ფინანსების მართვის დეპარტამენტის წინაშე და უზრუნველყოფს:

ა.ა) სამინისტროს ერთიანი ფინანსური პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების განხორციელებას;

ა.ბ) სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე ვალდებულებათა დროულად შესრულებას;

ა.გ)  ბუღალტრული აღრიცხვის ორგანიზებას;

ა.დ) ფინანსური და არაფინანსური აქტივების და ვალდებულებების ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების სწორად წარმართვას;

ა.ე) სასაქონლო მატერიალური ფასეულობებისა და დაფინანსების სწორ და დროულ ასახვას შესაბამის პირველად დოკუმენტებში;

ა.ვ) ხარჯების გაწევის მარეგულირებელი კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებას;

ა.ზ) კანონმდებლობით ნებადართულ სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული ხელშეკრულებების მომზადებასა და შესაბამისი ფინანსური ოპერაციების  წარმოებას;

ა.თ) ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში მონაწილეობასა და შესაბამისი გათვლების წარმოებას;

ა.ი) ქვედანაყოფის შესაბამის ფულად უზრუნველყოფასა და სალარო ოპერაციების წარმოებას;

ა.კ) ანგარიშგების (რეპორტის) მომზადებისა და დადგენილ ვადებში სამინისტროს ფინანსების მართვის დეპარტამენტში წარდგენას;

ბ) უზრუნველყოფის ჯგუფი – ახორციელებს სარდლობის მატერიალური ქონების აღრიცხვას/ანგარიშგებას, საკანცელარიო ნივთებისა და ორგტექნიკის განაწილებას, პირადი შემადგენლობის სანივთე ქონებით უზრუნველყოფას;

გ) სარდლობის შტაბი – ახორციელებს სარდლობის სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის დაგეგმვას, კოორდინაციას და კონტროლს:

გ.ა) ავიაციის საინჟინრო სამსახური – უზრუნველყოფს საავიაციო ტექნიკის საბრძოლო მზადყოფნის კონტროლს, შერეული საავიაციო ესკადრილიის საინჟინრო-ტექნიკური სამსახურების საქმიანობის კონტროლს, ახორციელებს სახელმწიფო ავიაციის საინჟინრო- ტექნიკური მომსახურების ზედამხედველობას;

გ.ბ) საჰაერო სისტემების სამსახური – უზრუნველყოფს საჰაერო თავდაცვის ბრიგადის საბრძოლო მორიგეობის მონიტორინგს და ტექნიკის მომსახურების ზედამხედველობას.

გ.გ) G-1 სამსახური – უზრუნველყოფს სარდლობის ქვედანაყოფების პირადი შემადგენლობის საკადრო საკითხებზე წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადებას, პირადი შემადგენლობით დაკომპლექტების დაგეგმვას და აღრიცხვას, მათი შერჩევის, კვალიფიკაციის ამაღლების, შეფასებისა და კარიერული მართვისათვის საჭირო ღონისძიებების განხორციელებას;

გ.დ) G-2 სამსახური – უზრუნველყოფს სარდლობას სადაზვერვო ინფორმაციით, ახორციელებს დაზვერვისა და უსაფრთხოების ღონისძიებების დაგეგმვას და ორგანიზებას;

გ.ე) G-3 სამსახური – მშვიდობიანობის, საომარი და საგანგებო მდგომარეობის დროს ახორციელებს  ოპერაციების დაგეგმვას, სარდლობის სტრუქტურული ერთეულების ეფექტური მართვის უზრუნველყოფას და საბრძოლო მზადყოფნის მონიტორინგს;

გ.ვ) G-4 სამსახური – ახორციელებს სარდლობის ლოგისტიკურ უზრუნველყოფას, სამხედრო-ტექნიკური,  მატერიალურ-ტექნიკური და სამედიცინო უზრუნველყოფის დაგეგმვას, შესრულების ორგანიზებას, კოორდინირებას და მონიტორინგს;

გ.ზ) G-6 სამსახური – ახორციელებს კავშირების, ინფორმაციული სისტემების, ქსელების დაგეგმვას, ორგანიზებას და მონიტორინგს. ინფორმაციის გაცვლის უსაფრთხოების ორგანიზებას და უზრუნველყოფას;

დ) საჰაერო თავდაცვის ბრიგადა – უზრუნველყოფს საჰაერო სივრცის თვალთვალს, მოწინაღმდეგის საფრენი აპარატების აღმოჩენას და განადგურებას საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის პასუხისმგებლობის ზონაში, საზღვაო პორტების, სარკინიგზო და საგზაო მაგისტრალების, გაზსადენების,  ნავთობსადენების და სხვა სახელმწიფოს სტრატეგიული ობიექტების მოწინააღმდეგის საჰაერო თავდასხმისაგან დაცვას და საბრძოლო მორიგეობის ორგანიზებას;

ე) შერეული საავიაციო ესკადრილია –  თავდაცვის ძალების სამანევრო ქვედანაყოფების საჰაერო საცეცხლე მხარდაჭერის მიზნით ახორციელებს საფრენი აპარატებით საცეცხლე მხარდაჭერას, რეიდის მოწყობას, მოწინააღმდეგის ცეცხლის ჩახშობას და ნეიტრალიზაციას, უზრუნველყოფს დაჭრილების, დაშავებულების და ავადმყოფების სწრაფ საჰაერო ევაკუაციას და შესაბამის სამედიცინო დაწესებულებებში  გადაყვანას თავდაცვის ძალებში შემავალ ქვედანაყოფებთან და სხვა სახელმწიფო უწყებებთან კოორდინაციით, ახორციელებს შეიარაღებით, საბრძოლო მასალით, სამხედრო ტექნიკით, საწვავ-საპოხი მასალებით და სხვა ქონებით ჯარების საბრძოლო მოქმედებათა ლოგისტიკურ  უზრუნველყოფას საჰაერო გზით, კანონმდებლობით დადგენილი წესით, ახორციელებს სამძებრო-სამაშველო ოპერაციებს ხმელეთზე და ზღვაზე, მიღებული დავალების საფუძველზე, ატარებს საჰაერო რეკოგნოსცირებას;

ვ) ცენტრალური საკომანდო პუნქტი –  უზრუნველყოფს საჰაერო თავდასხმის შესახებ თავდაცვის ძალებში შემავალი ქვედანაყოფების წინასწარ შეტყობინებას დადგენილი წესით, ახორციელებს საჰაერო სივრცის მუდმივ რადიოლოკაციურ და რადიოტექნიკურ კონტროლს, სადისპეტჩერო მომსახურებას, ახორციელებს სახელმწიფო ავიაციის ფრენების მართვას და კონტროლს, ასევე ლიტერული საჰაერო ხომალდების ფრენის კონტროლს.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 31 მაისის ბრძანება №42 - ვებგვერდი, 01.06.2017წ.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 13 დეკემბრის ბრძანება №133 - ვებგვერდი, 14.12.2018წ.

 მუხლი 5. სარდლობის ხელმძღვანელობა და მათი უფლებამოსილება

1. სარდლობას ხელმძღვანელობს სარდალი, რომელსაც  კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

2. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, სარდლობაზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებისათვის, სარდალი  ანგარიშვალდებულია სამინისტროსა და თავდაცვის ძალების ხელმძღვანელობის წინაშე.

3. სარდალი სარდლობაზე  დაკისრებული ამოცანების შესრულების მიზნით:

ა) ხელმძღვანელობს საქართველოს კანონმდებლობით;

ბ)   ახორციელებს სარდლობის საქმიანობის საერთო ხელმძღვანელობას;

გ) წყვეტს სარდლობის გამგებლობას მიკუთვნებულ საკითხებს  და პასუხისმგებელია სარდლობაზე დაკისრებული ამოცანების სრულფასოვნად შესრულებაზე;

დ) კონტროლს უწევს ხელმძღვანელობის ბრძანებების, მითითებებისა და ინსტრუქციების შესრულებას სარდლობის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე;

ე) ითანხმებს სარდლობის მოსამსახურეთა მიერ სამსახურის გავლის საკითხებს;

ვ) ანაწილებს მოვალეობებს სარდლობის მოსამსახურეებს შორის, ზედამხედველობს მათ მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას და შრომის დისციპლინის დაცვას;

ზ) უზრუნველყოფს დაქვემდებარებული პირადი შემადგენლობის საბრძოლო და სამობილიზაციო მზადყოფნას;

თ) სარდლობაში შემოსულ კორესპონდენციას ანაწილებს სარდლობის  მოსამსახურეებზე;

ი) აანალიზებს სარდლობის საქმიანობას და თავდაცვის ძალების ხელმძღვანელობას წარუდგენს წინადადებებს სარდლობის მუშაობის გაუმჯობესების შესახებ;

კ) კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს სარდლობის მოსამსახურეთა წახალისებას და მათ მიმართ დისციპლინური ზომების გამოყენებას;

ლ) თავდაცვის ძალების ხელმძღვანელობას წარუდგენს წინადადებებს იმ სახსრების, მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა სარდლობის ამოცანების შესასრულებლად;

მ) პერიოდულად ისმენს ანგარიშს სარდლობის სტრუქტურული ერთეულების უფროსების, დაქვემდებარებული ქვედანაყოფების მეთაურების და მოსამსახურეების მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ;

ნ) შუამდგომლობს სარდლობის მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების შესახებ;

ო)  ახორციელებს სარდლობაში  მომზადებული დოკუმენტაციის ვიზირებას ან/და ხელმოწერას; 

პ) მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს;

ჟ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

4. სარდალს ჰყავს მოადგილე, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

5. სარდლის დროებით არყოფნის შემთხვევაში, მის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს სარდლის  მოადგილე, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში სარდლობის შტაბის უფროსი.

6. სარდლის მოადგილე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სარდლობაზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებაზე ანგარიშვალდებულია სარდლის, სამინისტროსა და თავდაცვის ძალების ხელმძღვანელობის წინაშე.

7. სარდლის მოადგილე სარდლობაზე დაკისრებული ამოცანების შესრულების მიზნით:

ა) ხელს უწყობს სარდალს მასზე დაკისრებული მოვალეობების განხორციელებაში;

ბ) სარდლობის  დავალების შესაბამისად განიხილავს სარდლობაში შესულ კორესპონდენციას;

გ) ზედამხედველობს სარდლობის მოსამსახურეების მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას და შრომის დისციპლინის დაცვას;

დ) ზედამხედველობს და ანაწილებს დავალებებს სარდლობის სტრუქტურულ ერთეულებს და მოსამსახურეებს შორის და აძლევს მათ შესაბამის მითითებებსა და დავალებებს;

ე) ახორციელებს სარდლობაში მომზადებული დოკუმენტაციის ვიზირებას ან ხელმოწერას; 

ვ) აანალიზებს სარდლობის საქმიანობას და სარდალს წარუდგენს წინადადებებს სარდლობის საქმიანობის გაუმჯობესების შესახებ;

ზ) შუამდგომლობს სარდალთან მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების შესახებ;

თ) ასრულებს სარდლის, სამინისტროს და თავდაცვის ძალების ხელმძღვანელობის დავალებებსა და მითითებებს;

ი) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

7​​1. სარდლობის სერჟანტთა შემადგენლობას ხელმძღვანელობს და სარდლობის სამხედრო მოსამსახურეთა ( გარდა ოფიცრებისა ) დისციპლინის განმტკიცების , ფიზიკური მზადყოფნის , ინდივიდუალური საბრძოლო მომზადების , სამხედრო - პროფესიული განათლებისა და კარიერული განვითარების საკითხებს უფლებამოსილების ფარგლებში კოორდინაციას უწევს სარდლობის მთავარი სერჟანტი , რომელსაც დადგენილი წესით   თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი .

8. სარდლობის სტრუქტურულ ერთეულებს ხელმძღვანელობს სტრუქტურული ერთეულის უფროსი (მეთაური), რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

9. სტრუქტურული ერთეულის უფროსი (მეთაური), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სტრუქტურულ ერთეულზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია თავდაცვის ძალების ხელმძღვანელობის, სარდლის და სარდლის მოადგილის წინაშე.

10. სტრუქტურული ერთეულის უფროსი (მეთაური), სტრუქტურულ ერთეულზე დაკისრებული ამოცანების შესრულების მიზნით:

ა) ხელმძღვანელობს  სტრუქტურული ერთეულის  საქმიანობას;

ბ) ანაწილებს  კორესპონდენციას  სტრუქტურული ერთეულის  მოსამსახურეებს შორის;

გ) უზრუნველყოფს სტრუქტურული ერთეულის მუშაობის ორგანიზებას და ზედამხედველობს სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას;

დ) ახორციელებს სტრუქტურულ ერთეულში მომზადებული დოკუმენტაციის ვიზირებას;

ე) კომპეტენციის ფარგლებში, კონტროლს უწევს სამინისტროსა და თავდაცვის ძალების ხელმძღვანელობის ბრძანებების, მითითებების, დავალებების, სარდლის, სარდლის მოადგილის და სარდლობის შტაბის უფროსის  დავალებების შესრულებას;

ვ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

 11. სტრუქტურული ერთეულის უფროსის (მეთაურის), დროებით არყოფნის შემთხვევაში მის უფლება-მოვალეობებს მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე ახორციელებს სტრუქტურული ერთეულის მოხელე.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 27 თებერვლის დადგენილება №16 - ვებგვერდი,28.02.2018წ.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 13 დეკემბრის ბრძანება №133 - ვებგვერდი, 14.12.2018წ.

 



Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის დებულების დამტკიცების შესახებ“., №88, 16.12.2016, სარეგისტრაციო კოდი 140020000.22.026.016442 (კონსოლიდირებული რედაქცია 27.02.2018). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3478479-2/