„უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებისათვის საყურადღებო ზონების ნუსხის დადგენის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (3)
შემდგომი ცვლილებები (2)
დოკუმენტის ტექსტი
|
„უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებისათვის საყურადღებო ზონების ნუსხის დადგენის თაობაზე
|
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-3 პუნქტისა და „უკანონო შემოსავლის ლაგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, განისაზღვროს საყურადღებო ზონების ნუსხა:
ა) ავღანეთის ისლამური რესპუბლიკა; ბ) ანგილია; გ) ანტიგუა და ბარბუდა; დ) ბაჰამის თანამეგობრობა; ე) ბოტსვანის რესპუბლიკა; ვ) განას რესპუბლიკა; ზ) დომინიკის თანამეგობრობა; თ) ეთიოპიის ფედერაციული დემოკრატიული რესპუბლიკა; ი) თერქს-ქაიქოსის კუნძულები; კ) იემენი; ლ) ირანის ისლამური რესპუბლიკა; მ) კაიმანის კუნძულები; ნ) კამბოჯას სამეფო; ო) კოლუმბიის რესპუბლიკა; პ) კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა; ჟ) ნიგერიის ფედერალური რესპუბლიკა; რ) პაკისტანის ისლამური რესპუბლიკა; ს) სეიშელის რესპუბლიკა; ტ) სენტ-ვინსენტი და გრენადინები; უ) სერბეთის რესპუბლიკა; ფ) სირიის არაბთა რესპუბლიკა; ქ) ტაჯიკეთის რესპუბლიკა; ღ) ტრინიდადი და ტობაგოს რესპუბლიკა; ყ) ტუნისის რესპუბლიკა; შ) შრი-ლანკის დემოკრატიული სოციალისტური რესპუბლიკა. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2019 წლის 12 აპრილის ბრძანება №67/04 - ვებგვერდი, 15.04.2019წ. |
| მუხლი 2 |
ეთხოვოს საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს, ყოველწლიურად შეამოწმოს საყურადღებო ზონების ნუსხა და მასში დასაბუთებული ცვლილებების აუცილებლობის შემთხვევაში შესაბამისი ინფორმაცია წარუდგინოს საქართველოს ეროვნულ ბანკს.
|
| მუხლი 3 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებისათვის საყურადღებო ზონების ნუსხის დადგენის თაობაზე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2011 წლის 24 აგვისტოს №65/04 ბრძანება.
|
| მუხლი 4 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2017 წლის 1 თებერვლიდან.
|
|
+
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის
ბრძანება №1/04
2017 წლის 9 იანვარი
ქ. თბილისი
„უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებისათვის საყურადღებო ზონების ნუსხის დადგენის თაობაზე
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-3 პუნქტისა და „უკანონო შემოსავლის ლაგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
+
მუხლი 1
უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, განისაზღვროს საყურადღებო ზონების ნუსხა:
ა) ავღანეთის ისლამური რესპუბლიკა;
ბ) ანგილია;
გ) ანტიგუა და ბარბუდა;
დ) ბაჰამის თანამეგობრობა;
ე) ბოტსვანის რესპუბლიკა;
ვ) განას რესპუბლიკა;
ზ) დომინიკის თანამეგობრობა;
თ) ეთიოპიის ფედერაციული დემოკრატიული რესპუბლიკა;
ი) თერქს-ქაიქოსის კუნძულები;
კ) იემენი;
ლ) ირანის ისლამური რესპუბლიკა;
მ) კაიმანის კუნძულები;
ნ) კამბოჯას სამეფო;
ო) კოლუმბიის რესპუბლიკა;
პ) კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა;
ჟ) ნიგერიის ფედერალური რესპუბლიკა;
რ) პაკისტანის ისლამური რესპუბლიკა;
ს) პანამის რესპუბლიკა;
ტ) სეიშელის რესპუბლიკა;
უ) სენტ-ვინსენტი და გრენადინები;
ფ) სირიის არაბთა რესპუბლიკა;
ქ) ტაჯიკეთის რესპუბლიკა;
ღ) ტრინიდადი და ტობაგოს რესპუბლიკა;
ყ) ტუნისის რესპუბლიკა;
შ) შრი-ლანკის დემოკრატიული სოციალისტური რესპუბლიკა.
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2019 წლის 12 აპრილის ბრძანება №67/04 - ვებგვერდი, 15.04.2019წ.
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2019 წლის 18 სექტემბრის ბრძანება №167/04 - ვებგვერდი, 19.09.2019წ.
+
მუხლი 2
ეთხოვოს საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს, ყოველწლიურად შეამოწმოს საყურადღებო ზონების ნუსხა და მასში დასაბუთებული ცვლილებების აუცილებლობის შემთხვევაში შესაბამისი ინფორმაცია წარუდგინოს საქართველოს ეროვნულ ბანკს.
+
მუხლი 3
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებისათვის საყურადღებო ზონების ნუსხის დადგენის თაობაზე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2011 წლის 24 აგვისტოს №65/04 ბრძანება.
+
მუხლი 4
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2017 წლის 1 თებერვლიდან.
საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე–პრეზიდენტი (მოვალეობის შემსრულებელი) არჩილ მესტვირიშვილი
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებისათვის საყურადღებო ზონების ნუსხის დადგენის თაობაზე, №1/04, 09.01.2017, სარეგისტრაციო კოდი 220090000.18.011.016212 (კონსოლიდირებული რედაქცია 12.04.2019). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3540095-1/