ელექტროენერგეტიკის სექტორში ერთიანი საბუღალტრო-სააღრიცხვო სისტემის დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
27.12.2016 ბოლო ცვლილება 18.03.2021
ნომერი
№43
სარეგისტრაციო კოდი
350000000.16.009.016200
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 30/12/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

ცვლილებები (4)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
 

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი

ეროვნული კომისიის

დადგენილება №43

2016 წლის 27 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

ელექტროენერგეტიკის სექტორში ერთიანი საბუღალტრო-სააღრიცხვო სისტემის დამტკიცების შესახებ

„ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის, მე-5 მუხლის პირველი პუნქტის, 46-ე და 499 მუხლების საფუძველზე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ადგენს:

მუხლი 1
1. ელექტროენერგეტიკული სექტორის ლიცენზიატი საწარმოებისთვის ერთიანი საბუღალტრო-სააღრიცხვო სისტემის დანერგვის მიზნით დამტკიცდეს:

1.1 ანგარიშთა გეგმის ინსტრუქციები – დანართი №1;

1.2 ანგარიშთა გეგმა – დანართი №1.1;

1.3 შემოსავლების,  საბუღალტრო კომპონენტების და ხარჯების სახელმძღვანელო ინსტრუქციები – დანართი №2;

1.4 შენატანების და გრანტების სახელმძღვანელო ინსტრუქციები – დანართი №3;

1.5 ძირითადი საშუალებების აღრიცხვის სახელმძღვანელო ინსტრუქციები – დანართი №4;

1.6 ანგარიშგების ფორმების ინსტრუქციები – დანართი №5;

1.7 ელექტროენერგიის წარმოების ლიცენზიატის ანგარიშგების ფორმა – დანართი №5.1;

1.8 ელექტროენერგიის გადაცემის ლიცენზიატის ანგარიშგების ფორმა – დანართი №5.2;

1.9 ელექტროენერგიის დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის ანგარიშგების ფორმა – დანართი №5.3;

1.10 ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზიატის ანგარიშგების ფორმა (განაწილება, ქსელი) – დანართი №5.4;

1.11 ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზიატის ანგარიშგების ფორმა (განაწილება, მიწოდება) – დანართი №5.5;

1.12 ორი ან ორზე მეტი რეგულირებადი საქმიანობის განმახორციელებელი ლიცენზიატის ანგარიშგების ფორმა – დანართი №5.6.

2. ამ დადგენილების 1.1-1.6 პუნქტებით დამტკიცებული სახელმძღვანელო ინსტრუქციების შესაბამისად, ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების სისტემის დანერგვისათვის ელექტროენერგეტიკული სექტორის ლიცენზიატებს განესაზღვროთ ვადა არაუგვიანეს 2019 წლის 31 დეკემბრისა.

3. ამ დადგენილების 1.7-1.12 პუნქტებით დამტკიცებული ანგარიშგების ფორმების შესაბამისად თითოეული რეგულირებადი საქმიანობის შესახებ პირველი ანგარიშის წარმოდგენის ვალდებულება ელექტროენერგეტიკული სექტორის ლიცენზიატებს განესაზღვროთ 2019 წლის ანგარიშგების პერიოდზე.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე ირინა მილორავა
კომისიის წევრიგოჩა შონია
კომისიის წევრიგიორგი ფანგანი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ელექტროენერგეტიკის სექტორში ერთიანი საბუღალტრო-სააღრიცხვო სისტემის დამტკიცების შესახებ“?
დიახ, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება „ელექტროენერგეტიკის სექტორში ერთიანი საბუღალტრო-სააღრიცხვო სისტემის დამტკიცების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 18.03.2021.
როდის იქნა მიღებული „ელექტროენერგეტიკის სექტორში ერთიანი საბუღალტრო-სააღრიცხვო სისტემის დამტკიცების შესახებ“?
„ელექტროენერგეტიკის სექტორში ერთიანი საბუღალტრო-სააღრიცხვო სისტემის დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 27.12.2016. მიმღები ორგანო — საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია. დოკუმენტის ნომერი — №43. სარეგისტრაციო კოდი — 350000000.16.009.016200.
რამდენჯერ შევიდა ცვლილება „ელექტროენერგეტიკის სექტორში ერთიანი საბუღალტრო-სააღრიცხვო სისტემის დამტკიცების შესახებ“-ში?
დოკუმენტში სულ 4 ცვლილებაა შესული. მატსნეს ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 18.03.2021.
რამდენი მუხლისგან შედგება „ელექტროენერგეტიკის სექტორში ერთიანი საბუღალტრო-სააღრიცხვო სისტემის დამტკიცების შესახებ“?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
სად არის „ელექტროენერგეტიკის სექტორში ერთიანი საბუღალტრო-სააღრიცხვო სისტემის დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 18.03.2021 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება „ელექტროენერგეტიკის სექტორში ერთიანი საბუღალტრო-სააღრიცხვო სისტემის დამტკიცების შესახებ“, №43, 27.12.2016, სარეგისტრაციო კოდი 350000000.16.009.016200 (კონსოლიდირებული რედაქცია 18.03.2021). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3510085/

ოფიციალური ტექსტი — matsne.gov.ge , კონსოლიდირებული რედაქცია 18.03.2021. პრაქტიკა, ისტორია და სხვა ბლოკები შედგენილია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას. როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება