ელექტროენერგეტიკის სექტორში ერთიანი საბუღალტრო-სააღრიცხვო სისტემის დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
27.12.2016 ბოლო ცვლილება 18.03.2021
ნომერი
№43
სარეგისტრაციო კოდი
350000000.16.009.016200
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 30/12/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (4)

შემდგომი ცვლილებები (3)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+
 

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი

ეროვნული კომისიის

დადგენილება №43

2016 წლის 27 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

ელექტროენერგეტიკის სექტორში ერთიანი საბუღალტრო-სააღრიცხვო სისტემის დამტკიცების შესახებ

„ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის, მე-5 მუხლის პირველი პუნქტის, 46-ე და 49​9 მუხლების საფუძველზე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ადგენს:

+
მუხლი 1
1. ელექტროენერგეტიკული სექტორის ლიცენზიატი საწარმოებისთვის ერთიანი საბუღალტრო-სააღრიცხვო სისტემის დანერგვის მიზნით დამტკიცდეს:

1.1 ანგარიშთა გეგმის ინსტრუქციები – დანართი №1;

1.2 ანგარიშთა გეგმა – დანართი №1.1;

1.3 შემოსავლების,  საბუღალტრო კომპონენტების და ხარჯების სახელმძღვანელო ინსტრუქციები – დანართი №2;

1.4 შენატანების და გრანტების სახელმძღვანელო ინსტრუქციები – დანართი №3;

1.5 ძირითადი საშუალებების აღრიცხვის სახელმძღვანელო ინსტრუქციები – დანართი №4;

1.6 ანგარიშგების ფორმების ინსტრუქციები – დანართი №5;

1.7 ელექტროენერგიის წარმოების ლიცენზიატის ანგარიშგების ფორმა – დანართი №5.1;

1.8 ელექტროენერგიის გადაცემის ლიცენზიატის ანგარიშგების ფორმა – დანართი №5.2;

1.9 ელექტროენერგიის დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის ანგარიშგების ფორმა – დანართი №5.3;

1.10 ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზიატის ანგარიშგების ფორმა (განაწილება, ქსელი) – დანართი №5.4;

1.11 ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზიატის ანგარიშგების ფორმა (განაწილება, მიწოდება) – დანართი №5.5;

1.12 ორი ან ორზე მეტი რეგულირებადი საქმიანობის განმახორციელებელი ლიცენზიატის ანგარიშგების ფორმა – დანართი №5.6.

2. ამ დადგენილების 1.1-1.6 პუნქტებით დამტკიცებული სახელმძღვანელო ინსტრუქციების შესაბამისად, ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების სისტემის დანერგვისათვის ელექტროენერგეტიკული სექტორის ლიცენზიატებს განესაზღვროთ ვადა არაუგვიანეს 2020 წლის 31 დეკემბრისა.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულიერებელი ეროვნული კომისიის 2018 წლის 28 დეკემბრის დადგენილება №40 - ვებგვერდი, 10.01.2019 წ.

3. ამ დადგენილების 1.7-1.12 პუნქტებით დამტკიცებული ანგარიშგების ფორმების შესაბამისად თითოეული რეგულირებადი საქმიანობის შესახებ პირველი ანგარიშის წარმოდგენის ვალდებულება ელექტროენერგეტიკული სექტორის ლიცენზიატებს განესაზღვროთ 2020 წლის ანგარიშგების პერიოდზე.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულიერებელი ეროვნული კომისიის 2018 წლის 28 დეკემბრის დადგენილება №40 - ვებგვერდი, 10.01.2019 წ.

+
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე ირინა მილორავა
კომისიის წევრიგოჩა შონია
კომისიის წევრიგიორგი ფანგანი
Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება „ელექტროენერგეტიკის სექტორში ერთიანი საბუღალტრო-სააღრიცხვო სისტემის დამტკიცების შესახებ“, №43, 27.12.2016, სარეგისტრაციო კოდი 350000000.16.009.016200 (კონსოლიდირებული რედაქცია 28.12.2018). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3510085-1/