საქართველოს მთავრობაში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
14.02.2004 ბოლო ცვლილება 11.01.2013
გამომცემი ორგანო
ნომერი
№61
სარეგისტრაციო კოდი
010.240.030.05.002.002
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 17, 15/02/2004
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (6)

წინა ცვლილებები (3)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №61

2004 წლის 14 თებერვალი

ქ. თბილისი

საქართველოს მთავრობაში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობების შემოღების შესახებ

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს პოლიტიკური, სამართლებრივი და ეკონომიკური ინტეგრაციის, ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულებთან ურთიერთობის კოორდინაციის, სამოქალაქო რეინტეგრაციისა და დიასპორასთან ურთიერთობის გააქტიურების მიზნით „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის შესაბამისად:

საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 17 დეკემბრი ს ბრძანებულება № 597 - სსმ III, № 148 , 17 . 12 .200 4 წ., მუხ. 1351

საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 24 იანვრი ს ბრძანებულება № 33 - სსმ III, № 12 , 25 . 01 .200 8 წ., მუხ. 168

1. საქართველოს მთავრობაში შეიქმნას სახელმწიფო მინისტრის შემდეგი თანამდებობები:

ა) სახელმწიფო მინისტრი – ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში;

ბ) სახელმწიფო მინისტრი – რეგიონული მართვის საკითხებში;

გ) სახელმწიფო მინისტრი – დიასპორის საკითხებში;

დ) სახელმწიფო მინისტრი – რეინტეგრაციის საკითხებში;

ე) სახელმწიფო მინისტრი – ლტოლვილთა და განსახლების საკითხებში.

საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 1 0 აპრილ ი ს ბრძანებულება № 122 - სსმ III, № 39 , 13 . 04 .200 4 წ., მუხ. 320

საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 17 დეკემბრი ს ბრძანებულება № 597 - სსმ III, № 148 , 17 . 12 .200 4 წ., მუხ. 1351

საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 24 იანვრი ს ბრძანებულება № 33 - სსმ III, № 12 , 25 . 01 .200 8 წ., მუხ. 168

2. სახელმწიფო მინისტრებმა განახორციელონ საქართველოს კონსტიტუციით, კანონებით, პრეზიდენტის ბრძანებულებებითა და განკარგულებებით, მთავრობის დადგენილებებითა და განკარგულებებით განსაზღვრული უფლებამოსილებები, აგრეთვე პრემიერ-მინისტრის და მთავრობის ცალკეული დავალებები.

3. სახელმწიფო მინისტრის საქმიანობის ორგანიზაციულ-სამართლებრივი უზრუნველყოფის მიზნით შეიქმნას სახელმწიფო მინისტრის აპარატი. აპარატის დებულება დამტკიცდეს საქართველოს მთავრობის მიერ.

4. ამ ბრძანებულების პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს საქართველოს საკანონმდებლო აქტებში შესაბამისი ცვლილებების ამოქმედებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 24 იანვრი ს ბრძანებულება № 33 - სსმ III, № 12 , 25 . 01 .200 8 წ., მუხ. 168

მ. სააკაშვილი 

     შეტანილი ცვლილებები:

    1. საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 10 აპრილ ი ს ბრძანებულება №122 - სსმ III, №39, 13.04.2004 წ., მუხ.320

     2. საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 17 დეკემბრი ს ბრძანებულება №597 - სსმ III, №148, 17.12.2004 წ., მუხ.1351

     3. საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 24 იანვრი ს ბრძანებულება №33 - სსმ III, №12, 25.01.2008 წ., მუხ.168

 

 

 

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „საქართველოს მთავრობაში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღების შესახებ“, №61, 14.02.2004, სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.05.002.002 (კონსოლიდირებული რედაქცია 24.01.2008). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/34990-3/